ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გორში 12 წლის მოზარდი დაიღუპა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა.

ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ბავშვი სავარაუდოდ მძღოლის გვერდზე იჯდა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები