,,მედიკამენტები ფაქტობრივად აღარ გვაქვს, განადგურებულია საჭირო ტექნიკა”- ,,აზოვის” ბატალიონის ექიმი

,,აზოვის” ბატალიონის ექიმი უცხოურ მედიასთან საუბრისას, ,, აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, საჰაერო იერიშები არ წყდება და საჭიროა დაჭრილი სამხედროების დაუყონებლივ ევაკუაცია.

,,მტერი არ ჩერდება, ყოველდღე ვიბომბებით. შტურმი არ სრულდება, სიტუაცია მუდმივად დაძაბულია. ცდილობენ შემოჭრას, მაგრამ ჯერჯერობთ თავს ვიცავთ. გვყავს 600-ზე მეტი დაჭრილი. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვთ. მედიკამენტები ფაქტობრივად აღარ გვაქვს, განადგურებულია საჭირო ტექნიკა. ოპერაციას ანესთეზიის და გაუტკივარების გარეშე ვატარებთ. ჩვენ დახმარება გვჭირდება. აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული მისიის დაუყოვნებლივ შემოსვლა,”- აცხადებს ,,აზოვის” ბატალიონის ექიმი.

ექიმის განმარტებით, ადგილზე ომის დაწყების პირველივე დღიდან იმყოფება და დაშავებულ ჯარისკაცებს ეხმარება.

,,ბოლომდე ვიბრძოლებთ. ომში მისი დაწყების პირველივე დღიდან ვარ ჩართული. როგორც კი ინტენსიური სროლები დაიწყო, დაჭრილ მოსახლეობას და ჯარისკაცებს სამედიცინო დახმარებას ვუწევდი, ბევრი შემთხვევა იყო, როცა ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებსაც ვმკურნალობდი, ბევრი მათგანი გადავარჩინეთ. როდესაც მტერმა მარიუპოლი აიღო, ჩვენ აზოვსტალის ტერიტორიაზე შევედით და გავმაგრდით,”- აღნიშნავს ექიმი.

მსგავსი თემები