კახეთში, სოფელ რუისპირში 50 წლამდე კაცი მოკლეს

მკვლელობა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტში. სოფელ რუისპირში. გვიან ღამით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 50 წლამდე კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლეს.

მიყენებული ჭრილობით კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივებმა გარდაცვლილი „მერსედერსის“ მარკის ავტომობილში ნახეს, რის შემდეგაც პოლიციას შეატყობინეს.

კონფლიქტის მიზეზად მხარეებს შორის ფინანსური დავა სახელდება.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები