პირობის შეუსრულებლობისთვის პოლონეთი  გერმანიას აკრიტიკებს

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, გერმანიამ დადებული პირობა არ შეასრულა და პოლონეთს ტანკები არ გადასცა. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ  დავოსის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე მედიასთან გააკეთა. საუბარია „ლეოპარდებზე“ რომელიც გერმანიას პოლონეთისთვის უნდა მიეწოდებინა, თუმცა, აღნიშნული დაპირება ამ დრომდე შეუსრულებელია. „თქვენ არ შეგისრულებიათ მოცემული პირობა, რის გამოც ჩვენ იმედგაცრუებული ვართ. პოლონეთმა უკრაინას დიდი რაოდენობით ტანკები გადასცა, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა, როგორც მეზობელი სახელმწიფოსი, თქვენი მხრიდან კი პირობა დარღვეულია“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მეტი...

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ტესტები შემოვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს მალე იქნება „მაიმუნის ყვავილის“ პისიარ ტესტი. როგორც გამყრელიძე აცხადებს, სიმპტომების შემთხვევაში, 21 დღიანი იზოლაცია იქნება საჭირო. „დღეს არის დაკვირვებისა და მზადყოფნის რეჟიმი. უნდა გავაძლიეროთ ეპიდზედამხედველობა გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე, გვქონდეს სიმძლავრეები, რომ დავსვათ ლაბორატორიული დიაგნოზი.  ლუგარის ცენტრში გვაქვს საშუალება, გენუმის სეკვენირებით მოვახდინოთ „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის იდენტიფიცირება. სულ მალე სპეციალური პისიარ ტესტი გვექნება. ჩვენ მაინც დაბალი რისკის ქვეყნად ვითვლებით, მაგრამ უნდა გავაძლიეროთ ეპიდზედამხედველობა და ლაბორატორიული მზადყოფნა. საეჭვო სიმპტომებით თუ გამოჩნდა ადამიანი, აუცილებელად 21 დღის განმავლობაში უნდა იყოს იზოლაციაში“, – აცხადებ…

მეტი...

მმართველი გუნდი იმ დეპუტატებს დაასახელებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხვალ, საპარლამენტო დებატებზე იმ ადამიანებს დაასახელებენ, რომლებიც საერთაშორისო ეთერებში საქართველოს წინააღმდეგ საუბრობდნენ. „დავასახელებთ თავის ანგარიშების ყდებით, სადაც გვარები წერია, თავის შეხვედრებით, თავის განცხადებებით, რომელ საერთაშორისო ეთერებში იჯდნენ და ლაპარაკობდნენ საქართველოს წინააღმდეგ. ამას  ხვალ მოისმენთ დებატების დროს“ – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან. საუბარია იმ დეპუტატებზე, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებთან ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ. „ძალიან სერიოზული საკითხები გვაქვს, სერიოზული არგუმენტები.  საზოგადოება დაინახავს, ვინ იცავს რეალურად ევროპულ ღირებულებებს ქვეყანაში, კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით ვისაუბრებთ ოპოზიციასთან. ძალიან კარგია, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებიდან 2 წლის მერე მაინც დაიწყო რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება,…

მეტი...

„სააკაშვილის მობრუნების შიში, საბანკო ვალების შიში, კოვიდის და ახლა უკვე ომის შიში“ – კახა ოქრიაშვილი მმართველ გუნდს მიმართავს

პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, როგორც დეპუტატი აცხადებს, მმართველი გუნდი უნდა გამოვიდეს  ოკუპანტის მოკავშირეობიდან და თავი დაანებოს  პუტინის რუსეთთან ალიანსში ყოფნას. “ქართული ოცნება“ არის პუტინის რუსეთის მოკავშირე და 2012 წლიდან საქართველოში შიშს ნერგავს. ეს არის სხვადასხვა შიში. სააკაშვილის მობრუნების შიში, საბანკო ვალების შიში, კოვიდის და ახლა უკვე ომის შიში. “ქართული ოცნება“ არწმუნებს საზოგადოებას, რომ ოპოზიციას სურს სახელმწიფო გადატრიალება, არეულობა, ომი. გვახსოვს ათობით არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობის ანონსი, გავრილოვის ჩამოყვანის აბსოლუტურად მტრული ნაბიჯი და ამ ყველაფერს მუდმივად ოპოზიციას აბრალებენ“, – აღნიშნა ოქრიაშილმა პარლამენტის სხდომაზე. მისი შეფასებით, მმართველი…

მეტი...

„რუსეთს მოკლევადიანი საომარი ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც ძვირადღირებული ომი აღმოჩნდა“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში მიზნებს ვერ მიაღწია და გეგმა ვერ შეასრულა. აღნიშნულ საკითხზე განცხადება იენს სტოლტენბერგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი შეფასებით, ოკუპანტის მოკლევადიანი საომარი ოპერაცია, რეალურად, ძალიან ძვირადღირებული ომი აღმოჩნდა. „დარწმუნებული ვარ, უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი იყო ნატოს წარმომადგენლობის შემცირება რუსეთის საზღვრებთან. იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ნატოს გაუგზავნა, სურდა, ხელი მოგვეწერა, რომ  შემდგომი ნატოს გაფართოება არ იქნებოდა. ახლა კი ის იღებს ნატოს წარმომადგენლობის გაფართოებას“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას იენს სტოლტენბერგმა.  

მეტი...

კლინიკაში განმარტავენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა

კლინიკა „ვივამედი,” სადაც მიხეილ სააკაშვილის გადაყვანილი, მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც კლინიკაში განმარტავენ,  საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „პააციენტი მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა „ვივამედში“ შემოყვანილი იქნა მიმდინარე წლის 12 მაისს. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგებისა და ექიმ-სპეციალისტთა მიერ პაციენტის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, იგი მოთავსებული იქნა თერაპიულ განყოფილებაში სტაციონარული ზედამხედველობის მიზნით. საკვების არასრულფასოვანი მიღების შედეგად, შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტს უგრძელდება ლაბორატორიული მონიტორინგი, კონსულტირებულია სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის მიერ, ჩატარებული აქვს მრავალი ინსტრუმენტული კვლევა. ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის სტაციონარში ყოფნის პერიოდში არ გაუარესებულა: ლაბორატორიული მონაცემები დინამიკაში სტაბილურია, ნაწილი ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგები –…

მეტი...

,,რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს, ტვირთავენ გემებზე და მის გაყიდვას საზღვარგარეთ ცდილობენ”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ყველა ქვეყანას მოუწოდებს , არ შეიძინონ რუსების მიერ შეთავაზებული, უკრაინიდან მოპარული მარცვლეული. „რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს, ტვირთავენ გემებზე, გადიან ბოსფორის სრუტეში და მის გაყიდვას საზღვარგარეთ ცდილობენ. ყველა სახელმწიფოს სიფხიზლისკენ და ნებისმიერ მსგავს წინადადებაზე უარის თქმისკენ მოვუწოდებ. ნუ იყიდით მოპარულს. ნუ გახდებით რუსული დანაშაულების თანამონაწილეები. ქურდობას არავისთვის მოუტანია იღბალი“, – წერს კულება.

მეტი...

,,გამოდით პარლამენტიდან”- შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას მიმართავს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას პარლამენტიდან გამოსვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიციამ ალტერნატიული საკონსულტაციო პარლამენტი უნდა შექმნას. ,,გამოდით პარლამენტიდან, მოაწერეთ ხელი ივანიშვილის სანქციების საერთო მიმართვას და შექმენით ალტერნატიული საკონსულტაციო პარლამენტი. ეს რეჟიმის ჩამოშლას საბოლოოდ დააჩქარებს, განთავისუფლდება ქვეყანა, ხალხი და პირველ რიგში თქვენ განთავისუფლდებით იმ ვალდებულებებისგან, რომელიც როგორც ჩანს, აღებული გაქვთ ივანიშვილის რეჟიმის წინაშე,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მეტი...

,,აშშ-დან მძიმე იარაღი მოემართება უკრაინაში”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრისას, უკრაინის პირველმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერისთვის. „ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, რათა მადლობა მეთქვა მათი ურყევი მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ. მეტი იარაღი, მათ შორის მძიმე იარაღი მოემართება უკრაინაში, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი აგრძელებს გამანადგურებელ თავდასხმებს დონბასზე“,- განაცხადა დმიტრო კულებამ.

მეტი...

,,მოსამართლეები ნერვიულობენ და უნდა ინერვიულონ, ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ მოუსავლეთში ქართულ ოცნებას“- ლევან ხაბეიშვილი

,,თქვენ ასეთი პოლიტიკური მიდგომა გაქვთ – ზეთი გაძვირდა? არა უშავს, პრეზიდენტი სააკაშვილი მყავს ციხეში, საწვავი ღირს 4 ლარი? მერე რა, გვარამია ხომ დავიჭირე? ყველაფერს მიხედავთ, ოღონდ ხალხის პრობლემაზე და ხალხზე არ იფიქროთ,”– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც გვარამიას საქმე შეასრულა, ვეღარ მიდის აშშ-ის დაფინანსებით და ეს შემდგარი ფაქტია. „როდესაც მოსამართლეზე ვსაუბრობთ – ლაშა ჩხიკვაძე ხომ მიდიოდა ამერიკელების დაფინანსებით? გვარამიას საქმე, ასე ვთქვათ, რომ შეასრულა, ხომ აღარ მიდის? ეს ხომ შემდგარი ფაქტია? რაც არ უნდა ილაპარაკოს კობახიძემ, თალაკვაძემ…

მეტი...

,,უკრაინამ ამ ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე კონფლიქტი არ ეხება მხოლოდ ევროპულ უსაფრთოებას, არამედ მთელ საერთაშორისო წესრიგს აყენებს კითხვის ქვეშ. „სწორედ ამიტომ, რუსეთის აგრესიის შეკავება მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში და პუტინის აგრესია უნდა იყოს სტრატეგიული წარუმატებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინამ უპირატესობა მოიპოვოს და საკუთარი მომავალი კვლავაც თავად განსაზღვროს. პირველად ისტორიაში ევროკავშირი აწვდის შეიარაღებას ქვეყანას, რომელსაც თავს ესხმიან. ჩვენ ვახდენთ ევროკავშირის ეკონომიკური ძალის სრულ მობილიზაციას. ჩვენი და…

მეტი...

,,დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს”-ზაალ უდუმაშვილი

,,მე დარწმუნებული ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ მიიღებს ქვეყანა და არა ხელისუფლება“,- ამის შესახებ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. უდუმაშვილის  განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს უყენებს. „რაც უფრო უახლოვდები ევროკავშირს, მით უფრო მაღალია ის სტანდარტები, რომელსაც ევროპული ოჯახი უყენებს კანდიდატი ქვეყნის ხელისუფლებას და ამ სტანდარტებს „ქართული ოცნება“ არა თუ არ აკმაყოფილებს, ახლოსაც ვერ მიდის. ეს სტანდარტები დღეს მოქმედებს მხოლოდ ერთ ქვეყანაში და ის ქვეყანა ევროკავშირის წევრი ნამდვილად არ არის.…

მეტი...

,,ჩვენ გავაგრძელებთ სპეცოპერაციას მანამ, სანამ ყველა ამოცანა არ შესრულდება“- სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ  რუსეთი უკრაინაში ,,სპეცოპერაციას” მიზნის მიღწევამდე გააგრძელებს. „კიევის რეჟიმისთვის დასავლეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი დახმარების აღმოჩენისა და რუსეთზე სანქციების გზით ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ სპეცოპერაციას მანამ, სანამ ყველა ამოცანა არ შესრულდება“, – განაცხადა შოიგუმ. შოიგუს თქმით, რუსეთი ხელს უწყობს კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას. „იმისთვის, რომ მოსახლეობამ დასახლებები დატოვონ, გამოცხადებულია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და იქმნება ჰუმანიტარული დერეფნები“, – აღნიშნა შოიგუმ.

მეტი...

,,ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, ეს ტრავმა საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა კლინიკა ,,ვივამედში” მოინახულეს. უფლებადამცველის განცხადებით,  საბოლოო დიაგნოზის დასმისთვის,გამოკვლევები ჯერ არ დასრულებულა. ,,მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით სამედიცინო პერსონალის მიმართ ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, დარწმუნებულები ვართ, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. სააკაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემაც  მოინახულა. მისი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და საზღვარგარეთ გადაყვანაა საჭირო. ამასთან, ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა. ,,ვინაიდან ძალიან ბევრი სპეკულირებს ჩემი ჯანმრთელობის ირგვლივ, გადავწყვიტე პირადად ღიად ვისაუბრო ამაზე, თუ რას ვგრძნობ. MRT-ით ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც დიდი ალბათობით მივიღე გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას,…

მეტი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიაში ქურთების წინააღმდეგ ახალ სამხედრო ოპერაციას გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით,  თურქეთი სირიაში ქურთების წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას გეგმავს. მისი თქმით, სირიის საზღვართან ახალი ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნა იგეგმება, რომლის სიგანე 30 კილომეტრს შეადგენს. „ჩვენ უახლოეს ხანში ახალ ნაბიჯებს გადავდამთ იმ სამუშაოში, რომელიც დავიწყეთ და რომელიც გულისხმობს თურქეთის სამხრეთ საზღვრებთან 30 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონის შექმნას. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენ ქვეყანაზე მუდმივი თავდასხმების ცენტრს და ამიტომაც უსაფრთხოების ზონების შექმნა ჩვენი ოპერაციული პრიორიტეტია. ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და დაზვერვისთვის. ეს ოპერაციები დაიწყება მაშინ, როდესაც უსაფრთხოების ძალების მომზადებას დაასრულებენ“, – აღნიშნა ერდოღანმა. ერდოღანის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აუცილებელია  რეგიონებიდან…

მეტი...

კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, რატი შურღაიას ხსოვნას პატივი მიაგო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, უკრაინაში, რუსულ საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპულ რატი შურღაიას ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო. 38 წლის რატი შურღაია, უკრაინაში, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ჩავიდა, უკრაინის სამხედრო ძალებში ჩაეწერა და ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. რუსულ არმიასთან შეტაკების დროს, ორჯერ განუვითარდა კონტუზია, მძიმედ დაიჭრა თავისა და გულმკერდის არეში. უკრაინაში ქართველი მებრძოლების ნაწილის ინფორმაციით, შურღაიამ მკურნალობის კურსი ბოლომდე არ დაასრულა და კვლავ გააგრძელა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და 15 მაისს, უკრაინაში, ქალაქი იზიუმთან…

მეტი...

,,ჩვენ ვერ შევძელით ომის თავიდან არიდება ევროპაში”- პეკა ჰაავისტო

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰაავისტოს განცხადებით, რუსეთის მხრიდან სრულად განსხვავებული რისკების შექმნის შესაძლებლობას ხედავენ. მინისტრმა  დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რამაც  ფინეთის მხრიდან ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება განაპირობა. „დავინახეთ ცვლილებები ჩვენ ირგვლივ, რამაც გვაიძულა, განაცხადი გაგვეკეთებინა ნატო-ში გაწევრიანებისთვის. პირველი არის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოშლა, რაზეც მოხდა შეთანხმება ჰელსინკიში 1975 წელს. ეს სტრუქტურები გაქრა. ჩვენ ვერ შევძელით ომის თავიდან არიდება ევროპაში იმ სტრუქტურებით, რომელიც შეიქმნა. მეორე ფაქტორი არის რუსეთის შესაძლებლობა, შექმნან მაღალი რისკები. როდესაც ხალხი კითხულობს, რატომ არ მოხდა რეაგირება 2008 წელს საქართველსოთან დაკავშირებით, რატომ არ…

მეტი...

,,ვფიქრობ, კლინიკაში დაზღვევის მიზნითაა, რომ მართლა რაღაცა არ მოსწიოს თავის თავს”-მამუკა მდინარაზე სააკაშვილზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ექიმებს თუ  დაუჯერებს, ყველაფერი კარგად ექნება. მისი თქმით, თუკი ვინმე მის ჯანმრთელობაზე მართლა ზრუნავს მას უნდა მოუწოდონ დაიცვას ექიმის რეკომენდაციები. ,,არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, თუ მართლა ვინმე ფიქრობს, გულწრფელად და არა პოლიტიკური ინტერესის გამო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რომელიც არის დღეს პატიმრობაში და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მე ვფიქრობ, შეიძლება ასე არ იყოს, დაზღვევის მიზნით, რომ მართლა რაღაცა თავის თავს არ მოსწიოს ამ კაცმა, რაღაც კვებასთან დაკავშირებით პრობლემები, თუ სხვა რაღაცეების გამო, არ ვიცი ეს დეტალები ნამდვილად. უნდა დაუჯეროს მან საკუთარ ექიმებს, ვინც…

მეტი...

„უნდა შედგეს იმ მოსამართლეების, პროკურორების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების სია, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას”- რომან გოცირიძე

„უნდა შედგეს იმ მოსამართლეების, პროკურორების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების სია, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას და რომლებიც საქართველოში ფეხქვეშ თელავენ სასამართლო სისტემას“, – ამის შესახებ,  რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მათი სია უნდა გადაეცეს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს. „ჩვენ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის საოცარი განცხადება, რომელიც პირდაპირ აშანტაჟებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და მოუწოდებს არ გაბედოს იმ მოსამართლეების „შეწუხება“ რომლებიც შემჩნეული არიან პოლიტიკურ დევნაში, რომლებიც ემსახურებიან ხელისუფლებას და გამოაქვთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. უფრო მეტიც, აშანტაჟებენ, ემუქრებიან და ამბოხისაკენ მოუწოდებენ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ახლა აშშ-ში უნდა წავიდნენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, და პირდაპირი ტექსტით…

მეტი...

,,ომი უნდა დასრულდეს და რუსეთმა მიტაცებული მიწები დააბრუნოს”- ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა იყო რუსეთის იმპერიული ამბიციების შედეგი და ომი უნდა დასრულდეს. მისი თქმით, ხალხს სურს დამოუკიდებელ და სუვერენულ უკრაინაში ცხოვრება. „უკრაინასა და ევროპაში არსებულ ვითარებას რაც შეეხება, ვიმყოფებოდი კიევში და შევხვდი პრეზიდენტ ზელენსკის. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მეგობრები და მეზობლები ვართ. ორი წლის წინ რუსეთის აგრესია წარმოუდგენელი იყო. მიღებული სადაზვერვო ინფორმაციების მიუხედავად, არ ველოდებოდით, რომ აგრესია ასეთი მასშტაბური იქნებოდა. ცხადი იყო და ვიცოდი, რომ რუსული აგრესია მოხდებოდა. პრეზიდენტ პუტინს სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა, რადგან დიდი რაოდენობით ჯარები შეკრიბა…

მეტი...

მარიუპოლში მრავალსართულიანი სახლის ნანგრევების ქვეშ 200-მდე ცხედარი აღმოაჩინეს

მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრუშენკოს განცხადებით, მარიუპოლში ერთ-ერთი  მრავალსართულიანი სახლის ნანგრევების ქვეშ 200-მდე ცხედარი აღმოაჩინეს. ,,მშვიდობის გამზირზე, მრავალსართულიანი სახლის სარდაფის ნანგრევებში 200 ადამიანის ცხედარი ნახეს, ნახევრად გახრწნილ მდგომარეობაში”,– წერს ანდრუშენკო.  

მეტი...

,,ქართველ ხალხს მმართველობაში ურჩევნია მაინც „ქართული ოცნება“ და არა სიცრუის მოლაპარაკე ოპოზიცია”-ირაკლი ზარქუა

,,მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რაც გვაქვს მმართველობაში, ქართველ ხალხს მმართველობაში ურჩევნია მაინც „ქართული ოცნება“ და არა ასე სიცრუისა და ტყუილის მოლაპარაკე ოპოზიცია,”– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის თქმით,  ოპოზიციამ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. „თქვენ ამერიკის საელჩოს დასდეთ ბრალი, რომ დაასანქცირა კონკრეტული მოსამართლე, რომელმაც თავისი შეხედულების მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება? შემდეგ იმ ქვეყნების მაგალითი მოიყვანეთ, რომლებსაც პრეტენზიაც კი არ აქვთ დემოკრატიაზე და რომელთა არჩევნებზეც საერთაშორისო თანამშრომლობას აქვს ერთნაირი პოზიცია, რომ იქ არის დიქტატურა. საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნები შეფასებულია, როგორც ღია, გამჭვირვალე, ხარვეზებით, თუმცა, სადაც ყველას ჰქონდა…

მეტი...

,,ოპოზიციას ერთი სული აქვს, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი”-სოზარ სუბარი

,,ოპოზიციას ერთი სული აქვს, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომ იქნებ, ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და ამით მაინც მიაღწიონ საწადელს”, – ამის შესახებ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „არც ერთი მაგალითი პოლიტიკური მართლმსაჯულების არ არსებობს. სასამართლო რეფორმა რა დონეზეა,  ამის ნათელი მაგალითია 11-ჯერ შემცირებული სარჩელები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სწორედ ამიტომაა, რომ მათ არ აქვთ იმედი, რომ რამეს დაამტკიცებენ და ამიტომ აქვთ ერთი სული, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომ ამით მიაღწიონ ხალხის მღელვარებას, ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და იქნებ, ამით მაინც…

მეტი...

,,ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად, არ ჩავერთეთ ომში”- ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან პრინციპულად ითხოვს, დაასახელონ კონკრეტული ფაქტები, რა შეიძლებოდა, გაეკეთებინა საქართველოს უკრაინის მხარდასაჭერად და რა არ გააკეთა. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ არ გააკეთა, არის ის, რომ ქვეყანა არ ჩაერთო ომში. „ოპოზიციისგან პრინციპულად ვითხოვთ, ჩამოწერონ, კონკრეტულად რა უნდა გაგვეკეთებინა უკრაინის მხარდასაჭერად და რა არ გავაკეთეთ. დღემდე ამაზე პასუხი არ მიგვიღია. მივიღეთ მხოლოდ ორი აღიარებითი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ელოდნენ საქართველოსგან ომში ჩართვას. გვარებს ჯერ არ დავასახელებ. ორმა პოლიტიკოსმა გააჟღერა ეს, თუმცა ჯერ არ ვიჩქარებ, დაველოდებით სხვა პოლიტიკოსებისა და პარტიების განცხადებებს. თუ ისინიც ზუსტად იმავეს…

მეტი...

,,დღეს თუ საქართველოს დასავლურ მომავალს საფრთხე შეექმნება, ამაში ფიზიკურად ვერ იქნება ოპოზიცია დამნაშავე”- იაგო ხვიჩია

პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოს ევროინტეგრაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ საქართველოს დასავლურ მომავალს საფრთხე შეექმნება, ამაში ოპოზიცია დამნაშავე ვერ იქნება. „დღეს თუ საქართველოს დასავლურ მომავალს საფრთხე შეექმნება, ამაში უბრალოდ, ფიზიკურად ვერ იქნება ოპოზიცია დამნაშავე, მიუხედავად იმისა, სად დაძვრება, რომელ კაბინეტში რას აკეთებს. იმიტომ, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი სწორი ქმედებებით, ნებისმიერი ოპოზიციონერის მიერ გაკეთებული ასეთი ცუდი საქციელი გადაფაროთ და უფრო გასაგებად უთხრათ ქართველი ხალხის სათქმელი დასავლელ პარტნიორებს, მაგრამ ამას არ  აკეთებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. იაგო ხვიჩიას განცხადებით, ხელისუფლება ვერ ხვდება შექმნილ პოლიტიკურ კონტექსტს და მის საწინააღმდეგო…

მეტი...

,,რეგიონულ ფინანსურ ჰაბად საქართველოს გარდაქმნა მალე მოიტანს ხელშესახებ შედეგებს”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „სიტიბანკის“ საბანკო, კაპიტალის ბაზრებისა და მრჩეველთა თავმჯდომარის მოადგილე ჯეი კოლინზთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ჯეი კოლინსთან შეხვედრაზე საქართველოს უპირატესობები და ბიზნესის კეთების სიმარტივე განიხილა. მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონულ ფინანსურ ჰაბად საქართველოს გარდაქმნა მალე მოიტანს ხელშესახებ შედეგებს. „დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარალელურად,ვაგრძელებ შეხვედრებს.  დღეს CitiBank-ის თავმჯდომარის მოადგილეს შევხვდი. რეგიონულ ფინანსურ ჰაბად საქართველოს გარდაქმნა მალე მოიტანს ხელშესახებ შედეგებს“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

,,კობახიძემ დაასახელოს გვარები იმ ოპოზიციონერი დეპუტატების, ვინც აწარმოებდა აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ”- გიორგი ვაშაძე

,,კობახიძემ კონკრეტულად დაასახელოს გვარები იმ ოპოზიციონერი დეპუტატების, ვინც დადიოდა დერეფნებში და აწარმოებდა აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ და მოიტანოს მტკიცებულებები ამ ბრალდებების,” – ამის შესახებ, საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „კობახიძე და „ქართული ოცნება“ მიეჩვია ტყუილების რახარუხს პრესკონფერენციებზე მტკიცებულებების გარეშე და თუ ამის მტკიცებულებას არ მოიტანს, მოვითხოვ საჯაროდ ბოდიში მოუხადოს ყველა ოპოზიციონერს“, – აღნიშნა ვაშაძემ. დეპუტატის თქმით, არ შეიძლება, ქვეყანას მართავდეს პოლიტიკური ძალა, რომლის თავმჯდომარე მუდმივად ტყუილების ტირაჟირებას და პროპაგანდას ახდენს. „როგორც ჩანს, საქმის აღძვრას აპირებენ ამერიკის ელჩის წინააღმდეგ, აშანტაჟებენ მოსამართლეებს ისე, რომ თუ ვინმე გაბედავს…

მეტი...

,,ევროინტეგრაციის კუთხით ყველა ხელშესახები მიღწევა „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება”- ირაკლი კობახიზე

საპარლემენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია. „ამ წლების განმავლობაში ჩვენ უკვე შევასრულეთ 45 პროცენტი იმ ვალდებულებების, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით, რაც უპრეცედენტო შედეგია და არის უკეთესი, ვიდრე აქვთ უკრაინასა და მოლდოვას. ესეც ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. ბოლო პერიოდის, მათ შორის ბოლო ერთი თვის განმავლობაში კეთდებოდა ყველაფერი, რომ გვქონოდა დიალოგი ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რათა ჩვენი განაცხადი იყოს წარმატებული ეს არის ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომ მივიღოთ წარმატება“, – განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმება არავითარი ფორმით არ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან.…

მეტი...

,,საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ყველა ზომა, რათა რუსეთის სამხედრო დანაშაულები იყოს აღიარებული”- ანა ნაცვლიშვილი

პარტია ,,ლელოს“ საპარლამენტო გუნდის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა წარადგინა საკითხები, თუ რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას სანქციებთან დაკავშირებით და არ გააკეთა. ნაცვლიშვილის განცხადებით,  საქართველო დღეს სანქციებს შესაძლოა, ვერ აწესებდეს, მაგრამ უნდა კონტროლდებოდეს იმის შესრულება, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში განაცხადა. „ენტონი ბლინკენის განცხადებამ ხაზგასმით ჩასვა დღის წესრიგში საკითხი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ყველა ზომა, რათა რუსეთის სამხედრო დანაშაულები იყოს აღიარებული, ამაზე აქვს მკაფიო პოზიცია დასაფიქსირებელი. ჩვენ დიდი ხანია, დაინიცირებული გვაქვს საპარლამენტო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმისა და ამ ომის დანაშაულებისთვის სახელის დარქმევას ითვალისწინებს. ეს რეზოლუცია არის ხელოვნურად შეფერხებული და კიდევ ერთხელ…

მეტი...

,,ჩვენ ახლა ხელიდან ვუშვებთ უზარმაზარ შესაძლებლობას, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები გახდეს უფრო ძლიერი უკრაინის დახმარებით“- ალექსანდრე ელისაშვილი

„მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ ახლა ხელიდან ვუშვებთ უზარმაზარ შესაძლებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები გახდეს უფრო ძლიერი უკრაინის დახმარებით“,-ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.  ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს შანსი, გამოიყენოს პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვაკეთის გამოცდილება და თანამედროვე სტანდარტების შეიარაღება მიიღოს.  „ახლა გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გავაკეთოთ იგივე, რასაც აკეთებს პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი. ერთის მხრივ დავეხმაროთ ბრძოლაში ჩართულ ჩვენს მეგობარს და სტრატეგიულ მოკავშირეს-უკრაინას საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და გავაძლიეროთ და მეორე მხრივ მოვახდინოთ ჩვენი ეფექტური გადაიარაღება. ათწლიანი გეგმა გვაქვს შემუშავებული ჩვენი თავდაცვის…

მეტი...

,,როდესაც ადამიანი სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელს დააფარებს, ის ადამიანი უნდა დაისაჯოს”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი მიეწოდება. მისი თქმით, სააკაშვილი სასჯელისთვის თავის არიდებას საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით ცდილობს. ,,მგონი, კარგია, რომ ბოლო პერიოდში აღარ საუბრობენ, მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ არის დაპატიმრებულიო. ყველა ნელ-ნელა ეგუება იმ აზრს, რომ როდესაც ადამიანი სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელს დააფარებს, ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, როდესაც ადამიანი საქართველოს პარლამენტის წევრს თითქმის სიკვდილამდე აცემინებს, ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ამას უნდა შევეგუოთ. რაც შეეხება სასჯელს მოხდის პირობებს და მათ შორის ჯანმრთელობის კუთხითაც. როგორც კი დასჭირდა მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება, პენიტენციური სისტემა მისი პატიმრობის პირველივე დღიდან ამ მომსახურებას…

მეტი...

,,რადიკალურმა ოპოზიციამ აშშ-ის საელჩოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში დასდო ბრალი”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ ამერიკის საელჩოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში დასდო ბრალი, რაც უპასუხისმგებლო საქციელია. „დღეს კიდევ ერთხელ მინდა, გამოვეხმაურო რადიკალური ოპოზიციის, მისი კუთვნილი მედიასაშუალებების, მისი კუთვნილი სახალხო დამცველისა და მისივე კუთვნილი ენჯეოების მიერ წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის თემას უკავშირდება. როგორც მოგეხსენებათ, რადიკალურმა ოპოზიციამ ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში დასდო ბრალი. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ შესაბამისი ქმედება არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად უპასუხისმგებლო აქტია.…

მეტი...

,,ევროკავშირმა უნდა დაინახოს ჩვენი პოზიცია, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა”- სალომე სამადაშვილი

პარტია „ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილიპარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის ინიციატივას ეხმაურება. მისი თქმით, საჭიროა ვროკავშირმა დაინახოს საქართველოს პოზიცია ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. „ახლა მიმდინარეობს ფართო დისკუსია, მათ შორის ჩვენ ვართ ჩართული ძალიან აქტიურად დისკუსიაში ფართო საზოგადოებრივ წრეებთან, რადგან მიგვაჩნია, დღეს ევროკავშირმა უნდა დაინახოს ძალიან მყარად ჩვენი პოზიცია, საზოგადოების პოზიცია, რომ საქართველომ არ უნდა დაკარგოს ევროპული პერსპექტივა, მიუხედავად იმისა, რომ მას დღეს მართავს პოლიტიკური ძალა, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან. ჩვენ ამ პოლიტიკურ ძალას აუცილებლად დავამარცხებთ, ჩვენ ამ პოლიტიკურ ძალას ჩამოვაშორებთ ქვეყნის მართვის სათავეებს და მათ შორის ევროპული პერსპექტივის მიღება დაგვეხმარება სწორედ ამის…

მეტი...

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 234 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის შედეგად, ომის დაწყებიდან დღემდე 234 ბავშვი დაიღუპა, 667-ზე მეტი კი დაშავდა. უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი მსხვერპლი დონეცკის, კიევის, ხარკოვს, ჩერნიგოვის, ლუგანსკის, ხერსონის, მიკოლაევის, ზაპოროჟიეს, სუმისა და ჟიტომირის რეგიონებშია. პროკურატურის ცნობით, რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 848 სასწავლო დაწესებულება, მათგან 173 მთლიანად განადგურდა. მონაცემები საბოლოო არაა, რადგან აქტიური საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, ტერიტორიის ნაწილი კი ოკუპირებულია.

მეტი...

,,ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას არ მოსწონს ეს იდეა”- მარკ რუტე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი მალე გახდება. რუტეს  განმარტებით, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა აღნიშნულ იდეას მხარს არ უჭერს და ასევე, ეს უსამართლო იქნებოდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც წევრობის კანდიდატის სტატუსს წლებია ელოდებიან. ,,ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას არ მოსწონს ეს იდეა. ეს, ასევე უსამართლო იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც გაცილებით დიდხანს ელოდნენ კანდიდატის სტატუსს. ​ევროკომისიამ ჯერ უნდა უპასუხოს კიევის მთავრობის თხოვნას, გახდეს წევრობის კანდიდატი, შემდეგ კი, მთავრობის მეთაურები გადაწყვეტენ, მოხდება თუ არა ეს. არის შესაძლებლობა, რომ უკრაინა გახდეს პოტენციური კანდიდატი, მათ უთხრეს, თუ რა…

მეტი...

,,ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და ადამიანის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში ადამიანის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რასაც ყველამ პატივი უნდა სცეს. „სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს, რომ არსებობს მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც არის ასე ვთქვათ, ინსტანციური იერარქიით, სადაც ადამიანების ბრალეულობის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სასამართლო და არა სოციალური ქსელი, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციული თუ სხვადასხვა ჯგუფი. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და ადამიანის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. მოვისმინეთ სასამართლოს განაჩენი. ეს არის პირველი ინსტანციის სასამართლო. ვიცით, რომ როგორც მბრალმდებელი, ისე დაცვის მხარე აპირებს, გაასაჩივროს ეს განაჩენი. ორივე მხარე ასაჩივრებს განაჩენს სააპელაციო…

მეტი...