“ეს არის მორიგი ტყუილი, ბლეფი” – კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ნათქვამზე

„არ მგონია, რომ ის დაბრუნდეს საქართველოში. ეს არის მორიგი ტყუილი, ბლეფი“ – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს. „არ მგონია, რომ ის დაბრუნდეს საქართველოში. ეს არის მორიგი ტყუილი, ბლეფი. თუმცა, ჩამოვიდეს, არანაირი პრობლემა არ არის და მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც ჩაიდინა წლების განმავლობაში“, -განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის საქართველოში დაბრუნებას აპირებს. „ზუსტად ვხვდები და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები“, – წერს სააკაშვილი სოციალურ…

მეტი...

“ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე თუ ვინმეს არასწორად აქვს სამუშაოები შესრულებული, პასუხი მოეთხოვება” – კახა კალაძე

გლდანში საგზაო სამუშაოები თუ ვინმეს არასწორად აქვს შესრულებული, პასუხი მოეთხოვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გლდანში ვეკუა-ხიზანიშვილის ახლად რეაბილიტირებული ქუჩების დაზიანების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს პროექტი მერიას ჩაბარებული ჯერ არ აქვს. „პრობლემის შესწავლის გარდა, სამუშაოები მიმდინარეობს. მთავარია, დადგინდეს რა იყო მიზეზი. სამუშაოები უკავშირდება იმ უხვ ნალექს, რაც იმ დღეების განმავლობაში იყო. ბოლო 20 წლის განმავლობაში მხოლოდ ხუთჯერ ფიქსირდება ასეთი მდგომარეობა. ყველაფერი შესწავლილი იქნება. თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა და სამუშაოები არსწორად აქვს შესრულებული, რა თქმა უნდა, პასუხი მოეთხოვება. მთავარია არის ის, რომ საზოგადოებამ…

მეტი...

წალენჯიხის სოფელ ლიაში, მიკროავტობუსი ბავშვს დაეჯახა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში, მიკროავტობუსი ბავშვს დაეჯახა. არსებული ინფორაციით, მოზარდი ახლობელთან ერთად ქვეითად გადაადგილდებოდა. მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

მეტი...

“როდესაც ყველა ავტობუსს შემოვიყვანთ, მათ ერთდროულად, 84 ათასი ადამიანის გადაყვანა შეეძლებათ” – მაია ბითაძე

დედაქალაქში არსებული ავტოპარკის განახლების შემდეგ, მუნიციპალურ ავტობუსებს ერთდროულად 84 000 მგზავრის გადაყვანა შეეძლებათ, სატრანზიტო დერეფნის მოწყობის შემთხვევაში კი მოძრაობა ბევრად უსაფრთხო გახდება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა და საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მისი თქმით, დედაქალაქის მერიის მთავარი მიზანი ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესებაა. „მოქალაქეებს წლების განმავლობაში, არ ჰქონდათ წვდომა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. შესაბამისად, ყიდულობდნენ ხელმისაწვდომ, იაფ ავტომობილებს. ჩვენი მუშაობის შედეგად, ვფიქრობ, ორ წელიწადში ის შედეგები გვექნება, რაზეც წლებია ვოცნებობთ. თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფანი არის მთელი ჩვენი ქალაქი. ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენს მთავარ მიზნამდე მიგვიყვანს. ჩვენი…

მეტი...

“ეს ქალაქი არის ყველასთვის” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მთავარი ამოცანა სატრანსპორტო პოლიტიკის გატარება და პირველ რიგში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნის გაზრდაა. ამის შესახებ მან თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები წარუდგინა. კახა კალაძის თქმით,  მნიშვნელოვანია, დედაქალაქში მეტი საავტობუსე ზოლის გაჩენა, რათა მოქალაქეებმა გადაადგილება კომფორტულად და სწრაფად შეძლონ. „ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა საკმაოდ აქტუალური თემაა. რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის, მასში მცხოვრები ადამიანების, ჩვენი შვილების, მომავალი თაობისთვის და თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ გავზარდოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება, მიმზიდველი გავხადოთ ტრანსპორტი. სტატისტიკის მიხედვით, საზოგადოებრივი…

მეტი...

“მეც საცობში მიწევს დგომა, მაგრამ მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ ვიქნები” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში კერძო ავტომობილებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ფეხით მოსიარულეებს შესაბამისი სივრცე ექნება. ამის შესახებ მან თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნების პრეზენტაციაზე განაცხადა და საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები გააცნო. „მეც ყოველდღიურად კერძო მანქანით ვმოძრაობ, მეც საცობში მიწევს დგომა, მაგრამ მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ ვიქნები. მე ვარ მერი ბებიებისა და ბაბუებისა, რომლებიც გადასაადგილებლად ტროტუარს იყენებენ. მე ვარ მერი იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც ყოველდღიურად ელექტროსკუტერით, ველოსიპედით მოძრაობენ. მე იმ მშობლების მერი ვარ, სამსახურიდან დაბრუნებულებს სურვილი აქვთ, შვილები ეტლით გაასეირნონ“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის…

მეტი...

იუსტიციის სამინისტრო სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის საკითხზე მინისტრის ბრძანებაში შესულ ცვლილებაზე განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სამინისტრო in vitro განაყოფიერების თემაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება იუსტიციის მინისტრის 25 აგვისტოს ბრძანებაში შესულ ცვლილებებს განმარტავს და ადასტურებს, რომ წყვილს, რომლის მიზანიც სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენაა, ბავშვის აღზრდის გრძელვადიანი მიზანი უნდა ჰქონდეს. „2020 წლის 25 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლითაც საქართველოში სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის შესახებ ნოტარიუსის წინაშე გასაფორმებელი ხელშეკრულების თავისებურებები მორიგჯერ დაზუსტდა. კერძოდ, წყვილს (კვლავაც იგულისხმება ქალი და მამაკაცი მხოლოდ), რომლის მიზანიც სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენაა, ამ ბავშვის აღზრდის გრძელვადიანი მიზანი უნდა ჰქონდეს. ის არ უნდა წარმოადგენდეს ფიქტიურ…

მეტი...

პირველი ოქტომბრიდან ბაღები აღსაზრდელებს მიიღებს

პირველი ოქტომბრიდან ბაღები აღსაზრდელებს მიიღებს, რეგულაციები კერძო და საჯარო ბაღებისთვის იდენტური იქნება. კერძო სექტორს რეგულაციები ბიზნესომბუდსმენმა და შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა გააცნეს. უახლოეს დღეებში დამტკიცდება პროტოკოლები, რომლებიც საჯარო და კერძო ბაღების გახსნასთან არის დაკავშირებული. “ჩვენი მიზანი ბიზნესის მხარდაჭერა და მათი მდგრადი გახსნაა. გვესმის ის პრობლემები, რომელიც აქამდე შეჩერებულ ბიზნესს აქვს, მაგრამ ბაღები და კინოთეატრები სკოლებთან ერთად გაიხსნება და ეს გახსნა მდგრადი იქნება,” – აღნიშნა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა.  იმისთვის, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებმა ოპერირება განაახლონ, უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და მოითხოვონ შემოწმება. “პირველი ოქტომბრიდან ბაღები ოპერირებას გააგრძელებენ, ამისათვის კი ისინი უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამისი ვებ-გვერდის…

მეტი...

“თუ ის იპოვის ძალებს და ჩამოვა საქართველოში, მას ელოდება დაკავების პროცედურა საზღვარზე” – თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სააკაშვილი არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი განაჩენი. “ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერი, რომლითაც ის ქართველ ხალხს მიმართავს, თითქოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუ ის იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას ელოდება დაკავების პროცედურა საზღვარზე და რა თქმა უნდა, ქართული საპატიმრო, ვინაიდან ის არის ძებნილი და მის მიმართ  დამდგარია არაერთი განაჩენი, რომელიც შეიძლება გადაისინჯინოს, როდესაც საპატიმროში იქნება,”- განაცხადა თეა წულუკიანმა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს “ფეისბუქით” მიმართვა გაავრცელა – ის წერს, რომ  წლების გადმოსახედიდან უკეთესად გაიაზრა, როგორ უნდა ემსახუროს ქვეყანას უკეთესად, დაშვებული შეცდომების გამო კი ბოდიშს…

მეტი...

„იმუშავე საქართველოდან“ ფარგლებში, 95 ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა ექნება” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განხადებით, ტურიზმის ადმინისტრაციამ წამოიწყო პროექტი, „იმუშავე საქართველოდან“, რომლის ფარგლებშიც, 95 ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა ექნება. ამასთან, როგორც გახარიამ აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ  უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში უსაფრთხოდ და კომფორტულად იყვნენ. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“ – ძალიან კარგი წამოწყება აქვს ტურიზმის ადმინისტრაციას, რაც დღეს უნდა განვიხილოთ და ვიმსჯელოთ. მოგეხსენებათ, გლობალური პანდემიის პირობებში, სულ უფრო და უფრო მეტი ტრანსნაციონალური კორპორაციები, ასევე გლობალური კომპანიები გადადიან დისტანციურ მუშაობაზე. ფაქტობრივად, ადამიანის გეოგრაფიულ მდებარეობას არ აქვს მნიშვენლობა, იმისთვის, რომ მან დისტანციურად განახორციელოს…

მეტი...

“100-მილიონიან გარანტიას გამოვიტანთ აუქციონზე, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა დაუსრულებელი არ დარჩეს” – პრემიერი

100-მილიონიან გარანტიას გამოვიტანთ აუქციონზე, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა დაუსრულებელი არ დარჩეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა დაუსრულებელ მშენებლობებს ყველანაირად დააზღვევს. „შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც განვიხილავთ, გახლავთ, დაწყებული სექტორალური დახმარების მხარდაჭერის პროგრამა. ჩვენ დღეს უნდა გამოვაცხადოთ ას მილიონი ლარის საგარანტიო აუქციონი, რაც ნიშნავს, რომ ყველანაირად ვაზღვევთ დაუსრულებელ მშენებლობას ქვეყანაში. მოგეხსენებათ, სამშენებლო ბიზნესის განვითარებისთვის დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება, სესხის პროცენტის სუბსიდირება, როგორც ეკონომიკურ კრიზისზე პასუხი. თუმცა, ეს არ არის საკმარისი და დღეს აუქციონზე გამოვიტანთ  ას მილიონიან გარანტიას, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი.…

მეტი...

“პაციენტების მდგომარეობა, ამ ეტაპზე, გუშინდელთან შედარებით დადებითია” – ლევან რატიანი შატილში დაშავებულზე

შატილში მომხდარი ავტოკატასტროფის დროს დაშავებული მგზავრების მდგომარეობა ისევ მძიმეა. ისინი საავადმყოფოში რჩებიან. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტები კონტაქტურები არ არიან, ამიტომ გამოძიებას არ აქვს საშუალება, დაზარალებულებს კითხვები დაუსვას. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, დაშავებული პაციენტების მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით დადებითია.  “პაციენტების მდგომარეობა, ამ ეტაპზე, გუშინდელთან შედარებით დადებითია. ორ მათგანთან წნევა სტაბილური გახდა, ანუ შოკის კლინიკა მოიხსნა. ობიექტური მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია,”- განაცხადა ლევან რატიანმა . შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

მეტი...

miha hamodiii – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” ოფიციალური გვერდი სააკაშვილის ვიდეომიმართვას

პარტია “ქართული ოცნება” “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარებს, სათაურით “miha hamodiii”. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს “ფეისბუქით” მიმართვა გაავრცელა – ის წერს, რომ  წლების გადმოსახედიდან უკეთესად გაიაზრა, როგორ უნდა ემსახუროს ქვეყანას უკეთესად, დაშვებული შეცდომების გამო კი ბოდიშს იხდის. “ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ მე არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემს მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია და ბევრი რამე რაც ჩვენ შევქმენით დღესაც შენარჩუნებულია და მუშაობს, მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ ზუსტად ვხვდები და ვიცი რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და…

მეტი...

დღეის მონაცემებით, სოციალური დახმარების მისაღებად 810 ათასი ბავშვის განაცხადია რეგისტრირებული

სოციალური დანარიცხი, რომლესაც მიიღებენ მოქალაქეები, ოჯახები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „მოგეხსენებათ, კრიზისული სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებით და მასთან თანმიმდევრობით, სახელმწიფო ატარებს რიოგორც ვირუსთან ბრძოლის, ასევე ჩვენს მოქალაქეებს სოციალური დახმარების კონკრეტულ ღონისძიებებს და ქმედით ნაბიჯებს, რაც პირდაპირ ჩანს ვირუსის გავრცელებისა დ რისკების მართვით.  მოეგხსენებათ, სულ რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ 18 წლამდე ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს თითეულ ბავშვზე 18 წლამდე 200 ლარიან დახმარებას, თუმცა აქ იყო გარკვეული ტექნიკური შესაძლო პრობლემები, რომლებიც ჩვენ მოვაგვარეთ. გუშინ გვქონდა…

მეტი...

პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის და იძულების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის და იძულების ფაქტზე კ.პ.-ს და ი.გ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში, კ.პ.-მ და ი.გ.-მ იმ მოტივით, რომ მ.მ-ს ეღიარებინა კ.პ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ფულადი თანხის ქურდობის ფაქტი, მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. „ამის შემდგომ, ბრალდებულებმა მ.მ. მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს კ.პ.-ს ავტომობილში, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც, კვლავ ცემით და მოკვლის მუქარით მ.მ.-ს მისივე დამარხვის მიზნით მიწის ამოთხრა აიძულეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები კ.პ. და ი.გ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე,…

მეტი...

“აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია” “პატრიოტთა ალიანსის” ხატს საჩუქრად არ იღებს და უკან აბრუნებს

“აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია” “პატრიოტთა ალიანსის” მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატანილ ხატს საჩუქრად არ იღებს და მის უკან დაბრუნებას გეგმავს, ამის შესახებ მათ განცხადებაშია აღნიშნული.  “აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს ხატს, რომელიც ქართველმა დეპუტატებმა აფხაზეთის მრჩევლის მონაწილეობით ჩამოიტანეს და ილორის ტაძარს აჩუქეს, ეკლესია ხატს უკან დააბრუნებს.  ეს მისია ისე შედგა, რომ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არაფერი შეუტყობინებიათ. მსგავსი აქციები დაუშვებელია, ვიდრე აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია და აფხაზეთის სახელმწიფოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს,” – წერია განცხადებაში.  ოკუპირებულ აფხაზეთში გადაღებული ფოტოები “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა რამდენიმე დღის წინ “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა. ფოტოები გადაღებულია 18 აგვისტოს აფხაზეთში, ილორის…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 ლენჯერს, 6 ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, ხოლო 4 შემოტანილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევვიდან, ერთის წყარო ლენჯერს უკავშირდება, ექვსი დასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილია. “ოთხი შემოტანილი შემთხვევიდან ერთი კვლავ სატვირთო ავტომობილის მძღოლი გახლავთ.  გამოჯანმრთელებულების ციფრი სოლიდურად გაიზარდა. გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი არის 82. მკურნალობას კოვიდ ცენტრებში გადის 230 დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობს 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, უმეტესი ნაწილის გახლავთ საშუალო სიმძიმისა, მსუბუქი და უსიმპტომო,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.  ეზუგბაიას განცხადებით, 40 გამოჯანმრთელებულში ჯარისკაცები არ შედიან.  მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 19 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. ეზუგბაიას ინფორმაციით,…

მეტი...

მე ვბრუნდები! – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქზე” წერს, რომ საქართველოში ბრუნდება. ის ამბობს, რომ წლების გადმოსახედიდან უკეთესად გაიაზრა, როგორ უნდა ემსახუროს ქვეყანას უკეთესად, დაშვებული შეცდომების გამო კი ბოდიშს იხდის.  “უკრაინა ჩემი მეორე სახლია. თავის დროზე აქ ჩამოვედი ჩემი მთავარი სახლიდან, ჩემი ტკბილი საქართველოდან. უკრაინა სტუდენტობის ასაკიდან ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ყველაზე რთულ პერიოდში სწორედ უკრაინამ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ ყოველგვარი პირობების და მოთხოვნების გარეშე და მე ამას ძალიან ვაფასებ. ძალიან მადლობელი ვარ ასევე ბედის, რომ მომცა შესაძლებლობა ბოლო შვიდი წელი განმეცადა ეს და საკმარისი დროა დაფიქრებისთვის და ბევრი საკითხის გადასაფასებლად. ახლა, წლების გადმოსახედიდან ვიცი, თუ უკეთესად…

მეტი...

“საერთო ოპოზიციურ ფორმატში მიღებული გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება, მხარდაჭერა ოპოზიციის ერთიან კანდიდატს ექნება” – გიორგი გუგავა

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, გიორგი გუგავას განცხადებით, საერთო ოპოზიციურ ფირმატში მიღებული გადაწყვეტილელები გადახედვას არ ექვემდებარება. მისივე თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ მხარს დაუჭერს იმ კანდიდატს, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაასახელა. „ჩვენ უნდა ვიაროთ საერთო შეთანხმების და არა დაპირისპირების გზით, რაც იქნება იმის წინაპირობა, რომ არჩევნებში დამარცხდება ოლიგარქი და ქვეყანას გადავიყვანთ ახალ, განვითარების გზაზე. თავისი არგუმენტები ორივე მხარეს აქვს, იმედია, ურთიერთშეთანხმებებით და მოლაპარაკებებით ეს მცირედი წინააღმდეგობები ამოიწურება“, – განაცხადა გიორგი გუგავამ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.

მეტი...

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს დებატების წინ ნარკოტესტის გავლას სთავაზობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “დემოკრატ” მეტოქეს, ჯო ბაიდენს, დებატების წინ ნარკოტესტის გავლას სთავაზობს. ტრამპმა გამოცემა Washington Examiner-ს განუცხადა, რომ მან „დემოკრტიული პარტიის“ სატელევიზიო დებატებში მონაწილეობისას ბაიდენს „მოულოდნელი გაუმჯობესება“ შენიშნა. დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი 3 ნოემბრის არჩევნებამდე ტელედებატებში სამჯერ დაუპირისპირდებიან ერთმნეთს. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა ნარკოტესტის გავლა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამართული ბოლო ტელედებატების წინ მაშინდელ მეტოქეს, ჰილარი კლინტონსაც მოსთხოვა.

მეტი...

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული ნ.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. „სამართალდამცველებმა ნ.მ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მარნეული – თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, მისივე მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსით გადაადგილებისას შეაჩერეს. აღნიშნული მიკროავტობუსის და ნ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით „ჰეროინის“ შემცველი 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან…

მეტი...

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 44 109 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 222 ინფიცირებული

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 44 109 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 222 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის ხუთი მილიონ 821 ათასზე მეტი შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 179 708-ს შეადგენს. კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით, აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს 340 მეხანძრე-მაშველი ოფიცერი გახდა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტში რიგითი შემადგენლობა ოფიცერი ხდება. 340 მეხანძრეს, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, ოფიცრის პირველადი წოდება – უმცროსი ლეიტენანტი მიენიჭა. ასევე, 3000-მდე მეხანძრე-მაშველი, ვინც პოლიციის აკადემიაში სპეც კურსს გაივლის, საშუალება ექნება ოფიცერი გახდეს. ეს გადაწყვეტილება პირად თანამშრომლებს, მინისტრის მოადგილემ – იოსებ ჭელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა – თემურ მღებრიშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ – ლევან ღირსიაშვილმა გააცნეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 2020 წელს უკვე განხორციელებულ სიახლეებზე და პირად შემადგენლობას სამომავლო გეგმებიც გაეცნო. შეხვედრას ყველა სახანძრო-სამშველო განყოფილებიდან, სიმბოლურად, თითო წარმომადგენელი დაესწრო. მეხანძრე-მშველებმა აღნიშნეს, რომ ეს სიახლე დამატებითი სტიმული…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 11ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა და  1 447-ს შეადგენს. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 40-ით გაიზარდა 1 190-ია. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6010 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.

მეტი...

შატილში ავარიის დროს გარდაცვლილი მძღოლის ოჯახი ისრაელიდან დაბრუნდა

რამდენიმე საათში ცნობილი გახდება მიკროავტობუსის დაღუპული მძღოლის ოჯახის წევრების PCR ტესტის პასუხები. ისინი საქართველოს ხელისუფლების დახმარებით ისრაელიდან საქართველოში დაბრუნდნენ და ამჟამად ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში რჩებიან. ლაბორატორიის დასკვნაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ოჯახი დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობას. პარალელურად, ოჯახის წევრები Traveler.ge-ს წარმომადგენლების მხრიდან განცხადებებს ეხმიანებიან. ისინი კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებას, თითქოს მძღოლი გამოუცდელი იყო, რაც ავარიის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა და თვლიან, რომ ამ განცხადებით კომპანია პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს. 23 აგვისტოს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ტრაგიკულ შემთხვევის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

მეტი...

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 24 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 24 მილიონს აჭარბებს. შეერთებულ შტატებში, რომელიც პანემიის ეპიცენტრს წარმოადგენს, ინფიცირების საერთო შემთხვევებმა 6 მილიონს გადააჭარბა. მონაცემები სწრაფად მატულობს ლათინურ ამერიკაშიც. ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია იტალიასა და გერმანიაში. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბერლინში შაბათ-კვირას პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციების ჩატარება აიკრძალა. მძიმე მდგომარეობაში რჩება უკრაინის ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კოვიდ-19 დაუდგინდა. გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა რეგიონის ქვეყნებშიც. ბოლო 24 საათში რუსეთში 115, თურქეთში 20, სომხეთში 3, აზერბაიჯანში კი 1 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

თბილისში 27 წლის მამაკაცი მოკლეს

გვიან ღამით თბულისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს,  მას დაზიანებები გულ – მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფომრაცია არ აქვთ გარდაცვლილის მეგობრებსაც. ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 72 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან ვირუსი 12 პირს დაუდასტურდა. მათივე ცნობით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 16 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 274- ს შეადგენს. 115 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 72 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან ვირუსი 12 პირს დაუდასტურდა. მათივე ცნობით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 16 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 274- ს შეადგენს. 115 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა

მეტი...

საგარეო საქმეთა სამინისტრო თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმარება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმაროს. „საბერძნეთში საქართველოს საკონსულო სამსახური კავშირზეა გარდაცვლილი მცირეწლოვანის დედასთან, რომელიც ამ დროისთვის საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს აღნიშნულ ქალბატონს ქვეყანაში გამომგზვარების პროცესში, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია რთულ პროცედურასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მას დარღვეული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოფნის, ისევე, როგორც თავის დროზე თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის წესები. უწყება აქტიურად არის ჩართული აღნიშნული ქალბატონის დაბრუნების პროცესში. ასევე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მისი საქართველოში ჩამოსვლისას „პისიარ“ ტესტირებას“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მეტი...

იულია ტიმოშენკო ისევ ხელოვნული სუნთქვის აპარატზე შეერთებული

უკრაინის ყოფილი პრემიერის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ვრცელდება ინფორმაცია რომ იულია ტიმოშენკო ხელოვნული სუნთქვის აპარატზე შეერთებული, რასაც პოლიტიკოსის პარტიაში არ ადასტურებენ. იულია ტიმოშენკოს, მის შვილსა და მეუღლეს “კოვიდ-19” 23 აგვისტოს დაუდასტურდათ, პოლიტიკოსის ოჯახის წევრებს ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვთ.

მეტი...

“ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული სატრანსპორტო რეფორმა ემსახურება თბილისელებისათვის უკეთესი, ჯანსაღი გარემოს არსებობას სამომავლოდ” – რომან კაკულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ეხმიანება თბილისში, კერძოდ ვაკეში (ჭავჭავაძის გამზირზე) სატრანსპორტო ცვლილებებთან დაკავშირებით გამოთქმულ მრავალფეროვან მოსაზრებებს და აცხადებს, რომ როდესაც გრძელვადიან რეფორმაზეა საუბარი, აუცილებელია დავინახოთ ამ რეფორმის მიზანი.  მისი თქმით, ამ რეფორმის მიზანი თბილისში სატრანსპორტო სიტუაციის გაჯანსაღებაა, რაც უპირველეს ყოვლისა, ადამიანების მიერ იმ გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს, როდესაც ისინი საკუთარ, ინდივიდუალურ ტრანსპორტს სახლში დააყენებენ და უფრო მეტად ისარგებლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. „რა თქმა უნდა, ეს პროცესი დროში გაიწელება და ასეთ გადაწყვეტილებას ყველა მყისიერად, ერთ დღეში ვერ მიიღებს. სწორედ აქედან არის გამოწვეული ის დისკომფორტი, რომელიც…

მეტი...

“თუკი საქართველო არის მსოფლიო ათეულში, ეს ნიშნავს არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის უდიდეს წარმატებას” – მამუკა მდინარაძე

„მე არ ვიცოდი თუ ასე შორს წავიდნენ და მსოფლიო ბანკის, ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევას ეჭვქვეშ დააყენებდნენ და ამას თუ ვინმე მოიფიქრებდა ნამდვილად არ მეგონა“, – განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე კომენტარისას. საკითხი შეეხებოდა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომელიც კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების შესწავლას შეეხებოდა და რომლის მიხედვითაც საქართველომ მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. „ის, რაზეც ვლაპარაკობთ ჩვენ, ამ შემთხვევაში, ასეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაადასტურა. ჩვენ, ერთი მხრივ, შესაძლოა, სუბიექტურები ვიყოთ შეფასებაში და ბუნებრივია, ყველა პარტია, ყველა ხელისუფლება,  ამბობს იმას, რასაც აკეთებდა. ამასთან…

მეტი...

„ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და დაინახოს, რომ საქართველო ნამდვილად აძლიერებს თავის დემოკრატიას“ – არჩილ თალაკვაძე

„ჩვენი მიზანი არის რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და რაც შეიძლება მეტმა დამკვირვებელმა შეაფასოს დადებითად ჩვენი არჩევნები და დაინახოს, რომ საქართველო ნამდვილად აძლიერებს თავის დემოკრატიას, ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ჩვენ ვართ დარწმუნებული სრულიად იმაში, რომ ხელისუფლება და საქართველო ჩაატარებს თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ამ არჩევნებს აქვს საეტაპო მნიშვნელობა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისკენ. ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას, ჩვენ ჩავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები და რასაკვირველია, ეს ინიციატივაც, ეს ნაბიჯიც არის ზუსტად ამ სულისკვეთების და პოლიტიკური ნების ნაწილი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს, რომ არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანად და გამჭვირვალედ…

მეტი...

„მსოფლიო ბანკის დასკვნა ადასტურებს, რომ ჩვენ, შევძელით ბიზნესისთვის კორუფციიდან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა“ – არჩილ თალაკვაძე

„მსოფლიო ბანკის დასკვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ადასტურებს, რომ ჩვენ, საქართველომ, საქართველოს ხელისუფლებამ შევძელით ბიზნესისთვის კორუფციიდან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა. ზუსტად ბიზნესის თავისუფლება, საკუთრების უფლების დაცვა, ბრძოლა კორუფციასთან არის ის მიმართულება, სადაც „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლიდან დღემდე ხელშესახები პროგრესი უზრუნველყო. ეს არის ნათქვამი მსოფლიო ბანკის დასკვნაში, სადაც საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყნის რეიტინგშია. ამ მაჩვენებლით“,- ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგთან დაკავშირებით განაცხადა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგი  ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და რომ ქვეყანას აქვს…

მეტი...

„საშიშროებას წარმოადგენენ ის ხალხი, რომლებიც დეკლარირებენ პროდასავლურობას, მაგრამ რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან“ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ქართულ პოლიტიკაში ზოგადად პრორუსული ძალების არსებობის საფრთხეებზე ისაუბრა. მდინარაძეს თქმითვე, წითელი ხაზები არის წითელი ხაზები და ოკუპანტთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ გადაიხედება. „ნებისმიერი საკითხი, რომელიც წითელ ხაზებთან არის დაკავშირებული, მათ შორის პირადად ჩემთვის, ჩვენი გუნდისთვის და ნებისმიერი ქართველისთვის, რომელიც თავის სამშობლოზე ისე ფიქრობს როგორც უნდა ფიქრობდეს, არის ძალიან ნათელი. და როდესაც განცხადებები კეთდება, და თუ კეთდება ასეთი განცხადებები ნამდვილად არ ვიცი სამწუხაროდ დეტალები, და არც მინდა, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს ან იმ ადამიანებს…

მეტი...