ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 67 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე. შედეგად 13 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამასთან, 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 308 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 117 გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

მეტი...

ნარკოლოგიური ცნობის წარდგენა, გარდა მაჟორიტარი კანდიდატებისა, პროპორციულ საარჩევნო სიაში მყოფ პირებსაც მოუწევთ

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მსგავსად, ნარკოლოგიური ცნობის წარდგენა პროპორციულ საარჩევნო სიაში მყოფ პირებსაც მოუწევთ. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს ინიცირებისთვის 31 აგვისტოს სხდომაზე წარედგინება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ნარკოლოგიური შემოწმებისა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობების წარდგენა მოეთხოვება არა მხოლოდ მაჟორიტარ კანდიდატს, არამედ ზოგადად პარლამენტის წევრობის კანდიდატს.

მეტი...

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური არჩევნების 25-ე დღის ნაცვლად, მესამე შაბათს გაიმართება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური არჩევნების 25-ე დღის ნაცვლად, მესამე შაბათს გაიმართება. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს ინიცირებისთვის 31 აგვისტოს სხდომაზე წარედგინება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად, ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც არჩევნებიდან მესამე შაბათს იმართება. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს ორი კანდიდატი, რომელთაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. კანონპროექტით კონკრეტდება ისიც, რომ თუ ორზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა, ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე…

მეტი...

გიორგი რურუას ადვოკატებმა გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს

 საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს  მსჯავრდებულ გიორგი რურუას ადვოკატებმა. მათი თქმით, საქმეში გამამართლებელი მტკიცებულებები იყო, რაც მოსამართლეს არ გაუთვალისწინებია. „გავასაჩივრეთ ვალერიან ბუგიანიშვილის პოლიტიკური განაჩენი. ეს იყო დაუსაბუთებელი და შეიძლება ითქვას, სასაცილო განაჩენი, რადგან მოსამართლემ დაამახინჯა მოწმეების ჩვენებები, კერძოდ, დაცვის მხარის მოწმეებს ისეთი რამ დააბრალა, რაც მათ არ უთქვამთ. მეორე მხრივ, მოსამართლემ პოლიციელებთან დაკავშირებით თვალი დახუჭა და საერთოდ არ შეაფასა მათი ჩვენებების ის ნაწილი, სადაც დადასტურდა, რომ ისინი იტყუებოდნენ ან ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლეოდნენ. ასევე, საერთოდ არც კი იმსჯელა იმ მოწმეთა ჩვენებებზე, რაც ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი და გამამართლებელი მტკიცებულება იყო.…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 18:05 საათზე დაფიქსირდა. პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთთან იყო. ბიძგების სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

“ოთახში მიხეილ რამიშვილი,რომ შემოდიოდა, მე მთხოვდნენ, რომ გავსულვიყავი” – თამარ ბაჩალიაშვილის ბებია

“ბაჩანა შექმნილი პიროვნებაა, ის გვარამიამ და იმ ადვოკატმა შექმნეს, ის და თამარი მეგობრებიც კი არ ყოფილან” – ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ბებიამ, რიტა ზურაბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თამარს სამსახურში უფროსი მოსწონდა. „მითხრა, რომ სამსახურში თავისი უფროსი მოსწონდა. მე ვკითხე ვინ არის, და მითხრა, რომ 32 წლისაა, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს – ძალიან ვაჟკაცურიაო. ბაჩანა შექმნილი პიროვნებაა, ის გვარამიამ და იმ ადვოკატმა შექმნეს, ის და თამარი მეგობრებიც კი არ ყოფილან. სამძიმრების პერიოდში თუ სადმე ვიყავი და ოთახში მიხეილ რამიშვილი შემოდიოდა – ან გადიოდა, ან მე…

მეტი...

ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ქვეყნის ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებენ. როგორც ევროკომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელიმ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ისინი მხარდაჭერას ბელარუსელ ხალხს უცხადებენ და არა ხელისუფლებას.  “თქვენ იცით, რომ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს და ხელისუფლების ქმედებებს მივიჩნევთ მიუღებლად. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ხალხს, ვგმობთ რეპრესიებს და ხელისუფლებას ვთხოვთ ხალხთან დიალოგი დაიწყოს,” – აცხადებს ევროკომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი.

მეტი...

ამომრჩევლის იძულების და დაშინებისა ფაქტებზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული

ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტის ბიუროს ინიცირებისთვის 31 აგვისტოს წარედგინება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით…

მეტი...

“ეს არის უსინდისოდ ნათქვამი ბოდიში, მას თუ ვინმე ელოდება, ეს არის მართლმსაჯულება” – ირაკლი სესიაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

 ირაკლი სესიაშვილი მიხეილ სააკაშვილის ბოდიშს უსინდისოდ ნათქვამს უწოდებს და აცხადებს, რომ მის ჩადენილ ქმედებებს ბოდიში არ ჰყოფნის და ამაზე შესაბამისი პასუხისმგებლობაა: “ეს ბოდიში არის იძულებითი, იმიტომ, რომ 8 წლის განმავლობაში რომ ერთხელ არ მოიხდი ბოდიშს და 8 წლის შემდგომ ბოდიშზე მიდიხარ. ისევ ძალაუფლებისთვის, ისევ და ისევ იმისთვის, რომ არჩევნებზე გარკვეული ქულები დაიწეროს ამ ბოდიშის არავის არ სჯერა, ეს არის უსინდისოდ ნათქვამი ბოდიში. თუ ის ბოდიშს იხდის მკვლელობებზე, წამებებზე, ქონებების წართმევებზე, ამაზე ბოდიში არ კმარა, ამაზე სისხლის სამართლის კოდექსი კონკრეტულად არის პასუხისმგებლობები. თუ ვინმე მას ელოდება, ეს არის მართლმსაჯულება,” – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მეტი...

ზ.ხ.-ს მამა ამტკიცებს, რომ საძინებელში მოსასმენი აპარატურა დაუდეს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არასრულწლოვნის მამის ინფორმაციით, მან საძინებელ ოთახში, სავარაუდოდ, მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა და სამართალდამცავები გამოიძახა. მისივე მტკიცებით, დაახლოებით თვენახევრის წინ მსგავსი მოწყობილობა ვახტანგ ჩიქოვანის სახლშიც იპოვა. “მეცინება, ეს არის ბრელოკი და აშკარად მიკროფონი უყენია. საბავშვო სათამაშოს ჰგავს. არ ვიცი ვინ დადო, მაგრამ ფაქტია, რომ ვიპოვე, წაიღონ და შეამოწმონ. მე ვარ ღია და ფაქტია, რომ მედიასთანაც ვთანამშრომლობ, ამას ნუ მაკადრებენ, ეს რა არის საერთოდ?!”- ამბობს თამაზ ხომასურიძე.

მეტი...

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ჩატარებული 33 ტესტის პასუხი უარყოფითია

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ჩატარებული კიდევ 33 ტესტის პასუხი უარყოფითია ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, განმეორებითი ტესტირებები მუნიციპალიტეტში 2 სექტემბრამდე გაგრძელდება. 2 სექტემბერს კი დაბა მესტიასა და ლენჯერს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოეხსნება და მუნიციპალიტეტი გაიხსნება. დაბა მესტია და ლენჯერი უკვე მე-18 დღეა, ჩაკეტილია.

მეტი...

“არჩევნები როცა ახლოვდება, სააკაშვილი ამბობს, მოვედი უკვე აქო, ამას ხელისუფლება წარმატებით იყენებს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის” – იაგო ხვიჩია

ჩვენი საქმე არ არის სხვა პარტია ვის აყენებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, როგორც გიორგი ვაშაძის შემთხვევაში არ ვღელავდი ამ საკითხთან დაკავშირებით, არც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვღელავ ამ თემაზე, ეს მათი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებაზე საუბრობს, რასაც ხელისუფლება წარმატებით იყენებს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის. „რასაც ვუყურებ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ სტრატეგიულად, ახლა ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი შანსი არის, გამოიყვანოს მტრის ხატად მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მოდის და ამ არჩევნების დღეს თუ არ დავამარცხეთ, ქვეყანაში რაღაცა კატასტროფა მოხდება. ზოგადად, ეს აძლიერებს, ანუ ხელს…

მეტი...

მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით, ჯგუფურად დაუფლების და მითვისების ფაქტზე ოთხ პირს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით, ჯგუფურად დაუფლების და მითვისების ფაქტზე – თ.ზ.-ს, ლ.ს.-ს, თ.ჯ.-ს და ლ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საქმე ეხება შპს „დელუქს-ისნის“ იპოთეკით დატვირთულ ქონებას. უწყების ცნობით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, თ.ზ.-მ, ლ.ს.-მ და ლ.ბ.-მ სხვადასხვა მოქალაქესთან გააფორმეს უძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებები და დაარწმუნეს ისინი, რომ უძრავი ქონება ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო იყო, რაც წერილობით ხელშეკრულებებშიც მიუთითეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს თ.ზ.-მ დააფუძნა შპს „დელუქს ისანი“, რომლის საქმიანობას წარმოადგენდა სამშენებლო ბიზნესი. თ.ზ.-მ 2018…

მეტი...

” ჩვენი პირველი და მთავარი თვისება არის იმაში, რომ ჩვენ არასდროს არ ვინახავთ ბოროტებას გულში” – ილია მეორე

„ჩვენ ურთულეს დროს ვცხოვრობთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ საოცრად ვგავართ ერთმანეთს ხასიათით. ჩვენი პირველი და მთავარი თვისება არის იმაში, რომ ჩვენ არასდროს არ ვინახავთ ბოროტებას გულში” – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. გარდა ამისა, უწმინდესმა მოსახლეობას მოუწოდა, არ შეუშინდეს გაჭირვებასა და უსამართლობას. „ჩვენ ურთულეს დროს ვცხოვრობთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ საოცრად ვგავართ ერთმანეთს ხასიათით. ჩვენი პირველი და მთავარი თვისება არის იმაში, რომ ჩვენ არასდროს არ ვინახავთ ბოროტებას გულში. ბოროტება აზიანებს ადამიანს, ბოროტებას მოაქვს დიდი ნაკლი ადამიანისთვის.…

მეტი...

პოლონეთი 46 ქვეყნიდან რეისებს აღარ მიიღებს

პოლონეთი 46 ქვეყნიდან რეისებს აღარ მიიღებს. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამუშაო ვერსიას პოლონური მედია ავრცელებს. ამ ნუსხაში საქართველო არ არის. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანამ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო მიიღო. 46 ქვეყანას შორისაა: აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, სომხეთ, ყაზახეთი, მოლდოვა, რუმინეთი, მალტა, ლუქსემბურგი, ისრაელი, და ა.შ. როგორც „ტივიენ 24“ იუწყება, მთავრობის დადგენილების პროექტი 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. ახალი წესები ძალაში ორი სექტემბრიდან შევა. პროექტში ნათქვმია, რომ ფრენების აკრძალვა არ შეეხება სპეციალური შეკვეთით და პრემიერ – მინისტრის თანხმობით შესრულებულ რეისებს. კანონპროექტის საბოლოო ვერსია, სავარაუდოდ, პირველ სექტმებერს გამოქვყენდება.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 3-ის წყაროს დადგენის მიზნით ეპიდკვლევა გრძელდება

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან, 2-ის წყარო არის დაავადებულთან კონტაქტი, 3 არის შემოტანილი შემთხვევა და სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 3-ზე კი ეპიდკვლევა გრძელდება, კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის მიზნით. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 6-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე განკურნებულთა პროცენტული მაჩვენებელი 82%-ია. კოვიდ ცენტრებში 232 აქტიური შემთხვევაა , მათგან 4 კრიტიკულად მძიმე და 17 კი მძიმე მდგომარეობაში მყოფია. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 18 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ერთი კრიტიკულად მძიმეა, ერთი კი მძიმე, თუმცა მათი დაავადება არ პროგრესირებს და მოსალოდნელია დადებითი განვითარება.

მეტი...

გოგონა, რომელსაც ავტომობილით დედა დაეჯახა, გარდაიცვალა

6 წლის გოგონა, რომელსაც გუშინ ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში საკუთარ სახლთან მსუბუქი ავტომობილით დედა დაეჯახა, გარდაიცვალა. გოგონას ქუთაისის საავადმყოფოში მკურნალობდნენ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს. 

მეტი...

“მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ მძიმე რჩება” – ლევან რატიანი შატილში დაშავებულებზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანის მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ მძიმე რჩება, თუმცა დადებითი დინამიკით: “2 ქალბატონთან ჩატარდა ინტერვენციული ღონისძიებები, ანუ ლიკვიდირებული იქნა ტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანებები. მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კვლავ რჩება მძიმე, თუმცა დადებითი დინამიკით. განმეორებით ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების შედეგად, უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, თუმცა, მათ აქვთ ძალიან რთული გზა გასავლელი გამოჯანმრთელებამდე. კლინიკის მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს რომ სამივე ქალბატონს სიცოცხლე შეუნარჩუნდეს,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, მთელი თქვენი ცოდნით ჩაებმებით ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში” – მიხეილ ჩხენკელი სტუდენტებს

განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი ჩატარდა, რომლის მიზანს სხვადასხვა თაობის სტუდენტთა შეხვედრა და გაცნობა და მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობა მიიღეს როგორც კურსდამთავრებულმა სტუდენტებმა, ასევე 2020-2021 სასწავლო წლის სხვადასხვა სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებმა, რომელთაც ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ სიტყვით მიმართეს და კონკურსებში გამარჯვება მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მათ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ექვსი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1455 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1196-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5943 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

მეტი...

“ფარავდეს ჩვენ ახალგაზრდებს, ჩვენ შვილებს და მოგვანიჭოს ძალა ურთიერთ ატანისა და გატანისა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მორწმუნეებს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს. „გილოცავთ მარიამობას! ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს! ღვთისმშობელმა მოგვცეს სულიერი სიმშვიდე, დაგვაძლევინოს სიძულვილი, აგრესია და მისგან გამოწვეული ძალადობა! ფარავდეს ჩვენ ახალგაზრდებს, ჩვენ შვილებს და მოგვანიჭოს ძალა ურთიერთ ატანისა და გატანისა!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

მეტი...

“ჯო ბაიდენის დღის წესრიგი ჩინეთშია დამზადებული, ჩემი კი აშშ-ში” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქვეყანას ჩინეთი დაეპატრონება. ამის შესახებ მან რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს ჩინეთის სასარგებლო პოლიტიკის გატარებაში დასდო ბრალი. „ჯო ბაიდენის დღის წესრიგი ჩინეთშია დამზადებული, ჩემი კი – აშშ-ში“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპმა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სამიგრაციო დღის წესრიგის გამოც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არჩევნებში ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ში მიგრანტების დიდი ნაკადი შემოვა. დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა აშშ-ის საპროტესტო გამოსვლებსა და არეულობებზე. მან კანონისა და წესრიგის დამყარების პირობა დადო. „თუ დემოკრატიულ პარტიას სურს, იდგეს…

მეტი...

“კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ვაწარმოებთ წლის ბოლომდე ან უფრო ადრე” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება მიმდინარე წლის ბოლომდე ან უფრო ადრე დაიწყება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე, თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ბოლო თვეებია, ჩვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს ახალი, ძლიერი და უჩინარი მტერი დაესხა თავს. როგორც ბევრი ამერიკელი, ჩვენ წინ აღვუდეგით ამ გამოწვევას, სიცოცხლის გადამრჩენ მკურნალობას უზრუნველვყოფთ და ვაწარმოებთ ვაქცინას მიმდინარე წლის ბოლომდე ან შესაძლოა, უფრო მალეც. ჩვენ დავამარცხებთ ვირუსსა და პანდემიას, ამერიკას იმაზე ძლიერს გავხდით, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს

28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება. სიონის საკათედრო ტაძარში კი საღმრთო ლიტურგიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესი შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციას კი საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საეკლესიო სწავლებით, იესო ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ, ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 21- ით გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 21- ით გაიზარდა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გუშინ ტესტირება 197 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი 21 პირს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 19 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ. სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 295 შემთხვევა დაფიქსრდა, მათგან 117 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

მეტი...

“ყველანი ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ყველა დაბრუნდებით და ერთად მივიღებთ მონაწილეობას უკეთესი მომავლის შექმნაში” – არჩილ თალაკვაძე

„ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საიმედო პარტნიორია დასავლური ოჯახისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უსაფრთხოების სფეროში, არამედ არის სახელმწიფო, რომელმაც შეძლო რთულ ბიოლოგიურ საფრთხესთან, კოვიდ პანდემიასთან გამკლავება. ჩვენ გვაქვს დღეს ბევრად უფრო უსაფრთხო სახელმწიფო, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და სადაც სახელმწიფო ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე. ჩვენ, ყველანი ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ყველა დაბრუნდებით და ერთად მივიღებთ მონაწილეობას უკეთესი მომავლის შექმნაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ნომინანტთა შესარჩევი კონკურსის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე და…

მეტი...

“სომხური ეკლესია, საქართველოსგან ოფიციალურად მოითხოვს 650-ზე მეტ ეკლესიას, მათ ქონებას და მიმდებარე ტერიტორიებს” – გურამ მარხულია

ისტორიის  მეცნიერებათა  დოქტორი, სოხუმისსახელმწიფო  უნივერსიტეტის  პროფესორი, გეოისტორიისა და გეოპოლიტიკის კვლევის კავკასიისსაერთაშორისო ცენტრის  პრეზიდენტი გურამმარხულია ეკლესიასთან დაკავშირებულ ახალსაფრთხეზე საუბრობს. მისი თქმით, სომხეთი ითხოვსრამდენიმე ასეული ქართულ ეკლესიის გადაცემას, რაც მუდმივად იწვევს საქართველოში ვითარებისდაძაბვას.     გურამ მარხულია: „წლევანდელი ოქტომბრის საპარლამენტო  არჩევნების გამო,  შეერთებული შტატები საქართველოში წელს კიდევ უფრო გააქტიურდა. ამ არჩევნებზე დიდწილად იქნება დამოკიდებული ქვეყანაში  შიდა პოლიტიკური ძალების განლაგება. ამიტომ, საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილი ვითარება ამერიკული მხარის მჭიდრო კონტროლქვეშ მოექცა. როგორც ჩანს, აშშ სერიოზულად აპირებს  აღადგინოს ოდესღაც შერყეული პოზიციები საქართველოში, რომელიც განიხილება როგორც ამერიკული ინტერესებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანიქვეყანა რეგიონში“. „მედაიცენტრიმთავარი:“ ოდესღაც შერყეულიპოზიციების აღდგენაში რას გულისხმობთ? გ.მ: აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, რომელიც დაინიშნა 2019 წლის ბოლოს, მეტად აქტიურად სტუმრობს საქართველოს რეგიონებს და საკულტო ადგილებს, ეცნობა ქვეყნისსულიერ და ისტორიულ მემკვიდრეობას. ჯერ კიდევ ამა წლის თებერვალში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ეპისკოპოსებთან და მღვდელმთავრებთან ერთად, კელი დეგნანსა და მის თანმხლები პირებს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა დასაქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უწმინდესობამ ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნების მნიშვნელობას და ასევე, მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის დახმარებისთვის. შესაძლოა, საქართველოს პატრიარქის სახით, აშშ-სახალმა ელჩმა მიიღო გარკვეული თანადგომა დამხარდაჭერა, თუმცა არც ისე მარტივადაა ყველაფერი და საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია, აშშ-სთვის, სავარაუდოდ, პრორუსული უფრო დარჩება, ვიდრე ნეიტრალური ან კომპლემენტარული. 2020 წლის ზაფხულის განმავლობაში მან მრავალიმსგავსი მოგზაურობა განახორციელა, მათ შორის, აგვისტოს დასაწყისში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის სომხებით დასახლებულ რეგიონში, სადაც, შემდგომ, სომეხთა აქტივისტების მონაწილეობით, აჯანყებები იქნა პროვოცირებული, რაც ერთგვარი პროტესტის გამოხატვა იყო  ამერიკელი ელჩისა დასაქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის წინააღმდეგ. „მედიაცენტრი მთავარი:“ ეს ხომ ჩვეულებრივი, ახლად დანიშნული დიპლომატისთვის პროტოკოლითგათვალისწინებული საქმიანობაა. რატომ აფასებთასე უცნაურად?   გ.მ: აშშ აქტიურად სწავლობს და აწყობს შეხვედრებს ქართული ეკლესიის იერარქებთან, რომლებმაც მოინახულეს შეერთებული შტატები და ალბათ, მათშორის არიან ისეთებიც, რომლებიც თანაუგრძნობენ ამერიკის პოლიტიკას რეგიონსა და საქართველოშიც. ამერიკელები ითვალისწინებენ, რომ საქართველოში პატრიარქის სიტყვა და ავტორიტეტი ბევრად აღემატება ქვეყნის პრეზიდენტისა ან პრემიერმინისტრის ავტორიტეტს. ამრიგად, ამერიკის ელჩი საქართველოში ყურადღებით სწავლობს საქართველოს ეკლესიის მაღალჩინოსნებსა დაიერარქებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობებს. მაგალითად, 19 აგვისტოს, აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მიიღო ახალქალაქის, ყუმურდოსა და ყარას  სამხრეთ ამერიკელი მიტროპოლიტი ნიკოლოზი. ოფიციალური განცხადების თანახმად, შეხვედრაზე განიხილესელჩის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში და მრავალმხრივი ურთიერთობები, რომლებიც აკავშირებს საელჩოს, მიტროპოლიტს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მათ შორის, სხვა ეკლესიებთან და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურ სომეხ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით. მიტროპოლიტ ნიკოლოზს კარგი ურთიერთობა აქვს ამერიკულ მხარესთან და ესმის სომეხთა პრეტენზიების შეზღუდვის მნიშვნელობა სამცხე-ჯავახეთში. შეგახსენებთ, რომ სომხეთის მოსახლეობა დიდიხანია პრეტენზიებს აცხადებს მე-10 საუკუნის შუასაუკუნეების ქართულ ტაძრებზე ახალქალაქისრაიონის სოფელ ყუმურდოში, რომელიც მიტროპოლიტი ნიკოლოზის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება. 2017 წელს, სომეხთა აგრესიულად განწყობილმა ჯგუფმა სცადა ყუმურდოს ტაძრისხელში ჩაგდება. ისინი ცდილობდნენ ტაძარში შეღწევას, რათა ეზოში სანთლები დაენთოთ. ასევე, გეგმავდნენ  ტრადიციული სომხური ჯვრის – ხაჩკარკის აღმართვას. დაცვის პოლიციამ არ მისცამათ ტერიტორიაზე შესვლის უფლება და მოხდაფიზიკური დაპირისპირება. შემდეგ, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მივიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაპირისპირების შედეგად დაშავდა ოთხი პოლიციელი, დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მანქანა. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის353-ე მუხლით (პოლიციისათვის წინააღმდეგობისგაწევა), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ობიექტისგანზრახ დაზიანება ან განადგურება), სისხლისსამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 2 და 3 ნაწილებით (ხულიგნობა). „მედიაცენტრი მთავარი“: ერთია თხოვნა და მეორე, ამ თხოვნის შესრულება. რეალურად, რა საფრთხეზესაუბრობთ, რუსული გავლენებ იკვეთება?   გ.მ: უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთი ითხოვს რამდენიმე ასეული ქართულ ეკლესიის გადაცემას, რაც მუდმივად იწვევს საქართველოში ვითარების დაძაბვას. ეჭვგარეშეა, რომ აღნიშნული სომხური პრეტენზიები არის რუსეთის მხრიდან გამოყენებული საქართველოზე გავლენის ერთ-ერთი ბერკეტი, რაც ბუნებრივია, აშფოთებს შეერთებულ შტატებსაც. ახალქალაქის რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და აქედან გადის მრავალი ნახშირწყალბადური მილსადენი და რკინიგზა თურქეთსა და ევროპის არაერთ ქვეყანაში. აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ეს მაგისტრალები სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობისაა საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის, იტალიის, ბულგარეთის დააღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისთვის. აქედან გამომდინარე, ამ და საქართველოს მეზობელ რეგიონებში ვითარების დესტაბილიზაციის მუდმივი მცდელობები ღრმა შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით კი რელიგიური დაპირისპირების წაქეზების მცდელობები, რაც მიიღწევა სომხური პრეტენზიებით საქართველოს ტაძრებზე. უფრო მეტიც, ეს პრეტენზიები საქართველოს ეკლესიებზე ოფიციალურად იქნა წარმოდგენილი…

მეტი...

“როგორ შეიძლება ამხელა უსამართლობის ატანა, ნაცები ხართ ყველანი” – ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული დეპუტატი

თელავის საკრებულოს დეპუტატ მიხეილ გრემელაშვილს, რომელმაც სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა, სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს. ბრალდებული მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმამაღლა აპროტესტებდა და შეურაცხმყოფელ რეპლიკებს ისროდა.  “რადგან დაეთანხმეთ, ე.ი. თქვენც გადაებით იმ რგოლს, რომელიც ნაცების დროს იყო. ჩემი აზრი არაფერს არ ნიშნავს, არავინ არაფერს მეკითხება, ხო? აბა როგორ შეიძლება ამხელა უსამართლობის ატანა?! ვინა ხართ ხალხო, წერა-კითხვა არ იცით. თქვე ნაცებო, თქვენ. ბიძინა ივანიშვილმა ყველას დაგიტოვათ შანსი, რომ ადამიანურად გეცხოვრათ, მაგრამ პირიქით,”-განაცხადა ბრალდებულმა პროცესზე.  მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე 50 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.

მეტი...

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს შეცდომებზე , ეს სინამდვილეში არის არა შეცდომები არამედ, დანაშაული” – რატი იონათამიშვილი

უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს ეხმაურება. იონათამიშვილი თვის, რომ შეცდომები, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა ახსენა, დანაშაულები იყო: “მიხეილ სააკაშვილის მუდმივი საუბრები დაბრუნებაზე ასევე, ის სარეკლამო ვიდეო დრამა, რომელიც ვნახეთ, იმდენად არასერიოზულია, რომ ამაზე ნამდვილად მეუხერხულება რაიმე კომენტარის გაკეთება, თუმცა, ერთ ნაწილს ნამდვილად აღვნიშნავ  –  როდესაც ის საუბრობს შეცდომებზე, მთელმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს სინამდვილეში არის არა შეცდომები არამედ, დანაშაული, რომელიც აღიარებულია ქართული მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ, ასე რომ, ჩამოვიდეს მართლაც ჩამოვიდეს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მეტი...

„ჯეოფრუტი“ ძალიან მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციაა ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის და ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს მის შემდგომ განვითარებას” – გოგი მეშველიანი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და  ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისში, კომპანია „ჯეოფრუტის“ ვაშლის პლანტაციაში იმყოფებოდნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატობის კანდიდატმა, ახალგაზრდებთან ერთად, ვაშლის მოსავლის აღებაში მიიღეს მონაწილეობა. ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის განცხადებით, კომპანია „ჯეოფრუტის“  მიერ  33 ჰექტარზე გაშენებული  ვაშლის ბაღი ძალიან მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციაა ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის და კომპანიაში დასაქმებული ადგილობრივებისთვის. მისივე თქმით სახელმწიფო ყოველმხრივ დაუჭერს მხარს მის შემდგომ განვითარებას. „ვაშლის კრეფაში მივიღეთ მონაწილეობა დღეს ახალგაზრდებთან ერთად. შემოგვიერთდა პარლამენტის თავმჯდომარე. კომპანია „ჯეოფრუტს“  აქვს 33 ჰექტარზე გაშენებული  ვაშლის ბაღი. ძალიან მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციაა ეს ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის და ჩვენ ყველანაირად…

მეტი...

რატომ აღმოჩნდა სუსის 3 ავტომობილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის უკან – პროკურატურის განცხადება

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ოჯახისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მიღება ინტენსიურ რეჟიმში ხდება. პროკურატურა ასევე ეხმაურება ოჯახის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გაუჩინარების დღეს ბაჩალიაშვილის ავტომობილს 3 ავტომობილი დაჰყვებოდა თან, რომელიც ძალოვან უწყებებს ეკუთვნის: “მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო ჯგუფის წევრები, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების და ექსპერტიზების შედეგების გასაცნობად ინტენსიურ რეჟიმში ხვდებიან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და ოჯახის ადვოკატს.  ასევე, გამოძიების მიერ ხდება ოჯახის მიერ მოწოდებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოების შესწავლა და ტარდება შესაბამისი…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

ავღანეთში მომხდარ წყალდიდობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. მან წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. „ავღანეთში მომხდარი წყალდიდობა ნამდვილი ტრაგედიაა, რომელიც ავღანელ ხალხს თავს მაშინ დაატყდა, როცა ისინი გლობალურ პანდემიასთან გამკლავებას ცდილობენ. ჩემი უღრმესი სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებს. ქართველი ხალხი ამ რთულ პერიოდში ავღანეთთან ერთად დგას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი. ავღანეთში წყალდიდობას 150 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 250-ზე მეტი მოქალაქე, განადგურებულია 1 500-მდე საცხოვრებელი სახლი.

მეტი...

„ამ არგამომცხვარმა პოლიტიკოსმა იმდენი ირბინა, მატარებელს გადაასწრო” – დავით ჭიჭინაძე გიორგი ვაშაძეზე

„ახლა კი ისტერიკებს აწყობს  პრემიერობა მინდაო, მაგრამ სირბილი შეუძლია განაგრძოს და იმაზე იდარდოს, დეპუტატი მაინც გახდეს როგორმე“ – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე გიორგი ვაშაძის განცხადებებს და მიესალმება ხატია დეკანოიძის კანდიდატურის დაყენებას ისანში. “ყველა პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველს თავისი არჩევანი უნდა ჰქონდეს. ამიტომ არათუ მივესალმები, „ნაციონალური მოძრაობის“  მიერ ხატია დეკანოიძის კანდიდატურის დაყენებას ისნის რაიონში, „ევროპულ საქართველოსაც“ მოვუწოდებ იგივე გააკეთონ. რადგან თუ რეალურად წარსულის გამო დაიშალენ და მართლა აქვთ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები, კანდიდატებიც ცალ-ცალკე უნდა ჰყავდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ საარჩევნო მანიპულაციბია და ამომრჩეველს თვალში ნაცარს აყრიან.  ამას გარდა, …

მეტი...

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარი არ დააკმაყოფილა

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება „ფორმულას“ ეთერში განთავსებულ გადაცემას „ფსკერი“, სადაც მოხდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და გადაცემა „ახალი დღის“ ლოგოების და ვიზუალური შეფუთვის უცვლელი სახით გამოყენება. კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალური კომპონენტები საკუთარ ორიგინალურ კონტენტს, პაროდიის მიზნით დაადო და აღნიშნული ლოგოები მაუწყებლის გაშარჟებისთვის გამოიყენა. საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ „ფორმულას“ მიზანი იყო სატირულ-იუმორისტული გადაცემის განთავსება და მისი მოტივაცია არ ყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „ახალი დღის“ ლოგოების და ამავე გადაცემის ვიზუალური კომპონენტების საკუთარი მაუწყებლობის ან გადაცემის ამოსაცნობ ნიშნებად გამოყენება. “შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ პაროდიულ-იუმორისტული მიზნით განთავსებული გადაცემა საავტორო და…

მეტი...

მკვლელობა ჩეჩელაშვილის ქუჩაზე

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული გ.ზ., ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით – 1988 წელს დაბადებული ბ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ზ.-მ, რომელიც თბილისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა, ამავე ქუჩაზე მცხოვრებ 1993 წელს დაბადებულ გ.ს.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა ბ.ბ., რომელმაც მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. მიყენებული…

მეტი...

რუს და ამერიკელ სამხედროებს შორის დაპირისპირებისას 4 ამერიკელი სამხედრო დაშავდა

რუს და ამერიკელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი სამხეთ ციმბირში დაფიქსირდა, რუსული მედიის ინფორმაციით, სატანკო შენაერთებს შორის მომხდარი კონფლიქტისას ამერიკის შეერთებული შტატების 4 სამხედრო დაშავდა. სოციალურ სივრცეში აღნიშნული ინციდენტის ვიდეო მასალა გავრცელდა. კადრებში კარგად ჩანს რუსული სამხედროების კონფლიქტისთვის მაპროვოცირებელი ქმედებები ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ.

მეტი...