თურქეთში ქართველების მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა, არიან დაშავებულები, ერთი გარდაიცვალა

ქალაქ ტრაპიზონთან ავარია მოხდა. მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სერიოზულად დაზიანდა. არიან დაშავებულები. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი. ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იმყოფებიან, რომლებსაც დაშავებულები კლინიკებში გადაჰყავთ. შემთხვევის ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გაემგზავრა.  

მეტი...

ტყეში დადგმული სკის მოსაკრებელთან დაკავშრებით სატყეო სააგენტო განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ შეცდომა გაიპარა

დადგენილებას, რომელიც ხელი 2 დღის უკან მოეწერა და ტყეში სკის განთავსების დაბეგვრას ეხება, აღნიშნულია, რომ ტყეში ერთი სკის განთავსების მოსაკრებელი 10 ლარი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული სატყეო სააგენტოს განმარტებაას აკეთებს და აცხადებს, რომ საუბარია არა 10 არამენ 1 ლარზე. „საქართველოს მთავრობის ,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ’’ N221 დებულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით სკების განთავსება რეგულირების ჩარჩოში ექცევა და სიმბოლური ფასად – 1 ლარად (1 სკა წლის განმავლობაში). აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთი მიზანია დღემდე არსებული გაუმართავი პრაქტიკის დარეგულირება. ამასთან, ცვლილება ხელს შეუწყობს თაფლის მიკვლევადობას და მეფუტკრეებს საშუალებას მისცემს ექსპორტზე…

მეტი...

სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავეს, რომელმაც სკოლის თანხა აზარტულ თამაშებში დახარჯა

დაკავებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დარცელის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, დაკავებულმა ასობით ათასი ლარი მიითვისა და აზარტულ თამაშებში დახარჯა. „სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების…

მეტი...

ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა დაიწყო

  ამ წუთებში, თბილისში ნიკა გვარამიას სოლიდარობის აქცია იმართება. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ და მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან. აქციაში მონაწილეობას ღებულობენ მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, ხელოვანები, პოლიტიკოსები და ნიკა გვარამიას სხვა მხარდამჭერები. აქციას რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც შეუერთდნენ. თავისუფლების მოედნიდან კი აქციის მონაწილეები „მთავარი არხისკენ“ დაიძრებიან.

მეტი...

პატიმრებს სატელეფონო საუბრისა და მიმოწერის ახალ ვარიანს სთავაზობენ

პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის კომუნიკაციის საკითხი ახლებურად დარეგულირდება. „პატიმრობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ომსჯელა. კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტი ეხება საკითხს, რომელზეც ყურადღება გამახვილებულია კომიტეტის მიერ განხილულ სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაში. კანონპროექტის თანახმად, ახლებურად რეგულირდება პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის კომუნიკაცია – მიმოწერა, სატელეფონო საუბარი. ბრალდებულს, რომელსაც გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, აგრეთვე ბრალდებულს, რომელსაც სრულად აქვს გამოყენებული პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის ლიმიტები (თვეში სამი ზარი), უფლება ექნება, წერილობით მიმართოს პენიტენციურ დაწესებულებას და მოითხოვოს მისი ადვოკატის ინფორმირება მასთან…

მეტი...

„ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს“ – ეინს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველო ნატოს მჭიდრო პარტნიორია „ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს,  ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, – აცხადებს  იენს სტოლტენბერგი. ნატოს გენერალური მდივნის შეფასებით, საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხებიც განიხილეს. „ნატო-ს მჭიდრო პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე. ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს”, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

მეტი...

მოსყიდვის ფაქტები და გარიგებები ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ექიმთა გარკვეული კატეგორია გარიგებაში კონკრეტული მედიკამენტის  მწარმოებელ კომპანიებთან  და მისი „გასაღების“ მიზნით, პაციენტებს ამ კონკრეტულ პრეპარატებს უნიშნავს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ეს ჩვეულებრივი მოსყიდვაა. „არის ჩვეულებრივი მოსყიდვის ფაქტები, როცა კონკრეტული იმპორტიორი კომპანიები ფარმაცევტული პროდუქციის გარიგებაში არიან ექიმების გარკვეულ ჯგუფებთან და იმ მედიკამენტების რეცეპტში ასახვა ხდება, რომელიც რა თქმა უნდა, შეიძლება მოქალაქეს სჭირდება, მაგრამ შეიძლება, იმდენი არ სჭირდება ან სხვა უკეთესია ფასით ან ხარისხითაც. მსგავსი  შემთხვევია უამრავი. უფრო მეტიც, ქეშბექების სახით პირდაპირ ბარათებზე ერიცხებათ ხელფასები, ეს პრაქტიკა დღეს არის, ამაზე სამინისტროც ინფორმირებულია,“ – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე. მისი…

მეტი...

ტყეში სკის დადგმა ფასიანი ხდება  – მეფუტკრეებმა სახელმწიფოს თანხა უნდა გადაუხადონ

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მეფუტკრეები, თვითნებურად ტყეში სკას ვერ გადაიტანენ. ტყეში ერთი სკის განთავსება 10 ლარი ეღირება.  აღნიშნული ინფორმაცია მეფუტკრეებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რადგან, მის შესახებ არაფერი იცოდნენ. როგორც მეფუტკრეები აცხადებენ, სეზონურად, სხვადასხვა მცენარის ყვავილობისას, სკები ტყეში გადაჰქონდათ, რომ შესაბამისი თაფლი მიეღოთ. ადრე ამისთვის არაფერს იხდიდნენ. ახალი ინიციატივა კი მათთვის დიდი დარტყმა იქნება, რადგანაც ტყეში მინიმუნ 50 სკა გადააქვთ და ეს რომ 10 ლარზე გადამრავლდეს, საკმაოდ დიდი თანხა გამოდის. დადგენილებას სკების დაბეგვრის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ხელი 16 მაისს მოაწერა და ის ძალაში უკვე შევიდა.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, რაც ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც საქართველო ეფექტიანად იყენებს გაწევრიანების გზაზე არსებულ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი, როგორც ალიანსის, ასევე პარტნიორი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას. დადებითი შეფასება მიეცა ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე  აღინიშნა საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე…

მეტი...

,,სააკაშვილის ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის”- ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი, ნინო ნადირაძე  აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაში იმყოფება და შესაბამისი კვლევები უტარდება.  მისი თქმით, ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის. ნინო ნადირაძემ აღნიშნა, რომ  კვლევის შედეგები თავად მიხეილ სააკაშვილის ნებართვის საფუძველზე უკვე გასაჯაროვდა და მომავალშიც ამ პრინციპით გასაჯაროვდება. „ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული ნამდვილად არ არის. თავად პაციენტთან ყოველთვის შეთანხმებული მაქვს ნებისმიერი კვლევა, რის ჩატარებასაც ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ბატონ მიხეილს ამაზე მისდის შეტყობინება, პირადი ექიმიც ეუბნება, მეც ვაფრთხილებ. ის გვაძლევს ნებართვას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ამა თუ იმ კვლევის ჩატარება. მისი ნებართვის გარეშე არაფერი ხდება. პირად საუბრებშიც…

მეტი...

სამარშრუტო ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსებიც შეძლებენ გაჩერებას

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსებისთვის გასაჩერებელი სპეციალური ადგილები მოეწყობა. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით იმსჯელა. საკითხის წარდგენისას, პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილების მთავარი მიზანია დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურის, M1 კატეგორიის ავტომობილებისთვის, იგივე ტაქსებისთვის ავტობუსის ზოლში მგზავრების უსაფრთხო აყვანა-ჩამოსმის საკითხების დარეგულირება და საპარკინგე სისტემის გაუმჯობესება.  „საკანონმდებლო პაკეტი რამდენიმე ძირითადი მიმართულებისგან შედგება, პირველი და ყველაზე უმთავრესი სწორედ ტაქსების საავტობუსე ზოლში მოძრაობის კანონიერების საკითხია. საავტობუსე ზოლები ეტაპობრივად მოეწყობა ყველა გამზირზე, შესაბამისად ტაქსებისთვის გარკვეულწილად რთულდება მგზავრების აყვანა – ჩამოსმის…

მეტი...

,,ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა ოლივერ ვარჰეისთან”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,საქართველოსადმი კონსოლიდირებული მხარდაჭერისთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მადლობელი ვარ,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელმა განვითარებამ კონკრეტული მექანიზმების საჭიროება წარმოშვა ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშესაწყობად. საქართველოსადმი კონსოლიდირებული მხარდაჭერისთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მადლობელი ვარ“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

ევროკომისია უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გადაცემას გეგმავს

ევროკომისია უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მაკროფინანსური დახმარების გადაცემას აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა. „უკრაინა ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება და იცავს ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ ვიქნებით მათ მხარეს მთელი ამ ომის განმავლობაში და როდესაც ისინი თავიანთი ქვეყნის აღდგენას დაიწყებენ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, ვერსალის სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიას დაავალეს უკრაინის რეკონსტრუქციის მხარდაჭერის გეგმის შემუშავება, რაც ევროკომისიამ შეასრულა. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინის რეკონსტრუქციის პრინციპები უნდა მოიცავდეს ინვესტიციებსა და რეფორმების მხარდაჭერას.

მეტი...

,,რაც შეიძლება მალე უნდა შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების სწრაფად შემცირებისა და მწვანე ენერგიაზე დაჩქარებული გადასვლის გეგმა წარადგინა. „როგორც ვხედავთ, პუტინის ომი ძირს უთხრის გლობალურ ენერგობაზარს. ის აჩვენებს, ერთი მხრივ, რამდენად დამოკიდებული ვართ იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე და ასევე გვაჩვენებს, რამდენად მოწყვლადები ვართ, როდესაც რუსეთს ვეყრდნობით წიაღისეული საწვავის იმპორტირებისას. შესაბამისად, ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეგვიძლია. დღეს წარმოვადგინეთ ამ მიზნების მიღწევის გეგმა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. აღნიშნული გეგმა რუსულ საწვავზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად სამ ძირითად ზომას ითვალისიწნებს – ენერგიის დაზოგვას, მიმწოდებლების…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეის შეხვდა

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემებს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი, შევსებული კითხვარი და კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის საქართველოს მზაობის შესახებ ევროკომისიის დასკვნა წარმოადგენდა. ასევე, შეხვედრაზე ისაუბრეს კითხვარის შევსების სამუშაო პროცესზე, რაც ქვეყანამ ვადაზე ადრე, წარმატებით განახორციელა და იმ მნიშვნელოვან შემდეგ ეტაპებზე, რაც საქართველომ უნდა გაიაროს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან ახლავს ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევი მხარდაჭერა. შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს, რა დროსაც პრემიერ-მინისტრმა კიდევ…

მეტი...

694 ,,აზოვის” ბატალიონის მებრძოლი რუსულ მხარეს ჩაბარდა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მარიუპოლში მდებარე ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორია სულ 959-მა მებრძოლმა დატოვა, მათ შორის 80-მა დაჭრილმა. აღნიშნული ცნობები რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა წარმოადგინა. მისი თქმით, 51 უკრაინელ სამხედროს სტაციონარული მკურნალობა სჭირდებოდა და ისინი რუსეთის მიერ კონტროლირებად ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ,,აზოვის” ბატალიონის 694 მებრძოლი ჩაბარდა.  

მეტი...

იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა დღეს გაიმართება, –  აღნიშნული ინფორმაცია ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. „იენს სტოლტენბერგი 18 მაისს მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს“, – აღნიშნულია ნატო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმებული იყო.

მეტი...

რუსეთი ქვეყნიდან დიპლომატებს აძევებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა საფრანგეთის საელჩოს 34 თანამშრომელი და იტალიის საელჩოს 24 თანამშრომელი. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსულმა მხარემ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ იტალიისა და საფრანგეთის ელჩებს უკვე აცნობა. იტალიელი და ფრანგი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება რუსეთმა აღნიშნული ქვეყნების მიერ რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ მიიღო. შეგახსენებთ, აპრილში საფრანგეთმა ქვეყნიდან რუსული დიპლომატიური დაწესებულებების 41 თანამშრომელი გააძევა, იტალიამ კი – 30.

მეტი...

,,ვისაც უნდა წავიდეს და დატოვოს პარლამენტი”- გიორგი ვაშაძე

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნონა მამულაშვილის ინიციატივას ოპოზიციური სპექტრის მიერ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილი ემიჯნება. ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ვისაც უნდა პარლამენტიდან გასვლა, უნდა დაწეროს განცხადება და წავიდეს. „ვისაც უნდა, წავიდეს და დატოვოს. ამას რომ იტყვის, განცხადება დაწეროს. ვის რას თვლის, რომ აზრი აქვს, თავად გააკეთოს – განცხადება დაწეროს. მეორეხარისხოვან საკითხებზე საუბრით არ შეგვჭამეს?! – სტოლტენბერგი შეხვედრას აუქმებს და ევროინტეგრაციის გზა კითხვის ქვეშაა და ესენი ჩაციკლული არიან ერთსა და იმავე იდიოტიზმზე! ეს არის ჩემი პასუხი. მე დავწერ მაშინ, როცა დავინახავ, რომ ამას შედეგი ექნება, დავწერ კიდევ, მაგრამ არა ისე, რომ…

მეტი...

,,ჩვენ ვთხოვეთ აშშ-ის ელჩს გამოიყენონ ყველანაირი ბერკეტი, რომ ნიკა იყოს თავისუფალი”- გიორგი გაბუნია

მედია მენეჯერები აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა  ნიკა გვარამიას დაკავების საკითხი განიხილეს. ,,ჩვენ ვთხოვეთ აშშ-ის ელჩს და მისი სახით შეერთებულ შტატებს, რომ მათ გამოიყენონ ყველანაირი ბერკეტი, რომელიც მათ ხელთ არის იმისათვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი და ეს იყოს ბოლო შემთხვევა, როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთ უსამართლო განაჩენთან საქმე. პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით, თქვენ იცით ნიკას დამოკიდებულება, მე პატივს ვცემ მის გადაწვეტილებას და პოზიციას, ამიტომ “მთავარი არხის” წარმომადგენლები ამ მიმართვას სალომე  ზურაბიშვილისადმი არ ვუერთდებით,” – განაცხადა გიორგი გაბუნიამ. ამასთან, მედიამენეჯერები აპირებენ მიმართონ სალომე ზურაბიშვილს  ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართონ. ,,მთავარი არხი” აღნიშნულ მოთხოვნას…

მეტი...

,,ყველა ოპოზიციონერმა დაწეროს განცხადება და შეიწყვიტოს პარლამენტის წევრობა”-შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის გაერთიანების მიზნით, რამდენიმე წინაპირობა არის შესასრულებელი. მისი განცხადებით, აუცილებელია ყველა ოპოზიციონერმა დაწეროს განცხადება და შეიწყვიტოს პარლამენტის წევრობა. „ოპოზიციური კოლეგებისგან, საზოგადოებისგან ისმის ხმები, მოთხოვნა, თხოვნა, რომ კვლავ გავერთიანდეთ და ერთად დავდგეთ. „ლეიბორისტული პარტია“ ყოველთვის მიდიოდა ქვეყნისათვის კრიტიკულ მომენტში ერთად დგომის ფორმატისაკენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ვზარალდებოდით. რა თქმა უნდა, იმავე აზრზე ვართ, მაგრამ ამისათვის საჭიროა სამი რამ: 1. ყველა ოპოზიციონერმა დაწეროს განცხადება და შეიწყვიტოს პარლამენტის წევრობა; 2. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწეროს მიმართვას ბიძინა ივანიშვილისა და მისი ქონების დასანქცირებაზე; 3. შეიქმნას პარლამენტის…

მეტი...

თბილისის მერია შშმ პირების და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს

თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). დაფინანსების ოდენობა წლიურად არაუმეტეს 2 250 ლარს, ხოლო სემესტრულად არაუმეტეს 1 125 ლარს შეადგენს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ საშუალო აკადემიურ მოსწრებაზე. კერძოდ: 90-ზე მეტი – 100 ქულის ჩათლით – სემესტრული თანხის 100% (1 125 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის; 70-ზე მეტი – 90 ქულის ჩათვლით – სემესტრული თანხის 100%, (1…

მეტი...

,,აუცილებელია ქვეყანამ გააგრძელოს განახლებადი ენერგიის ობიექტებს მშენებლობა“- დავით სონღულაშვილი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის შეხვედრაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა. პარლამენტის წევრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ისაუბრა. „მოხარული ვარ, რომ  შესაძლებლობა მომეცა მონაწილეობა მივიღო და ვისაუბრო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე – ენერგო დამოუკიდებლობაზე. თუმცა, პირველ რიგში, მსურს გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დღევანდელი თემა, პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხს, რაც ჩვენი და ჩვენი მეგობარი უკრაინის საერთო პრობლემას წარმოადგენს.…

მეტი...

სოფელ ზარდიაანთკარში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ

უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება. ცოტა ხნის წინ სოფელ ზარდიანთკარში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე საჰაერო სივრცეში ვერტმფრენიც გამოჩნდა. ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, ე.წ. საზღვრის ცალმხრივი მოწყობის შესახებ იუწყება. საუბარია 700 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე.

მეტი...

,,პარლამენტიდან რადიკალური ოპოზიციის გასვლა ტრაგედია არ იქნება”- ირაკლი ზარქუა

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნონა მამულაშვილის ინიციატივას ოპოზიციური სპექტრის მიერ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით, მმართველ პარტიაში აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტიდან გასვლა პრობლემას არ წარმოადგენს. „არაერთხელ ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი. ხან გავიდნენ, მერე შემოვიდნენ, მერე სიები ჩახსნეს, მერე სიების აღდგენას გვთხოვდნენ. მათი ერთი ინიციატივა გამახსენეთ, რომელიც საზოგადოების საჭიროებებზე იყო მორგებული. არა; ყველა მათი ინიციატივა იყო ან ქაოსზე აქცენტირებული, ან სააკაშვილის თემაზე აქცენტირებული, ან ჩაშლაზე, ან პიკეტირებაზე. მგონია, რომ პარლამენტიდან რადიკალური ოპოზიციის გასვლა ტრაგედია არ იქნება. სამწუხარო იქნება, მაგრამ არა ტრაგედია“, – განაცხადა ზარქუამ. ,,მთლიანად ოპოზიციურმა სპექტრმა…

მეტი...

,,გამოვრიცხავ ღარიბაშვილ-სტოლტენბერგის შეხვედრის გაუქმება საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდებოდეს”- ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის დღევანდელი შეხვედრის გაუქმების მიზეზი არ უკავშირდება საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებს. „ჩემი ინფორმაციით, ამ შეხვედრის გადადებისა და გაუქმების მიზეზია სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, მას კოვიდი ჰქონდა და ამის გამო, გასულ კვირაში ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებში მონაწილეობა ვერ მიიღო, ასევე ამ კვირის დასაწყისშიც. ერთადერთი შეხვედრა, რომელიც მას ჰქონდა, ეს იყო ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ოფიციალურად შეიტანეს განაცხადი ნატო-ში წევრობაზე და ამ შეხვედრის გარდა, სხვა ყველა შეხვედრა გაუქმდა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ბრიუსელში ჩვენი საელჩოდან გვაქვს.…

მეტი...

,,არ გამოვრიცხავ, ღარიბაშვილ-სტოლტენბერგის შეხვედრის გაუქმება ნიკა გვარამიას დაკავებას უკავშირდებოდეს”- ალეკო ელისაშვილი

პოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის დღევანდელი შეხვედრის გაუქმების შესახებ. „ირაკლი ღარიბაშვილმა სამი ოპოზიციური მედიის მმართველი დაიჭიროს კიდევ და საერთოდ არავინ აღარ შეხვდება. შემდეგ შეეძლება, მხოლოდ თავის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს შეხვდეს. შეიძლება, ამ შეხვედრის გაუქმება ნიკა გვარამიას დაკავებას უკავშირდებოდეს, შეიძლება არა, მაგრამ როცა ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტის წინ ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელს იჭერ, კარგს არაფერს უნდა ელოდო და არ გამოვრიცხავ, რომ ეს ნიკა გვარამიას დაკავებას უკავშირდებოდეს, თუმცა ითქვა ისიც, რომ ეს შეხვედრა გენერალური მდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა, დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებას. გეტყვით…

მეტი...

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთება არ განიხილება

კრემლის პრესსპიკერმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შესაძლო შეერთების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი არ განიხილება. ,,რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერნდუმი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და მისი წინა ხელმძღვანელის განწყობაზე მეტყველებს, თუმცა ამჟამად ეს საკითხი არ განიხილება”,- განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ე.წ. კანდიდატმა, 2022 წლის 17 ივლისს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის შემადგენლობაში, ოკუპირებული ცხინვალის შესვლასთან დაკავშირებით.  

მეტი...

,,არანაირი რესურსი არ არსებობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და ოპოზიციამ წარმატებული აქცია ჩაატაროს”- თეა წულუკიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიცია წარმატებული აქციის გამართვას ვერ შეძლებს. როგორც წულუკიანი აცხადებს, რომ აქციების საკითხი მისთვის ნაკლებად საინტერესოა. „აქციების შესახებ არ მსმენია, სავარაუდოდ რაღაც გამომრჩა. ალბათ დიდად ყურადღებას აღარავინ აქცევთ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია აქციებს გამართავს. მე აღარ ვაქცევ ყურადღებას, რადგან ამომრჩეველში, საზოგადოებაში არანაირი რესურსი არ არსებობს იმისა, რომ წარმატებული აქცია ჩატარდეს. შესაბამისად, პოლიტიკურად გაკოტრებული და სწრაფი ტემპით განლევად რეჟიმში მყოფ პოლიტიკურ ოპოზიციას რასაკვირველია, ამისი რესურსი არ აქვს. ამიტომ ეს საინტერესო დიდად არ არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. თეა წულუკიანმა საქართველოს…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის დღევანდელი შეხვედრა გაუქმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის დღევანდელი შეხვედრა გაუქმდა. შეხვედრა ბრიუსელში დღეს 18 მაისს იყო დაგეგმილი. ოფიციალური კომენტარი შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით არც ქართულ მხარეს და არც NATO-ს პრესცენტრს არ გაუკეთებია. შეხვედრის გაუქმების სავარაუდო მიზეზად იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.  

მეტი...

,,საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია”- სოსო ფხაკაძე

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საწვავზე  ფასების შემცირების რესურსი არ აქვთ. „დღეს არის არაორდინალური ვითარება ომის გამო. დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ისეთი პროცესი, სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთ-უკრაინას შორის ასევე ამერიკამ თავისი რეზერვებიდან გამოუშვა ნავთობის დიდი ოდენობა. ამის გამო, ფასები საერთაშორისო ბაზარზე წამოვიდა ქვემოთ. ასეთ კონიუქტურაში ჩვენ, ბაზრის მონაწილეებმა გავაკეთეთ განცხადება და იყო მოლოდინი, რომ ფასები შემცირდებოდა. სწორედ ამის საფუძველზე, ხელისუფლებას ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა, რომ ესაუბრა ფასების უკან წამოსვლაზე. ეს ყველას გაგვიხარდებოდა და ძალიან კარგი იქნებოდა, რადგან მარტო საბრუნავ სახსრებზე 2.5-ჯერ არის…

მეტი...

,,თუ ნაციონალური მოძრაობა არ იქნება საქართველოს პარლამენტში ამით ქართული პოლიტიკა იხეირებს”- გიორგი ამილახვარი

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნონა მამულაშვილის ინიციატივას ოპოზიციური სპექტრის მიერ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით, მმართველ პარტიაში აფასებენ.  პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობა” თუ დატოვეს პარლამენტს ,,ქართული პოლიტიკა იხეირებს”. ,,ჩვენ ხშირად ვართ მომსწრე სცენარის, როდესაც ოპოზიცია გადადის ბოიკოტში და კვლავ უბრუნდება პარლამენტს. ეს ამ მოწვევის პარლამენტში უკვე მეორედ ვნახე და როგორც ჩანს 2024-მდე კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ. ჩვეულებრივი პოლიტიკური კეკლუცობის და პოლარიზაციის გაღრმავების მაგალითი, სხვა ადგილი ამას რეალურ პოლიტიკასთან არ აქვს, საერთოდაც, პირდაპირ გეტყვით, თუ “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება საქართველოს პარლამენტში და პოლიტიკაში, ამით პირიქით, ქართული პოლიტიკა იხეირებს,” –…

მეტი...

,,გასამარჯვებლად უკრაინას სჭირდება წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის დახმარება”- სურია ჯეიენთი

აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკის ექსპერტმა, სურია ჯეიენთიმ  ,,Time-ს” განუცხადა, რომ უკრაინა გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ამის შესახებ მსოფლიომ იცის. მისი თქმით, უკრაინას წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. ,,განსხვავება მოლოდინებსა და უკრაინის სამხედროების გასაოცარ გამძლეობას შორის აადვილებს არსებული სიტუაციის არასწორ ინტერპრეტაციას უკრაინის სასარგებლოდ. უკრაინა გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ამის შესახებ საყოველთაოდ ცნობილია და სჯერათ. რეალურად გასამარჯვებლად, უკრაინას სჭირდება და კვლავაც დასჭირდება წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის დახმარება და მხარდაჭერა. ჩვენ გვიყვარს დაჩაგრულები. ჩვენ გვიყვარს გაბედული ახალგაზრდა კაცი, რომელიც შანსების სიმწირის მიუხედავად, წარმატებას აღწევს. ეს იმედს გვიმყარებს და საშუალებას გვაძლევს ვიგრძნოთ, რომ მორალურად…

მეტი...

,,სასჯელი უნდა მოიხადოს არა პირობითობის მიხედვით, არამედ ციხეში”- თეა წულუკიანი გვარამიაზე

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ნიკა  გვარამიას მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენს აფასებს. მისი განცხადებით, ფაქტები, რომლის ჩადენასაც ნიკა გვარამიას ედავებოდა პროკურატურა დადასტურებულია და მან სასჯელი უნდა მოიხადოს. „განაჩენი ამბობს ასევე, რომ სასჯელი უნდა მოიხადოს არა პირობითობის მიხედვით, არამედ ციხეში. შესაბამისად, ის იქნა დაკავებული სასჯელის მოხდის მიზნით, ეს არის სამართლებრივი რეალობა. არ გამიკვირდება, რომ ის პირები, ვისთანაც თავის დროზე ჩვენ დავას ვაწარმოებდით სტრასბურგის სასამართლოში, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ამბობდნენ, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა გვარამიას არ ჰქონდათ მიტაცებული, დღეს ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას არ მიუტაცია „რუსთავი 2“ -ის კუთვნილი თანხები. რა თქმა…

მეტი...

,,ამ ეტაპზე არის მიუღებელი მოწოდებები, რომ დავტოვოთ სახელმწიფო დაწესებულებები”- არმაზ ახვლედიანი

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნონა მამულაშვილის ინიციატივას ოპოზიციური სპექტრის მიერ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილი ემიჯნება. პარლამენტის წევრის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს დატოვება მისთვის ჩაბარების და დანებების ტოლფასია. ,,ჩემთვის, ამ ეტაპზე არის მიუღებელი მოწოდებები, რომ დავტოვოთ სახელმწიფო დაწესებულებები, დავტოვოთ და ჩავბარდეთ ვისაც სურს. მე არ ვაპირებ ჩაბარებას და დანებებას. გამოსავალი არის ერთადერთი, დღეს ჩვენ გვმართებს, მივმართოთ პროტესტის ყველა ფორმას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორებს ცხადად ვაჩვენოთ, რომ ეს არის ზღვარი, რომლის შემდეგაც აზრს დაკარგავს ყოველგვარ ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე საქართველოს საუბარი,” – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მეტი...

,,ოპოზიციის დიდ ნაწილს მუშაობა ეზარება და არ იცის, პარლამენტში რისთვის არის შემოსული”- ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ნიკა გვარამიას მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებს არ შეურთდება. მისი განმარტებით, ქუჩის აქციების გამართვას აზრი არ აქვს და უმჯობესია, თუ ოპოზიცია შედეგის მისაღწევად პარლამენტში იბრძოლებს. ,,პარლამენტში ბრძოლა სწორ ფორმად მიმაჩნია და ვინც ვერ ხვდება, პარლამენტს რა ბერკეტები აქვს ოპოზიციას, როგორც ჩანს, რეგლამენტი წაკითხული არ აქვს. თუ მიაჩნიათ, რომ აქციაზე ხალხის დაძახებით რამეს მიაღწევენ, ძალიან ცდებიან. ასე რამის მიღწევა ძალიან რთულია და ამის არაერთი მაგალითია. იმ ბატონებს და ქალბატონებს, ვინც პარლამენტში ოპოზიციას აძაგებენ, ვურჩევ, რეგლამენტი წაიკითხონ. პარლამენტში ვიღაც კომფორტში ცხოვრობს, ვიღაც – ერთობა. ვისაც მუშაობა უნდა, ის მუშაობს და…

მეტი...