აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში ტარდებოდა ტესტები, არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა კოვიდინფექცია” – ამის შესახებ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი აცხადებს. მსივე თქმით, ტესტი ფაქტობრივად, მაუწყებლის ყველა თანამშრომელს აუღეს, მათ შორის მათ, ვისაც უშუალო შემხებლობა ინფიცირებულ თანამშრომელთან არ ჰქონია.

ხუზმიაშვილის განცხადებით, დღეს ჩანიშნულია საინფორმაციო სამსახურის თათბირი, სადაც გადაწყდება, როდის აღადგენს მუშაობას ტელევიზია, მანამდე კი ეთერში საქართველოს პირველი არხი იმაუწყებლებს.

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში ტარდებოდა ტესტები, არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა კოვიდინფექცია. მოგეხსენებათ, ზაფხულის თვეებია, ბევრი ადამიანი შვებულებაშიც იყო და ვინც მუშაობდა პრაქტიკულად ყველა გაიტესტა. თუ არ ვცდები, 10 ადამიანი კარანტინში არის ამ დროისათვის და რამდენიმე დღეში განმეორებით ჩაუტარდებათ ტესტირება. ვცდილობთ, აღვადგინოთ ეთერი და დღეს უკვე ჩანიშნული გვაქვს საინფორმაციო სამსახურის თთათბირი. ჩემი დიდი სურვილია, ხვალიდან აღვადგინოთ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა. ალბათ, რამდენიმე ჯგუფად გადავნაწილდებით, რომ მოვახდინოთ ეთერში შესვლა. რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე შესაბამის სამსახურებს და მომცეს რეკომენდაცია, რომ კარგი იქნება თუ რამდენიმე კლასტერად გადავხალისდებით სამსახურში, მაქსიმალურად იქნება უსაფრთხოების ზომები მიღებული და ამ შემთხვევაში შეგვიძლია, რომ აღვადგინოთ მუშაობა“, – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

მსგავსი თემები