,,ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი ადამიანი, რომელმაც 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ქველმოქმედებაში”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში თავისი მთელი თავისი ქონების, რომელიც დააგროვა უცხო ქვეყნებში, ჩამოიტანა და დახარჯა ქველმოქმედებაში თქვენთვის, ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, 3 მილიარდ დოლარზე მეტი ერთმა კაცმა დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის,”- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყანაში არსებული სიმშვიდე და სტაბილურობა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურებაა.

,,მეორე, ასევე მინდა გითხრათ, რომ ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა რომელიც ქვეყანაში არის, სწორედ რა თქმა უნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურება არის, მისი პიროვნული დამსახურება არის და რა თქმა უნდა ჩვენი მთავრობა და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ და მინდა გითხრათ, რომ თქვენთვისაც მნიშვნელოვანი არის, და ყველა მოქალაქისთვის რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის უპირველესი, ასე ვთქვათ საფუძველთა საფუძველი, ამის გარეშე მეგობრებო ქვეყანაში არაფერი არ იქნება”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი თემები