,,მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს შუამავლების გარეშე”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის მზად არის დიალოგის ფორმატით ესაუბროს ვლადიმერ პუტინს, ყოველგვარი შუამავლების გარეშე. მისი განმარტებით, რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხი დღითიდღე რთულდება.

„მე ასე ვფიქრობ, რადგან ყოველდღიურად ხდება პატარა ქალაქების დეოკუპაცია და ვხედავთ დამცირების, წამების, სიკვდილით დასჯის კვალს, რომელიც რუსმა სამხედროებმა დატოვეს. ამიტომაც რთულდება მოლაპარაკებების შესაძლებლობის მომენტი. ახლა საზოგადოება ამაზე პოზიტიურად არ არის განწყობილი. როგორც პრეზიდენტი, მე მზად ვარ, ვისაუბრო პუტინთან, მაგრამ მხოლოდ მასთან, შუამავლების გარეშე, დიალოგის პირობებით და არა ულტიმატუმებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები