,,უკრაინაში ომი გაგრძელდება და მთელ მსოფლიოს სერიოზულ გრძელვადიან პრობლემებს შეუქმნის”- საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ ომი უკრაინაში გაგრძელდება და მთელ მსოფლიოს სერიოზულ  პრობლემებს შეუქმნის.

„ეს ყველაფერი გვიჩვენებს ძალიან ძლიერ ერთობას „დიდი შვიდეულის“ წევრებს შორის, რათა დროთა განმავლობაში გააგრძელონ უკრაინის სუვერენიტეტისთვის ბრძოლის დახმარება უკრაინის გამარჯვებამდე. ჩვენ არ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის რუსეთი, რომელიც ებრძვის უკრაინას. არის აგრესორი და აგრესიის მსხვერპლი და ჩვენ მხარს ვუჭერთ აგრესიის მსხვერპლს. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერის ინიციატივებს სამხედრო და ფინანსურ სექტორში და ეს არის ის, რასაც ჩვენ განვიხილავთ აქ ჩვენი სამუშაო დღის განმავლობაში”, – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.

ჟან-ივ ლე დრიანის განმარტებით, საერთაშორისო საუბრები უნდა იყოს ფოკუსირებული სურსათის ფასების ზრდაზე, რადგან უკრაინის ომი გავლენას მოახდენს გლობალურ სასურსათო კრიზისზე.

,,მსოფლიოს ლიდერები უნდა მოემზადონ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება და მთელ მსოფლიოს სერიოზულ გრძელვადიან პრობლემებს შეუქმნის,”- აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები