„ქართულ ოცნებას“ არ სურს საქართველოს ევროკავშირში შესვლა“ – კახა ოქრიაშვილი

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის დღევანდელმა განცხადებამ ცხადყო, რომ მმართველ გუნდს არ სურს საქართველოს ევროკავშირში შესვლა. „საქართველოს მოსახლეობის 92%-ს სურს, ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში და მხოლოდ 2%-ს არ სურს. „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენ არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. რატომ?! პასუხი ერთადერთია: „ოცნების“ დამფუძნებელი არის ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის მოკავშირე და ამაშია პარადოქსი – ჩვენი მოსახლეობის სრულ უმრავლესობას გეზი აქვს ევროკავშირისკენ, ხელისუფალს – რუსეთისკენ. რას ითხოვს ევროკავშირი „ქართული ოცნებისგან“, როგორც ხელისუფლებისგან: სასამართლო რეფორმა; საარჩევნო რეფორმა; მედიის თავისუფლება; პოლიტპატიმრების გათავისუფლება; დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება; ოპოზიციური პარტიებისთვის განვითარების საშუალება; “ენჯეო სექტორის”…

მეტი...

დაჭრილი მოსწავლის ოპერაცია დასრულდა

15 წლის მოზარდს დანა მუცლის არეში აქვს ჩარტყმული. მეათე კლასის მოსწავლე სიკვდილს გადაურჩა. თბილისში, სკოლის შენობაში დაწყებული კონფლიქტი გარეთ, ავტოფარეხებთან გაგრძელდა. კონფლიქტში მეათე და მეცხრე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოზარდის ოპერაცია ახლახან დასრულდა. მას მუცლის ღრუში მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. დაპირისპირებაში ორი სხვადასხვა კლასი მონაწილეობდა. გაწყებულია გამოძიება, პოლიციის განყოფილებაში სკოლის მოსწავლეებს კითხავენ. კონფლიქტში დაახლოებით 15 მოსწავლე მონაწილეობდა. დაჭრა სწორედ ავტოფარეხის შენობაში მოხდა. თბილისში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

მეტი...

თბილისში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

თბილისში, სამგორში 15 წლის მოზარდი დაჭრეს. დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის დაიწყო, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოზარდს დაზიანება ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში 74-ე სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დაპირისპირება სკოლის მიმდებარედ მოხდა.  

მეტი...

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მთავარ საკითხად რჩება

ევროპარლამენტის თავმჯდომარის, რობერტა მეცოლას განცხადებით, სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პრიორიტეტია. „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც დღეს ვისაუბრებ. ჩვენთვის, როგორც ვთქვით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვისთვის რჩება პრიორიტეტად. სხვაგვარად რა იქნება ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ამ ქვეყნების ხალხს. ამიტომ, ველოდებით ევროკომისიის შეხედულებას. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინამ უპასუხა კითხვარს სინათლის სიჩქარით და სწორედ ამ სიჩქარით ველოდებით ევროკავშირისგან შემდგომ ნაბიჯებს. ევროპარლამენტი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია ჩვენი ინსტიტუციური ძალაუფლების ფარგლებში“ – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.  

მეტი...

„ჩვენ არ ვუგზავნით უკრაინას სარაკეტო სისტემებს“ – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჟურნალიტებთან  აცხადებს, რომ ამერიკა უკრაინას სარაკეტო სისტემებით არ ამარაგებს. „ჩვენ არ ვუგზავნით უკრაინას სარაკეტო სისტემებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მხარემ სარაკეტო სისტემები ითხოვა, რომელიც ასობით მილის მანძილზე მოქმედებს.  

მეტი...

„ევროპული საბჭო დაიწყებს უკრაინით“ – შარლ მიშელი

ევროკავშირის საბჭოს დღის წესრიგის მთავარი საკითხი უკრაინაა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად ჩანიშნულია რუსეთიდან ნავთობპროდუქტების ემბარგო, რომელიც ამ დრომდე ვერ შეთანხმდა.  როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, საბჭო პირველ რიგში, განიხილავს საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინასთან. „დღეს ბევრი საკითხი გვაქვს დღის წესრიგში. ევროპული საბჭო დაიწყებს უკრაინით. ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ჩვენ გვსურს ფინანსების მობილიზება უკრაინისთვის. ჩვენ უზრუნველვყოფთ ლიკვიდობას, ჩვენ გვსურს ქვეყნის აღდგენის დაწყება და მხარი დავუჭიროთ მათ. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ელემენტი“ – აცხადებს პრეზიდენტი მიშელი. კიდევ ერთი თემა, რომელსაც საბჭო განიხილავს, რუსეთისთვის სანქციების მორიგი ეტაპია. „ჩვენ ასევე გვსურს, გადავდგათ ნაბიჯი…

მეტი...

დავით ნარმანიამ ევროპულ ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით სემეკის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის დარგში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით 2021 წელს სემეკის მიერ განხორციელებული გეგმის ანგარიში წარადგინა. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის გასვლით სხდომაზე, სადაც განიხილეს ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ანგარიში, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები სემეკის მიერ სრულად შესრულებელია. სემეკის მხრიდან კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები – მაია მელიქიძე და გოჩა შონია. სემეკის თავმჯდომარის თქმით, კომისიამ ენერგეტიკული რეფორმისა და ევროპული დირექტივების მოთხოვნათა შესაბამისად, გასული წლის განმავლობაში, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში…

მეტი...

,,ჩვენ გვაქვს წარმატების ერთი გასაღები, ესაა სოლიდარობა უკრაინისადმი და ევროკავშირის ერთიანობა”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ სანქციების მეექვსე პაკეტზე განხილვები კვლავ გაგძელდება. მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნული საკითხი მომდევნო 48 საათში გადაწყდეს. „დღეს ჩვენ განვიხილავთ საკითხს, რომელიც ჯერ კიდევ ღიაა. ეს არის ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი. ჩვენ ძალიან წარმატებულად ვიმუშავეთ წინა ხუთ პაკეტზე. ეს პროცესი არასდროს ყოფილა იოლი. იგივე ხდება მეექვსე პაკეტის შემთხვევაშიც. კომისია და საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ბოლო დღეებში ინტენსიურად მუშაობდნენ, რათა წინ წავწეულიყავით. ჯერ არ ვართ მზად, თუმცა ეს პაკეტი მომწიფდა. ძალიან მცირე იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი მომდევნო…

მეტი...

,,ჩემი მიზანია შვილის სიცოცხლე გადავარჩინო”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს. ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა არ მოხდება. ,,ირაკლი კობახიძის განცხადება ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩვენთან სასამართლო ხომ დამოუკიდებელია?!როგორც ჩანს, ჩვენი მიზნები განსხვავებულია, ჩემი მიზანია ჩემი შვილის სიცოცხლე გადავარჩინო, ამის მიზანია, როგორმე მოიშოროს თავიდან. ეს არის განსხვავება. არაფერი არ იყო მოულოდნელი”,- აღნიშნავს გიული ალასანია. ,,საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია”- ირაკლი კობახიძე

მეტი...

,,დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები”- ნიკო კვარაცხელიას დედა

ნიკო კვარაცხელიას დედა,  ძმები კაკულიების დაკავების შესახებ, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მოკლულის დედა იმედოვნებს, რომ კაკულიები არამხოლოდ იარაღის უკანონო შენახვა ტარების, არამედ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზეც აგებენ პასუხს. ,,მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად!” ძალიან რთული დღე გვაქვს, ემოციურად ურთულესი, დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები(ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია მკვლელი ჭელიძის და მკვლელი კაველაძის აღიარებიდან) ძმებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი, და გასროლით ამცნეს ქალაქის შუაგულს აქ ვართ არსად წავსულვართ დაიჩოქეთო. არა შვილებო არა! ვერ დაგიჩოქებთ და თქვენ ნამდვილად მოგიწევთ დაჩოქება უფლის წინაშე. ვიმედოვნებ ეყოფა შესაბამის ორგანოებს გონი და იარაღის…

მეტი...

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კვლავ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით. გავრცელებული ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის მიღებას, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტს კრძალავს, უნგრეთი ეწინააღმდეგება. შეგახსნებთ,  ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა  სანქციებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა, ორშაბათს დილით გამართეს. შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე კვირას ღამით გამართულ მოლაპარაკებებში კომპრომისი ვერ იქნა მიღწეული.    

მეტი...

,,რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში”- გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გიორგი ვოლსკი ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ევროკავშირის ელჩის განცხადება კითხვებს ბადებს, რადგან საქართველოში ისეთი არაფერი მომხდარა, რაც ევროპულ სივრცეში არ უნახავთ. „ყველაფერი შესრულებული ვერც იქნება, ბევრი რეფორმა განსახორციელებელია, უბრალოდ, კიდევ დამატებით შეკითხვებს ბადებს კარლ ჰარცელის განცხადება, რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს? ადამიანები არსებობენ საქართველოშიც და ევროპაშიც, რომლებიც ძალადობაზე არიან გადასული უამრავი სხვადასხვა ნიშნით, გენდერული თანასწორობა იქნება თუ ნებისმიერი სხვა უმცირესობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება. ან რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში და სასჯელი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მიიღოს, ეს…

მეტი...

,,პუტინი ვერ მიაღწევს საკუთარ მიზნებს, უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არის ძლიერი და ჩვენ არ დავმარცხდებით”- პედრო სანჩესი

ესპანეთის ნატო-ში გაწევრიანების 40 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. მისი თქმით, საჭიროა ერთიანობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ომის ესკალაცია. „საშინელებებს, რომლებიც ჩადენილია უკრაინაში, სისასტიკეს, უდანაშაულო ხალხის გაუმართლებელ მკვლელობას მივყავართ პრეზიდენტ პუტინის ქმედებების დაგმობამდე, ის არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მაგრამ ვერ მიაღწევს საკუთარ მიზნებს. ჩვენ მას ვაჩვენეთ, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არის ძლიერი და ჩვენ არ დავმარცხდებით. დასაწყისიდანვე მკაფიოდ ვაჩვენეთ, რომ ჩვენი ერთიანობა მოკავშირეებს შორის არის საუკეთესო შეკავება, რათა თავიდან ავირიდოთ კონფლიქტის ესკალაცია. ამ ომის ინიცირება პრეზიდენტ პუტინისთვის გახდა ერთადერთი…

მეტი...

,,მთელმა ოპოზიციამ მოვაწერეთ წერილს ხელი, გავაგზავნეთ ევროკავშირში და ვთხოვეთ, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“- ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში განვლილი გზის გათვალისწინებით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. მისი თქმით, მოქალაქეებს მოლოდინი უნდა გაუმართლდეთ. „საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. იმსახურებს იმ გზის გამო, რაც განვლო ბოლო 30 წლის განმავლობაში. იმ ომების გამო, რაც მან გადაიტანა რუსეთთან ბოლო 30 წლის მანძილზე. ასევე ხალხის განწყობებისა და დამოკიდებულების გამო, რაც აქვთ ევროკავშირის მიმართ. ამ ყველაფრის გამო საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ვფიქრობ, ჩვენს მოქალაქეებს მოლოდინი უნდა გაუმართლდეთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა. იოსელიანის თქმით, მან არ აქვს ინფორმაცია, თუ ვის სურს ოპოზიციიდან, რომ საქართველომ კანდიდატის…

მეტი...

ადვოკატის განცხადებით, ძმებ კაკულიებს ნიკო კვარაცხელიას და არაყიშვილზე მომხდარ თავდასხმასთან კავშირი არ აქვთ

შსს-მ გვიან ღამით, არაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ძმები კაკულიები დააკავა. დაკავებულებს უკვე შეხვდა ადვოკატი. კაკულიები იარაღის უკანონო შენახვაზე ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ იარაღი თვალით არ უნახავთ. ,,ჯერ ოფიციალურად მათ ბრალი არ აქვთ წაყენებული, თუმცა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვას ედავებიან, მათი დაკავება მოხდა დღეს, გამთენიისას. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ თითქოს ორი დღის წინ ვაკეში მომხდარ დაჭრასთან ან იგივე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან რაიმე შემხებლობა ჰქონდეთ არის სრული აბსურდი და სრული სისულელე. დუმილის უფლებას იყენებენ და ბრალს არ აღიარებენ”,- განაცხადა ადვოკატმა. ადვოკატის ცნობით,  კაკულიებს არაყიშვილზე მომხდარ თავდასხმასთან არანაირი კავშირი…

მეტი...

,,ოპონენტები დამარცხებად განიხილავენ, თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება”- გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ოპოზიციური ჯგუფები სკეპტიციზმით უყურებენ. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური სპეკულაციები პიკს აღწევს და ოპოზიციონერები პოლიტიკურ დამარცხებად განიხილავენ იმას, თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. „საქართველო რეგიონში ყველა რეიტინგით მოწინავე პოზიციებზეა, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ჯგუფში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვეჯიბრებით. პირიქით, ურთულესი მდგომარეობაა, უკრაინის ომს ვგულისხმობ. ამ რთულ მდგომარეობაში სამივე ქვეყანას მძლავრი ევროპული მხარდაჭერა და ევროპული ქოლგა სჭირდება როგორც სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენი მიმართვა აქედან გამომდინარეობს. სკეპტიციზმი გაჩნდა უკრაინაზეც და მოლდოვაზეც, თუმცა საქართველოს ცოტა განსხვავებული მდგომარეობა…

მეტი...

,,შიდაპოლიტიკურ პროცესებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”- ბუდ რიკისი

ლატვიის სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელის, ბუდ რიკისის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ზუსტ შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა არ სურს. მისივე განცხადებით, ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას. ,,ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და გვერდში უდგას. ჩვენ ვიცით, რომ ეს პერიოდი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება. ლატვია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ჩვენ პატივს ვცემთ კანონის უზენაესობას და დემოკრატიას, ლატვია ვერ ჩაერევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ვერ შეაფასებს სიტუაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რაც საქართველოში პოზიციას და ოპოზიციას აერთიანებთ ეს არის ევროინტეგრაცია,”- განაცხადა ბუდ…

მეტი...

,,პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში ნამდვილად გამოაჩენს ახალ შესაძლებლობებს”- ილია დარჩიაშვილი

,,პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში ნამდვილად გამოაჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის მეთაურის ისრაელში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა. „დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში. როგორც ცნობილია, ჩვენ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს ისრაელთან, რაც აძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვიზიტების დინამიკა აქტიურდება და ამის ძალიან კარგი მაგალითია დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, რომელმაც რა თქმა უნდა, ახალი იმპულსი უნდა მოუტანოს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“,- აღნიშნა დარჩიაშვილმა. მისივე თქმით, პრემიერს ჰქონდა პოლიტიკური შეხვედრები მის კოლეგასთან, პარლამენტის სპიკერთან და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან,…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივმა ბანდამ გადაწყვიტა ტურისტული სეზონისთვის ხელის შეშლა”- თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” წევრები ცდილობენ ხელი შეუშალონ ტურისტულ სეზონს. მისი თქმით,  „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცადა სააკაშვილის მხარდაჭერის მიზეზით, აქციების ჩატარებით, მომხდარიყო წარმატებული ტურისტული სეზონის ხელოვნურად ჩაშლა. „ტურიზმის მიმართულება არის პრიორიტეტი და როგორც არა ერთხელ აღგვინიშნავს, არაერთი სიახლე, ინიციატივა გვაქვს და მომავალში მეტი გვექნება. რამდენიმე დღის წინ ყველანი გავხდით მომსწრე, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ბანდის მხრიდან მომხდარიყო სეზონის ხელოვნური დაზიანება. ბოლო სამი წელი მოქალაქეების, ხალხისთვის იყო გამოწვევებით სავსე, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე და ახლა უკვე ამ ბანდამ გადაწყვიტა კოვიდის ჩანაცვლება ხელოვნური მიზეზით. ყველამ ვიცით, რომ პატიმარი სააკაშვილი არ იხდის სასჯელს…

მეტი...

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ანალიზები გაუარესებულია

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ,,ვივამედში”  ადვოკატმა მოინახულა. დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, სააკაშვილის ანალიზის პასუხები გაუარესებულია. მისივე  ცნობით, სავარაუდოდ, ხვალ დამოუკიდებელი ექსპერტები მოინახულებენ სააკაშვილს. ,,ანალიზებში არსებული მაჩვენებლების შესახებ დეტალები ჩემთვის უცნობია, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ არა თუ გაუმჯობესებაა, პირიქით, გაუარესებაა. ეს განჩინება დღეს უკვე ჩაბარდება პენიტენციურ სამსახურს და წესით ხვალ ან დღეს გვიან ექსპერტებს მიეცემათ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა,“ – აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

მეტი...

უკრაინელი დევნილები სამშობლოში ბრუნდებიან

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების გამო უკრაინიდან ევროპის ქვეყნებში წასული მოქალაქეები სამშობლოში მასობრივად ბრუნდებიან. არსებული ცნობით, ქვეყანაში დევნილების 60 პროცენტი დაბრუნდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყანა 7,6-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა. „რისკების მიუხედავად ვაკვირდებით, რომ უკრაინელები მასობრივად ბრუნდებიან სამშობლოში. ასეთი უკვე 4,8 მილიონი ადამიანია. ქვეყნიდან გასული ადამიანების თითქმის 60% უკან დაბრუნდა“, – განაცხადა უკრაინის  შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვიქტორ ანდრუსივმა. ანდრუსივის განცხადებით, სავარაუდოდ ქვეყანაში უფრო მეტი უკრაინელი დაბრუნდება. „საზღვარგარეთ ცხოვრების პირობები იშვიათად არის კარგი. უმეტეს შემთხვევებში ამ ადამიანებს უხდებათ სახლების ქირაობა რაც ძვირია ან სპორტდარბაზებში ცხოვრება. რთულია კვალიფიციური სამსახურის პოვნა, ამისთვის საჭიროა ენის…

მეტი...

„ხელისუფლება პანიკაშია, ლაპარაკობენ იმაზე და აკეთებენ სპეკულაციებს, რა მოხდება თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ”- დავით უსუფაშვილი

„ლელოს“ წევრი, დავით უსუფაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს. მისი თქმით, „ხელისუფლება პანიკაშია და ცდილობენ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, სხვას გადააბრალონ. „ხელისუფლება პანიკაშია, ნაცვლად იმისა, რომ თავდაუზოგავად მუშაობდნენ ყველასთან ერთად, რომ მივიღოთ ის სტატუსი, რაც გვეკუთვნის, ლაპარაკობენ იმაზე და აკეთებენ სპეკულაციებს, რა მოხდება მას შემდეგ, თუ ამ სტატუსს ვერ მივიღებთ.მათ უკვე დაასკვნეს, იმდენად დააზარალეს ქვეყანა, პრობლემები შეუქმნეს და სრულიად დამსახურებული სტატუსი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისა აღარ გვეძლევა. ახლა ერთადერთ რამეს ცდილობენ, რომ გამოძვრნენ ვითარებიდან და ვიღაცებს რაღაცები დააბრალონ? ეს არის პანიკა ყველაფერთან ერთად. მივმართავ მათ, პანიკაში კი…

მეტი...

,,შეიძლებოდა, საქართველო უკეთ ყოფილიყო მომზადებული ამ ისტორიული მომენტისთვის”- კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, შეიძლებოდა საქართველო  უკეთ ყოფილიყო მომზადებული არსებული ისტორიული მომენტისთვის, ევროინტეგრაციის პროცესში. მისი თქმით, არსებული პოლიტიკური კრიზისის შექმნაში ყველა მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა. ,,საქართველომ წლების განმავლობაში აშკარად დიდ პროგრესს მიაღწია რეფორმების გზაზე. ამასთან, შეიძლებოდა, საქართველო უკეთ ყოფილიყო მომზადებული ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგან ის ემთხვევა დროს, როცა ევროკავშირი მზარდ შეშფოთებას გამოხატავს ქვეყნის ტრაექტორიით. ბოლო წლების განმავლობაში რეფორმების შენელებულმა ტემპმა წარმოქმნა პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ყველა მხარეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს,”- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მეტი...

,,ჩვენ უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის გეგმებს ვაწყობთ“- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადეbით,  ვლადიმერ პუტინი მის მიერ წამოწყებულ ომში დამარცხდება. „ჩვენ თქვენთან, უკრაინელებთან ერთად ვართ გონებითა და გულით. პუტინი ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, ჩვენ ერთიანები ვართ. ჩვენ უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის გეგმებს ვაწყობთ“, – განაცხადა შოლცმა. გერმანიის კანცლერის ცნობით, გერმანიამ 800 ათასი ლტოლვილი მიიღო უკრაინიდან და პარტნიორებთან ერთად აგრძელებს უკრაინის დახმარებას.

მეტი...

ძმები კაკულიები შესაძლოა, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ფიგურირებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით ორი პირი დააკავა.  დაკავებულები ძმები გუგა და დავით კაკულიები არიან. შსს-მ ძმები კაკულიები, გუშინ გვიან ღამით, ფონიჭალაში მაშინ დააკა, როდესაც ქვეყნის დატოვებას აპირებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ძმები კაკულიები შესაძლოა სამი დღის წინ თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასი ფიგურირებდნენ. შეიარაღებული თავდასხმა არაყიშვილის ქუჩაზე პარასკევს მოხდა. მოპედით მოძრავმა ორმა პირმა, ორი ახალგაზრდის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია გაისროლა, ორივე მამაკაცი დაჭრეს და დანაშაულის ადგილი დატოვეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით ძმები კაკულიები დააკავა

მეტი...

„ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ევროკავშირი კანდიდატობაზე გვეტყვის უარს და შემდგომი პროცესებისთვის ემზადებიან” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით,  „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ ევროკავშირი კანდიდატობაზე საქართველოს  უარს ეტყვის და უარის შემდგომი პროცესებისთვის ემზადებიან. „ეს არის რეალობა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს ადამიანი და ეს პოლიტიკური ჯგუფი თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ანტიდასავლური რიტორიკით, აშანტაჟებენ მოსამაართლეებს, გეგონება, ქურდული სამყარო იყოს სასამართლოში, ქურდმა რაღაც სიტყვა თქვა და აღარ უნდა წავიდნენ უცხოეთში. თავს ესხმიან ევროკავშირისა და ამერიკის ელჩს. მეტიც, იჭერენ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელებს, არ ითვალისწინებენ არც ერთ რეკომენდაციას და შვიდ პუნქტს, რაც წარვადგინეთ. უბრალოდ წაიკითხეთ, უმარტივესია ამ ყველაფრის გაკეთება. კობახიძის დღევანდელი…

მეტი...

,,უნდა გავუძლოთ, ომი ხანგრძლივი იქნება”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი კომისარის საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა გაგრძელდეს. ბორელი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას  ითხოვს. ,,ჩვენ უნდა გავუძლოთ. ომი ხანგრძლივი იქნება, რუსეთის ქმედებების აგრესიულობა მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის საბრძოლო საშუალების მიწოდება, ასევე რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა” – განაცხადა ბორელმა. ბორელის ცნობით, სანქციები რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს პოზიციები გაიმყაროს მოლაპარაკებებში.

მეტი...

,,პროპაგანდა მიდის, რომ საქართველო თუ მოლდოვასა და უკრაინას ჩამორჩება, ეს ყველაფერი ვიღაცას გადააბრალონ”- რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, აუცილებელია, საქართველომ მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად მიიღოს ეს სტატუსი. მისი თქმით, მოლდოვას საქართველო ჩამორჩება დემოკრატიის ხარისხით, მედიით თავისუფლების ინდექსით და ქვეყანაში, მიდის პროპაგანდა, რომ საქართველო თუ მოლდოვასა და უკრაინას ჩამორჩება, ეს ყველაფერი ვიღაცას გადააბრალონ. „ვინც საქმეს აფუჭებს, ეს არის საქართველოს მთავრობა. თუნდაც, იგივე ნიკა გვარამიას დაკავების სახით. პროპაგანდა მიდის, რომ საქართველო თუ მოლდოვასა და უკრაინას ჩამორჩება, ეს ყველაფერი ვიღაცას გადააბრალონ. ამ გადაბრალების სამარცხვინო ფორმას იღებს და რომელმა სულელმა დაუწერა ლოზუნგი, ოპოზიციას არ უნდა სტატუსი და უნდა ომიო, ამას ვინ…

მეტი...

,,შევთანხმდით, რომ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო განვავითარებთ“- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრისას მხარეები თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაზე შეთანხმდნენ, რათა სრულად იყოს ათვისებული არსებული პოტენციალი. „ისრაელში ჩემი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დღეს მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრის პატივი. ჩვენს ორ ქვეყანას შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობა საამაყოა ჩვენი მოძმე ერების საერთო ისტორიაში. შევთანხმდით, რომ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო განვავითარებთ აუთვისებელი პოტენციალის სრული გამოყენების მიზნით“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

,,სრული პასუხისმგებლობა სად იქნება საქართველო ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ ძალას”- ხათუნა სამნიძე

„რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, დასავლეთზე და ოპოზიციაზე თავდასხმის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“  მიიღოს კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს,  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. „ქვეყანაში „ქართული ოცნება“ დიდი ხანია შიშის დათესვის პოლიტიკას ეწევა. ხან ომზე საუბრობს და ომში ჩართვის ბრალდებით გამოდის. ახლა უკვე აშინებენ საზოგადოებას, რომ შესაძლოა სტატუსი ვერ მივიღოთ. იმის ნაცვალდ, რომ საუბრობდეს ოპტიმიზმზე და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა მივიღოთ პოზიტიური პასუხი, ისევ გადასულია თავდასხმაზე, უკვე შანტაჟით ესაუბრება არა მხოლოდ ამერიკის საელჩოს, უკვე გადავიდა ევროკავშირის დაშანტაჟებაზე. კობახიძეს და მთელ „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი ასეთი თავდასხმების ნაცვლად ისაუბრონ კონკრეტულ ნაბიჯებზე თუ რას აკეთებს…

მეტი...

,,პოლონელ ხალხს არ სურს რუსეთის გავლენის სფეროში ყოფნა”- ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონელ ხალხს ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით არ სურთ რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევა. მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად პოლონელი ხალხი მზადაა, საკუთარი კეთილდღეობა შესწიროს. ,,პოლონელ ხალხს ეშინია რუსეთის, ჩვენ გვაქვს ისტორიული გამოცდილება. მათ არ სურთ რუსეთის გავლენის სფეროში ყოფნა, ამიტომ დღეს პოლონელები მზად არიან, საკუთარი კეთილდღეობა შესწირონ, რათა გააძლიერონ ჩვენი შეიარაღებული ძალები. მივიღეთ ახალი კანონი, რომელიც სამხედრო ხარჯებს ზრდის არა მხოლოდ მშპ-ს 2 პროცენტამდე, რა სტანდარტსაც ნატო აწესებს, არამედ 3 პროცენტამდე მომდევნო წლისთვის. ვგეგმავთ, რომ შემდეგ წლებში ამ ზღვარსაც გავცდეთ. გვსურს, ჩვენი არმია 250…

მეტი...

,,კანდიდატის სტატუსზე ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან”- ირაკლი კობახიძე

,,ღალატის ტოლფასია, როდესაც სამივე ქვეყანაზე საერთო სკეპტიციზმი არსებობს და ამას ამატებ შენ კამპანიას, მათ შორის საკუთარი ლობისტების მეშვეობით,”- ამის შესახებ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მოლოდინები კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიისგან განსხვავებულია, მათი ქმედებები კი ღალატის ტოლფასია. „ხშირად ისმის სკეპტიკური განცხადებები, პირველ რიგში, უკრაინის მიმართ, რაც, ბუნებრივია, გავლენას მოახდენს ასევე ჩვენზე და მოლდოვაზე, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი მოლოდინი მაინც ოპტიმისტურია, ერთი მარტივი მიზეზის გამო. პირველი იმის გამო, რომ აბსოლუტურად ალოგიკური იქნებოდა საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება. მეორე, ევროკავშირი აკეთებს კონკრეტულ…

მეტი...

,,საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა გამორიცხულია. მისი თქმით, საქართველოში ყველანაირი პირობა არსებობს, შესაბამისი  მკურნალობის განსახორციელებლად. „საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია. საქართველოში ყველანაირი საშუალება არსებობს, რომ მკურნალობა განხორციელდეს. არანაირი განსაკუთრებული პრობლემა არ არსებობს. 2012 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. იცით, რომ წინა ხელისუფლების დროს ციხეებში დაახლოებით 150 პატიმარი კვდებოდა. ეს მაჩვენებელი 12-ჯერ არის შემცირებული და მიზეზი ისაა, რომ ჯანდაცვის მომსახურებაც ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი. იმას თავი რომ დავანებოთ, რომ პირდაპირ კლავდნენ 150 პატიმრიდან მინიმუმ ნახევარს – ეს ცალკე თემაა, მაგრამ ის, რომ 12-ჯერ არის შემცირებული…

მეტი...

შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით ძმები კაკულიები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით ორი პირი დააკავა.  დაკავებულები ძმები გუგა და დავით კაკულიები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ძმები კაკულიები ​დღეს დილით ორთაჭალაში დააკავეს. შეგახსნებთ, ძმებ კაკულიებს, 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე სასტიკად მოკლულ, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს უკავშირებდნენ.

მეტი...

,,ოპოზიციამ რაც არ უნდა გააკეთოს, ხელისუფლებას საშუალება აქვს, ქართველი ხალხის სათქმელი დასავლელ პარტნიორებს მიუტანოს”- იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. დეპუტატის განცხადებით, ოპოზიციამ რაც არ უნდა გააკეთოს, ხელისუფლებას აქვს იმის საშუალება, რომ ქართველი ხალხის სათქმელი დასავლელ პარტნიორებს მიუტანოს. „მიუხედავად იმისა, აწმყოში ყველაფერს ვაკეთებთ თუ არა, წარსულში იმდენი გვაქვს გაკეთებული და განსაკუთრებით რუსეთთან ბრძოლის თვალსაზრისით და ევროპული ღირებულებების გავრცელების მიმართულებით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ჩვენზე დამოკიდებულია ჩვენი მომავალი, თუმცა ევროპელებისგან მხარდაჭერას და იმის აღიარებას ველოდებით, რომ ჩვენ დასავლური კულტურის შვილები ვართ. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, მასსა და რადიკალურ ოპოზიციას იმდენად სპეციფიკური და მგრძნობიარე ურთიერთობები გააჩნიათ, რომ საკუთარ თავს ამ ურთიერთობებში…

მეტი...

,,რუსეთის აგრესიამ უკრაინაში შექმნა ახალი რეალობა, რომელმაც უკვე დაამარცხა რუსეთის ამბიციები და გეგმები ევროპაში”- სალომე ზურაბიშვილი

,,ჩვენწინ ძალიან დიდი პერსპექტივები იხსნება, როგორც პატარა ქვეყანა, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და ჩვენი მოქნილობიდან გამომდინარე,”- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე – „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ახალი შესაძლებლობების და გამოწვევების გათვალისწინებით, აუცილებელია ერთიანობა და საერთო მიზნისკენ სწრაფვა. „მოგესალმებით ბატონო ელჩებო, პატივცემულო საზოგადოება. მოხარული ვარ, რომ დღეს აქ შეკრებილი საზოგადოება წარმოადგენს იმ ერთიანობას, რომელიც აუცილებელია, რათა საქართველო თავის ადგილზე დადგეს. ეს ერთიანობა საზოგადოების დაკვეთაა. შეიძლება, პოლიტიკურმა ძალებმა ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს ასეთი დაკვეთის არსებობა, რამეთუ საზოგადოებას არ აქვს ის საშუალებები, რომ…

მეტი...