ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული – ავარია ახალქალაქში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალქალაქში, სოფელ კუმურდოს გზაზე. ავარიის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, სამი მგზავრი კი ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, დედას და მის ორ შვილს თავის არეში მსუბუქი დაზიანებები აქვთ, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“ჩვენთან ახლა შემოიყვანეს სამი დაშავებული – დედა და ორი შვილი. პირველადი მონაცემებით, მძიმე არც ერთია, ტარდება კვლევები, დინამიკური მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ იგეგმება. ჭრილობები არ აქვს, თავის არეში დაჟეჟილობები აქვთ. კონტაქტურები არიან“, – განუცხადა “კურიერს” კლინიკის დირექტორმა ალექსანდე თოროიანმა.

მსგავსი თემები