ვარკეთილში, მაღაზია „ზღაპარის“ ერთ-ერთ მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა

მაღაზია „ზღაპარის“ ვარკეთილის ფილიალის ერთ-ერთ მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული მანამდე, ორი კვირის განმავლობაში შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა ვირუსის დადასტურებამდე ერთი დღით სამსახურში იყო მისული. აღნიშნული ფილიალის 20 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

მაღაზია ფუნქციონირებას განაგრძობს, ადგილზე ქსელური მაღაზიის სხვა თანამშრომლები მუშაობენ. თანამშრომლების განცხადებით, სავაჭრო ობიექტზე სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.

მსგავსი თემები