,,საქართველო ყველა რეფორმის გატარებაში, ყველა ვალდებულების შესრულებაში იყო ლიდერი, სჯობდა უკრაინასაც და მოლდოვასაც”- ბექა დავითულიანი

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი საფრანგეთის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ტრიოს ქვეყნები  ვერ აკმაყოფილებენ ევროკავშირის წევრობის სტატუსს.

ბექა დავითულიანის განცხადებით, საქართველო ყველა რეფორმის გატარებასა და ვალდებულების შესრულებაში იყო ლიდერი ქვეყანა. მისი თქმით, საქართველომ ყველაფერი სხვაზე უკეთ გააკეთა ევროინტეგრაციისთვის და ახლა არჩევანი ევროპაზეა.

,,საქართველო ყოველთვის იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის წამყვანი ქვეყანა. ყველაფერში, ყველა რეფორმის გატარებაში, ყველა ვალდებულების შესრულებაში იყო ლიდერი- სჯობდა უკრაინასაც და მოლდოვასაც, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სხვაზე უკეთ და არჩევანი არის ევროკავშირის მხარეს და მათ უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ამ კონტექსტში ახლა ნამდვილად პოლიტიკური გადაწყვეტილებების დროა. რეგიონში დასავლეთის გავლენა უნდა გაძლიერდეს, მათ შორის ჩვენი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითაც,”- აღნიშნავს ბექა დავითულიანი.

,,იქმნება ახალი რეალობა და ეს ახალი რეალობა ქმნის შესაძლებლობების ფანჯარას”- დიეგო კოლასი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე

მსგავსი თემები