ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 132 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში დაინფიცირების 431 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან გარდაცვლილია სამი.
კარანტინის რეჟიმში – 5888 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 751 ადამიანი რჩება.