“არჩევნებზე ხმის მიცემისას მოქალაქეებს ინდივიდუალურ კალამს შევთავაზებთ” – თამარ ჟვანია

“31 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემისას მოქალაქეებს ინდივიდუალურ კალამს შევთავაზებთ”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.

„ამომრჩეველთა დაცულობის თვალსაზრისით ბევრ სხვადასხვა რამეზე ვფიქრობთ. სადეზინფექციო ხსნარები, რომელიც ხელის დამუშავებას ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოს და USAID-ის დახმარებით ყველა უბანზე გვექნება ხელმისაწვდომი. ამავდროულად ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ცესკომ წინსწრებით მიიღო და ვფიქრობთ, ესეც მოწონებული იქნება, ინდივიდუალურ კალმებს ეხება.

ვგეგმავთ, ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალური, არავის მოხმარებული რომ არ არის, ასეთი კალმები შევთავაზოთ. კალმები იქნება ერთგვაროვანი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და რა თქმა უნდა, ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადად გამოყენებისთვის. სახლიდან თუ ვინმე წამოიღებს თავის კალამს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება ის გამოიყენოს. მაგრამ ჩვენც ვგეგმავთ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მსგავსი თემები