ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, 74 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაში სოხუმიდან გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაყვანისას, გზაში გარდაიცვალა. მას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ამ დრომდე ხუთი ადამიანია გარდაცვლილი.

მსგავსი თემები