„რუსეთმა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი დაარღვია“ – G7 განცხადებას ავრცელებს

,,დიდი შვიდეულის” ლიდერებმა სამიტის დასრულების შემდეგ, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც უკრაინაში ომს ეხება. როგორც G7-ის წევრი ქვეყნების ლიდერები აცხადებენ,  რუსეთმა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი დაარღვია. ისინი უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. „77 წლის შემდეგ, სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, პრეზიდენტმა პუტინმა და მისმა რეჟიმმა უკრაინაში შეჭრა აირჩიეს. 2014 წლიდან, უკრაინაში შეჭრითა და შემდგომი ქმედებებით, რუსეთმა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი დაარღვია. განსაკუთრებით კი საუბარია გაერო-ს წესდებაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, რომ  თაობები ომის უბედურებისგან დაეცვა“ – აღნიშნულია ერთობლივ გზავნილში. ვირტუალურ სამიტს, რომლის  მასპინძელი გერმანიის კანცლერი იყო, თავად უკრაინის პრეზიდენტიც ესწრებოდა. „პრეზიდენტმა ზელენსკიმ…

მეტი...

„უკრაინა გადარჩება“ – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაში ომს ვერ მოიგებს, როგორც ოლაფ შოლცი აცხადებს, გერმანია უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და ბოლომდე მის გვერდით იდგება. „მხარს ვუჭერთ უკრაინას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის არ გაკეთება ნიშნავს კაპიტულაციას უხეში ძალადობის წინაშე და აგრესორის გაძლიერებას. შიშმა არ უნდა წაგვართვას მოძრაობის უნარი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომს ვერ მოიგებს. უკრაინა გადარჩება”, – ასეთია ოლაფ შოლცის გზავნილი, რომელიც ამ წუთებში G7ის სამიტს მასპინძლობს. სამიტში უკრაინის პრეზიდენტიც მონაწილეობს. უკრაინის საკითხზე „დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყო

მეტი...

უკრაინის საკითხზე „დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყო

ომში მყოფ უკრაინის თემაზე ამ წუთებში G7-ის სამიტის ფარგლებში მსჯელობენ. სამიტში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ღებულობს. სამიტის მასპინძელი კი გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცია. სამიტი ვირტუალურ ფორმატში მიმდინარეობს. „დიდი შვიდეულის“ მთავარი თემა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა და შემდეგი პროცესებია.  ასევე, განიხილება კიდევ რა დამატებითი, შემაკავებელი  სანქციების დაწესება შეიძლება რუსეთისთვის. G7-ის ქვეყნებს წარმოადგენენ აშშ; დიდი ბრიტანეთი;  საფრანგეთი; გერმანია; იტალია;  კანადა და  იაპონია.

მეტი...

შტატებმა რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ  სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ამჯერად, სანქციებში  სამი რუსული ტელევიზია და ,,გაზპრომბანკის” ხელმძღვანელები მოხვდნენ. ,,ეს არ არის სრული ბლოკირება. ამ ეტაპზე,  ,,გაზპრომბანკის” აქტივებს არ ვყინავთ. ,,გაზპრომბანკთან” არც რაიმე ტრანზაქციას ვკრძალავთ. რაზეც მივანიშნებთ არის ის, რომ ,,გაზპრომბანკი” უსაფრთხო თავშესაფარი არ არის. შესაბამისად, სანქციებს ვუწესებთ მათ ზოგიერთ აღმასრულებელ ხელმძღვანელს”, – განმარტავენ თეთრ სახლში. სანქციები ასევე შეეხო მოსკოვის ინდუსტრიულ ბანკს და მისი 10 შვილობილ კომპანიას.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვს არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ თანამედროვე იარაღი მიაწოდონ

პრეზიდენტი ზელენსკი ისევ იმეორებს, რომ გადასარჩენად საჭიროა თანამედროვე იარაღი, ისეთი, რომელსც ნატოს წევრი ქვეყნები იყენებენ. ,,იარაღი უნდა იყოს მძლავრი და თანამედროვე, არა მხოლოდ საბჭოთა, თუმცა ყველაფრისთვის მადლობელი ვართ. გვჭირდება ტექნოლოგია, გვჭირდება ცოდნა, გვსურს ეს გამოცდილება მივიღოთ… ჯერჯერობით  არ გვაქვს ისეთივე ხელმისაწვდომობა, როგორიც ყველა ევროპულ ან ნატო-ს წევრ ქვეყანას აქვს. ჯერ არ გვაქვს ასეთი შესაძლებლობები, მაგრამ ვფიქრობ, მათ მივიღებთ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.  

მეტი...

კანადის პრემიერი კიევში იმყოფება

უკრაინის მხარდასაჭერად და გასამხნევებლად, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ირპინში ჩავიდა. პრემიერს ადგილზე ირპინის მერი, ალექსანდრ მარკუშინი მასპინძლობს, რომელიც ადგილზე აცნობს რუსეთის სისასტიკეს. ,,პრემიერი ჩამოვიდა ირპინში, რომ საკუთარი თვალით ენახა მთელი ის საშინელება, რაც რუსმა ურწმუნოებმა ჩვენს ქალაქში გააკეთეს. რა თქმა უნდა, ის შოკირებულია. მან დაინახა დამწვარი და მთლიანად დანგრეული არა სამხედრო ობიექტები, არამედ ირპინში მცხოვრებმა, მშვიდობიანი მოქaლაქეების სახლები, რომლებიც ბოლო დრომდე ცხოვრებით ტკბებოდნენ და მომავლისთვის საკუთარი გეგმები ჰქონდათ”, – აღნიშნა მერმა. კანადის პრემიერი კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან ოფიციალურ შეხვედრასაც გამართავს. ის უკრაინელ კოლეგასაც შეხვდება.  

მეტი...

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგენილია

თბილისის მერიის ინფორმციით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. შეფერხება გამოიწვია მეტროს ღია უბანზე ტექნიკურმა ხარვეზმა. ადგილზე ოპერატიულად იმუშავა შესაბამისი სამსახურის ჯგუფმა და ხარვეზი დროულად აღმოიფხვრა. ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

მეტი...

რუსეთის პატრიარქის განცხადებით, რუსეთი არავის უსურვებს ბოროტებას და არც არავისი დაპყრობა სურს

პატრიარქი კირილი უსაფუძვლო ბრალდებებისთვის დასავლეთს საყვედურობს. უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირი სისულელეს უწოდებს ზოგიერთი ქვეყნის ბრალდებას და აღნიშნავს, რომ რუსეთი დამპყრობელი არ არის. „ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ერთი რამ – ჩვენი ნამდვილი თავისუფლება, ჩვენი დამოუკიდებლობა იმ მსოფლიო ძალაუფლების ცენტრებისგან, რომლებსაც მტრული განწყობა აქვთ რუსეთის მიმართ. უნდა გავაერთიანოთ მთელი ჩვენი ძალა, სულიერიც და მატერიალურიც, რომ არავინ გაბედოს ჩვენი სამშობლოს წმინდა საზღვრების ხელყოფა. ჩემი სიტყვები არ არის ის, რისი დახასიათებაც სურთ ოპონენტებს, როგორც პატრიარქის მორიგი მილიტარისტული გამოსვლა. ეს სისულელეა”, – აღნიშნავს პატრიარქი კირილი. მისივე განცხადებით, განსაკუთრებით ლოცულობენ, რომ ღმერთმა დაიცვას მტრებისგან და ხალხი გაერთიანდეს.…

მეტი...

აშშ-ის პირველი ლედი უკრაინაში იმყოფება

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი უკრაინაში ჩავიდა.  ჯილ ბაიდენი უკრაინის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ უჟჰოროდში, ჯილ ბაიდენი დევნილთა თავშესაფრად გადაკეთებულ სკოლას ეწვია. ამერკელი პირველ ლედის უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა მასპინძლობს. „ვფიქრობდით, მნიშვნელოვანი იყო უკრაინელი ხალხისთვის გვეჩვენებინა, რომ ეს ომი უნდა შეჩერდეს და რომ ეს სასტიკი ომია. ამერიკელი ხალხი უკრაინის ხალხის გვერდით დგას“ – განუცხადა აშშ-ის პირველმა ლედიმ. როგორც პირველმა ლედიმ ანიშნა, უკრაინას, სხვა ყველაფერთან ერთად, მორალურად გვერდში დგომა და გამხნევებაც სჭირდება.

მეტი...

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია. შეფერხება მეტროს ღია უბანზე ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი სამსახურის ჯგუფი და უახლოეს პერიოდში პირველი ხაზი მუშაობას განაახლებს. რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „პრეზიდენტს“ ირჩევენ

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური მიმდინარეობს. ე.წ. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის – მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი. საარჩევნო უბნები ჩრდილოეთ ოსეთში, მოსკოვსა და სოხუმშიც გაიხსნა. შეგახსენებთ, რომ ე.წ. არჩევნების დამთავრების შემდეგ, რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება, რომელიც ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთებას ითვალისწინებს.  

მეტი...

პუტინი უკრაინას მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავს ულოცავს და საქართველოსაც მიმართავს

პრეზიდენტი, რომელიც უკრაინაში ომს აწარმოებს, უკრაინელ ხალხს მიმართავს დ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავს ულოცავს. უფრო მეტიც, ვლადიმერ პუტინი ნაცისტებზე საუბრობს და ყველას მოუწოდებს, ნაცისტების აღორძინება არ დაუშვან. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისალოცი ტექსტი კრემლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. პუტინის მილოცვის ძირითადი ნაწილი სწორედ ომში გამარჯვების 77-ე წლისთავს ეხება. პუტინი დონბასის დეფაქტო ხელისუფლებას მიმართავს და ამხნევებს, რომ როგორც 1945 წელს, ახლაც გამარჯვება მათკენ იქნება. კრემლის ოფიციალური წერილი სხვა ქვეყნებსაც ეხება. მოხსენიებულია აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, უზბეკეთი, ოკუპირებული აფხაზეთი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო „რესპუბლიკები“, საქართველო და უკრაინა. როგორც პრეზიდენტი პუტინი…

მეტი...

ბუნდესტაგის პრეზიდენტი კიევშია

უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბარბელ ბასი კიევში ჩავიდა. ამავდროულად, პრეზიდენტი პატივს მიაგებს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულებს. ბუნდესტაგმა ფოტოებიც გაავრცელა, სადაც ბარბელ ბასი უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს ხვდება. მხარეები თანამშრომლობისა და შემდგომი დახმარების საკითხებსაც განიხილავენ.

მეტი...

„ჯოჯოხეთურ რეალითი-შოუში აღმოვჩნდით, ვიბრძვით სიცოცხლისთვის“ – ბრიგადის მეთაური

უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე „ცხელი წერტილიდან,“ ქალაქ მარიუპოლოში მდებარე „აზოვსტალის ქარხნიდან“ ბრიგადის მეთაური გზავნილს ავრცელებს, სადაც ჯოჯოხეთურ მდგომარეობაზე საუბრობს. „თითქოს რაღაც ჯოჯოხეთურ რეალითი-შოუში აღმოვჩნდი, სადაც ჩვენ, სამხედროები ვართ, ვიბრძვით სიცოცხლისთვის, ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას გადარჩენისთვის, მთელი მსოფლიო კი უბრალოდ თვალს ადევნებს საინტერესო სიუჟეტს“ – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა. მოსი ინფორმაციით, ყველაფერი ისეა, როგორც ფილმში ხდება, თუმცა, ეს რეალობაა. „ასეთი სცენარები, როგორშიც ჩვენ ვართ ფილმებსა და სერიალებში გამოიყენება. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ეს ფილმი არ არის და არც ჩვენ ვართ გამოგონილი პერსონაჟები. ეს რეალური ცხოვრებაა. ტკივილი,…

მეტი...

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და სპეკულირებას აქვს ადგილი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პატიმრის მდგომარეობა სტაბილურია და გარკვეული ჯგუფები ამ თემით სპეკულირებენ. „სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულ სააკაშვილს ჩაუტარდება ყველა აუცილებელი გამოკვლევა და მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში. მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს, თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან“, – აცხადებენ უწყებაში.  

მეტი...

რუსმა სამხედროებმა სკოლა დაბომბეს, გარდაცვლილია 60 ადამიანზე მეტი

სოფელ ბელგოროვკაში, წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობდა. რუსულმა ძალებმა სკოლა დაბომბეს, სადაც თავს აფარებდა მშვიდობიანი მოსახლეობა. არის მსხვერპლი. ლუგანსკის სამხედრო ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის მიერ სკოლის შენობაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმას სულ მცირე 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენელი სერგეი გაიდაი აცხადებს, სკოლის შენობაზე დარტყმა გუშინ საღამოს განახორციელა. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სკოლის შენობის ნანგრევებიდან 30 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.

მეტი...