“გავრცელებული ჩანაწერებიდან ნათელი ხდება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტყუილად არავინაა დაკავებული” – მირიან ნიკოლაძე

“გავრცელებული ჩანაწერებიდან ნათელი ხდება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტყუილად არავინაა დაკავებული”, – ამის შესახებ მოკლული გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მოზარდების ვიდეოჩანაწერების გავრცელების საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულები ნამდვილად მისი მკვლელები არიან.

„ყველამ ნახეთ ჩანაწერები, ბუნებრივია, აქედან ნათელი გახდა, რომ ტყუილად არავინაა დაჭერილი, დაჭერილი არიან გიორგის მკვლელები. ეს ცალსახად ჩანს, იგივე არასრულწლოვნის საუბრიდანაც, რომელიც ამბობს რომ შეეცადა, მაგრამ ვერაფრით შეძლო დაწყნარება, გაშველება თუ მსგავსი რამ. ანუ, მიუთითა პირდაპირ, რომ გიორგის სცემდნენ მისი თანხმლები პირები და შესაბამისად, მათ მოკლეს გიორგი. თქვენ, ასევე უსმინეთ რევაზიშვილის შიშებს რომ ჩანთაზე არ ამოსულიყო დეენემი, ამის მოლოდინში იყვნენ და გადარჩენ, ვინაიდან მისი თქმით, პირდაპირი მტკიცებულება აღარ იარსებებდა. ასევე,  ყველამ ვნახეთ ის აგრესია, რაც მოდიოდა რევაზიშვილისგან მოწმის ოჯახის მისამართით, ადამიანი რომელიც ქალზე და ბავშვზე იტყვის რომ უნდა შეაშინონ და ზეწოლა მოახდინონ, ის ადამიანი თუ დაინდობს 19 წლის მოზარდს, რომელზეც გამწარებულია, საცემად და მოსაკლავად მისდევს, მითხრას ვინმემ. მთლიანი ლუსტრაცია მოხდა იმის, რაც არის დღეს გამოძიების ძირითადი ვერსია. მათ თავისივე პირით დაადასტურეს რომ ისინი არიან მკვლელები“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

მსგავსი თემები