,,ჩვენ შევდივართ ომის ახალ, ხანგრძლივ ფაზაში”- ოლექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსეი რეზნიკოვის განცხადებით, ომი ახალ ფაზაში გადადის. მინისტრის თქმით, საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ 9 მაისის შემდეგ რუსეთი ომის ახალ ტაქტიკაზე გადავიდოდა.

,,9 მაისისთვის რუსეთმა განიცადა სტრატეგიული მარცხი – მან ვერ გაანადგურა უკრაინის სახელმწიფო სამხედრო ინტერვენციისა და რუსეთის მარიონეტების ძალაუფლების შეცვლის გზით. ჩვენ ვაიძულეთ ის, მიზნების მასშტაბი შეემცირებინა ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე. ამ ფონზე ჩვენ შევდივართ ომის ახალ – ხანგრძლივ – ფაზაში. მის მოსაგებად,  ყურადღებით უნდა დავგეგმოთ რესურსები, თავიდან ავიცილოთ შეცდომები, რომ მტერმა, საბოლოოდ ვერ გაუძლოს,”- აცხადებს ოლექსეი რეზნიკოვი.

მსგავსი თემები