რუსეთს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო დაატოვებინეს

„ასოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, რუსეთს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს დაატოვებინეს. კერძოდ, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის ნაცვლად ჩეხეთს დაუჭირა მხარი და რუსეთი ჩაანაცვლა. ჩეხეთი სწორედ  ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც რუსეთის ნაცვლად დასახელდა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში, უკრაინაში შეჭრისა და ადამიანების ხოცვის გამო, რუსეთს მუშაობა შეჩერებული ჰქონდა.

მეტი...

გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში არაფერი ეშველება

მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე თანხმობასთან დაკავშირებით გიული ალასანია კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მის შვილს აქ არაფერი ეშველება. „გზაში ვიყავი, რომ გავიგე, რაც გამოცხადდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია და კმაყოფილი ვარ. ადამიანი ვერ ჭამს, ეს გამოსაკვლევია. კარგია, რომ დათანხმდა, ამ დღეებში გადავალო, თქვა. ეს სერიოზული დაავადებაა. რამდენიმე დიაგნოზი აქვს დასმული და ეს ისეთი დაავადებებია, აქ არ ეშველება არაფერი. ამას აუცილებლად დასჭირდება შემდგომი უკვე გაგრძელება გარეთ. რაღაცის იმედი დღეს ნამდვილად გამიჩნდა და ვფიქრობ, რომ ამას ექნება გაგრძელება უსათუოდ. გამხდარია, მაგრამ დღეს რაც მოხდა, ამან იმედი გამიჩინა და ვნახოთ“, –…

მეტი...

სააკაშვილი თანახმაა კლინიკაში გადავიდეს, თუმცა, რადენიმე მოთხოვნა აქვს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მკურნალობას დასთანხმდა. სააკაშვილი რამდენიმე პირობას აყენებს და იუსტიციის მინისტრსა და პენიტენციური სამსახურის დირექტორს მიმართავს. “ვინაიდან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დასუსტებულია და ვფიქრობ, შეუთავსებელია სასიცოცხლო მაჩვენებლებთან, თანახმა ვარ კლინიკა “ვივა მედში” გადასვლაზე გამოკვლევებისთვის, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა და მკურნალობისთვის შემდეგი პირობებით: 1.მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ “ემპათიადან“, რაც კანონით განსაზღვრულია და რაზეც აქამდე უკანონოდ მეძლეოდა უარი; 2.სამუშაო საათებში დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს, ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს; 3.ყოველ გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და ასევე მკურნალობის შემდგომი…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, მიესალმება და სრულად უჭერს მხარს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას. „საქართველოს პრეზიდენტი, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, გაეცნო ყველა მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას: იუსტიციის მინისტრისგან, სახალხო დამცველის აპარატის და მასთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და სამედიცინო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებისგან. პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები. ეს არის ქვეყნის რეპუტაციის და იმიჯის საკითხი, რომელიც მოითხოვს გამჭვირვალობას, დიდ სიფრთხილეს…

მეტი...

„მოუთმენლად ველით კადიდატი ქვეყნის სტატუსს“ – ირაკლი ღარიბაშილი

„საქართველოს მთავრობამ წარმატებით დაასრულა მუშაობა და ახლა, მოუთმენლად ველით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას“ – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა საქართველოს მთავრობამ განსაზღვრულ ვადაზე ადრე დაასრულა. „საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხები გადავეცი. საქართველოს მთავრობამ მოსალოდნელზე ადრე, წარმატებით დაასრულა მუშაობა და ახლა, მოუთმენლად ველით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

მამა მელიასგან დიმიტრი ხუნდაძე პასუხს ითხოვს

უფროსი მელია, დიდი მელია და ახა უკვე მამა მელია – საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიას მამა ანზორ მელიაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე მას ტყუილში ამხელს და პასუხს ითხოვს. „მინდა ერთ ტყუილს გამოვეხმაურო, მამა მელიას ტყუილს. თუნდაც  ირიბი მტკიცებულებები მაინც წარმოადგინოს იმაზე, რაზეც მან ბრალი დამდო, თითქოს სადღაც ავლაბარში, იატაკქვეშეთში თუ სარდაფში არის კლინიკა, რომელსაც მე ვფლობ. იქნებ მისამართი, ან კლინიკის დასახელება, ან კლინიკის ხელმძღვანელის გვარი ან სახელი გააჟღეროს. იქნებ მეც დავიკმაყოფილო ინტერესი. ამ ბოდვაზე ველი პასუხს ერთი პირობით, საკუთარი კუდის მოწმედ მოყვანას არ ვიყოთ. სხვა ნებისმიერ ინფორმაციას მივიღებ და…

მეტი...

სემეკს, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ), ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა  და  საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ და  საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა. სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ბავშვების ინფორმირებულობის უზრუნველყოფას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, გარემოსდაცვით და კლიმატის გამოწვევების საკითხებზე. მხარეთა თანამშრომლობის მიზანია სკოლებსა და ახალგაზრდათა ორგანიზაციებში გარემოსდაცვითი პრინციპების დანერგვის წახალისება, ბუნებრივი რესურსების ეკონომიური მოხმარების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, გარემოსა და კლიმატის შესახებ ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა. თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განახორციელონ…

მეტი...

,,არავის ჭირდება ღარიბი ქვეყნის მიბმა ევროკავშირის ზონაში”- ჰერმან საბო

„არავის ჭირდება ღარიბი, მაჩანჩალა ქვეყნის მიბმა ევროკავშირის ზონაში და მიუხედავად იმისა, ჩვენ მოგვანიჭებენ თუ არა სტატუსს, მაინც მოგვიწევს დავეწიოთ ევროპულ ქვეყნებს ეკონომიკით,“-ამის შესახებ  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრმა ჰერმან საბომ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების პარალელურად უნდა იზრუნოს და ხელსაყრელი ეკონომიკური პირობები შეიქმნას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. „რუსეთ-უკრაინის ომმა დედამიწაზე მიმდინარე პროცესები დააჩქარა და ამ დაჩქარებულმა პროცესებმა მოიტანა ის, რომ ჩვენ უკვე კითხვარის ორივე ნაწილი შევავსეთ, გადავაგზავნეთ, ველოდებით პასუხებს.  ეს ყველაფერი პოლიტიკური გადაწყვეტილებებია და ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ ამ პროცესში მოვახერხებთ და გავხდებით ევროკავშირის ნაწილი. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ გარდა…

მეტი...

,,ნაციონალური მოძრაობა ვერაფრით ეგუება აზრს, რომ ეს ხელისუფლება არ უშვებს 2008 წლის მსგავს შეცდომებს”- მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობაზე ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით,„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი მმართველობის მანძილზე ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ  გათელვას და სრულიად არანორმალურ და მხეცურ დამოკიდებულებებს ძეგლი აღუმართა. „მათი გადაწყვეტილებაა, იბრძოლონ არა მარტო ხელისუფლების მოსაპოვებლად, არამედ საქართველოს მოსახლეობაზე შურის საძიებლად. შურისძიების ეფექტიან ხერხად კი ისახავენ საკუთარი ნაკლოვანებებისა და იმ უმძიმესი ცოდვების სხვაზე დაბრალებას, სხვების იმავე ტალახით გასვრას, რითაც თვითონ არიან გასვრილი. არავინ იფიქროს, რომ ამას შემთხვევით და გაუცნობიერებლად სჩადიან – თავისი მანკიერების ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის დაბრალება არის მიზანმიმართული მცდელობა იმისა, რომ შექმნან იმ უპირატესობების გაქარწყლების ილუზია,…

მეტი...

,,საქართველოს პარლამენტს უფრო მეტი ყურადღება გვაქვს მისაქცევი პატიმრების საკითხზე”- იაგო ხვიჩია

„საქართველოს პარლამენტს უფრო მეტი ყურადღება გვაქვს მისაქცევი პატიმრების საკითხზე, ციხის საკითხზე და როგორი უნდა იყოს მძიმე სასჯელის, უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის პრინციპები. ჩვენ ფაქტობრივად გავურბივართ ამაზე საუბარს“, – განაცხადა პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ. ხვიჩიას განმარტებით, ყველა უნდა დაფიქრდეს რა არის ციხე, რა არის თავისუფლების აღკვეთა, რას ნიშნავს ჯანმრთელობის გამო პატიმრის სადღაც გადაყვანა და რას ნიშნავს ჯანმრთელობის გამო პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლება. „მგონია, რომ თუ რამეს სჭირდება საპარლამენტო კონტროლი, ყველაზე მეტად ამ სფეროს სჭირდება. ამ სფეროს სჭირდება იმიტომ, რომ აქ ყველაზე მეტია იმის შანსი, რომ რაღაც შეგვეშალოს და ადამიანს მთელი…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი მზად არის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილს „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის შეთავაზებაზე ესაუბრა. მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანას მომდევნო დღეებში დათანხმდება. „იუსტიციის მინისტრის შეთავაზებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ვესაუბრე. აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, საუბარი არ არის მის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ საუბარია მხოლოდ გამოკვლევასთან დაკავშირებით. მას შესთავაზეს, რომ „ვივამედში“ გადაიყვანდნენ გამოკვლევასთან დაკავშირებით და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში. თან შესთავაზეს, რომ ეს მომხდარიყო დღეს, რაზეც თქვა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან ისედაც უიშვიათესი დღეა მისი ციხეში ყოფნის პერიოდში, როდესაც ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა ეძლევა. ამის გამო მოუწია ამ შემოთავაზებაზე…

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც ორი წლის განმავლობაში კოვიდკლინიკად ფუნქციონირებდა, დღეიდან, 10 მაისიდან, მოქალაქეებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს. როგორც ცნობილია, რესპუბლიკური საავადმყოფო პანდემიის დაწყებისთანავე კოვიდკლინიკად გადაკეთდა. ამ ხნის განმავლობაში, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესი კოვიდმიმღები ცენტრი 340 საწოლით; ამ პერიოდში, საავადმყოფომ 10 000-ზე მეტ ინფიცირებულს გაუწია სამედიცინო მომსახურება. 10 მაისიდან, რესპუბლიკური საავადმყოფო მიიღებს როგორც კოვიდპაციენტებს, ისე უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო, სტაციონარული თუ ამბულატორიული სერვისების მიწოდებას, მათ შორისაა გადაუდებელი მდგომარეობების მართვა, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, რეანიმაცია, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევები, ამბულატორიული მომსახურება. პოსტპანდემიურ რეალობას რესპუბლიკური საავადმყოფო რეაბილიტირებული…

მეტი...

,,ისინი ყველანი გმირები არიან, ყველა უნდა გადარჩეს”- უკრაინის ეროვნული გვარდია

,,ისინი ყველანი გმირები არიან. ყველა უნდა გადარჩეს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც უნდა გადაიჭრას არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ საერთაშორისო დონეზეც,”- აღნიშნულ განცხადებას, უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდლობა ავრცელებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ,,აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეების და დაჭრილი სამხედროების გამოსაყვანად. „უკრაინის პრეზიდენტი პირადად და ყველა სახელმწიფო ლიდერი ცდილობს მოძებნოს აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობა და გააგრძელოს მუშაობა დაჭრილი ჯარისკაცების, მედიკოსებისა და სამხედროებისთვის „გამოყვანის“ პროცედურის გამოყენებაზე, მათ შორის, მსოფლიო საზოგადოების დახმარებით.” – ნათქვამია ეროვნული გვარდიის განცხადებაში. ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში “აზოვსტალის” ქარხანაზე, 34 საჰაერო შეტევა განხორციელდა,…

მეტი...

,,ველით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას”- ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს მიერ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის შევსებას ეხმაურება. ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს წერს, რომ აღნიშნული პროცესი არის გარდამტეხი მომენტი საქართველოს ევროპულ გზაზე. „კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი საქართველოს ევროპულ გზაზე. დღეს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის დელეგაციას კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. ველით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მალე მიღებას,“ – წერს ნიკოლოზ სამხარაძე. ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა

მეტი...

,,რამე ფორმით საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ქვეყნის ისტორიულ შანსზე იერიშის მიტანა ქვეყნის მტრობაა”- მაკა ბოჭორიშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის ბრალდებებით ქვეყანა ზარალდება. „დღეს ჩვენს საზოგადოებას ესმის გაუგონარი ბრალდებები, რაც მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება- ქვეყანას შეელახოს რეპუტაცია და ამით მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი, რაც შეაფერხებს საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. თქვენ ცდილობთ თქვენი ლიდერის ციხესთან შეუთავსებლობის ჰუმანიტარულ კატასტროფად წარმოჩენას, რაც გჭირდებათ იმისათვის, რომ ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორებთან პოლიტიკური პრობლემები შეუქმნათ. ძალიან სამწუხაროა ამის ყურება, მაგრამ არც ხალხს აკლია გონება, რომ სწორი შეფასებები გააკეთოს და არც ჩვენს პარტნიორებს, რომ ასე მარტივად წამოაგოთ ისტერიულ კამპანიებზე. საბოლოო ჯამში ყველა ბრალდებას სჭირდება მტკიცება, რაც ძალიან გიჭირთ…

მეტი...

,,უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებები”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება დაუსაბუთებელ ინფორმაციებს ავრცელებდა საქართველოს მისამართით. მისი თქმით, უსაფუძვლო ბრალდებების უკან პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდა. „არავითარი საფუძველი არ ჰქონდა განცხადებებს, რომლებიც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებები სხვადასხვა მიმართულებით. არაერთი ასეთი ბრალდება გაჟღერდა და საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ არც ერთ ამ ბრალდებას საფუძველი არ ჰქონდა. თუმცა ბრალდებები კეთდებოდა და ამის უკან იკითხებოდა აშკარა პოლიტიკური ინტერესი. ეს პოლიტიკური ინტერესი შემდეგ არესტოვიჩმა, პოდოლიაკმა და სხვებმაც ცხადად გააჟღერეს. მათი ინტერესია, საქართველო იყოს ჩართული ომში. არ არის ღირსეული საქციელი, როდესაც ხელისუფლება „ფეიკებით“ ცდილობს სხვა ხელისუფლების,…

მეტი...

იაპონია რუსეთს სანქციებს უწესებს

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა და გაყინა 130-ზე მეტი პირის აქტივები. სანქცირებულ პირებს შორის მოხვდა რუსეთის პრემიერმინისტრი, მიხაილ მიშუსტინი. ახალი სანქციები ეხება რუსეთის 8 მოქალაქეს და თვითგამოცხადებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა” და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” 133 წევრს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიაში შედიან მიშუსტინი, ოლიგარქი ვლადიმერ ბოგდანოვი და ოლიგარ გენადი ტიმშენკოს ოჯახის წევრები. იაპონიამ ასევე სანქციები დააწესა რუსულ ორგანიზაციაზე, მათ შორის მწარმოებლებსა და კვლევით ინსტიტუტებზე.

მეტი...

„მადლიერი ვარ, რომ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი მივიღე”- კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ირაკლი ღარიბაშვილის   მიერ, ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილზე გაცემული პასუხების გადაცემას ეხმაურება. მისი განცხადებით, შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის დასკვნაა. „მადლიერი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილზე გაცემული პასუხები მივიღე. შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის დასკვნაა“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი.  ​   ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა

მეტი...

ილია დარჩიაშვილი იმედოვნებს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი, დაფასებული იქნება პარტნიორების მხრიდან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით,  საქართველოში ევროკავშირის ელჩისთვის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემით დასრულდა მნიშვნელოვანი პროცესი. რომლის შედეგადაც განხილული იქნება საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, კითხვარი სრულად ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. მინისტრი იმედს გამოთქვეს,  რომ ის პროგრესი რაც აისახა კითხვარში იქნება სათანადოდ დაფასებული პარტნიორების მხრიდან. “როგორც პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა,  საქართველო ევროკავშირს გადასცემს კითხვარის მეორე ნაწილს. ამით საქართველო ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფაზას ჩვენი თვითშეფასების, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების, რაც ძალიან…

მეტი...

სემეკში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რიგით მეხუთე თვინინგის პროექტი დაიწყო

სემეკში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რიგით მეხუთე თვინინგის პროექტი დაიწყო. „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  მხარდაჭერა  დიგიტალიზაციისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე, ხოლო მისი ბიუჯეტი 250 000 ევროს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის განმახორციელებელია იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახური (GSE). საქართველოს მხრიდან პროექტს ხელმძღვანელობს სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი. პროგრამის ფარგლებში სემეკში გამართული პირველი შეხვედრა გახსნეს სემეკის წევრმა და პროექტის ლიდერმა ბენეფიციარი ქვეყნის მხრიდან, გიორგი ფანგანმა, პროექტის ლიდერმა წევრი სახელმწიფოს მხრიდან ალბერტო ბიანკარდიმ და საქართველოში ევროდელეგაციის წარმომადგენელმა ანდრეი ბარტოსიევიჩმა. „დიგიტალიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს სემეკისთვის. ამიტომ, სათანადო მარეგულირებელი ჩარჩოს…

მეტი...

,,რომელ თავდებობაზეა საუბარი, ადამიანი არის მსჯავრდებული”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას აფასებს. ოპოზიციის წარმომადგენლები, ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას და მას თავდებში ჩადგომას გეგმავენ. “რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” შემოთავაზებას, ამაზე არ ვიცი საერთოდ რამდენად ღირს პასუხის გაცემა ან რომელ სამართლებრივ მექანიზმზე საუბრობს ეს ხალხი, რომელ თავდებობაზეა საუბარი, ადამიანი არის მსჯავრდებული. იგი საკუთარი გადაწყვეტილებით უარს ამბობს მედიკამენტების გარკვეული ნაწილის მიღებაზე, ასევე იკვებება შერჩევითად. შესაბამისად, იმისთვის, რომ არ ჰქონდეს სხვა შესაძლო გართულებები, მას გაუკეთდება შეთავაზება, რომ გადაყვანილი იქნეს კლინიკა “ვივა მედში” – აცხადებს  რატი ბრეგაძე.

მეტი...

,,არ მგონია, ვინმემ შეძლოს სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღება”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის თავდებობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინიციატივაზე. მისი შეფასებით, სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღებას ვერავინ შეძლებს. „იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, ყველაფრით არის უზრუნველყოფილი მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის სათანადო კვებით, სამედიცინო მომსახურებით. თუ ის გადაწყვეტს თვითდაზიანებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა და ცალსახად შეიძლება, ითქვას, რომ ვერავითარ შემთხვევაში თვითდაზიანება ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების, გადაყვანის ან სხვა ზომის გამოყენების საფუძველი, ეს არის ცალსახა. გახსოვთ, თავის დროზე წამებაზე იყო საუბარი და მერე ამასთან დაკავშირებით სტრასბურგში სარჩელის შეტანაც კი ვერ გაბედეს, მარტივი მიზეზის გამო,…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეავსო. „სიამოვნებით წარმოგიდგენთ კითხვარის პასუხებს. შევსება დავასრულეთ, ჯამში 7 წიგნი გამოვიდა და სიამოვნებით გადმოგცემთ მათ. მოუთმენლად ველით ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების გაგებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კითხვარი ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შეფასების გაკეთებაში. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობელი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვიღებ თქვენი და მრავალი სხვა ადამიანის დიდი შრომის შედეგს, რაც კითხვარის მეორე და დასკვნით პროცესში  განხორციელდა. ეს ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შედეგის განსაზღვრაში”, –…

მეტი...

,,თუკი ჩათვლის ექიმი, რომ საჭიროა მკურნალობა, გაყვანილ იქმნება კლინიკაში”- რატი ბრეგაძე სააკაშვილზე

,,პატიმრის გაყვანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ ხდება”- აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა. მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა არ მოხდება. ,,ჩვენ ესე არავის არსად ვტოვებთ, თუკი ჩათვლის ექიმი, რომ საჭიროა მკურნალობა , უკვე მეხუთედ გავიმეორე, გაყვანილ იქმნება კლინიკა ვივა მედში გამოკვლევების ჩატარების მიზნით და თუკი ამის საჭიროება იქნება, მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა,”- აცხადებს რატი ბრეგაძე. შეგახსენებთ, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივა მედში გამოკვლევებისთვის გადაყვანა შესთვაზა.

მეტი...

,,იქნებ გქონდათ ვინმეს მოლოდინი, რომ საწვავის ფასი გაიაფდებოდა”- ბექა ლილუაშვილი

„პრემიერის გაუგონარი თუ გაუგებარი განცხადებების შემდეგ ან იმ ნუგეშის შემდეგ, რომ 100 ქვეყანას ვჯობნით საწვავის სიიაფით, იქნებ გქონდათ ვინმეს მოლოდინი, რომ საწვავის ფასი გაიაფდებოდა? ეს არ მომხდარა და საწვავის ფასი ისევ 4 ლარზეა“, – განაცხადა დეპუტატმა ბექა, ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დეპუტატის განცხადებით, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. „3 თვის წინ მოგმართეთ მოქალაქეებთან ერთად, რომ დაგვეწყო საკითხის სასწრაფო მოკვლევა, რაც ამ დროისთვის უკვე დასრულებული გვექნებოდა თავისი გარკვეული გამოსავლების მოძიებით სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ცხადია, უარგუმენტოდ მივიღეთ უარი,“ – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

მეტი...

საჩხერის მუნიციპალიტეტში დაცული ტერიტორია შეიქმნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, საჩხერის მუნიციპალიტეტში, 14 797 ჰექტარ ტერიტორიაზე ხალი დაცული ტერიტორია დაარსდება. დაცული ტერიტორიის შექმნა უზრუნველყოფს ზემო იმერეთის რეგიონში არსებული უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნებას. კვერეთის აღკვეთილის შექმნა ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ტურისტული ნაკადის მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაძლებელი გახდება დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღება. კვერეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორია გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით. აქ გვხვდება ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეულ ცხოველთა სახეობები.

მეტი...

,,პარლამენტში შევქმნათ ჯგუფი, სადაც ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე ვიმსჯელებთ”- არმაზ ახვლედიანი

პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა კოლეგებს  ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც დეპუტატები ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ. „გთავაზობთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ პარლამენტში შევქმნათ ჯგუფი, დაკომპლექტებული უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლობით, სადაც ვიმსჯელებდით იმ თემებზე, რაზეც საუბარს ვერ ვახერხებთ საპარლამენტო რეგლამენტის, სხვა პროცედურების გამო. შესაძლოა, კამერების თვალწინ ეს არ გამოგვდის. შეიქმნას ასეთი ჯგუფი და განვსაზღვროთ რამდენიმე, ყველაზე არსებითი საკითხი დღევანდელი საქართველოსთვის. აქ არაერთ საკითხზე უკვე იყო საუბარი ორივე მხრიდან – იქნება ეს უკრაინასთან პოზიციონირება, ევროკავშირის კითხვარი, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ მრავალი სხვა. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ამ ჩვენი მსჯელობის…

მეტი...

,,ომი რომ აიცილო თავიდან, ომისთვის უნდა იყო მზად”- ალეკო ელისაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ “ლენდ-ლიზის” კანონის მიღება, თავისთავად შესაძლებლობების ახალ ფანჯარას ხსნის. „ისტორიული რამ მოხდა ვაშინგტონში, პრეზიდენტ რუზველტის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველად  მოაწერა „ლენდ-ლიზის“ კანონს ხელი და უკრაინა მიიღებს არნახულ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. ამან უზარმაზარი შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა. მე მაქვს კითხვა ჩემს ხელისუფლებასთან.  საქართველო რატომ არ ითხოვს ხმამაღლა, რომ მიიღოს შეიარაღება? მე არ მომისმენია არც ერთი საჯარო განცხადება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების, რომლებიც ამბობენ, მოგვეცით ჩვენც იარაღი, მოგვეცით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ხომალდსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო. არ გვჭირდება? ოკუპირებულები…

მეტი...

,,ნატო-ს მადრიდის სამიტზე ისლანდია უპირობოდ დაუჭერს მხარს საქართველოს წევრობას“- ნიკოლოზ სამხარაძე

„ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ნატო-ს მადრიდის სამიტზე ისლანდია უპირობოდ დაუჭერს მხარს საქართველოს წევრობას“, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ დღეს ვიხილეთ ოპონენტის ძალიან „მგზნებარე“ გამოსვლა რომლებიც გვამუნათებენ რომ „ქართული ოცნება“ არაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისთვის. საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, ისლანდიაში პირველი ვიზიტი წინა კვირას განხორციელდა. ეს იყო ისტორიული  ვიზიტი.  ისლანდია არის ნატო-ს დამფუძნებელი წევრი ქვეყანა და მას ზუსტად იმდენივე ხმა და წონა აქვს ამ ორგანიზაციაში, როგორც სხვა ქვეყნებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები ნატო-ს ყველა წევრ სახელმწიფოსთან“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.…

მეტი...

,,საქართველოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები დიდი ეჭვებით უყურებენ”- გიორგი ვაშაძე

„ქართულ ოცნება აქვს არასანდო პარტნიორის, მატყუარას და გადამგდების იმიჯი. 19 აპრილის შეთანხმების და ძალიან ბევრი ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე. საქართველოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები უმაღლეს დონეზე ძალიან დიდი ეჭვებით უყურებენ,”-ამის შესახებ  გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის განცხადებით, საქართველოს პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში, ზიანს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო ინტერესებს. ,,სამწუხაროდ, ის ეჭვების პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“, აზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და კითხვებს აჩენს საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით უკრაინასთან მიმართებაში. საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა არ ხდება ვაშინგტონში. „ქართული ოცნება“ და საქართველოს თემა საერთოდ გამქრალია განხილვებიდან,”- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. გიორგი ვაშაძემ ისაუბრა…

მეტი...

„დღეს, ციხეს იგივე მისამართი აქვს, მაგრამ იქ მიდგომები რადიკალურად არის შეცვლილი”- დიმიტრი ხუნდაძე

,,2012 წელს მიშამ ხელკეტებისა და ტერორის ფონზე ვითომ მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება და ქვეყანას და საზოგადოებას სიმშვიდეს სწორედ იმ დღიდან არ აძლევს. ხელისუფლება კლავსო და ციხეში საშინელი წამებისა და სტრესის ქვეშ არისო. 7 თვის განმავლობაში 800   ვიზიტორი და ამდენი ექიმის მეთვალყურეობა თუ წამებად მიიჩნევა მათი მხრიდან,”- ამის შესახებ,  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. დეპუტატის განცხადებით, დღეს, 2012 წელთან შედარებით, ციხეში მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი. „დღეს, ციხეს იგივე მისამართი აქვს, მაგრამ იქ მიდგომები რადიკალურად არის შეცვლილი. მაგალითად, ყოველ 5 დღეში 3 გვამი სტაბილურად არ…

მეტი...

„უკრაინა თუ არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, გამოდის ევროპა გვატყუებს”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს. „უკრაინა თუ არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მაშინ გამოდის, რომ ევროპა გვატყუებს და ამას არ გადავყლაპავთ. უკრაინის ერთადერთი ადგილი არის ევროპა, სადაც ადამიანები კვდებიან იმ ღირებულებებისთვის, რომელსაც ეფუძნება ევროკავშირი. ვფიქრობ, ამას პატივი უნდა სცენ,“-განაცხადა დმიტრო კულებამ. ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, უკრაინის პოზიციები გამყარდა და მოცემულობაც შეიცვალა. „ახლა თუ ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ სამხედრო ფრონტზე და მოვიგებთ ბრძოლას დონბასისთვის, რაც იქნება გადამწყვეტი ომის დინამიკისთვის, ცხადია, გამარჯვება ჩვენთვის იქნება მთელი…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა, თავისი ბელადიანად, ხართ ცხვრის ქურქში გახვეული მგლები“- გიორგი ცაგარეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა, თავისი ბელადიანად, ხართ „ცხვრის ქურქში გახვეული მგლები“ – დიდი ხანია დაკარგეთ ადამიანობის იოტისოდენა განცდაც კი და იქეცით გამოუსწორებელ მოძალადეებად. ახლა კი, ლამობთ როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდეთ,“- აღნიშნული კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა. დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე ისაუბრა. მისი შეფასებით, წინა ხელისუფლების დროს მომხდარი ფაქტები უახლესი წარსულის დაუვიწყარი და უმძიმესი მოგონებაა. „პატიმარ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, საკუთარ ხალხთან გაჩაღებულ სისხლიან დაპირისპირებას შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე. ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად, გადააქციეთ სამართალდამცავი სტრუქტურები, რომლებიც მთლიანად თქვენს პოლიტიკურ ნებას იყო დაქვემდებარებული. თქვენი მმართველობის წლებში,…

მეტი...

მთავრობამ განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით პროექტები დაამტკიცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, მთავრობამ ქვეყანაში მწვანე, განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი მოიწონა. მათ შორისაა მზის, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების პროექტები. პროექტების დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ, ხოლო ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარია.

მეტი...

,,საქართველომ არაერთი ნაბიჯი გადადგა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით”- კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონფერენციაზე. თბილისის მერმა განაცხადა, რომ საქართველომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით. კონფერენციაზე გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და ძირითად სამოქმედო ნაბიჯებზე იმსჯელეს. ,,პირველ რიგში, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებაა, იცხოვროს ღირსეულად ისეთ გარემოში, სადაც ხდება რესურსებისა და შესაძლებლობების თანაბარი განაწილება, ქალისა და მამაკაცის თანაბარი განვითარება. ძლიერია საზოგადოება, სადაც ქალები და მამაკაცები ერთნაირი უფლებებით, ერთნაირი რესურსებით, ერთნაირი შესაძლებლობებით სარგებლობენ. მოგეხსენებათ, 2017 წლიდან დღემდე, საქართველომ არაერთი მნიშვნელოვანი…

მეტი...

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა  დაჩქარებული წესით, განიხილა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შეეხება განმეორებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხებს. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით კარგად არის დაცული უცხოელების ან მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებები საქართველოში. ,,არის სტატუსები მათ შორის, ლტოლვილის სტატუსი,  საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირი სტატუსი, დროებითი დაცვის ქვეშ  მყოფი პირის სტატუსი, ჰუმანიტარული სტატუსი აქედან გამომდინარე  „როგორც კი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი  საქართველოში შემოვა და დააფიქსირებს პოზიციას, რომ მას სურს კანონით გათვალისწინებული რომელი სტატუსის მიღება, იმ წუთიდან ის ითვლება…

მეტი...