,,აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის პირობები”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა,სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. პრეზიდენტის განმარტებით, სააკაშვილის მკურნალობა უნდა მოხდეს შესაბამის პირობებში ისე, როგორც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას.

,,მიმაჩნია, რომ დღეს ყველა შემთხვევაში აუცილებელია ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს რაც საჭიროა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ.

„მე ამას ვერ შევაფასებ და როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, თავისთავად და ვიდრე ეს არ არის დადასტურებული, ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე ამას დაადასტურებს, მაშინ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები