პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი მედვედჩუკი, შესაძლოა უკრანელ ტყვეებში გაცვალონ

ვლადიმერ პუტინის გარემოცვის უახლოესი წევრი, უკრაინელი ოლიგარქი და პუტინის მირონით ნათესავი მედვედჩუკი შესაძლოა უკრაინელ ტყვეებში გაიცვალოს. საუბარია „აზოვსტალის მებრძოლებზე“, რომელიც რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე გადაიყვანა. ის, რომ რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსისა და ოლიგარქის „აზოველებზე“ გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს დუმის წევრი სლუცკი ადასტურებს. „შევისწავლით მედვედჩუკის „აზოველებზე“ გაცვლის შესაძლებლობას. უფრო სწორად ამ საკითხს განიხილავენ ის ადამიანები მოსკოვში, ვისაც მსგავსი უფლებამოსილება აქვთ“, – აცხადებს ლეონიდ სლუცკი. მედვედჩუკი პუტინს და ზელენსკის თხოვნით მიმართავს

მეტი...

„არა თუ ამ პარამეტრებში ვჯდებით, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანას წინ ვუსწრებთ ყველა მიმართულებით“ – ირაკლი ღარიბაშვილი

 „რომ ავიღოთ ევროპის ქვეყნების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების საშუალო რეიტინგები და გამოკითხვის შედეგები, რომ შევადაროთ ჩვენს სისტემას, ჩვენ, არა თუ ამ პარამეტრებში ვჯდებით, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანას წინ ვუსწრებთ ყველა მიმართულებით“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემირის შეფასებთ, დღეს, რეალურად გვაქვს ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები არ ირღვევა, გვაქვს სრული გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, საზოგადოების, თქვენს წინაშე – მედიის წინაშე, ამას, მეგობრებო, სჭირდება დანახვა. „რომ ავიღოთ ევროპის ქვეყნების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების საშუალო რეიტინგები და გამოკითხვის შედეგები, რომ შევადაროთ ჩვენს სისტემას, ჩვენ, არა თუ ამ პარამეტრებში ვჯდებით,…

მეტი...

„უპასუხისმგებლო პროპაგანდა, მორიგი სრული ბოდვა, ცილისწამება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„მე პირადად ვთქვი, რომ არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის ოპერირებას საქართველოში, იმისთვის, რომ მათ გამოიყენონ ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის; ფაქტების გარეშე, ნებისმიერი ცილისწამება, ბრალდება არის უპასუხისმგებლო პროპაგანდა, მორიგი სრული ბოდვა, ცილისწამება, უპასუხისმგებლობა და ბინძური პროპაგანდა. სხვა რა შეიძლება ითქვას“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ საკითხზე სრულ კოორდინაციაშია  პარტნიორებთან. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ფაქტების გარეშე, ნებისმიერი ცილისწამება, ბრალდება არის უპასუხისმგებლო პროპაგანდა. „ეს გაცხადებული ჩვენი მიზანი და პოლიტიკაა.  მუდმივ რეჟიმში გვაქვს ინფორმაციის გაცვლა ჩვენს პარტნიორებთან და ამაზე, რა თქმა უნდა, არავითარი კითხვა არ უნდა არსებობდეს, მით უმეტეს,…

მეტი...

„კანონი და კონსტიტუცია წყვეტს ამას, მე ვიცავ კონსტიტუციას და კანონს“ – პრემიერი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არ იგეგმება. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხს კანონი და კონსტიტუცია წყვეტს. “არა. კანონი და კონსტიტუცია წყვეტს ამას. მე ვიცავ კონსტიტუციას და კანონს,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

„ამიტომაც ვემშვიდობები ამ წუთისოფელს“ – გიორგი კეკელძე გადაარჩინეს, კარგადაა

გიორგი კეკელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გიორგი კლინიკაში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სოიციდის მცდელობამდე კი მან სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და ყველას დაემშვიდობა. “წელიწადია, მძიმე დეპრესია მტანჯავს. ვერავინ ამოიცნო რეალური მიზეზი. ამის აღწერა და გადმოცემა მიჭირს. არც არის საჭირო. ახლო მეგობრებმა იციან და საკმარისია. მთელი ცხოვრება მხოლოდ რაღაც კარგი მინდოდა გამეკეთებინა. რაც შევძელი – შევძელი. ასე დაძალებით ცხოვრება კი უკვე აღარ გამოდის.ვცდილობდი, მაგრამ ვეღარ. სხვებს ვუხსნიდი ხელახალ დაბადებაზე, ხოლო საკუთარ თავთან ბრძოლა ჩემი მარცხით დამთავრდა. ამიტომაც ვემშვიდობები ამ წუთისოფელს. ასე პროზაულად და შეიძლება, უგემოვნოდაც. საჯაროდ ამ ამბავს იმიტომ…

მეტი...

პორტუგალია უკრაინას 250 მილიონი ევროთი ეხმარება

პორტუგალია უკრაინის დასახმარებლად მორიგ პაკეტს ავრცელებს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, შეთანხმება მიღწეულია 250 მილიონი ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით. პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრემიერთან ერთად, შეთანხმებას ხელი მოაწერა. “უკრაინამ პირველი ტრანში, 100 მილიონ ევრომდე, უკვე წელს უნდა მიიღოს. ეს დაეხმარება უკრაინას ომის დროს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში და გამარჯვების შემდეგ უფრო სწრაფად აღდგენაში. მადლობა პორტუგალიას ამ მხარდაჭერისთვის” – აცხადებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა განადგურებული და მიწასთან გასწორებული ქალაქი ირპინიც დაათვალიერა.  

მეტი...

„აზოვსტალი“ თავისუფალია – 2 000-ზე მებრძოლები რუსეთმა დაატყვევა და საკუთარ ტერიტორიაზე გადაიყვანა

ქალაქ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის ფოლადი ქარხანა“ უკრაინელი მებრძოლებისგან გათავისუფლდა. რუსეთმა მიზანს მიაღწია. ყველა მებრძოლი დაატყვევა და მის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანა. „აზოვის“ სპეცდანიშნულების პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფმა დმიტრი კოზაცკიმ  ქარხნის ტერიტორიაზე გადაღებული უკანასკნელი ფოტოები გამოაქვეყნა. „სულ ესაა. „აზოვსტალო“, გმადლობ თავშესაფრისთვის – ჩემი სიკვდილისა და ჩემი სიცოცხლის ადგილი”, – წერს ფოტოგრაფი. რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანაში მყოფი ყველა მებრძოლი ჩაბარდა და ტერიტორია “სრულიად გათავისუფლდა”. რა ბედი ელით ტყვეებს, უცნობია. არსებული ინფორმაციით, მათ გაასამართლებენ და სათანადოდ დასჯიან.

მეტი...

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდიან დახმარებას ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. სენატმა აღნიშნულ კანონპროექტს მხარი 2 დღის უკან დაუჭირა. კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის ბიუჯეტიდან 40.1 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხო ზომების საწინააღმდეგოდ. თანხების გამოყოფა კი ამერიკის იუსტიციის სამინისტროს, პენტაგონის, ბირთვული რეგულირების კომისიის, სოციალური სამსახურებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან და სხვა ფონდებიდან გამოიყოფა. ​სენატში აღნიშნული საქმის დამტკიცება იმიტომ შეყოვნდა, რომ მას „რესპუბლიკელმა“ წევრმა მხარი არ დაიჭირა და სპეციალური მაკონტროლებელი რგოლის შექმნა მოითხოვა.

მეტი...

მამაკაცმა მეუღლეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყელი გამოჭრა

თბილისში მძიმე კრიმინალური შემთხვევა მოხდა. მამაკაცმა საკუთარ მეუღლეს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად მგზავრობდნენ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ქალის გარდაცვალებით დასრულდა. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.  

მეტი...

რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტს და 963 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრაძალა

ჯო ბაიდენი და შტატები 963 მოქალაქე რუსეთის ტერიტორიაზე ვერ შევლენ. ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, მათ სანქციები დაუწესეს. „შავ სიაში“ მოხვდა აშშ-ის სხვა, უმაღლესი თანამდებობის პირები. რუსეთის სანქციები ეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარის, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელ უილიამ ბერნსი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და სხვა პირებს. „ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მუდმივად დაწესებულ ანტირუსულ სანქციებზე რეაგირების კონტექსტში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს იმ ამერიკელი მოქალაქეების სიას, რომლებსაც ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციაში შემოსვლა მუდმივ რეჟიმში“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.  

მეტი...

„გვინდა ტერიტორიების დაბრუნება“ – ზელენსკის განცხადებით, პუტინთან შეხვედრის თარიღზეა დამოკიდებული, რა იქნება მთავარი საკითხი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების პროცესი ისევ განახლდება. როგორც ზელენსკი აცხადებს,  მიზანი იცვლება და პუტინთან შეხვედრის დღის წესრიგი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის შედგება ეს შეხვედრა. „პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, როდის გაიმართება შეხვედრა. მიზანი იცვლება. დღეს რომ ვხვდებოდეთ ერთმანეთს, დღის წესრიგში მარიუპოლის საკითხი იქნებოდა, ორ-სამ თვეში კი ეს საკითხი შეიძლება აღარ იყოს პრიორიტეტული, ან იყოს ნაწილობრივ. ომის დასაწყისშივე რომ შევხვედროდით, მიზანი მაინც სხვა იქნებოდა. დღეს რომ ვხვდებოდეთ, ვიცით, რა ნაწილია ოკუპირებული და რა დეოკუპირებული და ამაზე ვისაუბრებდით. ორ თვეში აღარ გვეცოდინება, რა მდგომარეობა იქნება და…

მეტი...

გერმანია კომპანიებს უფლებას აძლევს, რუსეთისგან გაზი რუბლში შეიძინონ

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ კომპანიებს შეუძლიათ, რუსეთისგან გაზი რუსულ რუბლში შეიძინონ. გერმანიასთან ერთად, მსგავსი გადაწყვეტილება იტალიის მთავრობამაც მიიღო. კერძოდ, კომპანიებს ნება დართო, საბანკო ანგარიშები რუსულ რუბლში გახსნან. ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ ადგილობრივ კომპანიებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ შეუძლიათ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი სანქციების დარღვევის გარეშე განახორციელონ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით მოხდა. შეგახსენებთ, რომ პუტინის გადაწყვეტილებით, ქვეყნებმა რუსული გაზის მისაღებად ანგარიშები რუსულ ბანკში რუბლზე უნდა გახსნან და სწორედ რუბლებში ივაჭრონ. პოლონეთმა, ბულგარეთმა და ფინეთმა რუბლით ვაჭრობაზე უარი განაცხადებს, რის გამოც, მათ რუსული გაზის მიწოდება შეწყვეტილი აქვთ.  

მეტი...

„რუსეთი ენერგიას პოლიტიკურ იარაღად იყენებს“ – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ენერგეტიკა ყოველთვის იყო გეოპოლიტიკური საკითხი. დღეს კი მას რუსეთი პოლიტიკურ იარაღად იყენებს. „წლებია, განვიხილავთ ენერგეტიკის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობას რუსეთიდან. იწ ენერგიას პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ნაბიჯის გადადება, ჩვენ ვაფინანსებთ კრემლის შესაძლებლობას, აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. ეს არ არის იოლი საქმე და მოითხოვს თანამშრომლობას ბევრ ასპექტში“ – აცხადებს ბორელი. მისი შეფასებით, ევროკავშირმა რუსეთის ნაცვლად სხვა ალტერნატიული წყარო უნდა ეძებოს. მისი თქმით, ევროკავშირის მოკლევადიანი მიზანია, ჩამოერთვას პუტინს ნახშირბადის საწვავით ვაჭრობისგან მიღებული რესურსები.  „მიზანშეწონილია, შევქმნათ შესყიდვების საერთო მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მოლაპარაკებები…

მეტი...

„გვინდა, თავი დავაღწიოთ ამ დამოკიდებულებას 2027 წლისთვის“ – ევროკავშირი რუსულ გაზზე

ევროკავშირი რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას 2027 წლისთვის გეგმავს. როგორც ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ოპერატიულად ვერ გამოვა. „რუსეთი გაზის უმსხვილესი მიმწოდებელია ევროპაში, მასზე ჩვენი მოხმარების 40% მოდის. გვინდა, თავი დავაღწიოთ ამ დამოკიდებულებას 2027 წლისთვის. რუსეთიდან შემოტანილი გაზისა და ნავთობის უმეტესი წილი ჩანაცვლდება განახლებადი წყაროებით, ენერგოეფექტურობით და ენერგიის დაზოგვით.  ევროკავშირმა უნდა გაზარდოს იმპორტი არარუსული წყაროებიდან“, – აცხადებს ბორელი.  

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

„დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის დროდ მითითებულია 06:12 საათი, მაგნიტუდა კი 3.6. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ბორჯომთან დაფიქსირდა.  

მეტი...

ჩემპიონი გარი კასპაროვი აგენტების სიაში აღმოჩნდა

რუსეთმა აგენტების სიაში ცნობილი მოჭადრაკე, ჩემპიონი გარი კასპაროვიც შეიყვანა. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კასპაროვთან ერთად, აგენტების სიაში მოაქცია ნავთობის ყოფილი მაგნატი მიხაილ ხადარკოვსკი. მათი სტატუსი შემდეგია: პირები, რომლებიც მოქმედებენ როგორც უცხოური აგენტები. რუსული მხარე ირწმუნება, რომ კასპაროვი უკრაინიდან ფინანსდება.  

მეტი...

უკრაინული  მხარე საქართველოს „შავ სიაში“ მყოფი ქვეყნების რიგში მოიაზრებს

„სამწუხაროა, რომ ამ სიაშია მეგობარი ქვეყანა, როგორიცაა საქართველო“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი. საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც სანქცირებულ ქვეყნებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. მისი შეფასებით, საქართველო იმ „შავ სიაში“ მყოფი ქვეყნების რიგებშია, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას ხელს უწყობენ. „ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია სერიოზული სანქციების მიღება, მაგრამ ყოველთვის არიან ქვეყნები, რომლებიც მათ დახმარებას ცდილობენ.   შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ზოგიერთი კომპანია, ინდივიდი სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც რისკავენ. არ არის სამართლიანი, როდესაც სანქციებზე გვერდის ავლით ვიღაცები ფულს აკეთებენ. სამწუხაროდ, ეს არის ზოგიერთი აზიური ქვეყანა. ძალიან სამწუხაროა,…

მეტი...