რესპუბლიკური საავადმყოფოდან ხელმძღვანელები გაათავისუფლეს

დღეიდან, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. ლევან გოფოძე რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა. მას ქირურგიული განყოფილება ჩააბარეს. გოფოძის ნაცვლად, კლინიკას ლიკა ჭუმბურიძე უხელმძღვანელებს. პოზიცია დატოვა გაფოძის მოადგილემაც. კლინიკიდან წავიდა კლინიკური დირექტორი ნოდარ ჩიმაკაძეც. კლინიკაში ამ ეტაპზე აუდიტია შესული, რომელიც დოკუმენტებს სწავლობს. არ არის გამორიცხული, ცვლილებები და აუდიტის შესვლა მინისტრის განცხადებას უკავშირდებოდეს. შეგახსენებთ, რომ მინისტრმა კლინიკები, კოვოდპანდემიის პერიოდში, მილიონობით ლარის გაფლანგვაში დაადანაშაულა.  

მეტი...

პუტინი ითხოვს, დასავლეთმა შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება

საფრანგეთი ისევ ცდილობს, პუტინი ზავზე დაითანხმოს. რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა უკრაინის საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. ემანუელ მაკრონი თითქმის 2 საათის განმავლობაში ცდილობდა, პუტინის საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და დაზავების წინადადებაზე დაეთანხმებინა. პრეზიდენტების საუბრის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარემ გაავრცელა. როგორც ფრანგული მხარე აცხადებს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შეშფოთება გამოხატა მარიუპოლსა და დონბასში არსებული ვითარების გამო და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. „რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის შედეგების უკიდურეს სიმძიმეს. მან გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება მარიუპოლისა და დონბასში არსებული ვითარების გამო და მოუწოდა რუსეთს, შესაძლებელი გახადოს „აზოვსტალის…

მეტი...

„აზოვსტალზე“ ქვემეხებით შეტევა გრძელდება

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს აგრესიულ შეტევას „აზოვსტალის ქარხანაზე“ სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები და მებრძოლები იმყოფებიან. „აზოვის“ პოლკის მეთაურის ინფორმაციით, შეტევა მიმდინარეობს ქვემეხებისა და საზღვაო არტილერიის გამოყენებით. „გრძელდება ძლიერი შტურმი „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ჯავშანმანქანების, ტანკების დახმარებით. ცდილობენ დესანტის გადმოსხმას კატერების დახმარებით და დიდი რაოდენობის ქვეითებით. ვცდილობთ ყველაფერს ამ შტურმის მოსაგერიებლად. აუცილებელია სამოქალაქო პირების ევაკუაცია, რომლებიც ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან“ – აცხადებს „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალარი.

მეტი...

,,მადლობას ვუხდი გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც მზად არის, იყოს ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადაში გამოსვლისას, ბრიტანეთ-უკრაინის პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა.   ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის დიდ ბრიტანეთს გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.   „2020 წლის 8 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნები სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ და 2022 წლის 24 თებერვალს მათ დაამტკიცეს, რომ ჩვენი პარტნიორობა ქაღალდზე არ არის. ჩვენი პარტნიორობა ბრძოლის ველზეა. ბრძოლები საერთო იდეალებისთვის, ბრძოლები საერთო მომავლისთვის. თითქმის ათი კვირაა, რაც რუსეთის ფედერაციამ მათ სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ჩვენს ულამაზეს უკრაინულ მიწაზე შეიჭრა. ამ დროის განმავლობაში უკრაინა და ბრიტანეთი პარტნიორებიდან მეგობრებად და ძმებად გადაიქცნენ. თითქმის ათმა კვირამ დაამტკიცა: არ არის საშინელება,…

მეტი...

ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ტელეარხ BFMTV-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორი პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თუმცა, რა საკითხები იქნა განხილული სატელეფონო საუბრის დროს, ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,აზოვსტალზე” შტურმი განახლდა

ოკუპანტებმა მარიუპოლში მდებარე ,,აზოვსტალის” ქარხანაზე შტურმი განაახლეს – ინფორმაციას ლეგიონ აზოვის მეთაურის მოადგილე  ავრცელებს. პოლკის ინფორმაციით, თავდასხმამდე რუსული ავიაცია ქარხნის ტერიტორიას  რამდენიმე საათის განმავლობაში ბომბავდა. დაბომბვის  შედეგად დაიღუპა ორი ქალი, რომლებიც  თავს ბუნკერს  აფარებდნენ. ადგილზე ვითარება კრიტიკულია, უკრაინელი სამხედროების ცნობით, ახლა ქარხანაში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა, მათგან 20 ბავშვია.

მეტი...

300 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარება უკრაინას დიდი ბრიტანეთისგან

ბრიტანეთი უკრაინას 300 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს – აღნიშნული ინფორმაცია, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პარლამენტში ონლაინ რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა. ბორის ჯონსონმა  პირობა დადო, რომ დახმარება კვლავ გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრის მოსაზრებით,  დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააგვიანეს. ბრიტანეთის ახალი სამხედრო დახმარება მოიცავს რაკეტებს, ბატარეის საწინააღმდეგო ბრძოლის რადარებს, ელექტრონული ომის საშუალებებს, „ჯიპიეს“ ჩამხშობებს და ათასობით ღამის ხედვის მოწყობილობას. „ჩვენ დიდ ბრიტანეთში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსეთმა პასუხი აგოს ამ ომის დანაშაულებებზე და ამ გაურკვევლობის, შიშისა და ეჭვის ამჟამინდელ მომენტში, თქვენთვის ერთი გზავნილი მაქვს – უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა თავისუფალი იქნება. ჩვენ…

მეტი...

,,მე მაქვს ერთი გზავნილი თქვენთვის – უკრაინა გაიმარჯვებს”- ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონმა უკრაინის რადას მიმართა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში ვოლოდიმირ ზელენსკი და მთავრობის წარმომადგენლები ისმენდნენ. ბორის  ჯონსონმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკრაინელების სიმამაცეს მომავალი თაობები არ დაივიწყებენ. “ყოველდღიურად უკრაინის უდანაშაულო ხალხზე რაკეტების და ბომბების წვიმა მოდის. პუტინი უკრაინის მიწის დასაკავებლად თავის გროტესკულ და უკანონო კამპანიას აგრძელებს. რუსი ჯარისკაცები ვეღარ იტყვიან რომ არ იციან, რას აკეთებენ. ისინი სჩადიან სამხედრო დანაშაულებს – ჩვენ ვნახეთ ბუჩა, ირპენი, გოსტომელი და მრავალი სხვა ადგილი. დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა მათ პასუხი აგონ ამ ომის დანაშაულებზე. მე მაქვს ერთი გზავნილი თქვენთვის – უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა თავისუფალი…

მეტი...

დონეცკის ოლქში საჰაერო იერიშს 9 ადამიანი ემსხვერპლა

  ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში ადიივკას შემოგარენი დაბომბეს, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე  ემსხვერპლა – აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს. მისი განცხადებით, რუსეთის საჰაერო ძალებმა დილით დარტყმა მიაყენეს ავდიივკას, კერძოდ, ქალაქის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ  სახლს. პავლო კირილენკოს ცნობით, სულ დაზიანებულია 8 სახლი.  

მეტი...

ჯუანშერ ბურჭულაძემ და კობა კობალაძემ ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე,თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, გოგი ფაცაცია, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე – „გმირთა სავანე“ იმყოფებოდნენ. მათ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. კობა კობალაძე და ჯუანშერ ბურჭულაძე ომში დაღუპულთა დედებს, ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ და ღირსეული, სამშობლოს ერთგული შვილების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადეს. მათ, ასევე, მოინახულეს…

მეტი...

მიხეილ ჩხენკელმა USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გახსნა სახელწოდებით „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე,“- აღნიშნულ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. მინისტრმა დისტანციურ ფორმატში სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და მათ წარმატება უსურვა. მიმართვის დროს მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს დეტალურად გააცნო პანდემიის პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა  მნიშვნელოვანი პროექტი. ,, „COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განათლების კუთხით. შექმნილ ვითარებაში, როდესაც მოსწავლეები საკლასო ოთახს მიღმა დარჩნენ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო მათთვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესის შენარჩუნება. პანდემიამ ჩვენც,…

მეტი...

აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს

მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, აჩიკო მეფარიძემ  მანქანის გადასწრების გამო, ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალი აცხადებს, რომ მეფარიძემ ჯერ მანქანას დაარტყა წიხლი, შემდეგ კი თავს დაესხა. თავად მომღერალი მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

მეტი...

,,როცა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე ვსაუბრობდი, ამას არასერიოზულად მიიჩნევდნენ ” – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს არ შეურთდება. თუმცა დეპუტატის განმარტებით,  „გირჩი“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს. „ჩვენი მხარდაჭერა იქნება იმ შემთხვევაში, თუ როცა ჩვენ დაგვჭირდება, „ნაციონალური მოძრაობა” მხარს დაუჭერს ჩვენს კომისიასაც, რაზეც არ უნდა იყოს. თავის დროზე ამაზე თანხმობა გვქონდა. საპროტესტო აქციებს წარმატებას ვუსურვებ და მასში ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ, თუ ამ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლას არ აპირებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ დაგვიანებული ფიქრი სჩვევია, მაგრამ საბოლოო ჯამში სულ სწორ გადაწყვეტილებამდე მიდიან. ბევრი ასეთი შემთხვევა იყო. ბოლო მიშას სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას…

მეტი...

პარტიები „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ერთი ხმა სჭირდებათ. დეპუტატმა გიორგი გახარიას პარტიას მოუწოდა ჭეშმარიტების დადგენას შეუწყონ ხელი და მონაწილეობა მიიღონ კომისიის შექმნაში. „გიორგი გახარიას პარტიას თავი რომ ოპოზიციონერად მოაქვს, რა სჭირს, რომ სიმართლის დადგენას შეუწყოს ხელი? – ხომ არ მივმართავთ, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაზე პეტიციას მოაწერონ ხელი? მათ ვეუბნებით, მონაწილეობა სიმართლის დადგენის პროცესში მიიღონ. 49 ხელმომწერია, ერთი ხმა გვაკლია და ფორმალურად გვეუბნებიან, რომ პარლამენტში ოპოზიციური პარტიებიც არსებობენ. კეთილი ინებონ და ჭეშმარიტების დადგენას შეუწყონ ხელი,”- განაცხადა რომან გოცირიძემ. პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა რომან…

მეტი...

,,საქართველო ნამდვილად იმსახურებს, რომ ევროკავშირმა წევრობას გზა გაუხსნას”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით საქართველომ და ქართველმა ხალხმა ბრძოლით და  ევროკავშირთან დაახლოებით დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას. „საქართველომ და ქართველმა ხალხმა, როგორც თავისი ბრძოლით, მათ შორის, ბრძოლის პირდაპირი გაგებით და იმ ომების გადატანით, რომელიც საქართველოს სწორედ იმიტომ მოუწია, რომ მან ევროპული არჩევანი გააკეთა. ასევე, ჩვენი ქვეყნის განვითარებით და ევროკავშირთან დაახლოებით დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად იმსახურებს, რომ ევროკავშირმა უკვე ამ შემთხვევაში პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს და საქართველოს ევროკავშირში წევრობას გზა გაუხსნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

,, ჩვენ შევიტანეთ კითხვარი ევროკავშირში, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში, ბერლინის კედელთან იმყოფებოდა. პრეზიდენტმა  იმედი გამოთქვა , რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას უმოკლეს ვადაში მოახერხებს. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბერლინის კედელი უკრაინელებისთვის, ქართველებისთვის და მოლდოველებისთვის არის ყველაზე დიდი მაგალითი იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. „ბერლინის კედელი ჩვენთვის, ყველასთვის უკრაინელებისთვის, ქართველებისთვის, მოლდოველებისთვის  არის ყველაზე დიდი მაგალითი, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი თავდება. ბერლინის კედელიც დაინგრა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა და არაფერი არ არის შეუძლებელი. გუშინ შევიტანეთ ჩვენი კითხვარი ევროკავშირში, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი იმედი, ამ ხალხმა ეს იმედი გაამართლა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

“წამების შედეგად მომძვრალი ფრჩხილები”- კიევის ოლქში კიდევ ერთი სამარხია ნაპოვნი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით, კიევის ოლქში, კალინივკაში კიდევ ერთი სამარხი იპოვეს. ნაპოვნია 2 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, მათ წამების კვალი აღენიშნებათ. “წამების შედეგად მომძვრალი ფრჩხილები, ხელებშეკრული. კიევის ოლქის სოფელ კალინივკაში ვიპოვეთ კიდევ ერთი სამარხი, სადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოვაჩინეთ. კიდევ რამდენი ასეთი სამხედრო დანაშაული ხდება მტრის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე? რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლების წინააღმდეგ ტერორის გზა აირჩია და ამიტომ რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელწიფოდ უნდა გამოცხადდეს”, – აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი.

მეტი...

,,მეგობარს, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი და რუსეთთან გარიგებას დააბრალებ, სულ მცირე რაღაც მტკიცებულება უნდა წარადგინო”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთი საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული პროდუქციის მესამე ქვეყნებში რეექსპორტისთვის. პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც პარტნიორს და მეგობარს რუსეთთან გარიგებას აბრალებ, მინიმუმ მტკიცებულება უნდა წარადგინო. “სამწუხაროდ, ასეთმა არასერიოზულმა ბრალდებებმა ფასი დაუკარგა ასეთი სახის განცხადებებს. ვხედავთ, რომ უკვე ჯერადობამაც ჯერადობამაც იმატა ასეთი სახის განცხადებების და მას არც რაიმე შედეგი აქვს, იმ კუთხით, რომ სერიოზულად მოხდეს საზოგადოებაში თუ საექსპერტო წრეებში, მათ შორის რომ ოპოზიციაც კი ნაწილობრივ ხედავთ რომ უკვე ასეთ განცხადებებს არასერიოზულად აღიქვამს, როდესაც ხდება ბრალდებების წამოსროლა საქართველოს მიმართ ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ არის. სამწუხარო ფაქტია, რომ…

მეტი...

სემეკი სომხეთის მარეგულირებელ კომისიას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა

დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით სემეკის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სომხეთის მარეგულირებელი კომისიის 25-ე წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში – აღნიშნულ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ სიტყვით მიმართა მონაწილეებს, მან ხაზი გაუსვა სემეკსა და სომხეთის მარეგულირებელ კომისიას შორის მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის ეფექტურობას. ამასთან, სემეკის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა სომხეთის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. სემეკის წარმომადგენლებმა სომეხ კოლეგებს გაუზიარეს გამოცდილება ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის განახლებადი ენერგიების რეგულირების, სატარიფო პოლიტიკის, ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების პროცედურების შესახებ. სხვადასხვა საკითხებზე პრეზენტაციები წარადგინეს სემეკის ელექტროენერგეტიკის, ეკონომიკური ანალიზისა და სატარიფო პოლიტიკის, რეგულირებისა და…

მეტი...

რუსეთის აგრესიამ უკრაინაში 220 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 220 ბავშვი დიღუპა, 406-ზე მეტი კი დაშავდა – აღნიშნული ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვისას დაზიანდა 1 584 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 118 მთლიანად განადგურებულია. ,,რუსეთის ჯარებმა ოდესაზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, დაანგრიეს საერთაშორისო საცხოვრებელი, მოკლეს 14 წლის ბიჭი, 17 წლის გოგო კი დაჭრილია, რით დაემუქრნენ ეს ბავშვები რუსეთის სახელმწიფოს?! ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკში, 100 მეტი წლის წინ დაარსებული გიმნაზია, რუსული დაბომბვის გამო დაიწვა”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების…

მეტი...

პოლიციამ ბორჯომში ქალის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავა

პოლიციამ ბორჯომში ოჯახში ძალადობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 1 პირი დააკავა – აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. ბორჯომში დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 1-ელ მაისს, ბორჯომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლე – 1985 წელს დაბადებულ…

მეტი...

„ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოში არაერთ ბიზნესს ახორციელებს”- დავით სონღულაშვილი

დავით სონღულაშვილმა ჩეხეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.   „ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოში არაერთ ბიზნესს ახორციელებს და დაინტერესებულია გაიზარდოს ჩეხეთ-საქართველოს სავაჭრო- ეკონიმიკური  ურთიერთობები. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები, ასევე საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული შეთანხმებები თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით, მყარ საფუძველს იძლევა აქტიური სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებისთვის და მნიშვნელოვანი საინტერესო პროექტების განხორციელებისთვის. მსურს ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ შარშანდელთან შედარებით 54%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, რაც თავისთავად ცხადია კიდევ ერთხელ ადასტურებს ინტერესს და შესაბამისად კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რამდენად ნაყოფიერია…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება” – კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა. როგორც ელჩმა აღნიშნა, მას სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველწყაროდან არ აქვს. „არ მაქვს ინფორმაცია ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველწყაროდან და არც ექიმი ვარ, რომ სწორი შეფასებები გავაკეთო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ შეშფოთებული ვართ გავრცელებულ მოხსენებებთან დაკავშირებით, მათ შორისაა სამედიცინო ექსპერტების ანგარიში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ. ჩემთვის და ევროკავშირისთვის გადამწყვეტია, რომ ბატონი სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა. ეს არ არის პოლიტიკური არჩევანის საკითხი, ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საკითხი“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მეტი...

,, სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს დანაშაულების გამო აქვს გამოტანილი განაჩენი და მან სასჯელი უნდა მოიხადოს. ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პენიტენციურ სამსახურს აქვს პასუხისმგებლობა, რომ როგორც ნებისმიერ მსჯავრდებულს, სააკაშვილსაც სათანადო სამედიცინო სერვისი გაეწიოს. „რასაც ჩვენ ვუყურეთ, ეს არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხის კვლავ პოლიტიზება. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი საკითხი. პირველი, სააკაშვილის ოჯახის თუ მისი გულშემატკივრის სურვილი იქნება, რომ გათავისუფლდეს ან გავიდეს ქვეყნიდან, აერიდოს სასჯელი, რომელიც მიუსაჯა ქართულმა მართლმსაჯულებამ, კანონის უზენაესობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ როდესაც ადამიანი სჩადის დანაშაულს და ამ დანაშაულზე გამოდის განაჩენი, სასჯელი უნდა იქნას მოხდილი.…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს  შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს მილოშ ვისტრჩილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოების აქტიურ ურთიერთობებზე. „ასევე, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის, სექტორული მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ სენატის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, თბილისში იმართება ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც განსაზღვრავს საქართველო-ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო დღის წესრიგს. აქვე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის მიერ დაფინანსებული პროექტები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად. მილოშ ვისტრჩილმა მთავრობის მეთაურს დაუდასტურა ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა,…

მეტი...

,,ევროკომისიისგან იქნება ძალიან ობიექტური შეფასება”- კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე კითხვარის შევსების შესახებ ისაუბრა. ელჩმა აღნიშნა, რომ პასუხების პირველი ნაწილის მომზადებისას, საქართველომ ვადა კარგად დაიცვა. ამასთან, კარლ ჰარცელის განმარტებით, მთავარია არა პასუხების გაცემის სისწრაფე, არამედ – მათი ხარისხი. „დიდი პატივი მერგო, რომ პრემიერ-მინისტრისგან კითხვარის პირველი ნაწილის პასუხები მივიღე და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ნაწილიც დროულად იქნება მოწოდებული. დრო კარგად იყო დაცული. რაც შეეხება პროცესს – ეს პროცესი არ არის 100-მეტრიანი სპრინტი, აქ მთავარია არა სისწრაფე, არამედ – პასუხების ხარისხი. ასევე, ევროკომისიისგან იქნება ძალიან ობიექტური შეფასება პასუხების და მთავარი იქნება, რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი ევროკავშირის როგორც…

მეტი...

ბორჯომში ქმარმა ცოლი დაჭრა

ბორჯომში 40 წლამდე ქალი ქმარმა დაჭრა, მას 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული, დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე იგი კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება – ინფორმაციას ადგილობრივი მედია, “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ბორჯომში, ვაჟა-ფაველას ქუჩაზე 1 მაისს მოხდა. სისხლიანი დაპირისპირების მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. “ჩვენთან ქალბატონი მრავლობითი დაზიანებით 13:45 საათზე შემოიყვანეს. 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. დაზიანებული იყო შინაგანი ორგანოები,  ჩაუტარდა ოპერაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში”,- აცხადებს ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალი“ ხელმძღვანელი, ირაკლი დიასამიძე ადგილობრივ მედიასთან.  

მეტი...

„ყველა ღონე უნდა იხმაროს მთელმა საზოგადოებამ, რამაც შეიძლება გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე“- რომან გოცირიძე

მიხელ სააკაშვილის ოჯახის წევრები  ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, რომან გოცირიძის განაცხადებით, ყველა საშუალება იქნება გამოყენებული, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის მობილიზება, მათ შორის ქუჩის აქციები და ყველა ბერკეტი, რამაც შეიძლება გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. „ყველა ღონე უნდა იხმაროს მთელმა საზოგადოებამ, მთელმა ქვეყანამ, მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა. ყველა ხერხი იქნება გამოყენებული, დიპლომატიური კორპუსის მობილიზება, ასევე ძალიან მძაფრი ქუჩის აქციები და ყველა ბერკეტი, რამაც შეიძლება გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მეტი...

ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 28.8 პროცენტით – საქსტატი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა,  ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის ჯგუფზე. საქსტატის ინფორმაციით, ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 22.4 პროცენტიანი მატება, რაც 2.7 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ყველაზე მეტად, 29.1 პროცენტით ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე. 10.8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე, ხოლო 3.9 პროცენტიიანი – სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე. ფასების ზრდის ტენდენცია ნარჩუნებოდა აპრილშიც სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.77 პროცენტული პუნქტით აისახა. ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2…

მეტი...

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი შესაძლოა, 9 მაისს ოფიციალურად გამოაცხადოს- ,,CNN”

,,CNN-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი გამოიყენებს 9 მაისის სიმბოლურ მნიშვნელობას და პროპაგანდისტულ ღირებულებას უკრაინაში სამხედრო მიღწევების ესკალაციის გამოსაცხადებლად. ამერიკელ და დასავლელ მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ ომის ოფიციალურად გამოცხადება რუსეთის პრეზიდენტს რუსული სარეზერვო ძალების სრული მობილიზაციის საშუალებას მისცემს. ამ დროისთვის, რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები არის „სპეციალური ოპერაცია“, რომლის მთავარი მიზანი „დენაციფიკაციაა“. „ვფიქრობ, ის ეცდება თავისი „სპეციალური ოპერაციიდან“ გადასვლას. ის ამზადებს ნიადაგს, რომ თქვას – „შეხედეთ, ეს ახლა არის ომი ნაცისტების წინააღმდეგ და მე მჭირდება მეტი ხალხი, მე მჭირდება მეტი რუსული საზარბაზნე ხორცი“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა…

მეტი...

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ასაკის ქალი ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა მცირეწლოვანი ბავშვი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველების განცხადებით,  გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა, შემდეგ კი მეხუთე კლასის მოსწავლეს. ,,ბავშვი და ქალი გაჩერებაზე იდგნენ, ელოდებოდნენ ტრანსპორტს. ქალი როგორც ვიცი მასწავლებელი იყო, ბავშვი კი იმავე სკოლის მოსწავლე. სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახათ გაჩერებაზე მდგომებს, ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში.,, – განუცხადა ,,აიპრესს” თვითმხილველმა. შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 11 წლის ბავშვი კი მძიმე დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, მას თავის ტრავმა და მრავლობოთი მოტეხილობები აღენიშნება,…

მეტი...

სასამართლომ  ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების ფაქტზე 5 პირი დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე 5 პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გაერთიანებული იყო უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფო“-ში, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე. ახლადგაწევრიანებული პირები გეგმავდნენ სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლას, რაც დროულად აღიკვეთა საქართველოს პროკურატურისა და კონტრტერორისტული ცენტრის მიერ განხორციელებული ერთობლივი მოქმედებებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ერთი პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით…

მეტი...

მეცხვარე ფერმერები ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტების მომსახურებით სარგებლობენ 

ცხვრის სეზონურ საძოვრებზე გადაადგილების დაწყების პარალელურად, კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში არსებულ ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე მუშაობა განახლდა, – აღნიშნულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით უზრუნველყოფენ პირუტყვის დამუშავებას ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ, რაც ცხოველების დაავადებების პრევენციასა და შემცირებას უწყობს ხელს. კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში (დედოფლისწყარო, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, დუშეთი/ქუბრიაანთკარი), ცხოველთა გადასარეკი ტრასების საკვანძო ადგილებში, დღეისათვის, უახლესი სტანდარტების 7 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებს. პუნქტებზე განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი; ცხოველთა დამუშავებისას გამოიყენება მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მეცხვარე ფერმერებს…

მეტი...

,,დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ყველა მედიასაშუალებასა და თითოეულ ჟურნალისტს გულითადად გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს,” – აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში უდავო ლიდერია და არაერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს. „ფასეულობებსა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია. ქართულმა მედიამ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ურთულესი გზა გაიარა, გაუძლო მრავალ გამოწვევას, შევიწროებასა თუ ზეწოლას. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სწორედ პრესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა დაისახა. ამ მიზნით გავატარეთ არაერთი რეფორმა. დღეს ქართული მედია-სივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა…

მეტი...

მეტროსადგურების „სამგორის“ და „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციები გაიტანეს

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ე.წ. ნავთლუღი) და მეველის ქუჩიდან, ასევე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ორივე ლოკაცია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს. მუნიციპალურმა ინსპექციამ მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. „სამგორისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისნისა და გლდანის რაიონის გამგებლებს ახლომდებარე ბაზრობების დირექციასთან მოლაპარაკება დაავალა, რათა გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ. გამგეობების წარმომადგენლებისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების მუშაობის შედეგად, ბაზრობის დირექცია გარემოვაჭრეებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს და ისინი საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ. აღნიშნული მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის…

მეტი...

დიდი ბრიტანეთი 300 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს უკრაინას

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 300 მილიონი ფუნტის (375 მილიონი დოლარის) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. დახმარება მოიცავს რადიოელექტრონულ აღჭურვილობას, ასევე მობილურ რადიოლოკაციურ სისტემებსა და ღამის ხედვის აღჭურვილობას. სამხედრო დახმარებას შორის ასევე იქნება უპილოტო საფრენი აპარატები, GPS-ის სიგნალის ჩახშობის აღჭურვილობა და ჯავშანჟილეტები. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს უკრაინის უმაღლეს რადას სიტყვით მიმართავს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბორის ჯონსონი იქნება პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პარლამენტს მიმართავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბორის ჯონსონი უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ ისაუბრებს.

მეტი...