„ძალიან მცირე დროის საქმეა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა“ – ნიკანორ მელია  

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებლად მოხდება. როგორც მან დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა, საუბარია პუტინის ტყვეზე. ტყვეობიდან გათავისუფლება კი ხანმოკლე არ აღმოჩნდა. „საერთაშორისო საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია ორი მყარი და მკვეთრი პოზიცია. ერთი, უკრაინასთან მიმართებაში და მიხეილ სააკაშვილის ტყვეობასთან მიმართებაში. დღეს უკრაინის გვერდით ვინც არ დგას, მიუხედავად არგუმენტებისა, ის დგას რუსეთის მხარეს. ეს პოზიცია არსებობს, ან შენ ხარ სწორ მხარეს, ან შენ ხარ ბოროტების მხარეს. იგივეა დღეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ნიკანორ მელიამ. მისივე შეფასებით, ყველა  საერთაშორისო ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სუვერენული სახელმწიფოს პირველი…

მეტი...

პუტინმა ისრაელის პრემიერს, ლავროვის განცხადებების გამო ბოდიში მოუხადა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა, ისრაელის პრემიერისთვის ბოდიში მოეხადა. საუბარია რუსეთის საგარეო მინისტრის განცხადებაზე, როცა მან ებრაელები ჰიტლერს შეადარა და აღნიშნა, რომ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო, პრეზიდენტმა პუტინმა ისრაელის ის პრემიერ-მინისტრს ბოდიში სატელეფონო საუბრისას მოუხადა. ნაფტალი ბენეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა პუტინის ბოდიში მიიღო. ისრაელსა და რუსეთს შორის ვითარება სწორედ სერგეი ლავროვის განცხადების შემდეგ დაიძაბა. ისრაელი რუსეთისგან ბოდიშს ითხოვდა. ისრაელი რუსეთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

მეტი...

მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა

„აზოვის“ ბატალიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე  იმყოფებიან და სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. „კიდევ ერთხელ – არავის არავინ არ განუდევნია. რუსები ქარხანაში არიან. მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა“, – აცხადებს პალამარი. პუტინი კი უკრაინელებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს. პუტინი ითხოვს, ზელენსკიმ საკუთარ მებრძოლებს დანებება უბრძანოს

მეტი...

პუტინი ითხოვს, ზელენსკიმ საკუთარ მებრძოლებს დანებება უბრძანოს

ვლადიმერ პუტინი ისევ ითხოვს, „აზოვსტალის“ ქარხანაში გამაგრებულმა უკრაინელმა მებრძოლებმა იარაღი დაყარონ. ქარხნის ტერიტორიაზე ამ წუთებშიც უმძიმესი ბრძოლა მიმდინარეობს. რუსული ჯარები ქარხანას განუწყვეტლივ ბომბავენ. მიზის ზევით არაფერი დატოვეს. პუტინის ფოლადის ქარხანაში მყოფი მებრძოლებისგან იარაღის დაყრას და დანებებას ითხოვს. პუტინმა აღნიშნული მოთხოვნა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა. კრემლში ასევე აცხადებენ, რომ დანებების შემთხვევაში, სამოქალაქო პირებს უსაფრთხო დერეფანს შესთავაზებენ.  

მეტი...

„შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები და დადგნენ ერთად რუსეთის წინააღმდეგ“ – ამერიკის ელჩი უკრაინა-საქართველოზე

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ უკრაინისთვისაც და საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, ერთმანეთს დაუდგნენ გვერდით და საერთო მტერს, რუსეთს ერთად ებრძოლონ. ელჩი ორივე მხარეს მოუწოდებს, შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები. „უკრაინასა და აქ, საქართველოში, გარკვეულ ადამიანებს შორის ურთიერთბრალდებების საკითხს რაც შეეხება, არ მომისმენია, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ამ ომში. სინამდვილეში,  მოვისმინე, რომ ადამიანები არიან ძალიან ფრთხილი და ძალიან სენსიტიური იმ ფაქტთან მიმართებაში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია რუსული ძალები. საქართველომ უკვე გამოიარა თქვენს მოქალაქეებზე რუსეთის ძალების თავდასხმისა და თქვენი ტერიტორიის ოკუპაციის მტკივნეული გამოცდილება. ასე რომ, ნამდვილად სასარგებლო იქნება, შეწყდეს ერთმანეთზე…

მეტი...

დონორთა კონფერენციაზე უკრაინისთვის 6.5 მილიარდი დოლარი შეგროვდა

პოლონეთში, კერძოდ ვარშავაში მიმდინარე დონორთა კონფერენციაზე, მონაწილე ქვეყნებმა უკრაინისთვის 6.5 მილიარდი დოლარი შეაგროვეს. კონფერენციას საქართველოდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება. აღნიშნული თანხის შეგროვება სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის, ბიზნესის თუ ორგანიზაციების დახმარებით მოხერხდა. დონორთა კონფერენციის ინიციატორები პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი და შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი არიან. კონფერენციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ესწრება. „იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა“ – დენის შმიგალი პოლონეთში

მეტი...

„გვსურს ახალი ევროპული ქვეყნის მშენებლობა, დაწყებული მწვანე ტექნოლოგიებით“ – უკრაინის პრემიერი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს ქვეყნის აღდგენის გეგმაზე მუშაობა პარტნიორებთან ერთად. როგორც დენის შმიგალმა ვარშავაში მიმდინარე დონორების საერთაშორისო კონფერენციაზე აღნიშნა, გეგმაშია ახალი, ევროპული ქალაქის მშენებლობა. „უკრაინა, პარტნიორებთან ერთად, მთელი მსოფლიოდან აღდგენის გეგმას და უკრაინის აღდგენის ფონდს „Ukraine 24“-ს ამზადებს. ჩვენ ვაპირებთ არა მხოლოდ იმის აღდგენას, რაც დაზიანებული და განადგურებული იყო აგრესორის მიერ, არამედ, გვსურს ახალი ევროპული ქვეყნის მშენებლობა დაწყებული მწვანე ტექნოლოგიებით, ევროპული სტანდარტებით გაგრძელებული; თვითკმარი ენერგოსექტორით დაწყებული, თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებით გაგრძელებული; თავისუფალი ევროპული ბაზრით დაწყებული, თანამედროვე ურბანული სივრცეების შექმნით გაგრძელებული“ – განაცხადა დენის შმიგალმა ვარშავაში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკრაინის გეგმები ამბიციურია,…

მეტი...

„იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა“ – დენის შმიგალი პოლონეთში

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ომში მყოფ ქვეყანას ყველაზე მეტად 4 რამ სჭირდება. დენის შმიგალის განცხადებით, ეს არის იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა. აღნიშნულის შესახებ შმიგალმა ვარშავაში მიმდინარე დონორების საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ ეტაპისთვის, უკრაინის დანაკარგი 600 მილიონ დოლარს ითვლის. „ძვირფასო კოლეგებო, უკრაინაში ომია. ჩვენი ადამიანური დანაკარგები, ასევე ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური ზარალი უკიდურესად მაღალია. პირდაპირი დანაკარგი 600 000 000 დოლარს ითვლის. 5 მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებული გახდა მიეტოვებინა მათი სახლები და წასულიყო საზღვარგარეთ. 12 მილიონზე მეტი უკრაინელი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგუილებულია პირია. უკრაინული ბიზნესის მესამედი გაჩერებულია. უკრაინის ჯარი იბრძვის…

მეტი...

რუსმა სამხედროებმა ხარკოვში 15 წლის ბიჭი მოკლეს

ქალაქ ხარკოვში ოკუპანტებმა ზოოპარკის თანამშრომლებსა და მოხალისეებს ცეცხლი გაუხსნეს – ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი მოხალისე,  15 წლის ბიჭი დაიღუპა. ზოოპარკის მფლობელის, ოლეკსანდრ ფელდმანის განცხადებით, რუსი სამხედროების მიერ სროლის შედეგად, მძიმე დაზიანება მიიღო კიდევ ორმა ადამიანმა. “ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად ამ დრომდე იბრძვიან. დაღუპული 15 წლის ბიჭი ცხოველების ევაკუაციასა და გამოკვებაში მშობლებს ეხმარებოდა. ეს გმირი ბიჭუნა ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება,”- აღნიშნა ოლეკსანდრ ფელდმანმა .

მეტი...

,,რა სახის მომსახურება უნდა გაეწიოს სააკაშვილს ისეთი, რომელიც არ შეიძლება გაეწიოს საქართველოში”- გიორგი ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას ენდობა, თუმცა მისთვის გაუგებარია რისთვის არის საჭირო მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა. ,,არსებობს რეკომენდაციები, მაგრამ არ არსებობს კონკრეტული მითითება, თუ რა სახის მომსახურება უნდა გაეწიოს სააკაშვილს ისეთი, რომელიც არ შეიძლება გაეწიოს საქართველოში.  მეც ვამბობ, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმთან დაკავშირებით ვენდობი მის კომენტარებს, მის განცხადებებს, მაგრამ არსებობს შეკითხვები, რომელზედაც პასუხები უნდა მიიღოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურამ და არა მე, ან კელი დეგნანმა,”- აცხადებს გიორგი ვოლსკი.

მეტი...

,, ჩვენ ერთად აღვადგენთ თანამედროვე, დემოკრატიულ უკრაინას”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ ევროკავშირის სოლიდარობის ძალისხმევა ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე იქნება ფოკუსირებული. „ჩვენი სოლიდარობის ძალისხმევა ფოკუსირებული იქნება სამ საკვანძო სფეროზე – ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ლიკვიდობის მოკლევადიანი საჭიროებები და რეკონსტრუქცია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, რათა რეაგირება მოვახდინოთ უკრაინელი ხალხის ამჟამინდელ ტანჯვაზე როგორც უკრაინის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ, ნომერ პირველი პრიორიტეტია ჰუმანიტარული ქმედებებისთვის თანხების  მობილიზება. უკრაინას სჭირდება მნიშვნელოვანი დაფინანსება, რომ შეინარჩუნოს სახელმწიფოს მუშაობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, დაახლოებით ხუთი მილიარდი ევრო თვეში. ჩვენ შევაგროვეთ და გამოვყავით მიკროფინანსური დახმარება ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, თუმცა…

მეტი...

ჩეხეთი ახალ პროგრამას წარადგენს, რომელიც უკრაინასთან ერთად საქართველოსაც დაეხმარება

ჩეხეთი წარადგენს რეკონსტრუქციისა და სტაბილურობის პროგრამას უკრაინისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მოლდოვისა და საქართველოს მდგრადობასაც  ენერგეტიკის და კიბერუსაფრთხოების სფეროში, – ამის შესახებ ინფორმაციას, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი ავრცელებს. იან ლიპავსკიმ პოლონეთში მიმდინარე დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩეხეთი მკაცრად გმობს რუსეთის შეიარაღებულ ძალადობას და მხარს უჭერს უკრაინას. „ვგმობთ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ჩეხეთმა 22 მილიონი ევროს დახმარება უზრუნველყო უკრაინის დაზარალებული მოსახლეობისთვის, ასევე ლტოლვილებისთვის. ჩეხეთი უზრუნველყოფს დამატებით 18 მილიონი ევროს მობილიზებას. ომი უკრაინაში და მისი ჰუმანიტარული და გეოპოლიტიკური შედეგები ჩვენი მომავალი ევროკავშირის პრეზიდენტობის განსახილველი…

მეტი...

აზოვის პოლკი დახმარებას ითხოვს

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც მსოფლიო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს და დახმარებას სთხოვს. “მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას, მოხდეს სამოქალაქო პირების და დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია, რომლებიც საშინელი ტანჯვით იხოცებიან, სათანადო მკურნალობის არქონის გამო. მოგვეცით საშუალება, გადავასვენოთ მებრძოლების ცხედრები, რათა უკრაინელებმა შეძლონ საკუთარ გმირებთან გამომშვიდებება. შესაბამისი რეაგირებაა საჭირო იმ კრიტიკულ სიტუაციასთან დაკავშირებით, სადაც მოწინააღმდეგე არ იცავს არანაირ ეთიკურ ნორმას, კონვენციასა თუ კანონს, მსოფლიოს თვალწინ ანადგურებს ადამიანებს,”- აცხადებს სვიატოსლავ პალამარი.

მეტი...

,,უკრაინის მოსახლეობისთვის 200 მილიონ ევროს გამოვყოფთ”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის მოსახლეობისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს. მისი განმარტებით, რუსეთი ყოველდღიურად სჩადის ომის დანაშაულებს და პუტინმა ამ ყოველივეს საფასური უნდა გადაიხადოს. „რუსეთის აგრესიის სისასტიკემ მსოფლიო შოკში ჩააგდო. ეს საკუთარი თვალით ვნახე, როდესაც კიევში ვიმყოფებოდი. ვიყავით ბუჩაში და ვნახეთ საერთო საფლავები, დაჭრილები სახლებსა და საავადმყოფოებში, რომელიც დაბომბეს. საბავშვო ბაღები და სკოლები. ეს საშინელებაა, ომის დანაშაულებია, რომელსაც რუსეთი ყოველდღიურად სჩადის. სწორედ ამიტომ ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ვერ შევედრებით უკრაინელი ხალხის სიმამაცეს და გაღებულ მსხვერპლს, მაგრამ შეგვიძლია, დაგეხმაროთ და თქვნ…

მეტი...

,,საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი უკრაინის დასახმარებლად”-ირაკლი ღარიბაშვილი

,,საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის მიმდინარე სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო უკრაინაში ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელია. „საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის მიმდინარე სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას. საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში გაიგზავნა 500-ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენი ხელისუფლება დახმარებას უწევს დევნილებს უკრაინიდან, რა მიზნითაც უკრაინის მოქალაქეთათვის უზრუნველვყოფთ ცხელ ხაზს, დაბინავებას, აუცილებელ…

მეტი...

,,ჩვენ ვგმობთ რუსეთის უხეშ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ”-ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი რესურსის მობილიზაცია ამ დამანგრეველი ომის შედეგების შესამსუბუქებლად” – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლონეთში, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ომმა უკრაინაში გამოიწვია მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას. ,,ჩვენ ვგმობთ რუსეთის უხეშ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებს და ნორმებს და წარმოადგენს უპრეცედენტო გამოწვევას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. უკრაინაში ომის შედეგები განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურას და საფუძველს ჩაუყრის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ჩვენს რეგიონში და  მის საზღვრებს გარეთ. ომმა უკრაინაში გამოიწვია მძიმე ჰუმანიტარული…

მეტი...

შვედეთი უკრაინას 23 მილიონი დოლარის დახმარებას გადასცემს

დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების სახით, შვედეთი უკრაინას დამატებით 23 მილიონ დოლარს გადასცემს. შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინას სამხედრო და ფინანსური დახმარება დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს. „ჩვენ აქ შევიკრიბეთ უკრაინის ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად. ეს ხალხი განიცდის უზარმაზარ უსამართლობას და ტანჯვას. მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო 11 წლის ილიას, ოდესელი ბიჭუნას სიტყვებით, რომლებიც მანდ „იუნისეფს“ უთხრა: „მე მეშინოდა. მე მესმოდა აფეთქებები. ნებისმიერ დროს რაკეტა შესაძლებელი იყო, მოხვედროდა ჩემს სახლს და ყველა დაიღუპებოდა“. ეს არის მრავალი ჩვენებიდან მხოლოდ ერთ-ერთი. ეს არც ერთმა ბავშვმა არ უნდა გამოსცადოს. რუსეთის…

მეტი...

,,ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას”- კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. ელჩის განცხადებით, კარგი იქნება თუ სააკაშვილს კვალიფიციური მედიკოსები ნახავენ. ,,ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. აქამდეც მოვუწოდებდით და ახლაც მოვუწოდებთ, რომ ის ნახონ კვალიფიციურმა მედიკოსებმა. ასევე, ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა კვალიფიციური და პროფესიონალი ექიმების მიერ. ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიმართ. ამ რეკომენდაციების მიმართულებით, ანუ როგორ ჩაატარეს მათ მონიტორინგი და რა რეკომენდაციებიც გასცეს, ამიტომ მოვუწოდებთ მთავრობას, სერიოზულად მიუდგნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, რადგან ომბუდსმენის ოფისს აქვს კონსტიტუციური მანდატი, დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება საქართველოში და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არის შესაბამისი…

მეტი...

,,უკრაინა, ევროპა და მთელი მსოფლიო არის გამარჯვების გზაზე”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, ვარშავაში მიმდინარე დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა ევროპას ერთიანობისკენ მოუწოდა და ქვეყნის რეკონსტრუქციის პროცესში ჩართვა სთხოვა. ,,ჩვენი აქ შეკრება მოწმობს იმას, რომ უკრაინა, ევროპა და მთელი მსოფლიო არის გამარჯვების გზაზე, ეს ნიშნავს რომ ჩვენი კონტინენტი ერთიანია. რუსები დამარცხდებიან. უკრაინელი სამხედროები ჩვენს თავისუფლებას მამაცურად იცავენ. ეს ყველაფერი ბრძოლის ველზე არ დასრულდება, აუცილებელია ვიყოთ დარწმუნებული რომ ნორმალური ცხოვრების გაგრძელებას შევძლებთ. არ უნდა გაგრძელდეს ტირანიის დაფინანსება, რაც ათეულობით წლების განმავლობაში ხდებოდა გაზისა და ენერგო რესურსების შეძენით. ჩვენ ვემზადებით ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციის გეგმისთვის, რითაც უნდა აღდგეს უკრაინა. უნდა შევძლოთ ქვეყნის მოდერნიზება…

მეტი...

,,რუსები ამბობენ, რომ უბრალოდ უკრაინელების მოკვლა სჭირდებათ”- ვიტალი კიმი

მიკოლაივის მერის ვიტალი კიმის განცხადებით, ქალაქის  ტერიტორიაზე საჰაერო იერიში გრძელდება. მერის ინფორმაციით,  მსხვერპლი არ არის, თუმცა დაბომბვის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა ქალაქს. ,,დაბომბვები გრძელდება. ოკუპანტები ამას 9 მაისამდე, რუსეთის სირცხვილის დღისთვის აკეთებენ. მსხვერპლი არ ყოფილა, მსუბუქად დაშავდნენ. მატერიალური ზარალი დიდია, მაგრამ გადავრჩებით. რუსების რიტორიკის მიხედვით შევამჩნიე, დაავიწყდათ, რომ ისინი აქ რუსულენოვანების გასათავისუფლებლად მოდიან. დაავიწყდათ რისთვის იყო ეს სპეცოპერაცია. პრინციპში, მთელი რიტორიკა შეიცვალა. ახლა ტელევიზიით ამბობენ, რომ უბრალოდ უკრაინელების მოკვლა სჭირდებათ და NATO-სთან ომში არიან. უკრაინელების მკვლელობა ახლა მათი სიდიადეა,” – აცხადებს  ვიტალი კიმი.

მეტი...

„პირდაპირ, ყოველგვარი მინიშნების გარეშე მიდის ომის პროპაგანდა”-გიორგი ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ქვეყანაში  არსებობს გარკვეული გუნდი, რომელიც გეგმავს და ახორციელებს  შეთქმულებას  საქართველოს წინააღმდეგ. „პირდაპირ, ყოველგვარი მინიშნების გარეშე მიდის ომის პროპაგანდა, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. ნინო ლომჯარიას თუ დავუჯერებთ, სჯობს ბომბები გვეცემოდეს, ვიდრე ეს სირცხვილი ვჭამოთ და არ ვიყოთ საომარი მოქმედებების მონაწილე. ეკა გიგაურს თუ დავუჯერებთ, რასაკვირველია, ცეცხლი ალი უნდა აინთოს საქართველოში, რათა ევროპული პოზიცია შევინარჩუნოთ. ის არის ტელეწამყვანების მთელი ჯგუფი, ქუჩის აქტივისტები, იაგო კაჭკაჭიშვილი დაემატა, ექსპრეზიდენტი მარგველაშვილი გამოჩნდა უცებ ასპარეზზე და ყველა ერთად, ორკესტრირებულად, სხვადასხვა ტექსტით, მაგრამ ერთი მიმართულებით ახორციელებენ პროპაგანდას – ქმნიან ისეთ გარემოს,…

მეტი...

სომხეთში აქციები გრძელდება

პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, ერევანში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. პოლიციამ 50-ზე მეტი ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში ქუჩის გადაკეტვას შეეცადნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ისინი დააკავა. პრემიერ-მინისტრის გუნდის გადადგომის მოთხოვნით, საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქცია 2 მაისს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მმართველი პარტიის  წარმომადგენლები აცხადებენ , რომ საპროტესტო აქციები მცირერიცხოვანია და მათ მოთხოვნებს მოსახლეობის უმეტესობა არ იზიარებს.

მეტი...

,,აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსი გენერლების ლიკვიდაციაში ეხმარება”- „ნიუ იორკ თაიმსი“

აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსი გენერლების ლიკვიდაციაში ეხმარება, – აღნიშნულ ინფორმაციას, „ნიუ იორკ თაიმსი“ აშშ-ის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციათ, აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსული დანაყოფების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდის, რამაც უკრაინის არმიას არაერთი რუსი გენერლის ლიკვიდაციის შესაძლებლობა მისცა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 12 რუსი გენერლია უკვე მოკლული. ამასთან, სადაზვერვო ინფორმაცია მოიცავს რუსეთის ჯარების სავარაუდო გადაადგილებას და  საიდუმლო საბრძოლო გეგმის შესახებ ინფორმაციას. მედიის ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები იყენებენ სხვადასხვა წყაროებს, მათ შორის საიდუმლო და კომერციულ თანამგზავრებს, რათა თვალყური ადევნონ რუსული ჯარების გადაადგილებას.

მეტი...

,,ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობარი სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო მისმა პარტიამ”- აკაკი ბობოხიძე

„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე „ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. ბობოხიძის განცხადებით, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა შეცდომა იყო და პარტიამ მას ცრუ მოლოდინები შეუქმნა. „ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო მისმა პარტიამ. ამ ადამიანებმა, ვინც „ჩამოდი, ჩამოდი“ უძახა, და მისივე შეცდომებმა. ეს ყველაფერი მოიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ გულმხურვალე გულშემატკივრების და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივმა შეცდომამ, როდესაც ის დაბრუნდა საქართველოში და ჰქონდა იმედი და განცდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი მზად იყო, რომ ფიზიკურად დაეცვა ის“, – აღნიშნავს აკაკი ბობოხიძე.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილმა დროებით მაინც ქართული პოლიტიკა უნდა დატოვოს”- ვახტანგ მეგრელიშვილი

,,ვფიქრობ, მისი (სააკაშვილის) პრობლემის წყაროა თავისუფლების აღკვეთა და სასაუბროა იმაზე, როგორ შეიძლება, ციხიდან გათავისუფლდეს”-  ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისივე განცხადებით, სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა, მისი ქართული პოლიტიკიდან წასვლაა. „თავს ექიმად რომ ვგრძნობდე, შეიძლება, ამან დამაინტერესოს, რათა გავერკვიო სიტუაციაში, რაც სააკაშვილის გარშემო ხდება. ვერ გამოვრიცხავ, რომ 20 წლის წინ ეს მექნა, მაგრამ ახლა იმის განწყობაზე არ ვარ, ეს გავაკეთო. სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკასთან საუბარი მაინტერესებს, რადგან არ მჯერა, რომ მისი გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიძლება და სწორია. მგონია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის რაღაცნაირი რეცეპტი პოლიტიკურ ნაწილშია და…

მეტი...

ანრი ოხანაშვილი იტალიის დეპუტატთა პალატის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იტალიის დეპუტატთა პალატის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიო პერანტონის შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და დეოკუპაციის მშვიდობიან პოლიტიკას.   „ჩემმა იტალიელმა კოლეგამ ერთმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს იტალიის მტკიცე მხარდაჭერას და რომ ჩვენი ქვეყნის ადგილი ნამდვილად არის იმ დიდ ევროპულ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ბატონ პერანტონის მადლობა გადავუხადეთ საქართველოს მტკიცე თანადგომისათვის და მოვუწოდეთ კვლავ აქტიურად გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.  

მეტი...

,,უკრაინელები ზოგჯერ უფრო მეტს ითხოვენ პარტნიორებისგან”- სალომე ზურაბიშვილი

,,მათ სურთ საქართველოსგან მიიღონ იარაღი, რომ საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი შეუძლებელია”- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ,,Deutsche Welle”-სთან ინტერვიუში განაცხადა.   „უკრაინელები ზოგჯერ უფრო მეტს ითხოვენ პარტნიორებისგან, არა მარტო საქართველოსგან. უხეში სიტყვები გამოიყენეს სხვადასხვა პარტნიორის მიმართ, მათ შორის ბლინკენის მიმართ, როდესაც ის კიევში ჩადიოდა, უთხრეს: „ნუ წამოიღებთ შოკოლადებს, წამოიღეთ იარაღი“. მათ სურთ საქართველოსგანაც მიიღონ იარაღი, რომ საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი შეუძლებელია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა უფრო რეალისტურად უყურებს იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ ეტაპზე. გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, რომელთაგან ერთ-ერთი ახლა რუსეთთან…

მეტი...

ესპანეთში ხანძარს საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბარსელონაში ხანძრის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 4-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ცეცხლის შედეგად ძმები დაიღუპნენ. სავარაუდოდ, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ყოფილმა ბინადარმა განზრახ გააჩინა, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. “4 სართულიან შენობაში მე-3 სართულზე ჰქონდათ ბინა ნაქირავები, ქირით იყვნენ. პირველ სართულზე ვიღაცა თავხედმა გააჩინა ხანძარი. არ ვიცი გული მოუვიდა თუ რა იყო, რაღაც მიზეზის გამო ხანძარი გააჩინა და დაკვამლიანებამ ჩემი შვილები შეიწირა, დაძინებული შვილები დამეღუპა,” -განაცხადა დაღუპული ძმების დედამ.

მეტი...

უნგრეთი რუსულ ნავთობზე უარის თქმას არ აპირებს

უნგრეთი  ევროკავშირის წინადადებას რუსული ნავთობის აკრძალვის შესახებ მხარს არ უჭერს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით,  სანქციების ასეთი ფორმით უნგრეთის ენერგომომარაგება სრულად განადგურდება. მისივე განცხადებით, უნგრეთი სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ შეზღუდვები მილსადენით რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტზე არ გავრცელდება. “უნგრეთის ენერგომომარაგება ამჟამად უსაფრთხოა, მყარ საფუძვლებზე. თუმცა, უნგრეთის უსაფრთხო ენერგომომარაგება სანქციების ამ პაკეტით მთლიანად განადგურდება. ბრიუსელში სანქციების ამ პაკეტის შედეგად, უნგრეთისთვის შეუძლებელი გახდება უნგრეთის ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის საჭირო ნედლი ნავთობის უზრუნველყოფა. საუბარი არ არის პოლიტიკური ნების ნაკლებობაზე, ეს არის ფიზიკური, გეოგრაფიულ-ინფრასტრუქტურული რეალობა. შესაბამისად, სანქციების პაკეტს ამ ფორმით მხარს ვერ დავუჭერთ, უნგრეთი ამ სანქციებს დაეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში,…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. ყოფილი პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას, მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილმა ავრცელებს. უფლებადამცველის თქმით, სხდომაზე, სადაც საზღვრის კვეთის საქმე განიხილება, რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ. “სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას. ჩვენ შევეცდებით პროცესზე შუამდგომლობის დაყენებას, რომელიც მიმართული იქნება სწორედ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დაცვისთვის. მოგეხსენებათ, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმმა გასცა დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად სჭირდება სათანადო მკურნალობა, რომლის გაწევაც ციხის პირობებში არის ფიზიკურად შეუძლებელი, მაგრამ ამის…

მეტი...

თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე სკვერი მოეწყობა

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნინო ჟვანიას N28-ის მიმდებარედ 1 500 კვ. მ. ფართობზე სკვერს აწყობს, – ამის შესახებ, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება ბავშვთა გასართობი, თანამედროვე ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, საფეხმავლო ბილიკები. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაიგება რულონური ბალახი. ასევე, დამონტაჟდება LED განათების სისტემა და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინვენტარი. რეკრეაციული სივრცე მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ აბაშიძემ გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს. „მთაწმინდის რაიონს კიდევ ერთი მაგარი სკვერი შეემატება. ეს ტერიტორია სრულად მოუწესრიგებელი და დაბინძურებული იყო.…

მეტი...

,,პუტინი აპირებდა გამარჯვების მარშის კიევის ქუჩებში გამართვას, ცხადია, ეს არ მოხდება”- ჯენ ფსაკი

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ ფსაკმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე  ისაუბრა. მან  აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. „პრეზიდენტ პუტინის ჩანაფიქრი – ხელში ჩაეგდო უკრაინა, მოექცია ის რუსეთის შემადგენლობაში, წაერთმია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, არ აღმოჩნდა წარმატებული. მოგეხსენებათ, ის ელოდა და აპირებდა მომავალ ორშაბათს, გამარჯვების მარშის კიევის ქუჩებში გაემართა. ცხადია, ეს არ არის ის, რაც მოხდება. მას სურდა, რომ ეს ყოფილიყო ნატოსა და დასავლეთის გაყოფის მომენტი. რა თქმა უნდა, ასე არ ხდება. ჩვენ ვთქვით, რომ გვსურს უკრაინის გამარჯვება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა…

მეტი...

პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლი განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა – დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ხ. მძღოლის ერთ-ერთი თანმხლები პირია, რომელმაც მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა და სხვა პირებთან ერთად მიიმალა“,…

მეტი...

,,ჯანმრთელობის გაუარესება მოხდა მხოლოდ თქვენი სურვილით ”- დიმიტრი ხუნდაძე სააკაშვილს პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. დეპუტატის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მონახულებას აზრი არ აქვს. „ბატონო მიხეილ, ის, რომ ჩემი ძირითადი პროფესია ექიმობაა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით, ყოველგვარი მოპატიჟების გარეშე, პატიმრობის საწყის ეტაპზე, როდესაც შიმშილობდით, დავით სერგეენკოსთან ერთად მოვედით ციხეში თქვენი ჯანმრთელობის მოსაკითხად, რის შემდეგაც გუნდთან ერთად მივიღეთ თქვენი კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, მაშინაც და დღესაც ჯანმრთელობის გაუარესება მოხდა მხოლოდ თქვენი სურვილით და არა ხელისუფლების უდიერი მოპყრობით. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველგვარი პიარის გარეშე, გუშინ დავით სერგეენკოსთან ერთად მოვიკითხეთ, თუ როგორ მიმდინარეობს თქვენს ჯანმრთელობაზე…

მეტი...

ოკუპანტების აგრესიას უკრაინაში 221 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა 

რუსეთის  აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 221 ბავშვია გარდაცვლილი, 408-ზე მეტი კი დაშავებული – აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 139, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 95, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ხერსონის ოლქში – 46, მიკოლაევის ოლქში – 44, ლუგანსკის ოლქში – 37, ზაპოროჟიეს ოლქში – 27, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16,  ჟიტომირის ოლქში – 15. “3 მაისს, ნიკოლაევის რაიონის სოფელ ველიკი-კუტში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 9 წლის გოგონა დაიჭრა.კიევის რეგიონში რუსული არმიის მიერ ჩადენილი კრიმინალური დანაშაულების გამოძიების…

მეტი...

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ცნობილ ღვინის გამოცემებს მასპინძლობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აშშ-დან, ნიდერლანდებიდან, შვედეთიდან, ირლანდიიდან ღვინის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებს მასპინძლობს. ტურის ფარგლებში საქართველოს ჟურნალისტები და ბლოგერები ეწვივნენ, რომლებიც ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ ისეთი გამოცემებისთვის, როგორებიცაა Wine Enthusiast, Wine Business Monthly, KenWijn Magazine, Munskänkarnas Tidning, Star Wine List and Törst; Vinyard Magazine & Hotel & Restaurant Times Ireland. „ჩვენი მიზანია, საქართველოს კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტის პოზიციონირება მოვახდინოთ ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე. ამჟამად ვმასპინძლობთ ჟურნალისტებისა და ბლოგერების 20-კაციან ჯგუფს, რომლებიც კონცენტრირებულები არიან ღვინის ტურიზმის პოზიციონირებაზე. შედეგად, ჩვენ გვექნება როგორც ბეჭდურ, ასევე ონლაინ გამოცემებში, წამყვან…

მეტი...