ბრიტანული სანქციები პუტინის ოჯახს, მეგობარ ქალს  და ახლო წრეს შეეხო

ვლადიმერ პუტინის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინაში ადამიანების ხოცვის გამო მსოფლიო სანქციების ეტაპობრივად იზრდება. ამჯერად, უმაღლესი თანამდებობის პირებისა და ჩინოვნიკების პარალელურად, სანქციები მათი ოჯახის წევრებსაც შეეხოთ. დიდმა ბრიტანეთმა,  სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ოჯახსაც დაუწესა. სანქციებში მოექცა ვლადიმერ პუტინის მეგობარი ქალიც. სანქციებში მოექცა პუტინის ყოფილი მეუღლე ლუდმილა ოჩერეტნაიაც, რადგანაც, არსებული ინფორმაციით, პუტინის გარკვეული ქონება სწორედ მის სახელზეა. პუტინის მეგობარ ქალს, ალინა კაბაევას რაც შეეხება, მასთან ერთად, სანქციები შეეხო მის ბებიასაც. მათი ყველა აქტივი იყინება და ეკრძალებათ მოგზაურობა.

მეტი...

„გვგონია, რომ ვიღაც უნდა მოვიდეს, კიდევ ერთი მხსნელი“ – სალომე ზურაბიშვილი

„რაღაცნაირად მინდობილი ვართ იმაზე, რაც ხდება და არ გვგონია, რომ საზოგადოებას ამის შეცვლა შეგვიძლია. გვგონია, რომ ვიღაც უნდა მოვიდეს, კიდევ ერთი მხსნელი“ – აცხადებს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩვენი საკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ამას სხვა ვერავინ გაგვიკეთებს. „ან ჩვენ შევძლებთ და მე თქვენი ნაწილი ვარ, ან, თუ ვერ შევძლებთ, ამას  სხვა ვერავინ გაგვიკეთებს – არც უცხოელი, არც ქართველი – ვიღაც ახალი ბელადი. ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს ამ ქვეყანაში. ვხედავთ, რამდენად საინტერესოა სამომავლოდ ეს ქვეყანა, რამდენად იწვევს ინტერესს გარედან, მაგრამ ჩვენ იმ ადგილას უნდა ვიდგეთ, სადაც კიდევ უფრო მეტ ინტერესს…

მეტი...

„სამოქალაქო საზოგადოება ამას არ უნდა ითმენდეს და ამის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული“ – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყველაფრის პოლიტიკურ პარტიებზე გადაბრალება არასწორია, გარკვეული პასუხისმგებლობა სამოქალაქო საზოგადოებამაც უნდა იტვირთოს. „არ ვარგა ყველაფრის პოლიტიკურ პარტიებზე გადაბრალება, რადგან, მართალია, ეს მათი დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვერ მონახეს სხვა პოლიტიკური ენა, მაგრამ, სამოქალაქო საზოგადოება ამას არ უნდა ითმენდეს. მის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული, რათა ეს არ დაუშვას ამ საზოგადოებაში. დაპირისპირებასა და მისი ტონალობის აწევაში მედიას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ აქაც, საზოგადოება იმიტომაა, რომ ეს უნდა გამოასწოროს, სხვა მოთხოვნა დააყენოს, მიჰყვეს თავის მოთხოვნებს და არა იმას, რაც გარედანაა წამოსული“, – აცხადებს  სალომე ზურაბიშვილი.  

მეტი...

„საქართველოში პოლარიზაციამ ძალიან მახინჯი ფორმა და პრაქტიკა მიიღო“ – სალომე ზურაბიშვილი

„ჩვენ, საზოგადოება, შეთანხმებულნი არ ვართ არც წარსულზე, არც აწმყოზე და არც მომავალზე. პოლიტიკურ ელიტაში მომხდარი პროცესები გადმოდის საზოგადოებაზე და ძალიან გვამძიმებს ეს მდგომარეობა“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდეტი და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საჭიროებაზე საუბრობს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოება „ზემოდან“ არ იქმნება. „აუცილებელია, რომ ჩვენ ახალი სამოქალაქო საზოგადოება შევქმნათ, რადგან ზემოდან სამოქალაქო საზოგადოება არ იქმნება. თქვენგან უნდა წამოვიდეს ეს,  ეს თქვენი მოვალეობაა თქვენივე მომავლისთვის, რომ შექმნათ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც შემდგომში ყველაფრისგან დამცველია. უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, დემოკრატია, ეკონომიკის განვითარება, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია რამდენად იარსებებს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რამდენად იარსებებს ყველა…

მეტი...

,,სამხედროებს შეუძლიათ გამოსვლა იარაღის დაყრის შემთხვევაში”- დიმიტრი პესკოვი აზოველ სამხედროებზე

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინელ მებრძოლებს შეუძლიათ, დატოვონ „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია, თუ ისინი იარაღს დაყრიან. პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკვე განაცხადა, რომ მარიუპოლის დატოვება ყველა მშვიდობიან მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით და „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. „რაც შეეხება სამხედროებს, მათაც შეუძლიათ გამოსვლა იარაღის დაყრის შემთხვევაში. მათ შესაბამისად მოეპყრობიან. ყველა დაჭრილს გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. პრეზიდენტის ეს სიტყვები უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებაა, სწორედ აქედან გამოვდივართ“, – აღნიშნა კრემლი პრესსპიკერმა.

მეტი...

,,საქართველო ყველა რეფორმის გატარებაში, ყველა ვალდებულების შესრულებაში იყო ლიდერი, სჯობდა უკრაინასაც და მოლდოვასაც”- ბექა დავითულიანი

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი საფრანგეთის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ტრიოს ქვეყნები  ვერ აკმაყოფილებენ ევროკავშირის წევრობის სტატუსს. ბექა დავითულიანის განცხადებით, საქართველო ყველა რეფორმის გატარებასა და ვალდებულების შესრულებაში იყო ლიდერი ქვეყანა. მისი თქმით, საქართველომ ყველაფერი სხვაზე უკეთ გააკეთა ევროინტეგრაციისთვის და ახლა არჩევანი ევროპაზეა. ,,საქართველო ყოველთვის იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის წამყვანი ქვეყანა. ყველაფერში, ყველა რეფორმის გატარებაში, ყველა ვალდებულების შესრულებაში იყო ლიდერი- სჯობდა უკრაინასაც და მოლდოვასაც, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სხვაზე უკეთ და არჩევანი არის ევროკავშირის მხარეს და მათ უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ამ კონტექსტში ახლა…

მეტი...

ლეონიდ კუჩმა, ვიქტორ იუშენკო და პეტრო პოროშენკო მსოფლიო ლიდერებს მიმართავენ

უკრაინის ყოფილი სამი პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა, ვიქტორ იუშენკო და პეტრო პოროშენკო მსოფლიო ლიდერებს თხოვნით მიმართავენ, დაეხმარონ უკრაინელი სამოქალაქო და სამხედრო პირების გადარჩენაში, რომლებიც მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან. „მივმართავთ მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ჩინეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში, ასევე გაერო-ში, დაეხმარონ უკრაინის ხელისუფლებას უკრაინელი სამოქალაქო პირებისა და სამხედროების სიცოცხლის გადარჩენაში, რომელთა განადგურებას რუსეთი, პუტინის ბრძანებით, ბარბაროსული მეთოდებით ცდილობს „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. ქალაქი მარიუპოლი თითქმის მთლიანად გაანადგურა რუსეთის არმიამ, რომელიც ახლა ცდილობს, თავისი დანაშაულის კვალი დამალოს. ქალაქის უკრაინელი ჯარისკაც-დამცველების არაჩვეულებრივმა გამბედაობამ და გმირობამ არა მხოლოდ…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში, მიმდინარეობს კლინიკური კვლევები”- ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უტარდება კლინიკური კვლევები და მასთან სპეციალისტები მუშაობენ. ნადირაძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონკრეტული შედეგები, დასკვნა როდესაც ექნებათ, პაციენტის ნებართვის საფუძველზე გაასაჯაროებენ. „ნებისმიერი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ჩვენთვის უპირველესი. მთავარი, რითაც ვხელმძღვანელობთ არის – არ ავნო. შესაბამისად, ნებისმიერი ფრაგმენტულად მოწოდებული ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგი ვარ. მით უმეტეს თუ ეს ეხება პაციენტის მდგომარეობას. მიხეილ სააკაშვილი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში. მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, მუშაობენ სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. როდესაც გვექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები, დაიდება. პაციენტის უშუალო ნებართვით, გავასაჯაროებთ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

მეტი...

,,ჩვენ შევდივართ ომის ახალ, ხანგრძლივ ფაზაში”- ოლექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსეი რეზნიკოვის განცხადებით, ომი ახალ ფაზაში გადადის. მინისტრის თქმით, საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ 9 მაისის შემდეგ რუსეთი ომის ახალ ტაქტიკაზე გადავიდოდა. ,,9 მაისისთვის რუსეთმა განიცადა სტრატეგიული მარცხი – მან ვერ გაანადგურა უკრაინის სახელმწიფო სამხედრო ინტერვენციისა და რუსეთის მარიონეტების ძალაუფლების შეცვლის გზით. ჩვენ ვაიძულეთ ის, მიზნების მასშტაბი შეემცირებინა ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე. ამ ფონზე ჩვენ შევდივართ ომის ახალ – ხანგრძლივ – ფაზაში. მის მოსაგებად,  ყურადღებით უნდა დავგეგმოთ რესურსები, თავიდან ავიცილოთ შეცდომები, რომ მტერმა, საბოლოოდ ვერ გაუძლოს,”- აცხადებს ოლექსეი რეზნიკოვი.

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი ადამიანი, რომელმაც 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ქველმოქმედებაში”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში თავისი მთელი თავისი ქონების, რომელიც დააგროვა უცხო ქვეყნებში, ჩამოიტანა და დახარჯა ქველმოქმედებაში თქვენთვის, ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, 3 მილიარდ დოლარზე მეტი ერთმა კაცმა დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის,”- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერის თქმით, ქვეყანაში არსებული სიმშვიდე და სტაბილურობა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურებაა. ,,მეორე, ასევე მინდა გითხრათ, რომ ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა რომელიც ქვეყანაში არის, სწორედ რა თქმა უნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურება არის, მისი პიროვნული დამსახურება არის და რა თქმა უნდა ჩვენი მთავრობა და ჩვენი…

მეტი...

„ვისურვებდი, რომ ოპოზიციას იმ სცენარზე გვესაუბრა, ჩვენი ემიგრანტები როგორ დავაბრუნოთ საქართველოში”-ლევან იოსელიანი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს. იოსელიანის თქმით, ოპოზიცია თუ საინტერესო შეთავაზებას გააკეთებს, ქვეყანაში საკმარისი რესურსი არსებობს, რომ მოქალაქეების მხარდაჭერა მოიპოვოს. „ვისურვებდი, რომ ოპოზიციას იმ სცენარზე გვესაუბრა, ჩვენი ემიგრანტები როგორ დავაბრუნოთ საქართველოში და როგორ შევუქმნათ პირობები, რადგან ხალხის უმრავლესობა წასულია გაჭირვების გამო. იქ დღე და ღამე შრომობენ და აქ ოჯახებს ინახავენ. სხვა მხრივ, მათ შესაძლებლობა ისედაც აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. მონაწილეობას რატომ არ იღებენ? რადგან არალეგალურად იმყოფებიან, ამის შესაბამისი პირობები არ აქვთ. არ…

მეტი...

,,ღარიბაშვილს მივმართავ და ვეტყვი, რომ ხელისუფლება შეიცვლება გაცილებით სწრაფად, ვიდრე მას წარმოუდგენია”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას   ეხმაურება. საუბარია, პრემიერის განცხადებაზე, რომელიც მან მოლდოვის არჩევნების მოდელის დაინერგვასთან დაკავშირებით ნიკა მელიას ინიციატივის საპასუხოდ გააკეთა. „ყველა არჩევნები დასრულებულია, ჩვენ გავიმარჯვეთ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყნის შიგნით და გარეთ,  საარჩევნო თვალსაზრისით  დიდი გარღვევებისთვის ბევრს იმუშავებენ. „პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მივმართავ და ვეტყვი, რომ ხელისუფლება შეიცვლება გაცილებით სწრაფად, ვიდრე მას წარმოუდგენია და თავის სავარძელს გაცილებით სწრაფად დაკარგავს, ვიდრე წარმოუდგენია, რადგან ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ განცხადებებს, პირველ რიგში, საქართველოს საზოგადოება არ აპატიებს. დასავლური ინტეგრაცია არის გზა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის,…

მეტი...

,,უკრაინელების გმირული ბრძოლის შედეგია, რომ ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა ვართ სხვა განზომილებაში”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადებით, უკრაინელების მამაცი ბრძოლის შედეგია, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე ახალ ეტაპზე გადავიდნენ. „ყველამ ვიცით და ეს არის პირველი დღევანდელი მოცემულობა, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ნამდვილად უკრაინელების გმირული ბრძოლის შედეგია, რომ ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა ვართ სხვა განზომილებაში. ეს შემდეგ სადამდე მივა და როგორ, ჯერ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, გადაწყვეტილება დღეს იქნება არა ბიუროკრატიული, არამედ ძალიან პოლიტიკური“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, პრედიზენტის განმარტებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საქართველოს მიერ განაცხადის წარდგენა უკრაინელების დამსახურებაა. „ევროპული ინტეგრაციის გზა სულ სხვანაირად…

მეტი...

,,ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა შემომთავაზა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტის   დათმობა შესთავაზა.ზელესნკის თქმით, როცა ევროპა პუტინთან და რუსეთის ფედერაციასთან მიდგომას   ეძებდა წარსულს ჩაბარდა და უკრაინა ტერიტორიებს არ დათმობს. „საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა შემომთავაზა, რომ პუტინს  სახე შეენარჩუნებინა. ჩვენ არ უნდა ვეძებოთ გამოსავალი რუსეთისთვის და ბატონი მაკრონი ამას ტყუილად აკეთებს. მჯერა, მას აქვს შესანიშნავი გამოცდილება, რომ ვიდრე თავად რუსეთს არ მოუნდება, არაფრის გაკეთებას არ მოისურვებს. მას სურდა გარკვეული შედეგები მიეღო შუამავლობაში, ვერ იპოვა და არა ჩვენი მხრიდან, არამედ რუსეთისგან. მეჩვენება, რომ ეს არ არის კორექტული. ჩვენ მზად არ ვართ,…

მეტი...

,,ძლივს დადის, ყოველ წუთში შეიძლება რაღაც უბედურება დატრიალდეს”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ყოფილი პრეზიდენტი კლინიკაში მოინახულა. მისი განცხადებით, მისი შვილის მდგომარეობა კრიტიკულია და საქართველოში სათანადო მკურნალობის ჩატარების პირობები არ არის. “ძალიან კრიტიკული მდგომარეობა აქვს ადამიანს, ფერი აღარ აქვს, გამხდარი, ცარიელი ძვალი და ტყავი, ძლივს დადის, ყოველ წუთში შეიძლება რაღაც უბედურება დატრიალდეს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მე დღესვე გადავიყვანდი უცხოეთში, ისეთ კლინიკაში, სადაც ასეთი ავადმყოფის მკურნალობის გამოცდილება აქვთ”- განაცხადა გიული ალასანიამ ამასთან, როგორც ცნობილია სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც აპირებს პაციენტის მონახულებას. ,,შევაღწიე როგორც იქნა რეგისტრატურაში და გვითხრეს რომ დაელოდეთო და ველოდები. 4 თვის წინ დეკემბერში თუ გახსოვთ,…

მეტი...

,,რაც ხდებოდა 2012 წელს და როგორი სასამართლო ჩავიბარეთ, ჩვენ კარგად გვახსოვს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,რაც ხდებოდა 2012 წელს და როგორი სასამართლო ჩავიბარეთ, ჩვენ კარგად გვახსოვს. მას შემდეგ, ე.წ. მეოთხე ტალღის რეფორმა განხორციელდა სასამართლოში, რამაც უზრუნველყო კიდევ უფრო მეტი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, უფრო მეტი ტრანსფარენტულობა, გამჭვირვალობა ჩვენი მოსამართლეების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერის თქმით, სასამართლო გახდა რეალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სრულად შეესაბამება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემას. „ჩვენ ჩვენი რეკომენდაციები, რაც მივიღეთ უცხოელი პარტნიორებისგან, არასამთავრობოებისგან, ჩვენი მეგობრებისგან, თითქმის ყველაფერი გავითვალისწინეთ პირველივე წლებში. მათი რეკომენდაცია იყო, რომ მოსამართლეებისთვის უზრუნველგვეყო გრძელვადიანი სტაბილურობა და მათი რეალური დამოუკიდებლობა. მათი პირველი მოთხოვნა და რეკომენდაცია იყო, რომ…

მეტი...

,,უკრაინაში ომი გაგრძელდება და მთელ მსოფლიოს სერიოზულ გრძელვადიან პრობლემებს შეუქმნის”- საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ ომი უკრაინაში გაგრძელდება და მთელ მსოფლიოს სერიოზულ  პრობლემებს შეუქმნის. „ეს ყველაფერი გვიჩვენებს ძალიან ძლიერ ერთობას „დიდი შვიდეულის“ წევრებს შორის, რათა დროთა განმავლობაში გააგრძელონ უკრაინის სუვერენიტეტისთვის ბრძოლის დახმარება უკრაინის გამარჯვებამდე. ჩვენ არ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის რუსეთი, რომელიც ებრძვის უკრაინას. არის აგრესორი და აგრესიის მსხვერპლი და ჩვენ მხარს ვუჭერთ აგრესიის მსხვერპლს. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერის ინიციატივებს სამხედრო და ფინანსურ სექტორში და ეს არის ის, რასაც ჩვენ განვიხილავთ აქ ჩვენი სამუშაო დღის განმავლობაში”, – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა. ჟან-ივ…

მეტი...

,,თითქმის 70%-ით არის აღდგენილი ტურიზმი, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ზოგადად, ტურისტების რაოდენობა დღითიდღე იზრდება ქვეყანაში. ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის, ბათუმი კი არის ერთ-ერთი ვარსკვლავი ამ მიმართულებით. თორნიკე რიჟვაძე ახლა ლონდონში იმყოფება საინვესტიციო რეფორმებთან და პროექტებთან დაკავშირებით,” – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  ტურიზმის აღდგენა  ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს და ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. „ძალიან გვიხარია, რომ ტურიზმის აღდგენა პრაქტიკულად ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს, თუ შევადარებთ 2019 წლის მონაცემებს, თითქმის 70%-ით არის აღდგენილი ტურიზმი და ეს ძალიან სასიხარულო მონაცემებია. ასევე, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.…

მეტი...

,,ჯერ თვითმფრინავები მოიპარეს, შემდეგ უნიტაზები და საცვლები”- მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის ინფორმაციით, რუსებმა უკრაინიდან მარცვლეული მოიპარეს. პოდოლიაკი სოციალურ ქსელში იტყობინება, რომ მოპარული მარცვლეული ოკუპანტებს  სირიასა და ლიბანში გასაყიდად მიაქვთ. ,,თაღლითთა და ქურდთა პარტია ბარბაროსებისა და მძარცველების ქვეყნად იქცა. ჯერ იჯარით აღებული თვითმფრინავები მოიპარეს, შემდეგ უნიტაზები და საცვლები. ახლა მათ მოიპარეს უკრაინის მარცვლეული სირიასა და ლიბანში გასაყიდად. რამდენად დაბლა დაეცემა მოსკოვი? მოიპარავენ უკრაინელ ვეტერანთა მედლებს?”, – აღნიშნავს პოდოლიაკი.

მეტი...

,,აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის პირობები”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა,სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. პრეზიდენტის განმარტებით, სააკაშვილის მკურნალობა უნდა მოხდეს შესაბამის პირობებში ისე, როგორც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას. ,,მიმაჩნია, რომ დღეს ყველა შემთხვევაში აუცილებელია ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს რაც საჭიროა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ. „მე ამას ვერ შევაფასებ და როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, თავისთავად და ვიდრე ეს არ არის დადასტურებული, ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი,…

მეტი...

,,მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს შუამავლების გარეშე”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის მზად არის დიალოგის ფორმატით ესაუბროს ვლადიმერ პუტინს, ყოველგვარი შუამავლების გარეშე. მისი განმარტებით, რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხი დღითიდღე რთულდება. „მე ასე ვფიქრობ, რადგან ყოველდღიურად ხდება პატარა ქალაქების დეოკუპაცია და ვხედავთ დამცირების, წამების, სიკვდილით დასჯის კვალს, რომელიც რუსმა სამხედროებმა დატოვეს. ამიტომაც რთულდება მოლაპარაკებების შესაძლებლობის მომენტი. ახლა საზოგადოება ამაზე პოზიტიურად არ არის განწყობილი. როგორც პრეზიდენტი, მე მზად ვარ, ვისაუბრო პუტინთან, მაგრამ მხოლოდ მასთან, შუამავლების გარეშე, დიალოგის პირობებით და არა ულტიმატუმებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

,,არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება მეორე ფრონტის გახსნას ქვეყანაში არ დაუშვებს. „ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა იომა უკვე სამჯერ რუსეთის ფედერაციასთან, შეიძლება ასე ითქვას, რადგან 90-იან წლები, შემდეგ შიდა ომი, შემდეგ სამოქალაქო ომი და ათასი უბედურება გადავიტანეთ, შემდეგ აგვისტოს ომი, რამაც დამანგრეველი შედეგები მოიტანა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია გამოიწვია და დღემდე გრძელდება. ეს თუ კარგად არ გავაანალიზეთ და კიდევ თუ გავაგრძელეთ ეს უპასუხისმგებლო რიტორიკა და უპასუხისმგებლო საქმიანობა, მათ…

მეტი...

,,უკრაინელი ხალხისთვის ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეუძლია პატარა ქვეყანას ჩვენი ბიუჯეტით”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,უკრაინელ ლტოლვილებს რაც შეეხება, საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინელი ხალხისთვის,” – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა უკრაინელ მოქალაქეს, ვინც ჩამოსულია საქართველოში, სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება. „ჩვენ რაც შეგვიძლია, მაქსიმუმს ვუკეთებთ, დაწყებული ჯანდაცვით, განათლებით. გახსენებთ, თავად მოვინახულე უკრაინული ბავშვებისთვის გახსნილი უკრაინული სექტორი, რომელიც განათლების მინისტრმა შექმნა თბილისში და ახლა ბათუმში აპირებს გახსნას. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რაც შეუძლია პატარა ქვეყანას ჩვენი ბიუჯეტით. ეს არის მაქსიმუმი. გთხოვთ, პირველ რიგში, იფიქროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. თქვენი პარტიული ინტერესები და საფუძველმოკლებული ინტერპრეტაციები ჩვენს ხალხს…

მეტი...

,,ყველა ის დაპირება, რომელიც გავეცით მოსახლეობისთვის არჩევნებამდე, იქნება შესრულებული”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,დღეს ჩვენ ვსტუმრობთ გურიას, ჩამოვედი მინისტრებთან და ადგილობრივ მერებთან ერთად, ვათვალიერებ მიმდინარე სამუშაოებს,” – აღნიშნული კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის აქტიურად გააგრძელებს რეგიონებში სტუმრობას და ყველა ის დაპირება, რომელიც მოსახლეობისთვის არჩევნებამდე გაიცა შესრულდება. „ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ყველა ის სამუშაო, რომელიც დავიწყეთ გასულ წელს. „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში უტარდება რეაბილიტაცია შენობებს, სკვერებს, გალამაზება და განახლება ხდება მთელი ამ ტერიტორიების, შენობებისა და სკვერების, პარკების. ჯამში 20 მლნ ლარი იხარჯება ამ პროექტებზე.  ჩვენ დღეს მოვინახულეთ ახალი აშენებული სკოლა ჩოხატაურში, ოზურგეთში ასევე ახალ სკოლას დავათვალიერებ. მოგეხსენებათ, რომ 800…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მხრიდან საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცა პასუხები და ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მოვისმინე ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გარკვეულ სირთულეებს, გადარიცხვებთან დაკავშირებით და სხვა აქტივობასთან დაკავშირებით, ასევე მოვისმინეთ ივანიშვილის ადვოკატის, დეტალური განმარტებები, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ყველაფერი არის ცნობილი,”– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, დამატებითი განმარტებების გაკეთება თუ იქნება საჭირო, შესაძლოა, თავად ბიძინა ივანიშვილმა მიაწოდოს ინფორმაცია. „მოვისმინე ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გარკვეულ სირთულეებს, გადარიცხვებთან დაკავშირებით და სხვა აქტივობასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ივანიშვილის ადვოკატის, მისი ინტერესების დამცველის დეტალური განმარტებები. ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი არის ცნობილი. თუ დამატებით ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის საჭიროდ,  შეიძლება, პრესკონფერენციებიც გაიმართოს, თუ…

მეტი...

,,გადაყვანა-გადმოყვანა არ მაინტერესებს, პატიმარია კეთილი ინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული პოლიტიკოსების, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, ხოლო ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება შესაბამისად. „ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული პოლიტიკოსების, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები, ნამდვილად არ მაინტერესებს. მე ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავისი თავი, თქვენ ნახეთ ყველამ, როგორი ადგილი მივუჩინეთ, მათ შორის ვაჟბატონ მელიას და ყველას, იგივე პატიმარ სააკაშვილს. ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება შესაბამისად. დანარჩენი სპეკულაციები, გადაყვანა-გადმოყვანა, არ მაინტერესებს,…

მეტი...

,,არ შეიძლება, ჩვენი ოპოზიცია მუდმივად დაკავებული იყოს ამ ხალხზე აზრის მანიპულირების მცდელობით”- მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება. მელიას განცხადებით, ოპოზიციური პარტია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დანერგვაზე მუშაობს. „ამომრჩეველს თავისუფალ რეჟიმში არჩევანის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ნებისმიერი მცდელობა, რომ ამ პროცესზე ხელოვნურად გავლენა იქონიო, ეთერში ამის თქმის უფლებას თავის თავს რომელიმე პოლიტიკოსი რომ აძლევს, ეს სასირცხვილოა. ამომრჩევლის ნება ერთადერთ წყაროა, რითაც შეიძლება ხელისუფლებები იცვლებოდეს, ხელოვნური მანიპულირება თუ სხვა პიარხერხები კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა მიხეილ  სარჯველაძემ. სარჯველაძემ აღნიშნა, რომ  ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნების გზით არის შესაძლებელი და ხელოვნური მანიპულირება მისთვის მიუღებელია. ,,არ შეიძლება, ჩვენი ოპოზიცია…

მეტი...

,,არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, მანამდე გთხოვთ, რომ მადროვოთ, ამდენი სამუშაო მაქვს გასაკეთებელი“- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ნამდვილად აღარ მაინტერესებს არც ოპოზიციონერების კითხვები, არც აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით,” – აღნიშნული კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ გააკეთა. „არ არის საინტერესო შეკითხვა. მე ნამდვილად აღარ მაინტერესებს არც ოპოზიციონერების კითხვები, არც აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ. შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. ასე რომ, მანამდე გთხოვთ, რომ მადროვოთ, ამდენი სამუშაო მაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა უკვე დაშლილია, უბრალოდ, ჯერ არ იციან”- იაგო ხვიჩია

,,გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა სასამართლო დავა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამთავრდეს. მისი განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა დროის გაყვანის ნაცვლად, სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთა უნდა აღიარონ. „იმის შემდეგ, რაც სასამართლო განაჩენები კანონიერ ძალაში შევა, უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება. ეს ძალიან გამართული გზაა, უბრალოდ შუაში საჭიროა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკითხი საკუთარ ამომრჩეველს აუხსნას. „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაშლილია, უბრალოდ, მათ ეს ჯერ არ იციან და ეს დოკუმენტურად გაფორმებული არ არის. როცა ჩვენ თავიდანვე ვამბობდით იმას, რომ საჭირო იყო…

მეტი...

14 მაისს „ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით და ღვინის კლუბის ორგანიზებით, 14 მაისს, მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ გაიმართება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მასში 61 ღვინის კომპანია (დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობა), 89 საოჯახო მარანი და ათი სხვა კომპანია (ღვინის აქსესუარები) მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. „ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ მონაწილეებსა და სტუმრებს ბოლო მოსავლის ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობასა და ახალი გემოების აღმოჩენას ჰპირდება. ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა. 2010 წლიდან დაწყებული ყოველ წელს…

მეტი...

,,მედიკამენტები ფაქტობრივად აღარ გვაქვს, განადგურებულია საჭირო ტექნიკა”- ,,აზოვის” ბატალიონის ექიმი

,,აზოვის” ბატალიონის ექიმი უცხოურ მედიასთან საუბრისას, ,, აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, საჰაერო იერიშები არ წყდება და საჭიროა დაჭრილი სამხედროების დაუყონებლივ ევაკუაცია. ,,მტერი არ ჩერდება, ყოველდღე ვიბომბებით. შტურმი არ სრულდება, სიტუაცია მუდმივად დაძაბულია. ცდილობენ შემოჭრას, მაგრამ ჯერჯერობთ თავს ვიცავთ. გვყავს 600-ზე მეტი დაჭრილი. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვთ. მედიკამენტები ფაქტობრივად აღარ გვაქვს, განადგურებულია საჭირო ტექნიკა. ოპერაციას ანესთეზიის და გაუტკივარების გარეშე ვატარებთ. ჩვენ დახმარება გვჭირდება. აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული მისიის დაუყოვნებლივ შემოსვლა,”- აცხადებს ,,აზოვის” ბატალიონის ექიმი. ექიმის განმარტებით, ადგილზე ომის დაწყების პირველივე დღიდან იმყოფება და დაშავებულ ჯარისკაცებს ეხმარება.…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში იმდენ ხმას მიიღებს, რასაც იმსახურებს, ანუ, ცოტას და არა იმდენს, რომ ხელისუფლება შეცვალოს“- ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს. ბექა დავითულიანის განცხადებით, არჩევნები 2024 წელს ჩატარდება და „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს, საკმარისი ხმა აიღოს ხელისუფლების შესაცვლელად. „რისი მობილიზებაც უნდათ, გააკეთონ. საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება და ამ პოლიტიკურ ჟუნგლიორობის გამო ისევ ისეთ ხმებს მიიღებენ, როგორც აქამდე. მათი პოლიტიკური აკრობატობა ასე დასრულდება. სამწუხაროდ, მათ ჰგონიათ, რომ ხალხის ნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებენ. ამ ნების ინსტრუმენტად განიხილავენ საერთაშორისო კოალიციური ბლოკის შექმნას, რაც იქნება მათი მხარდამჭერი და ხელისუფლების საწინააღმდეგო. ეს…

მეტი...

ნიკა მელიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა მოლდოვის საარჩევნო რეფორმის საქართველოში დანერგვაზე მუშაობს

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციური პარტია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დანერგვაზე მუშაობს. ნიკა მელიას თქმით, მუშაობა მიმდინარეობს საერთაშორიო მეგობრებთან ერთად, რომელბმაც მაქსიმალური გაიღეს 2020 წელს, მოლდოვის ოპოზიციასთან ერთად იმუშავეს და აიძულეს ხელისუფლება, რომ მოლდოვის 300 ათას დიასპორის წარმომადგენელს მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. „მესმის საზოგადოების, რომლებიც დაღლილებიც ვართ, შესაძლებელია, სასოწარკვეთილებიც, იმედგაცრუებულიც, სამართლიანად, უსამართლოდ, მაგრამ რა დაამარცხებს ამ მდგომარეობას? დაამარცხებს მყარი, მკაფიო რწმენა მომავლისა, ჩამოყალიბებული, სრულყოფილი მომავალი. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ვთანხმდებით, რომ მივალთ არჩევნებამდე რიგითი თუ რიგგარეშე. არაპროგნოზირებადი გარემოა, ამიტომაც არ არის…

მეტი...

ევროკავშირი უკრაინას ხორბლის ექსპორტში დაეხმარება

ევროკომისიის პრესსამსახურის ცნობით, ევროკავშირი უკრაინას ხორბლის ექსპორტში დაეხმარება. არსებული ინფორმაციით,  რუსეთის მიერ უკრაინულ პორტებში საექსპორტო პროდუქციის ბლოკირება გლობალური სასურსათო კრიზისის საფრთხეს ქმნის, რის გამოც ალტერნატიული გზების ძიებაა საჭირო. უკრაინის ინფრასტრუქტურის ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნით საგანგებო ზომები გატარდება, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, მომდევნო 3 თვის განმავლობაში, 20 მილიონი ტონა ხორბლის ექპორტი განახორციელოს. ამასთან, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი დევიდ ბიზლი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, მანამ გლობალური კატასტროფა მოხდება, უკრაინის შავი ზღვის პორტები გახსნას. ,,მიუხედავად იმისა, თუ რას გრძნობთ უკრაინის მიმართ, თუ გული გაქვთ საერთოდ დანარჩენი მსოფლიოს მიმართ, თქვენ უნდა გახსნათ ეს პორტები”,- განაცხადა დევიდ…

მეტი...

,,რუსული არმია ამერიკის მაგალითს რომ მიჰყოლოდა, ჩვენ უკრაინას რამდენჯერმე გადავუვლიდით”- ვლადიმერ ჩიჟოვი

რუსული მხარის წარმომადგენელი ევროკავშირში, ვლადიმერ ჩიჟოვი აცხადებს, რომ უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მისი განმარტებით, რუსეთის განზრახვა უკრაინის ტერიტორიის დაპყრობა არ ყოფილა. ​ჩიჟოვი ფინეთისა და შვედეთს ნატო-ში გაწევრიანების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ალიანსში მათი მიღების შემთხვევაში რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს. ,,სამხედრო ოპერაცია გრძელდება გარკვეული სიჩქარით უკრაინაში სიტუაციის სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით, მათ შორის რუსეთის ჯარების და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოკავშირეების, ისევე, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით. რუსული არმია ამერიკისა და სხვა დასავლეთის ქვეყნების მაგალითს რომ მიჰყოლოდა, ჩვენ უკრაინას რამდენჯერმე გადავუვლიდით, მაგრამ ეს არასდროს ყოფილა განზრახვა. უნდა გავიმეორო,…

მეტი...

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს. პოლიციამ 1993 წელს დაბადებული მ.ბ. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების  ბრალდებით დააკავა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მ.ბ.-ს ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ნივთმტკიცებად ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითვე, ამავე დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული დ.გ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, ვარკეთილის მე-3…

მეტი...