აჭარაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  •  

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა, დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი არის ე.წ. დონას კლასტერთან კონტაქტი და სამი ამავე კლასტერთან აფილირებული შემთხვევა.

„დანარჩენები შემთხვევები გამოვლენილია პოლიკლინიკასა და ბულვარში, აგრეთვე ცხელების ცენტრში. ესენი თვითდინებით არიან მისულები, მათი პირველწყაროები ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს ეპიდკვლევა. კარვებში მიმდინარე აქტივობამ ცოტა კლების ტენდენცია მიიღო. დაახლოებით 650-მდე პირს ჰქონდა ტესტი ჩატარებული, პოლიკლინიკებს კი, 460-მდე პირმა მიმართა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 1 800 ტესტი“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

რაც შეეხება აჭარის ტელევიზიას, ჯერ სრულად არ არის ტელევიზიაში კვლევა დამთავრებული.

„რაც ჩატარდა, იქ კორონავირუსი გამოვლენილი არ არის, თუმცა რამდენიმე კვლევის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი“, – განაცხადა რუსუდან შვიშვილმა.

მსგავსი თემები