ევროკავშირი უკრაინას ხორბლის ექსპორტში დაეხმარება

ევროკომისიის პრესსამსახურის ცნობით, ევროკავშირი უკრაინას ხორბლის ექსპორტში დაეხმარება. არსებული ინფორმაციით,  რუსეთის მიერ უკრაინულ პორტებში საექსპორტო პროდუქციის ბლოკირება გლობალური სასურსათო კრიზისის საფრთხეს ქმნის, რის გამოც ალტერნატიული გზების ძიებაა საჭირო.

უკრაინის ინფრასტრუქტურის ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნით საგანგებო ზომები გატარდება, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, მომდევნო 3 თვის განმავლობაში, 20 მილიონი ტონა ხორბლის ექპორტი განახორციელოს.

ამასთან, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი დევიდ ბიზლი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, მანამ გლობალური კატასტროფა მოხდება, უკრაინის შავი ზღვის პორტები გახსნას.

,,მიუხედავად იმისა, თუ რას გრძნობთ უკრაინის მიმართ, თუ გული გაქვთ საერთოდ დანარჩენი მსოფლიოს მიმართ, თქვენ უნდა გახსნათ ეს პორტები”,- განაცხადა დევიდ ბიზლიმ.

ცნობისთვის, სასურსათო  ტვირთები უკრაინაშია ჩარჩენილი, რადგან რუსეთმა ოდესის პორტი და მეზობელი პორტები დაბლოკა.

 

მსგავსი თემები