„ეს უბრალოდ, სხვა ადამიანია, გამოფიტული… როდემდე გაძლებს უჭმელი?“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გიული ალასანიამ კლინიკაში მიხეილ სააკაშილი  მოინახულა. როგორც პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის დედა აცხადებს, ექიმები მისთვის  ყველაფერს აკეთებენ, თუმცა, თავად სააკაშილი ვერ ჭამს. „დაახლოებით ოთხი საათი გავატარე, შთაბეჭდილება ძალიან მძიმე მაქვს. თვითონ კლინიკა არაჩვეულებრივია, ექიმები ვნახე, ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი პერსონალია. ყველაფერი ძალიან მომეწონა, ყველაფერი სწორად უკეთდება. პრობლემა ის არის, რომ ვერ ჭამს ადამიანი. ფერი საერთოდ არ აქვს ადამიანს და ვერ ვცნობ ჩემს შვილს. ეს უბრალოდ, სხვა ადამიანია, გამოფიტული, პირიქით გაუარესებული მდგომარეობაა. ნევროპათოლოგის აზრით, გაუარესებულია მდგომარეობა იმასთან შედარებით, რაც ადრე ნახა“ – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან. გიული ალასანიასთან ერთად კლინიკაში იმყოფებოდა მისი…

მეტი...

ევროპარლამენტარების განცხადებით, გვარამიას დაკავება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს  

ევროპარლამენტარები ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს განჩინებსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. საქართველოზე საკითხზე მომუშავე ევროპარლამენტის წევრები: „ევროპელი მწვანეების/ევროპული თავისუფალი ალიანსის“, „ევროპის სახალხო პარტიის“, „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“, „ევროპული განახლების“, „ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა“ ჯგუფებიდან ნიკა გვარამიას დაკავებას აფასებენ. „მთავარი არხის” დირექტორის ნიკოლოზ გვარამიასა და მასთან დაკავშირებული ორი პირის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლოს მიერ, დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას წარმოადგენს. ეს გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულებას მოითხოვს. სასამართლოს საეჭვო გადაწყვეტილება ეხმიანება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ…

მეტი...

რუსეთი ითხოვს, „აზოვის“ მებრძოლები ტერორისტებად გამოცხადდნენ

რუსეთის გენერალური პროკურატურა „აზოვის“ პოლკის წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოს მიმართავს. კერძოდ, პროკურატურა ითხოვს, მებრძოლები, რომლებიც ამ პოლკში მსახურობდნენ, ტერორისტებად გამოცხადდნენ, თავად ორგანიზაცია კი ტერორისტულ ორგანიზაციად. ოკუპანტი ქვეყნის უზენაესი სასამართლო აღნიშნულ სარჩელს 26 მაისს დახურულ ფორმატში  განიხილავს.  

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა იყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივები. პრემიერის თქმით, ქვეყანა აფასებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც ქვეყანა ევროკომისიის შეფასების და საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია. შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სოლიდარობა უკრაინელების მიმართ, ასევე, აღნიშნა რომ ამ დროისთვის უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქართველოდან საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. გაფართოებული შეხვედირს შემდეგ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც იგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა, რომლის ფარგლებშიც მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა. შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში…

მეტი...

პირველი რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 18 მაისს, 00:00 საათიდან პირველი რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. რესპუბლიკის მოედანზე შემხვევ სატრანსპორტო საშუალებებს რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობისას გადაადგილება მხოლოდ მ. ჯავახიშვილის ქუჩიდან მ. კოსტავას ქუჩის გავლით შეეზღუდებათ, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება უცვლელი დარჩება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის მ. კოსტავას ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მ. კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით. თავისუფლების მოედანზე წრე შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლით, ხოლო სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცვლილება განხორციელდება ჯავახიშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის…

მეტი...

,,ჩვენი მთავარი მიზანია, გადავარჩინოთ მარიუპოლის დამცველთა გარნიზონის სიცოცხლე”- ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, მარიუპოლის მცველებმა ათასობით რუსი ჯარისკაცი შეაკავეს და არ მისცეს საშუალება, ქვეყნის სხვა რეგიონებში გადასულიყვნენ. რეზნიკოვის თქმით, ახლა უკრაინის ხელისუფლების მიზანი სამხედროების სიცოცხლის გადარჩენაა. „მარიუპოლის გარნიზონის გმირობის წყალობით შესაძლებელი გახდა კიევიდან რუსი ოკუპანტების ჯარების გაყვანა. მათ შეასრულეს ბრძანება, შეეკავებინათ 20 000 რუსი დამპყრობლების ჯგუფი და არ გაეშვათ ისინი ზაპოროჟიეში და კიდევ უფრო მეტად დონეცკის ოლქში. ჩვენი მთავარი მიზანია, გადავარჩინოთ მარიუპოლის დამცველთა გარნიზონის სიცოცხლე, რომელშიც შედიან საზღვაო ქვეითები, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები, პოლიცია, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდია, ცალკეული ლეგიონის „აზოვის“ ჯარისკაცები. მე მესმის მარიუპოლის მკვიდრი დამცველების სურვილი ჩინეთთან…

მეტი...

ოკუპანტები მარიუპოლის კადიროველებისთვის გადაცემას აპირებენ

მარიუპოლის მერის მრჩეველის პიოტრ ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, რუსული ძალები გეგმავენ ქალაქი კადიროველებს გადასცენ. ანდრიუშჩენკოს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაშინების და წინააღმდეგობის ჩახშობის მიზნით მიიღეს. ,,რადგან მარიუპოლი ზედმეტად არამეგობრული აღმოჩნდა, წინააღმდეგობის ჩახშობის მიზნითა და დასაშინებლად, დაგეგმილია ქალაქის გადაცემა კადიროველებისთვის. პორტითა და ძარცვის უფლებით. დღეს მარიუპოლში პირველად გაიმართა სამუშაო შეხვედრა საოკუპაციო ადმინისტრაციის, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საბლინის (2014 წლიდან მარიუპოლის ოკუპაციის კურატორი), ადამ დელიმხანოვის და აჰმედ დოლგაევის მონაწილეობით, რომლებიც არსებითად ჩეჩნეთის პოლიტიკური ძალაუფლების ნაწილი არიან. განიხილეს „მარიუპოლის აღდგენის“ გეგმები. კადიროველები მასპინძლებივით იქცეოდნენ” ,- აცხადებს ანდრიუშენკო.

მეტი...

„იტალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”- ენრიკო ვალვო

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს მოუსმინა.საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ენრიკო ვალვომ კომიტეტის სხდომაზე, უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და იტალიის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა. „ჩვენთვის ცნობილია საქართველოს წვლილი უკრაინისთვის გაწეული დახმარების საკითხში, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის რწმუნება, რომ საქართველო არ იქნება გამოყენებული რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავიდან ასარიდებლად. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველი ხალხის მიერ გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებას“, – განაცხადა ენრიკო ვალვომ. იტალიის ელჩმა, საქართველოსა და იტალიას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრა. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა…

მეტი...

„რუსეთის ფედერაცია ევროპაში ლობისტურ ქსელს ბოლო 20 წლის განმავლობაში ქმნიდა”- მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, ევროპაში უკვე იწყებს მუშაობას პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ლობისტური ქსელი, რომლის მიზანიც რუსეთთან კომპრომისებზე წასვლის და ვლადიმერ პუტინისთვის სახის შენარჩუნების იდეის წინ წაწევაა. „რუსეთის ფედერაცია ევროპაში ლობისტურ ქსელს ბოლო 20 წლის განმავლობაში ქმნიდა. ისინი ქრთამავდნენ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს. ახლა ეს ხალხი ამბობს – მოდით, ისე მოვიქცეთ, რომ რუსეთმა თავი დამცირებულად არ იგრძნოს. არა, ამ ომის შემდეგ რუსეთმა თავი დამცირებულად უნდა იგრძნოს. მიუღებელია რამის დათმობა იმისთვის, რომ პუტინმა სახე შეინარჩუნოს. ეს ვაჭრობის საგანი არაა. ომი არ დასრულდება, თუ ჩვენ რაღაცას დავთმობთ და ეს პრეზიდენტმა…

მეტი...

,,გარკვეული სეგმენტისთვის ვაქცინის მეოთხე დოზაც განიხილება” – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

„ჩვენ დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინირებული გვყავს მოზრდილი მოსახლეობის 44%. შესაბამისად, ფაქტია, რომ ვერ მივაღწიეთ სამიზნე მაჩვენებელს’’- ამის შესახებ, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის  საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. ივანე ჩხაიძის განცხადებით, მიზანი ზაფხულისთვის ვაქცინაციის დონის 70%-მდე გაზრდაა, თუმცა მისი განმარტებით, ვაქცინაციის დღევანდელი მაჩვენებლით ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია. „ჩვენ დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინირებული გვყავს მოზრდილი მოსახლეობის 44%. შესაბამისად, ფაქტია, რომ ვერ მივაღწიეთ სამიზნე მაჩვენებელს. ჩვენი სამიზნე არის ზაფხულისთვის 70%-იანი ზღურბლის მიღწევა. თუ შევხედავთ, რამდენი ადამიანი იცრება ყოველდღიურად, ეს მიზანი ვერ მიიღწევა“,-განაცხადა ივანე ჩხაიძემ. იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის…

მეტი...

,,სააკაშვილი კვლავაც ვერ იღებს საკვებს, ნევროლოგიური მაჩვენებლები გაუარესებული აქვს”- შოთა თუთბერიძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა. ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სისუსტე და ვერ იღებს საჭმელს. „შევხვდი მიხეილ სააკაშვილს. ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო შეფასებისგან თავს შევიკავებდი, თუმცა სააკაშვილის თქმით, მისი ნევროლოგიური მაჩვენებლები არის გუარესებული. ასევე შევხვდი მის პირად ექიმს, რომელთანაც განვიხილეთ ტექნიკური საკითხები, მათ შორის ვიზიტორების დაშვების საკითხი. ამ ეტაპზე ველოდებით პენიტენციური სამსახურისგან კანონის შესაბამის მოქმედებას და მნახველების, ვიზიტორების დაშვებას ყოველგვარი დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე. შესამჩნევი არის სისუსტე, ის კვლავაც ვერ იღებს საკვებს, ამ მიმართულებით წინსვლა არ გვაქვს, ნევროლოგიური მაჩვენებლები გაუარესებული აქვს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ,…

მეტი...

,,გვარამიას საქმეს გავლენა არ ექნება გადაწყვეტილებაზე, რაც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე უნდა მიიღოს”- ნიკოლოზ სამხარაძე

,,საუბარი, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს, მგონი, მართებული არ არის. თუ ვინმე ამ საქმეში ჩაიხედავს, კარგად გამოჩნდება, რომ არანაირ პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან საქმე არ გვაქვს,”– აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა, ვიდრე კონკრეტული ადამიანები საქმის მასალებს არ გაეცნობიან, მანამდე განცხადებების გაკეთება მიუღებელია. „შეუძლებელია, განცხადება გააკეთო ამა თუ იმ საქმის მიკერძოებულობა-მიუკერძოებლობაზე, თუ საქმის დეტალები არ იცი. ამ საქმის დეტალები ბოლომდე არ ვიცი, რადგან წაკითხული არ მაქვს, შესაბამისად, თავს უფლებას ვერ მივცემ, სასამართლოს გადაწყვეტილება გავაკრიტიკო ან მოვიწონო. ეჭვი მეპარება, ნებისმიერი ადამიანს, რომელიც სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი…

მეტი...

გიორგი ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს პოლიტიზირებულ პროცესად არ მიიჩნევს

 ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებას პოლიტიზირებულ პროცესად არ მიიჩნევს. მისი თქმით, გვარამიას მხარეს შეუძლია საქმე შემდგომ ინსტანციებში განიხილონ. ,,წინ არის ორი ინსტანცია, შემდეგ არის სტრასბურგის სასამართლო, თუ მათ მოუნდებათ, იქ წაიღონ ეს საქმე და იქ განიხილონ საქმის დეტალები. მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს ამ ქვეყნისა, ამგვარი შთაბეჭდილება არ შემქმნია და რაც შეეხება როგორც პარლამენტის წევრის მოსაზრებას, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არ არის პოლიტიზირებული პროცესი,” – აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

მეტი...

,,რუსეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია”- მიხაილ პოდოლიაკი

,,რუსეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია,” – აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი ავრცელებს. „ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების პროცესი აღდგება და როგორც მე მეჩვენება, მოდერატორი იქნება ზელენსკი“, – განაცხადა პოდოლიაკმა. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ კიევმა მოსკოვთან დიალოგი შეწყვიტა.

მეტი...

,,მე ველოდები ძალიან ბევრ გერმანელ ტურისტს საქართველოში“- ჰუბერტ ქნირში

ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენასთან თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუცმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა მემორანდუმს დღეს მოაწერეს ხელი. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა. „ძალიან მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს წამყვანი გამოფენა ITB Berlin და საქართველო შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე. მომავალ წელს საქართველო ITB Berlin-ის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყანა იქნება. ITB Berlin-მა საქართველო ოფიციალურად დაასახელა კულტურულ მიმართულებად, ასევე სპეციალურ მიმართულებად ბუნებისა და მდგრადი ტურიზმის კუთხით. ძალიან მოხარული ვარ, რომ გერმანიისა და საქართველოს…

მეტი...

,,პარლამენტის დატოვება არის ძალიან სერიოზული ბერკეტი, რომელიც ოპოზიციას უჭირავს ხელში”- ზაალ უდუმაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ,, ნაციონალურმა მოძრაობის” მიერ პარლამენტის დატოვება გამოსავალი არ არის. მისი თქმით,  ოპოზიციამ ერთიანობა უნდა გამოიჩინოს და შეთანხმებულად იმოქმედოს. „რაც შეეხება პარლამენტს და მანდატების დატოვების თემას, ძალიან ხშირად არის ხოლმე აქტუალური ეს საკითხი და დღეს კვლავ გააქტიურდა. პირადად ჩემი მოსაზრება ისაა, რომ პარლამენტის დატოვება არის ძალიან სერიოზული ბერკეტი, რომელიც ოპოზიციას უჭირავს ხელში, თუმცა ეს უნდა იყოს შეთანხმებული მოქმედება; ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დატოვოს დღეს პარლამენტი, არ არის გამოსავალი, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი შეთანხმება შევასრულოთ ოპოზიციასთან, თუმცა ეს უნდა იყოს ოპოზიციის ერთობლივი ნაბიჯი. ჯერ ასე აქტიურად ეს…

მეტი...

,,საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადი უნდა შეფასდეს თავისი ისტორიული მონაცემებით”- იტალიის ელჩი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, ენრიკო ვალვოს მოუსმინეს. ელჩმა იტალიის საგარეო პოლიტიკასა და საქართველოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა. „როგორც იცით, იტალია არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროცესის წარმმართავი ევროპული ინტეგრაციის ჭრილში. იტალიამ კრიტიკულ ეტაპზე მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. თავისთავად, ევროკავშირის გაფართოებისადმი არის განსხვავებული მიდგომები. ვთვლი, რომ საქართველოს წევრობის განაცხადი, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის უნდა შეფასდეს თავისი ისტორიული მონაცემებით. პირველ რიგში უნდა მოხდეს შეფასება ლეგიტიმაციის საკითხის, სადაც განიხილება ძირითადი საკითხები, მსგავსი გაკეთდა სხვა პარტნიორების შემთხვევაშიც. ვიცით, რომ პროცესს სჭირდება დრო, ვიცით, რომ სტანდარტების და რეფორმების საკითხიც მნიშვნელოვან…

მეტი...

„აზოვსტალიდან გუშინ განხორციელდა მძიმედ დაჭრილი 53 სამხედროს ევაკუაცია”- ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან სამხედროების გათავისუფლების ოპერაცია გრძელდება. უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მძიმედ დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, კიევი მათ რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლის. „სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, გუშინ განხორციელდა ჩვენი მძიმედ დაჭრილი 53 სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია. მათი მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, ჩვენ მათ რუს სამხედრო ტყვეებში გავცვლით. ჩვენ ვმუშაობთ ჰუმანიტარული ოპერაციის შემდგომ ეტაპებზე. ყველაფერი კარგად იქნება“, – აღნიშნა ირინა ვერეშჩუკმა.

მეტი...

რუსეთის დუმაში ,,აზოვის” პოლკის მებრძოლების დასჯას ითხოვენ

რუსეთის დუმა ,,აზოვის” პოლკის მებრძოლების გაცვლის წინააღმდეგია და ითხოვს,  უკრაინელი მებრძოლები რუსული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ. „ნაცისტური კრიმინალების გაცვლა არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ”,- განაცხადა დღევანდელ სხდომაზე დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა. მან დუმის თავდაცვის კომიტეტს დაავალა საპროტოკოლო ბრძანების მომზადება. ცნობისთვის,  უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის მიღწეული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, აზოვსტალიდან გამოსულ სამხედროებს რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანენ, სადაც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მიიღებენ. მოგვიანებით კი ტყვეთა გაცვლის პროგრამის ფარგლებში სამშობლოში დააბრუნებენ.

მეტი...

,,მიშას მკურნალობის პროცესი ხანგრძლივია და ურთულესი”- ნიკოლოზ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ნიკოლოზ სააკაშვილი სამედიცინო კვლევების შედეგების გამოაქვეყნებას ითხოვს. ,,დღემდე ვიყავი იმედიანად, მოლოდინის რეჟიმში. ველოდებოდი კლინიკიდან სამედიცინო კვლევის შედეგებს.მინდა გამოვხატო აღშფოთება იმის მიმართ რაც ხდება მიშას ირგვლივ. თითქოს ყინული დაიძრა ,მიშა სამოქალაქო კლინიკაშია, გაჩნდა იმედი, რომ  იმ ადამიანებში რომლებიც მანიპულირებენ მესამე პრეზიდენტის ბედით გაიღვიძა ჰუმანურობამ. კვლავ შევცდი. მერამდენე დღეა პაციენტი იმყოფება ვივამედის კლინიკაში, და რა?სტანდარტული ფრაზები-კვლევა გრძელდება. როგორც ექიმს არ მესწავლება რა დრო სჭირდება ადამიანის სამედიცინო კვლევას, რა სირთულის არ უნდა იყოს ის. სურვილისსამებრ ამის გაკეთება შესაძლებელია რამოდენიმე საათსა…

მეტი...

„ქართული ოცნებისგან მიზანმიმართულად მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ  „ქართული ოცნების“ მხრიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია, რათა დასავლეთმა საქართველოს დაჩქარებულ ინტეგრაციაზე უარი უთხრას. „ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ნიკა გვარამიას დაკავება მიზანმიმართულად დაამთხვიეს. გვარამიას დაკავება შეეძლოთ სექტემბერში, იანვარში. რატომ დააკავეს გვარამია პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის წინ? – იმისთვის, თითქოს, ერთი მხრივ, კითხვარი მიაქვთ და აბარებენ ევროკავშირს, რათა საქართველოს მოქალაქეებს შეუქმნან  ილუზია, რომ ევროკავშირი უნდათ, რეალურად, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრას კანდიდატის სტატუსზე. ამიტომ არიან ანტიქართული და ანტიევროპული ძალა. არ გამოვრიცხავ, რომ ჩრდილოელი მეზობლისგან რეალურმა ბატონ-პატრონებმა მიიღეს კონკრეტული დავალებები, რა ნაბიჯები გადადგან და…

მეტი...

,,მინდა ნაციონალურმა მოძრაობამ დაშლაზე უფრო მეტი ისაუბროს, ვიდრე პარლამენტის დატოვებაზე“-იაგო ხვიჩია

 „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ არ აპირებს ,,ნაციონალური მოძრაობის” დაანონსებულ აქციებს შეუერთდეს. მისი განმარტებით, ხალხის ტარება აქციაზე ისე, რომ მიზანი არ გაქვს უხერხულია. „მგონი, ასეთ რამეს არავინ დაუჯერებს, ვიდრე „ნაცმოძრაობა“ არ ამბობს საქმიან სიტყვას – დავიშალეთ. არ ვაპირებთ, ამ აქციებს შევუერთდეთ. სხვასაც ვურჩევთ, მასში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან უხერხულია ამ ხალხის ტარება აქციაზე ისე, რომ მიზანი არ გაქვს, სათქმელი არ გაქვს, გეგმა არ გაქვს. ჯერ ესენი უნდა მოიფიქრო და ხალხს მხარდაჭერისთვის შემდეგ უნდა დაუძახო. უნდა იცოდე, ადამიანების დახმარება რაში გჭირდება. თუ ეს არ იცი, ადამიანებს ვერ გააგებინებ რა გინდა…

მეტი...

,,ჩვენ გავიმარჯვებთ, მივაღწევთ ყველა მიზანს”- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა საგანმანათლებლო მარათონზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი დასახულ მიზნებს განახორციელებს და გაიმარჯვებს. მისი თქმით, პუტინს მთელი ქვეყანა უჭერს მხარს. „დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება; ჩვენ გავიმარჯვებთ, მივაღწევთ ყველა მიზანს. პუტინს მხარს უჭერს მთელი ქვეყანა. მას მთელი თაობა უჭერს მხარს. ჩვენ მივაღწევთ ჩვენსას და თქვენ უკეთესად იცხოვრებთ, თქვენი უსაფრთხოება იქნება პრიორიტეტი“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მეტი...

ბათუმში ქალი ყოფილმა ქმარმა დაჭრა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის ქალმა ბავშვი ბაღში დატოვა, უკან დაბრუნებისას კი გზაზე ყოფილი ქმარი დახვდა და ბეჭის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. 35 წლის ქალის ჯანმრთელობის  მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის კლინიკაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

,,ვერც პოლიტიკოსის და ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი კანონის მოქმედებას ვერ შეაჩერებს”- კახა კალაძე

,,კანონის წინაშე ყველანი თანასწორი ვართ და მასზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი ვერ დადგება,”– ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს. კალაძის განცხადებით, აღნიშნულ შემთხვევაში, სახეზეა კონკრეტული დანაშაული, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა. „როდესაც სჩადიხარ დანაშაულს, ვერც პოლიტიკოსის და ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი ვერ შეაჩერებს სამართლებრივ მოქმედებებს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. სახეზეა კონკრეტული დანაშაული, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და ბატონ ნიკა გვარამიას მიესაჯა სასჯელი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განცხადება მოგვისმენია მისგან ჩემი განადგურების მუქარით, ბევრი სიძულვილის ენა, რაც ამ ადამიანისგან მოდიოდა, არ მიხარია არავის…

მეტი...

,,შავით თეთრზე დამტკიცდა, რომ ნიკა გვარამიამ 7 მილიონი ლარით აზარალა რუსთავი 2″- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი განცხადებით, ნიკა გვარამიამ 7 მილიონი ლარით აზარალა ,,რუსთავი 2″და დადგმებს ყველამ თავი უნდა დაანებოს. „მგონია, რომ ტრაგედიებსა და დადგმებს უნდა შევეშვათ. თუ არგუმენტები აქვს, წარმოადგინოს. ბუნებრივია, საერთაშორისო გამოხმაურებები მოსალოდნელი იყო, რადგან ჩვენ ეს 2017 წელს გამოვიარეთ. „რუსთავი 2“- ის თემაზე „ენჯეოშნიკების“, ცნობილი ჟურნალისტების, ევროპარლამენტარების, სენატის წარმომადგენლების, ფასიანი ლობისტების გზავნილები ამოიღეთ – ისინი დღევანდელ მესიჯებს ერთი-ერთში ემთხვევა, რადგან ამბობდნენ, რომ ეს იყო დემოკრატიის დასასრული, დიქტატურა მყარდებოდა, მედია აღარ არსებობდა. შემდეგ როგორც კი, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს…

მეტი...

,,პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია იმისთვის აქვს, რომ ასეთი უსამართლო პრეცედენტები ქვეყანაში არ იყოს”- ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს ნიკა გვარამია შეიწყალოს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის მზად არის პრეზიდენტს შეხვდეს და აღნიშნულ საქმეზე ომბუდსმენის შეფასება გაუზიაროს. ,,პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ, რომ ვნახოთ განაჩენი შევისწავლოთ და აუცილებლად გვექნება ჩვენი სრულყოფილი შეფასება სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. გუშინვე გავაკეთე მიმართავ, პრეზიდენტის მიმართ, რომ მზად ვარ შევხვდე და ჩვენი სამართლებრივი შეფასებები და მოსაზრებები გავუზიარო. ადამიანი არის მსჯავრში მიცემული იმის გამო, რაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, საერთაშორისო პრაქტიკით, არ წარმოადგენს დანაშაულს, ამის მტკიცებულებები გვაქვს, გვაქვს კომპეტენტური სამართლებრივი მოსაზრება და რა თქმა უნდა, ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია, რომ…

მეტი...

,,საბედნიეროდ საქართველოსა და მოლდოვაში ომი არ არის”- ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საქართველოსა და მოლდოვის შესახებ ისაუბრა. ბორელის განცხადებით, ორივე ქვეყანა გრძნობს რუსეთის საფრთხეს და მათ მხარდასაჭერად შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. „საქართველოსთვის ჩვენი გზავნილი ისეთივეა, როგორც ყოველთვის – ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, რითიც შეგვიძლია, გამოწვევებთან გასამკლავებლად. ვიცით, რომ საქართველო და მოლდოვა გრძნობენ რუსეთის საფრთხეს და ჩვენ ვიქნებით მზად, მხარი დავუჭიროთ მათ ისე, როგორც ამას ვაკეთებდით უკრაინის შემთხვევაში. საბედნიეროდ საქართველოსა და მოლდოვაში ომი არ არის. ჩვენ ასევე ვიზიტით გვესტუმრებიან უკრაინის თავდაცვის მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი და განვიხილავთ…

მეტი...

,,მე მგონია, რომ ბატონი ნიკა გვარამიაც და ბატონი სააკაშვილიც არიან ტყვეები”- იაგო ხვიჩია

პარტია ,,გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ნიკა გვარამიას მიმართ, სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს დააზარალებს. ,,მე მგონია, რომ ბატონი ნიკა გვარამიაც და ბატონი სააკაშვილიც არიან, როგორც ომის შედეგად გამარჯვებული რომ დამარცხებულს ატყვევებს, აი ეს მომენტი და შესაბამისად, ტყვეები არიან. როდესაც დასავლეთთან ასეთი ტიპის ურთიერთობები ყალიბდება, შეტანილი გვაქვს განცხადება ევროპასთან ინტეგრაციისთვის, ამ დროს ამის მოწყობა არაფერ შუაში არ არის. ეს საკითხი ან ადრე უნდა გადაწყვეტილიყო, ან მოიცდიდა,” – აღნიშნავს იაგო ხვიჩია.

მეტი...

,,ქვეყანას არავის ავარევინებთ”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა  აცხადებს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” რუსული სცენარით მოქმედებს და მათი გადასაწყვეტია დატოვებენ თუ არა პარლამენტს. ზარქუას განმარტებით, საპარლამენტო მანდატებზე ოპოზიციონერ დეპუტატებს აქამდეც არა ერთხელ  უთქვამთ უარი. „ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ აქ არის გარკვეული მარგინალური ჯგუფი, რომელიც შემჩნეულია ასეთ ქმედებებში – ხან შემოდიან, ხან გადიან, ხან მანდატს ტოვებენ. შემდეგ მანდატის აღდგენას გვთხოვენ, ასევე სიას კეტავენ, შემდეგ მის აღდგენას გვთხოვენ. ამაში ხომ შემჩნეული არიან? – რომ გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობა“ რაიმე დიდი საქმეს აკეთებს პარლამენტში-თქო, მოგატყუებთ. მოსახლეობისთვის საინტერესო თემები მათთვის უინტერესოა. რას აკეთებენ? შეგიძლიათ, მათი ისეთი ერთი ინიციატივა…

მეტი...

,,25 ქვეყანაში ამოუცნობი ჰეპატიტი გავრცელდა, რომელიც ბავშვებში ღვიძლის გადანერგვას საჭიროებს” – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

,,25 ქვეყანაში ამოუცნობი ჰეპატიტი გავრცელდა, რომელიც ბავშვებში ღვიძლის გადანერგვას საჭიროებს”,- ამის შესახებ, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა. ივანე ჩხაიძის განცხადებით, ოქტომბრიდან დღემდე მთელ მსოფლიოში ჰეპატიტის ახალი ვარიანტის 450 შემთხვევაა დაფიქსირებული. ,,მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰეპატიტის ახალი სახეობა დაფიქსირდა. სტატისტიკის მიხედვით მთელი მსოფლიოს მასშტაბით 450 შემთხვევა არის დაფიქსირებული. ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ფიქსირდება. დაავადებულებს შორის არის გარდაცვალების შემთხვევები და მძიმე მიმდინარეობაც, როდესაც საჭირო გახდა ღვიძლის გადანერგვა. ძირითადად, ეს ეხება ბავშვებს და ამ ბავშვების…

მეტი...

„ჯანმო სამ ახალ მუტაციას განიხილავს, რომელსაც შეუძლია ეპიდემიური ვითარება შეცვალოს“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ომიკრონი თავისი მრავალრიცხოვანი ქვევარიანტებით წარმოდგენს რეალურ საფრთხეს, ინფიცირების ახალი ტალღის დაწყებისთვის“ – ეს განცხადება იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის  საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. პროფესორის შეფასებით, პანდემიის დასრულება ჯერ ნაადრევია. „საქართველოში პანდემიის მხრივ რომ ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოში საკმაოდ ბევრი ქვეყანაა, სადაც შემთხვევების მატება მიმდინარეობს. ჯამში, 60-დან 70-მდე ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ ნაადრევია საუბარი პანდემიის დასრულებაზე. მაშინ, როდესაც მსოფლიოში არათანაბარი მდგომარეობაა, დაინფიცირება მაღალია, ერთ ქვეყანაში პანდემიის დასრულებაზე ნაადრევია. ჯანმოა პასუხისმგებელი როგორც პანდემიის გამოცხადებაზე, ისე დასრულებაზე“ – განაცხადა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.…

მეტი...

,,ვინც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არ შეიძლება შეწყალების საგანი გახდეს“- ირაკლი კობახიძე გვარამიაზე

,,გვარამია პრეზიდენტის მიმართ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით – ის, ვინც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არ შეიძლება შეწყალების საგანი გახდეს, – აღნიშნული განცხადება, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა გვარამია პრეზიდენტის მიმართ ბილწსიტყვაობდა, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტსაც აყენებდა შეურაწყოფას. კობახიძე  მიიჩნევს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშლება. „როდესაც გვარამია ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას [შეწყალება] მიიღებს, გამოდის რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს, ის უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის…

მეტი...

,,ნიკა გვარამიას საქმე კითხვებს აჩენს”- დიეგო კოლასი

,,არ ვაკეთებ კომენტარს სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, თუმცა ნიკა გვარამიას საქმე კითხვებს აჩენს, – აღნიშნული განცხადება, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა გააკეთა. დიეგო კოლასმა ჟურნალისტებთან ნიკა გვარამიას დაკავების საქმეზე ისაუბრა. „ვფიქრობ, ეს ბადებს კითხვებს. პირადად მე არ ვაკეთებ კომენტარს ინდივიდუალურ საქმეებზე, სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. თუმცა ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აჩენს კითხვებს. ფუნდამენტური კითხვა, ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც აქ სასწორზე დევს, არის სიტყვის თავისუფლება. ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტები კანონზე მაღლა დგანან, თუმცა როდესაც არის სასამართლო დევნა, სასამართლო საქმეები, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს მიმართული, რომ თავიდან იყოს აცილებული სიტყვის თავისუფლებაზე გავლენა. დგას თუ არა ეს…

მეტი...

„ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, „რუსთავი 2“ სრულიად ყაჩაღურად მიიტაცა”- ირაკლი კობახიძე

„მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, „რუსთავი 2“ სრულიად ყაჩაღურად, მთელი საზოგადოების თვალწინ მიიტაცა, ეს პარტია და მისი პარტნიორები ურცხვად ამტკიცებდნენ, რომ სასამართლომ ტელეკომპანია კანონიერ მფლობელს უსამართლოდ დაუბრუნა”- ამის შესახებ,  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ვინც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ძარცვაში მონაწილეობდნენ, სასამართლოს წინაშე  პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდებიან. „გუშინდელი სასამართლო განაჩენის დეტალებზე საერთოდ არ გვსურს საუბარი. ყურადღებას გავამახვილებთ საქმის მხოლოდ ერთ გარემოებაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ ფსევდოიურისტები განაჩენის „აბსურდულობას“ ამტკიცებენ იმ ფაქტზე მითითებით, რომ გვარამიას ტელეკომპანიის ძარცვა მის მაშინდელ მფლობელებთან შეთანხმებული ჰქონდა. ეს…

მეტი...