,,არ შეიძლება, ჩვენი ოპოზიცია მუდმივად დაკავებული იყოს ამ ხალხზე აზრის მანიპულირების მცდელობით”- მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება. მელიას განცხადებით, ოპოზიციური პარტია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დანერგვაზე მუშაობს.

„ამომრჩეველს თავისუფალ რეჟიმში არჩევანის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ნებისმიერი მცდელობა, რომ ამ პროცესზე ხელოვნურად გავლენა იქონიო, ეთერში ამის თქმის უფლებას თავის თავს რომელიმე პოლიტიკოსი რომ აძლევს, ეს სასირცხვილოა. ამომრჩევლის ნება ერთადერთ წყაროა, რითაც შეიძლება ხელისუფლებები იცვლებოდეს, ხელოვნური მანიპულირება თუ სხვა პიარხერხები კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა მიხეილ  სარჯველაძემ.

სარჯველაძემ აღნიშნა, რომ  ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნების გზით არის შესაძლებელი და ხელოვნური მანიპულირება მისთვის მიუღებელია.

,,არ შეიძლება, ჩვენი ოპოზიცია მუდმივად დაკავებული იყოს ამ ხალხზე აზრის მანიპულირების მცდელობით, ეს არ არის სწორი მიდგომა და ამის ნათელი დემონსტრირებაა ნიკა მელიას განცხადება, რომ რაღაც სცენარით მოვლენები უნდა განვითარდეს,”- აღნიშნა მმართველი გუნდის წევრმა.

ნიკა მელიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა მოლდოვის საარჩევნო რეფორმის საქართველოში დანერგვაზე მუშაობს

მსგავსი თემები