„სამოქალაქო საზოგადოება ამას არ უნდა ითმენდეს და ამის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული“ – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყველაფრის პოლიტიკურ პარტიებზე გადაბრალება არასწორია, გარკვეული პასუხისმგებლობა სამოქალაქო საზოგადოებამაც უნდა იტვირთოს.

„არ ვარგა ყველაფრის პოლიტიკურ პარტიებზე გადაბრალება, რადგან, მართალია, ეს მათი დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვერ მონახეს სხვა პოლიტიკური ენა, მაგრამ, სამოქალაქო საზოგადოება ამას არ უნდა ითმენდეს. მის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული, რათა ეს არ დაუშვას ამ საზოგადოებაში. დაპირისპირებასა და მისი ტონალობის აწევაში მედიას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ აქაც, საზოგადოება იმიტომაა, რომ ეს უნდა გამოასწოროს, სხვა მოთხოვნა დააყენოს, მიჰყვეს თავის მოთხოვნებს და არა იმას, რაც გარედანაა წამოსული“, – აცხადებს  სალომე ზურაბიშვილი.

 

მსგავსი თემები