„არცერთ ქართველს ღირსებია ასეთი პატივი, დაინგრა დარბაზი“ – გიული ალასანიას თქმით მიხეილ სააკაშილი კარგ გუნებაზეა

„ძალიან ამაყი გამოვედი. დონალდ ტუსკმა, თავისი გამოსვლა დაამთავრა ჩემი შვილის გაგზავნილი ტექსტით. დაინგრა დარბაზი ოვაციებისგან, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის პალატიდან გამოსულმა ყოფილი პრეზიდენტის დედამ ჟურნალისტებთან. პრეზიდენტის დედის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კარგ გუნებაზე იყო. „ძალიან ამაყი გამოვედი იმიტომ, რომ დღეს როტერდამში უზარმაზარ დარბაზში, სადაც ძალიან ბევრი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდა, დონალდ ტუსკმა, თავისი გამოსვლა ჩემი შვილის გაგზავნილი ტექსტით დაამთავრა. დაინგრა დარბაზი ოვაციებისგან. იმედი გვაქვს, რომ ხვალ შემოვლენ ექიმები და დაიძვრება ეს პროცესი. ჩვენ ძალიან ვჩქარობთ იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობა ვეღარ დაიცდის. დღეს ძალიან კარგ გუნებაზე იყო იმიტომ, რომ არცერთ ქართველს არ ღირსებია ასეთი პატივი. ცარიელი სკამი…

მეტი...

პროკურატურამ დაკავებულ ძმებ კაკულიებს ბრალი წარუდგინა

ძმები კაკულიების დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. როგორც პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, დაკავებულ დავით და გუგა კაკულიებს ბრალი უკვე წარუდგინეს. საუბარია ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე. „საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ფაქტი გახსნილია. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 27 მაისს, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე,…

მეტი...

,,ადამიანი, რომელსაც ვერ გააჩერებდი და უცებ ვხედავ, რომ ძვლებია გამოფიტული”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ,,ვივამედში” დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. ალასანია იმედოვნებს, რომ ექსპერტების შეშვება კლინიკაში მალე მოხდება. ,,მე იმედი გამიჩნდა, რომ მოხერხდეს მისი გადარჩენა ამის შემდეგ, თუმცა რაღაც პროცედურებია მოსალოდნელი და რაღაც დღეები კიდევ დასჭირდება. ძალიან სწრაფად თუ გაკეთდება, ეს იქნება ძალიან კარგი. მძიმე, მძიმე, ძალიან მძიმე გრძნობით გამოვდივარ ყოველთვის და საერთოდ, რომ ვზივარ და ვუყურებ მას ასეთ მდგომარეობაში, ჩემთვის ძალიან მძიმეა იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც ვერ გააჩერებდი, ენერგიით სავსე და უცებ ვხედავ, რომ ძვლებია გამოფიტული”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

თბილისის მერიის საბავშვო ღონისძიებების კვირეული იწყება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბავშვო ღონისძიებების კვირეული იწყება, რომელიც პირველ ივნისს გაიხსნება და 6 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. პირველ ივნისს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საბურთალოს, ვაკისა და ნაძალადევის რაიონების გამგეობების ორგანიზებით, დაგეგმილია ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა დედაქალაქში არსებულ სამ დიდ პარკში: ვასო გოძიაშვილის პარკი, ბავშვთა ქალაქი „მზიური“ და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი (ე.წ. კიკვიძის პარკი). ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების, მთელი დღის განმავლობაში კი, ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში, ბავშვებს სხვადასხვა სახის ტკბილეული უფასოდ…

მეტი...

„მაიმუნის ყვავილი არის გადამდები, თუმცა მას სწრაფი გავრცელება არ ახასიათებს”- თამარ გაბუნია

„მაიმუნის ყვავილი არის გადამდები, თუმცა მას სწრაფი გავრცელება არ ახასიათებს,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ  განსცხადა. გაბუნიას თქმით,  მსოფლიო მასშტაბით ვირუსის დაახლოებით 300-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. „შედარებით უფრო მძიმე მიმდინარეობა შეიძლება ახასიათებდეს ბავშვებში, ორსულებსა და იმ პირებში, ვისაც იმუნური სისტემა დასუსტებული აქვთ. სხვა შემთხვევაში დაავადება განკურნებით სრულდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

,,გამოვრიცხავ, რომ კვარაცხელიას საქმეზე წაუყენონ ბრალი”- ძმები კაკულიების ადვოკატი

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებული ძმები,  გუგა და დავით კაკულიები  ბრალის წაყენებას ელოდებიან. გავრცელებული ცნობით, ბრალს ძმებ კაკულიებს ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ამ წუთებში აცნობენ. ადვოკატის განცხადებით, გამორიცხულია დაკავებულებს კვარაცხელიას საქმეზე წაუყენონ ბრალი. ,,ბრალის ფორმულირება ამ ეტაპისთვის ჩემთვის უცნობია, ვვარაუდობ, რომ იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდება იქნება. მე პირადად გამოვრიცხავ, რომ კვარაცხელიას საქმეზე წაუყენონ ბრალი. პოზიცია იგივეა, არ აღიარებენ ბრალს. ფიქრობენ, რომ ყველა დანაშაულში, რაც კი გაუხსნელია, ბრალდება კაკულიებს, რაც სიმართლე არ გახლავთ”- აცხადებს ადვოკატი. შეგახსენებთ, ძმები კაკულიები შესაძლოა თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ფიგურირებდნენ. ამასთან მათ სახელს უკავშირებენ, 2021 წლის…

მეტი...

უკრაინის რადას გადაწყვეტილებით სახალხო დამცველი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

უკრაინის რადამ ლუდმილა დენისოვა უკრაინის ომბუდსმენის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ლუდმილა დენისოვას ომბუდსმენის თანამდებობიდან გათავისუფლებას 234-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ,,ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებისას, პატიმრების დაცვისა და გაცვლის დროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეებისა და ბავშვების დეპორტაციის პერიოდში და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა ღონისძიებების კუთხით უფლებამოსილების სისტემატური შეუსრულებლობა. ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალადობრივად ჩადენილი სექსუალური დანაშაულებისა და „ბავშვთა გაუპატიურების მრავალ დეტალზე ომბუდსმენის მხრიდან მედიასთან ზედმეტად ყურადღების გამახვილება, რომლებიც არ იყო მტკიცებულებით დადასტურებული და ზიანი მოჰქონდა მხოლოდ უკრაინისთვის“, – აცხადებს, პარტია ,,ხალხის მსახურის”წევრის, პაველ ფროლოვი. ]პაველ ფროლოვის ცნობით,  24 თებერვლის შემდეგ ლუდმილა დენისოვა ხანგრძლივად იმყოფებოდა საზღვარგარეთ არასამუშაო მისიებში.

მეტი...

რუსული მხარე უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის პირობებს აყენებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსული მხარე უზრუნველყოფს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, თუ უკრაინა განაღმავს სანაპირო წყლებს. მისი თქმით, რუსეთი  სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს. „მოვუყევით იმ ზომების შესახებ, რომლებსაც რუსული მხარე იღებს უკვე მრავალი თვის განმავლობაში, უკრაინული მარცვლეულის გემებით თავისუფალი გატანის გარანტირებით, რომლებიც ახლა უკრაინის პორტებშია ჩაკეტილი, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ უკრაინის წარმომადგენლებმა განაღმონ სანაპირო წყლები, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ ზღვაშია. თუ განაღმვის პრობლემა მოგვარდება და ჩვენ უკვე მრავალი კვირაა ამით შეშფოთებულები ჩვენი დასავლელი კოლეგების ყურადღებას ვიპყრობთ, მაშინ რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალები უზრუნველყოფენ გემების შეუფერხებელ გასვლას ხმელთაშუა ზღვაში…

მეტი...

სპეცოპერაცია ბათუმში

ბათუმში, მეტრო ჰოლდინგის ოფისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი დააკევს. ამ წუთებში, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მობილიზებულია ფინანსური პოლიცია და სპეცრაზმი.

მეტი...

„მოვუსმინე პოლიციის ახალ ჰიმნს – კარგია!“ – კახა ოქრიაშვილი

პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი პოლისიიც დღესთან დაკავშირებით მოკლე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „რიგითი პოლიციელის ხელფასი იქნება მინიმუმ 1000$! საქართველოს ყველა პოლიციელს ვულოცავ პოლიციელის დღეს! მოვუსმინე პოლიციის ახალ ჰიმნს – კარგია! მომავალი კოალიციური მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება რიგითი და ზოგადად, პოლიციის თანამშრომლების ხელფასის ზრდა. რიგითი პოლიციელის ხელფასი იქნება მინიმუმ 1000 $!“ – აცხადებს ოქრიაშვილი.  

მეტი...

სევეროდონეცკი ნაწილობრივ რუსული არმიის დაქვემდებარებაშია

ლუგანსკის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, სევეროდონეცკი ნაწილობრივ რუსული არმიის დაქვემდებარებაშია. გაიდაის თქმით, ქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს. გაიდაის ცნობით, უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ლუგანსკის ოლქი გამუდმებით იბომბება,  სევეროდონეცკის ქუჩებში კი საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობს. გუბერნატორის ინფორმაციით, რუსული ძალები ასევე განაგრძობენ შეტევას   ზოლოტოეს,  ტოშკოვკის,  კამიშევახისა და ნირკოვოს მიმართულებით.  

მეტი...

,,კრიტიკული განცხადებები ისმის დასავლელი პარტნიორებისგან და ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა”- ხათუნა სამნიძე

,,რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გამოწვევები არა ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. მისი თქმით, როდესაც დასავლელი პარტნიორები დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ, ეს არის ხელისუფლების მიერ შექმნილი პრობლემა. „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც ვერ ეგუება კრიტიკას, სიმართლეზე საუბარს და საღ აზრს. ეს ჩანს მათ განცხადებებში, რეაქციებში, როცა ესხმის თავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციას, ვნახეთ თავდასხმები ამერიკის საელჩოზე, დასავლელ პარტნიორებზე. ეს არის მათი სტილი. EPP- მ გააკეთა პოლიტიკური განცხადება, მათ განცხადების შედგენისთვის აქვთ სხვადასხვა წყაროები, არამხოლოდ პარტნიორი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“. კრიტიკული განცხადებები ისმის დასავლელი პარტნიორებისგან და ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა.…

მეტი...

,,სანქციები მიმართულია სწორედ რუსი ხალხის წინააღმდეგ, მათ ჩვენ ყველა ვძულვართ”- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები არა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის, არამედ რუსი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული. მისი თქმით, დასავლეთს რუსი ხალხი სძულს. „ეს სანქციები მიმართულია სწორედ რუსი ხალხის წინააღმდეგ. მათ ჩვენ ყველა ვძულვართ! ეს გადაწყვეტილებები ეფუძნება სიძულვილს რუსეთის მიმართ – რუსების, მისი ყველა მცხოვრების მიმართ. რაც არ უნდა იბუტბუტონ ამერიკელმა და ევროპელმა ბებია-ბაბუებმა: „ჩვენ ვსჯით თქვენს უფროსებს, მაგრამ თქვენ, უბრალო მოქალაქეები გვიყვარხართო“ – სისულელეა. რა არის რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების და სხვა სახელმწიფო აქტივების დაკავების მიზანი? ეკონომიკის გაუარესება, რუბლისთვის დარტყმის მიყენება, ინფლაციის გაზრდა და…

მეტი...

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა

თბილისში. ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს  დაეჯახა. დაშავებული  ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს და კვლევები უტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

,,საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას სრული რესურსი გააჩნია მიხედოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას”- გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი მიეწოდება და მისი საზღვარგარეთ გადაყვანა საჭირო არ არის. ,,საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას სრული რესურსი გააჩნია მიხედოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, არ დაუშვას მისი გაუარესება – მთავარია, ის შეგულიანება, რაც ჰქონდა შიმშილობის დროს, აღარ განმეორდეს. მაშინ პირდაპირ მოუწოდებდნენ, არ შეეწყვიტა შიმშილობა, არც ერთი ლუკმა არ მიეღო, არ დამარცხებულიყო პოლიტიკურად, გაეუარესებინა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს იმდენად აშკარა იყო, დარწმუნებული ვარ, ახლაც მთელი ძალისხმევა იქით არის მიმართული, როგორმე სააკაშვილმა არ მიიღოს დანიშნული მკურნალობა და მიიყენოს თვითდაზიანება,”- განაცხადა ვოლსკიმ.

მეტი...

პირველი ივლისიდან ბიზნეს ობიექტებს გაზი გაუძვირდებათ

,,შპს თბილისი ენერჯის“ განცხადებით, პირველი ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის გადასახადი ძვირდება. განცხადების თანახმად, ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის ფასი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა, რამაც საქართველოშიც გამოიწვია  ტარიფის გაზრდა. ,,ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის ფასი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა და ზრდის ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია. მიუხედავად ამისა, ქართული ბიზნესის  განვითარების ხელშეწყობისთვის, შპს „თბილისი ენერჯი“ დღემდე ცდილობდა საკუთარი რესურსებით დაებალანსებინა ბუნებრივი გაზის შესაძენ და სარეალიზაციო ფასებს შორის წარმოქმნილი სხვაობა, რათა თავიდან აერიდებინა ტარიფის გაზრდა. იმის გათვალისწინებით, რომ არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზის შესასყიდი ფასი 2022 წლის 1-ლი ივლისიდან შპს „თბილისი ენერჯისთვის“ კვლავ იზრდება, კომპანია…

მეტი...

გასული ერთი კვირის  განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ს 575 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული ერთი კვირის  განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ს 575 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 614 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 104 996 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 95 506, „პისიარ“ ტესტით – 9 490. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.55%. წინა კვირის (16.05-22.05.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 605 პირი, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.

მეტი...

,,დროულად რომ მიგვეღო იარაღი დასავლეთისგან, უკვე გავათავისუფლებდით ხერსონს და სხვა ოლქებს”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას  განცხადებით, დასავლეთისგან უკრაინას დროულად, რომ მიეღო იარაღი, ახლა ხერსონი და სხვა ოლქები თავისუფალი იქნებოდა. „ჩვენ დროულად რომ მიგვეღო იარაღი დასავლეთისგან, უკვე გავათავისუფლებდით ხერსონს და სხვა ოლქებს. კონტრშეტევის დაწყების დრო ჯერ კიდევ მოვა. ჩვენ ვებრძვით ქვეყანას, რომლის პრეზიდენტსაც ვეზიზღებით და არ სურს, რომ ვარსებობდეთ. ჩვენ არასდროს დავნებდებით“,- აღნიშნა კულებამ. კულებას ცნობით, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ ქვეყნის დაცვას და ცდილობენ დაიბრუნონ ყველაფერი,რაც დაკარგეს. „ჩვენი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ დავიბრუნოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია სამხედრო საშუალებებით და დანარჩენი – დიპლომატიური გზებით. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ბალანსი ამ ორ გზას შორის“,-…

მეტი...

„ევროპის სახალხო პარტიის დემოკრატიის მანტია ის გარემოება ჰგონია, როცა ადამიანები იხოცებოდნენ”- გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, განცხადების ავტორი „ნაციონალური მოძრაობააა“ და საქართველოში არსებულ რეალობას არ გამოხატავს. „განცხადებაში რაზეც არის საუბარი, რეალობას აბსოლუტურად სცილდება. ამ განცხადების ტექსტს არ წერს „ევროპის სახალხო პარტია“, წერს „ნაციონალური მოძრაობა“. „ევროპის სახალხო პარტიამ“ შეიძლება ცოტა სიმწვავე დაამატოს, ისევე, როგორც გასულ წლებში ჰქონდა, მათ შორის 2015 წელს, როცა ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოს მოლაპარაკებები ჰქონდა ევროკავშირთან. სამწუხაროა, რომ უარგუმენტოდ არის ჩამოყალიბებული გარკვეული ფორმულირებები. გარკვეულწილად, „ნაციონალური მოძრაობა“ მაგარიც არის – ამდენი მედიასაშუალება აქვს, ამდენ ფულს ხარჯავს, ამდენი ლობისტი ჰყავს და თუ საკუთარი სახელმწიფოს…

მეტი...

,,რაც უფრო ძლიერი იქნება სანქციები, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი”- კრიშიანის კარინშსი

ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინშსის განცხადებით, რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია. „ყველა წევრ ქვეყანას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებული არ იყოს. ბოლო 20, 30 წლის განმავლობაში, ქვეყნებმა შექმნეს ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე და ჩვენ ძალიან სწრაფად ვშორდებით მას. ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსთვის ეს უფრო ადვილია, სხვა წევრი ქვეყნებისთვის კი უფრო რთულია პორტების, ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო, მაგრამ ყველა ერთი მიმართულებით მოძრაობს“, – განაცდა კარინშმა. კარინშის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიმკაცრე, ომის ხანგრძლივობაზე აისახება. „გუშინ ჩვენ შევთანხმდით სანქციების მეექვსე რაუნდზე, რომელიც მოიცავს ნავთობს, ეს შეამცირებს ევროკავშირში…

მეტი...

ქუთაისში ათამდე მაღაზია გაძარცვეს

გასული ღამის განმავლობაში ქუთაისში ათამდე მაღაზია გაძარცვეს. ნიღბიანმა პირებმა სასურსათო მაღაზიების მინები ჩაამტვრიეს და ობიექტებიდან თანხა და სხვადასხვა ნივთები წაიღეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ივლისიდან ამოქმედდება

საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ივლისიდან ამოქმედდება. საბურთალოს ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავასა და ჟიული შარტავას ქუჩების ნაწილზე, გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების ნაწილზე, სადაც ასევე, გათვალისწინებული იქნება შშმ პირთა სპეციალური და ელექტრომობილების დასამუხტი ადგილები. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ შესაბამის მისამართებზე რეგისტრაციის გავლა რომ შეძლოს, პირველი ივნისიდან პარკირების ჯიხურები საბურთალოს ტერიტორიაზე განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე: მერაბ კოსტავას ქუჩა (სპორტის სასახლის მიმდებარედ), ანა კალანდაძის ქუჩა N3, ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩა N2, სიმონ კანდელაკის ქუჩა N7, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა N22ა, სერგო ზაქარიაძის ქუჩა N8, ვაჟა-ფშაველას გამზირი N71ბ, მიხეილ შავიშვილის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-4 კვარტალი, კორპ.…

მეტი...

,,პენიტენციურ სამსახურს დაევალა, დაუშვას „ემპათიის“ ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან”- შოთა თუთბერიძე

სასამართლოს განჩინებით პენიტენციურ სამსახურს დაევალა, ექსპერტიზის მიზნით, დაუშვას „ემპათიის“ ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან. ადვოკატი შოთა თუთბერიძის განცხადებით, დაცვის მხარე ელოდება, რომ  პენიტენციური სამსახური ხელოვნურად შექმნის დაბრკოლებას, რათა განჩინება არ აღსრულდეს. „არ არსებობს არავითარი გარემოება, არც კანონიერი არც უკანონო იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზები არ იყვნენ დაშვებულნი. ვცდილობთ ორგანიზებას. პენიტენციურისგან ველოდებით ხელოვნურ შეფერხებებს, ყველანაირ მიზეზს, ცხადია, უკანონოს, მათ შორის, იმისთვის ექსპერტიზის შეფერხება მოხდეს ან გაჭიანურდეს. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილების არ შესრულება უკვე იქნება სისხლის სამართლის საქმე. განჩინების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად ანუ ახლა ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ვერც ერთი მხარე ამ განჩინებას ვერ გაასაჩივრებს,…

მეტი...

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის განაცხადებთან დაკავშირებით შედეგი სავარაუდოდ, ივნისში იქნება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ  ბორელის განცხადებით, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის განაცხადებთან დაკავშირებით შედეგი სავარაუდოდ, ივნისში იქნება. „ვაცადოთ ევროკომისიას საკუთარი სამუშაოს შესრულება. ჩვენ ვნახავთ შედეგს სავარაუდოდ, ივნისში“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ საბჭოს ვებგვერდზე დასკვნითი განცხადება გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადების საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება.

მეტი...

,,ჩუტყვავილას ვაქცინა არ იცავს მაიმუნის ყვავილისგან”- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. მისი თქმით, მალე ქვეყანაში  ვირუსის სადიაგნოსტიკოდ  სწრაფი პისიარ ტესტები შემოვა. „ჩვენ დღეს შეგვიძლია „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის დიაგნოსტიკა. მისი იდენტიფიცირება შეგვიძლია გენუმის სეკვენირებით. სეკვენირების პროცესს სჭირდება სამიდან 4-5 დღემდე. რაც შეეხება სწრაფ პისიარ ტესტებს, რამდენიმე დღეში, მომავალ კვირაში მაინც გვექნება პრაიმერები, რომ ავაწყოთ ეს ტესტი. სავარაუდო შემთხვევა ჯერ არ ყოფილა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის ცნობით, ევროპის წამლების სააგენტომ ავტორიზაცია მისცა მედიკამენტს, რომელიც „მაიმუნის ყვავილის“ სამკურნალოდ გამოიყენებ და  საქართველო ამ პრეპარატზე განაცხადს გააკეთებს.…

მეტი...

,,მთელი ოპოზიცია ამბობს, თითქოს, საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, თუმცა რეალურად სხვა მიზნები და ჩანაფიქრები აქვთ”- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია ხელის შეშლა ევროინტეგრაციისთვის, ვიდრე ქვეყნის გამარჯვება. „ეს მართლაც დასანანია, რადგან მნიშვნელოვანია ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტებზე ვისაუბროთ, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ პრიორიტეტსა და ინტერესებზე. ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, კოლეგებისგან ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას ვისურვებდი, ვიდრე სხვა რამეზე. ჩვენ თვალს ვადევნებთ, როცა მთელი ოპოზიცია ამბობს, თითქოს, საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, თუმცა რეალურად სხვა მიზნები და ჩანაფიქრები აქვთ. ეს არის ვიწროპარტიული ინტერესები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ქვეყნის საერთო ინტერესებს ეწინააღმდეგება და სამწუხაროდ, ევროინტეგრაციის პროცესი გამონაკლისი არ აღმოჩნდა. ბევრი…

მეტი...

„ევროპის სახალხო პარტია“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, განცხადებას ავრცელებს

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  ევროპის სახალხო პარტია დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციას. „ქვეყნის არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ ძირი გამოუთხარა კარგ მმართველობას და შედეგად გამოიღო დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიის გაგრძელება, მათ შორის, დამოუკიდებელი სასამართლოს, მედიის თავისუფლების, თანაბარი პოლიტიკური პირობებისა და თავისუფალი სამართლიანი არჩევნების კუთხით“, – წერია განცხადებაში. „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში საუბარია~მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაზე. „გასამართლება, დაპატიმრება და შემდგომი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, აუცილებელი სამედიცინო დახმარებაზე უარის ჩათვლით, და ცილისმწამებლური პროპაგანდა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების…

მეტი...

ზუგდიდში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

მიმდინარე წლის 4 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ზუგდიდში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება. ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის ექიმები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს გასტროენტეროლოგის, ქირურგის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ნევროლოგის, თერაპევტის,უროლოგის, ოფთალმოლოგის, კონსულტაციას, ასევე, ეხოსკოპიას და კარდიოგრამას. ვეტერანთა ჰოსპლიტლის ექიმებთან ერთდ, ვეტერანებს, მოემსახურებიან კლინიკა “ვივა მედის” ექიმებიც. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან; მისამართი: ზუგდიდი, გამსახურდიას ქუჩა N 1,( შპს. ‘’აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკა’’). ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა…

მეტი...

,,შევხვდი „ლელოს” და გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, ორივე მტკიცედ მოითხოვდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოდან ორ ოპოზიციურ პარტიას შეხვდა, რომლებმაც მტიცედ მოითხოვეს კანდიდატის სტატუსის მიღება. „ბოლო კვირების განმავლობაში, ბრიუსელში შევხვდი ორ ოპოზიციურ პარტიას საქართველოდან – „ლელოს” და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის.“ ორივე მტკიცედ მოითხოვდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლისა, რადგან “ეს არის ისტორიული შანსი ქვეყნისთვის და ყველა პარტიულ ხაზს მაღლა დგას”,- წერს კრამონი „ტვიტერში“.

მეტი...

,,მივიღე გადაწყვეტილება, ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენოთ პოლიციის ათასბინიანი ქალაქი თბილისში”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩემი დიდი სურვილი იყო და ბატონ ვახტანგ გომელაურთან ერთად ცოტა ხნის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენოთ პოლიციის ათასბინიანი ქალაქი თბილისში. ეს იქნება პირველი ეტაპი და რა თქმა უნდა, გაგრძელდება. პროექტი წელსვე დაიწყება და ჩვენ კიდევ შევძლებთ ბევრი პოლიციელის ოჯახი გავახაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სათანადოდ უნდა დაფასდეს ყველა ის ადამიანი, ვინც ხალხისთვის, ქვეყნისთვის იბრძვის და თავს წირავს. მისივე თქმით, მოქმედმა და მომავალმა პოლიციელებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და ყოველთვის ეცდება, პოლიციელი ჰყავდეს…

მეტი...

,,როცა ქვეყნის შიგნით არსებული „ქოც-ნაცური“ დაპირისპირება სცდება ქვეყნის ფარგლებს, ამ ქვეყნის ინტერესები ზიანდება”- იაგო ხვიჩია

„გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია „ევროპის სახალხო პარტიის” განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ქვეყნის შიგნით არებული პოლიტიკური დაპირისპირება ზიანს აყენებს ქვეყნის ინტერებსებს. „როცა ქვეყნის შიგნით არსებული „ქოც-ნაცური“ დაპირისპირება სცდება ქვეყნის ფარგლებს, ამაში ერევიან ჩვენი ქვეყნის პარტნიორები და ზიანდება ამ ქვეყნის ინტერესები. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა არც პირველია და არც უკანასკნელი. არ არსებობს დრო, როცა „ქოც-ნაცური“ ჩხუბი ქვეყანას მოუხდებოდა, მაგრამ ბოლო 10 წელია ამ რეალობაში ვცხოვრობთ და სულ მნიშვნელოვანი დროა ჩემი აზრით ქვეყნისთვის, ახლაც მნიშვნელოვანი დროა და ერთი წლის წინაც მნიშვნელოვანი იყო, მომავალშიც ასე იქნება. საჩხუბრად დროს არ უნდა ვხარჯავდეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.…

მეტი...

„დამირეკეს და მითხრეს“ – რა შეთავაზება მიიღო სოსო ჯაჭვლიანმა მოსკოვიდან

„მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, მას რუსული მხარე დაუკავშირდა და სანქციების გვერდის ავლით, საქართველოს დისკვალიფიცირებული სპორტსმენების ჩემპიონატში მონაწილეობა შესთავაზეს. მისივე განმარტებით, ხარჯებს სრულად ფარავდა რუსეთის ფედერაცია. ,,დამირეკეს და მითხრეს, ასეთი რაღაც, რომ ჩვენ ვატარებთ ალტერნატიულ მსოფლიო თასს, რამოდენიმე ქვეყანა შეიკრიბება და მთელი ნაკრების დაფინანსებას რუსეთის ფედერაცია ღებულობს. სპორტსმენებს განათავსებდნენ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში და რა თქმა უნდა ფულადი ჯილდოებიც იქნებოდა,”- განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა ,,მედიაცენტრ მთავარში”. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ ვინ მიიღებდა რუსეთის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატში მონაწილეობას, „მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეჯიბრში მონაწილეობას რუსეთისა და ბელორუსიის ნაკრებები მიიღებენ.…

მეტი...

,,მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ხშირად იმეორებენ”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, სწორად დაგეგმილი რეფორმებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით, ჩვენი სიმტკიცით და თქვენი მაღალი პროფესიონალიზმით მიაღწია შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმას, რომ ქართული პოლიცია საერთაშორისო საპოლიციო საქმიანობაშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას და ამაყად წარმოადგენს ქართულ პოლიციას,”-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული, პოლიცია თანაბრად იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. „დღევანდელ დღეს არ შემიძლია ძალიან მოკლედ არ შევეხო იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც თქვენს სამინისტროში, თქვენს დიდ ოჯახში მიმდინარეობს. მათ განხორციელებაში, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში, ასევე ტექნიკურ აღჭურვაში ჩვენ მხარს აქტიურად  გვიჭერდნენ და დღესაც გვიჭერენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. მინდა, კიდევ ერთხელ, მათ…

მეტი...

,,ზოგიერთებს არ უყვართ სიტყვა სამარცხვინოა, მაგრამ სამარცხვინოა, რომ კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა”- სალომე ზურაბიშვილი

,,ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება,” – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცველებს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, სამარცხვინოა აქართველოში  ქალთა სასტიკი მკვლელობები ბავშვების თვალწინ. „მინდა, ერთი საკითხი ვახსენო, მართალია, ზოგიერთებს არ უყვართ სიტყვა სამარცხვინოა, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც, სამარცხვინო არის დღეს, რომ საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა, ბავშვების თვალწინ. ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის დიდი გამოწვევა და ვიცი, რომ ამ კუთხით ბევრი რამ…

მეტი...

მკლავჭიდის ფედერაცია 900 000 დოლარიანი ჯარიმის გადახდას კულტურის სამინისტროსგან ითხოვს

„ქართული მკლავჭიდის მიმართ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უკანონო ქმედებები კვლავ გრძელდება, რაც წარმატებულ და უდიდესი პერსპექტივის მქონე ქართველ სპორტსმენებსა და მთლიანად სპორტის ამ სახეობას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს“ – აღნიშნა „მკლავჭიდის ფედერაციის“ ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ და  საქმის დეტალებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მკლავჭიდის ერთიანმა ეროვნულმა ფედერაციამ დაიწყო სამართლებრივი დავა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში ,,სამინისტრო“) წინააღმდეგ. დავა  მიზნად ისახავს მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ ქართული მკლავჭიდისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების გადახდას და დისკვალიფიკაციის მოხსნას. „აღნიშნული მძიმე სანქციების დაწესების მიზეზი იყო ის გარემოება, რომ სამინისტროს ბრალით…

მეტი...

,,არც ვაქცინა გვაქვს და არც ანტივირუსული პრეპარატი”- ბიძინა კულუმბეგოვი „მედიაცენტრ მთავარში“

,,მაიმუნის ყვავილი არ არის ინფექცია, რომელიც დაცემინებით გავრცელდება, მას მასშტაბური პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია,”- ამის შესახებ, ალერგოლოგმა , იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს წევრმა  ბიძინა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ,,მაიმუნის ყვავილი” ახლად გაჩენილი ვირუსი არ არის და მის სამკურნალოდ, უკვე არსებობს ორი ანტივირუსული პრეპარატი. „მაიმუნის ყვავილი ახლად აღმოცენებული არ არის, მისი გენომური შინაარსი ცნობილია. „ყვავილის“ ვაქცინით აცრილები, დიდი ალბათობით დაცულები არიან „მაიმუნის ყვავილისგან“. დღეისთვის, არსებობს 2 ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის და წამლისა და სურსათის სააგენტოს მიერ ნებადართულია. ისინი ყვავილის წინააღმდეგ გამოიყენება, მათ ანალოგიური დაცულობის და…

მეტი...