“ყველაზე ცხელ წერტილად ბათუმი რჩება” – ამირან გამყრელიძე

ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბათუმი, სადაც ინტენსიური, გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

გუშინ საღამოს შემცირდა კვლევების ტენდენცია ბულვარის კარვებში. 600-მდე ადამიანი გამოიკვლიეს, თუმცა, ასევე, ბათუმის ხუთ პოლიკლინიკაში ტარდება კვლევები. ქვეყნის მასშტაბით, ყურადღებას იპყრობს რუსთავის პოლიკლინიკასთან დაკავშირებული „ავერსის“ კლასტერი, რომელსაც გუშინ ერთი ინფიცირებული დაემატა,ასევე, გურიაში, ქვემობანში გაფართოებული ტესტირება დაიწყო“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან 12 უკავშირდება აჭარის რეგიონს.

მისივე თქმით, ამ ეტაპპზე, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით, სიტუაცია საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო.

„გუშინ ქვეყნის მასშტაბით  7 079  „პისიარ“ ტესტი და 1 500-მდე სწრაფი ტესტი გაკეთდა. დღეს კარანტინში გყავს 6 080 ადამიანი, 1 310 გამოჯანმრთელებულია, რაც 80 პროცენტია საერთო მაჩვენებლის. დაფიქსირებულია სიკვდილის 19 შემთხვევაა, ეს საერთო მაჩვენებლის 1, 15 პროცენტია. ეს არის საერთო ეპიდსიტუაცია” – ამირან გამყრელიძე

მსგავსი თემები