უკრაინამ 495 მილიონიანი გრანტი მიიღო

უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან, კერძოდ კი „ნდობის ფონდიდან“ 495 მილიონი ევროს საგრანტო თანხა მიიღო. აღნიშნული გრანტი ქვეყანას ეკონომიკური აღდგენისთვის გამოუყვეს. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით: „უკრაინამ საგრანტო თანხების კიდევ ერთი ნაწილი მიიღო 495 მილიონი ევროს ოდენობით. თანხები გამოიყო მსოფლიო ბანკის დონორთა ნდობის ფონდიდან უკრაინის ეკონომიკური აღდგენის სფეროში განვითარების პოლიტიკის მეორე სასესხო პროგრამის ფარგლებში“,- ვკითხულობთ განცხადებაში.  

მეტი...

„ხელისუფლებას გავაგონებთ ხმას, რომ მიშა სააკაშვილი არ არის დასაკარგი“ – გიორგი სააკაშვილი  

„სიტუაცია ზე-კრიტიკულია. საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის საქარველოს განვითარებაში. დინამიკას რომ ვუყურებთ, შეიძლება გადამწყვეტი იყოს დღეები, ჩვენ არც შეწყალებას, არც მსგავს რამეს არ ვითხოვთ, საუბარია, სასჯელის გადავადებაზე, გავუშვათ მიშა სააკაშვილი სამკურნალოდ“ – ეს განცხადება პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის ძმამ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გააკეთა. პრეზიდენტის ორივე ძმა ჟურნალისტებს ხვდება და მოქმედების სტრატეგიას აცნობს. ისინი ყველას სთხოვენ, მათი ოჯახის მდგომარეობაში შევიდნენ. „აქ საუბარია სიცოცხლეზე. სიტუაცია საკმაოდ მძიმე, კრიტიკულია, ვინაიდან ჩემი ძმა, დღეს უკვე სასამართლო პროცესზეც ვერ იმყოფებოდა, საკვების მიღება უჭირს, ღებულობს მარტო წყალს და დღეს ვისმენთ „ქართული ოცნების“ მესვეურებისგან, რომ არაფერი…

მეტი...

„მიშას არ მოგაკვლევინებთ, ის არის თანამედროვე საქართველოს აღმაშენებელი“ – დავით სააკაშვილი

“მიშას არ მოგაკვლევინებთ. მიშა არის ჩვენი ძმა. მიშა არის თანამედროვე საქართველოს აღმაშენებელი” – მიხეილ სააკაშვილის ძმებმა, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მათი მოქმედების სტრატეგიაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მოსახლეობის შესაგროვებლად რეგიონებში გადიან. „ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩვენი გადაწყვეტილებით, ხვალიდან უკვე აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან. პირველ რიგში, ექიმებთან, საპატრიარქოსთან. გვაქვს რაღაც სიგნალები, შეიძლება პატივი დაგვდოს უწმინდესმა და შეგვხვდეს, რათა ავუხსნათ ჩვენი მიშას, ჩვენი ძმის, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იქნებ მისმა ზეგავლენამ და ავტორიტეტმა მოახდინოს რამე გავლენა. გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოვივლით ყველა რეგიონს“ – განაცხადა დავით…

მეტი...

„ქილიკი და ღლიცინი კვერცხებზე, რა დაგემართათ ხალხო…“ – მიხეილ სააკაშვილის ძმების საგანგებო განცხადება

მიხეილ სააკაშვილის ძმები, ამ წუთებში ჟურნალისტებს ხვდებიან და საგანგებო განცხადებას აკეთებენ. როგორც სააკაშვილის უფროსი ძმა აცხადებს, თუ სახელმწიფო კვალიფიციურ ადგილობრივ ექიმებს არ ენდობა, მოიწვიონ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე დასკვნას დადებენ. „მოგვიტევეთ, ემოციური ფონი მაღალია. საქმე ეხება ჩვენს ძმას. სახალხო დამცველთან არსებულმა კვალიფიციურ ექიმთა ჯგუფმა დადო  დასკვნა მიშას ჯანმრთელობის შესახებ, რამაც ყველა დაგვარწმუნა მისი ჯანმრთელობის სავალალო მდგომარეობის შესახებ. ეს უკვე კარგადაც ჩანდა ვიზუალურად ბოლო პროცესების მიმდინარეობისას. ოჯახმა ექიმებთან ერთად მივმართეთ მთავრობას, საზოგადოებას და ავუხსენით რისკები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი. ამას მოყვა გონივრული ვადა და ეს ყველაფერი გავაკეთე იმისთვის…

მეტი...

ოკუპანტები უკრაინიდან ბავშვებს მასობრივად იტაცებენ

ოკუპანტებმა უკრაინიდან  181 000 უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს, – აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინული მედია, ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველ დარია გერასიმჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. გატაცებულებს შორის მხოლოდ 2 000-მდე ობოლი და მშობლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვია. დარია გერასიმჩუკმა განაცხადა, რომ მთავრობა გატაცებული ბავშვების დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს. “არ გვაქვს რეგისტრირებული შვილად აყვანის ან ამ პროცესის ორგანიზების დაწყების შემთხვევები, მაგრამ უკვე გვესმის სახიფათო მოწოდებები რუსეთიდან კანონმდებლობის შესაძლო ცვლილების შესახებ, რაც გაამარტივებს შვილად აყვანის პროცედურას“, – აღნიშნავს დარია გერასიმჩუკი.

მეტი...

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილები შედის

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტზე – „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  იმსჯელა. კანონპროექტი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის გარკვეული გადასახადების გადახდის გადავადებას და სხვა საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს. მომხსენებლის, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილის განმარტებით, ცვლილების შემუშავების მიზეზი პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შეზღუდვა იყო. მისივე განმარტებით, პროექტის მიღება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, განსაკუთრებით კი, ტურიზმის სექტორს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.. როგორც დავით სონღულაშვილმა განაცხადა, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სასტუმროების   და განთავსების მსგავსი საშუალებები თავისუფლდება ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება საგადასახადო კოდექსის თანახმად,  2022 წელს არის გათვალისწინებული. მისივე განცხადებით, საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის დროით 16:50 საათზე,  3.6  მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთან მდებარეობდა.

მეტი...

,, მოხარული ვარ, რომ საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით ვაქტიურობთ”- შალვა პაპუაშვილი

,,კარგია, რომ მაღალი დონის ვიზიტები გვაქვს – იცით, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე იმყოფება, ასევე, საქართველოშია ფინეთის მეგობრობის ჯგუფი. ამ დროს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგობრების მხრიდან მხარდამჭერი სიტყვების მოსმენა. მოხარული ვარ, რომ საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით პარლამენტი ვაქტიურობთ,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა უახლოეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატები მოისმენენ და იმსჯელებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშს. შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 11 მაისს, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრს მოუსმენს.

მეტი...

კიევის ოლქში 1 200-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეა ნაპოვნი

კიევის ოლქში ოკუპანტების მიერ  1 200-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. აღნიშნულ ინფორმაციას  უკრაინული მედია კიევის ოლქის პოლიციის უფროსის, ანდრეი ნებიტოვზე დაყრდნობით ავრცელებს. „სამწუხაროდ, ჩვენ თითქმის ყოველდღე ვაკეთებთ საზარელ აღმოჩენებს და ვაფიქსირებთ რუსეთის არმიის დანაშაულებს კიევის ოლქში. ამჟამად, გამომძიებლების მიერ გამოკვლეულია ჩვენი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების 1 202 ცხედარი და გადაყვანილი არიან სასამართლო სამედიცინო დაწესებულებებში სიკვდილის მიზეზის დასადგენად. მათგან 280 უცნობია“, – განაცხადა ანდრეი ნებიტოვმა. ნებიატოვის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიცია დაღუპული პირების იდენტიფიცირებაზე მუშაობს. მისივე განცხადებით, ამჟამად 300-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ეს ციფრი მუდმივად იცვლება.

მეტი...

“მინდა გავიგო, რა უპასუხეთ ამ ხალხს” – იაგო ხვიჩია ევროკავშირის კითხვარის გაცნობას ითხოვს

,,ევროკავშირის კითხვარი შევავსეთ და ჩავაბარეთ, თუმცა მისი შინაარსი არ ვიცით – ეს იმდენად ეხება ქართველ ხალხს და ჩვენს მომავალს, რომ ფიზიკურად არ შეიძლება მისი შინაარსის გასაიდუმლოება,”- ამ სიტყვებით  მიმართა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. იაგო ხვიჩიას განცხადებით, ევროკავშირის კითხვარზე გაცემული პასუხები მოქალაქეებსაც აინტერესებთ. „თუ არ ვცდები საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ამ კითხვარზე პასუხები არ იქნება საჯარო. ჩვენ თითქმის ყველა კომიტეტში გვყავს წარმომადგენელი, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ანუ ყველგან ვართ წარმოდგენილი პარლამენტში და ვიცით, რომ პარლამენტმა შეავსო ასევე ეს კითხვარი. რა ფორმატში შეგვეძლო და ვერ…

მეტი...

,,ლავროვმა ვერ დამალა რუსულ ელიტაში ფესვგადგმული ანტისემიტიზმი”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გამოეხმაურა ებრაელებთან დაკავშირებით სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კულებამ აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვერ დამალა რუსულ ელიტაში ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი. „საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ვერ დამალა რუსულ ელიტაში ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი. მისი ამაზრზენი გამონათქვამები შეურაცხმყოფელია უკრაინის პრეზიდენტისთვის, უკრაინისთვის, ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის. უფრო ზოგადად, ეს აჩვენებს, რომ დღევანდელი რუსეთი სავსეა სხვა ერების მიმართ სიძულვილით“, – წერს დმიტრო კულება. იტალიურ მედიასთან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტის ებრაულ წარმომავლობასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ადოლფ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. „ბრძენი ებრაელი ხალხი…

მეტი...

„საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს”- სალომე ზურაბიშვილი

,,საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს, მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ევროინტეგრაციის გზაზე ისტორიული  ნაბიჯი გადაიდგა. „საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს. ეს არის ის, რაც ჩვენს სამ ქვეყანას აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი. გილოცავთ!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.     ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა

მეტი...

პარლამენტში მოქალაქეთა განახლებულმა მისაღებმა ფუნქციონირება დაიწყო

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და აპარატის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ მოქალაქეთა განახლებული მისაღები გახსნეს. პაპუაშვილის განცხადებით, განახლებული სივრცე ხელს შეუწყობს პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას. „დღეს გავხსენით მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი. ეს გახლავთ ღია მმართველობის საბჭოს ფარგლებში შემუშავებული ერთ-ერთი იდეა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ განხორციელდა, თუმცა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი ამ დრომდე არ გახსნილა. ახლა, უკვე შესაძლებელია მოქალაქეებისთვის ეს სივრცე არსებობდეს, სადაც ყველა სერვისის მიწოდება ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდება. ამ სივრცეში, ასევე, მოეწყო შეხვედრების ორი ოთახი, სადაც შესაძლებელი იქნება მოქალაქეები შეხვდნენ როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე აპარატის თანამშრომლებს. მოქალაქეთა განახლებულ მისაღებში…

მეტი...

,,საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით”-ირაკლი ღარიბაშვილი

  ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის გადაცემას საქართველოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართველი ხალხის საბოლოო მიზნის მისაღწევად საქართველოს წარმატებაში დარწმუნებულია. „ვამაყობ, რომ ევროკომისიის კითხვარი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს გადავეცი. საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით. დარწმუნებული ვარ საქართველოს წარმატებაში, ქართველი ხალხის საბოლოო მიზნის მისაღწევად“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

საქართველოს მთავრობამ ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულება დაამტკიცა

მიღებული დოკუმენტი სახელმწიფოს ტყის მდგრადი მართვის პოლიტიკური, სტრატეგიული და საკანონმდებლო ჩარჩოს შესაფასებლად დაეხმარება. დოკუმენტი დადებითად შეფასდა საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტების, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის სატყეო პროგრამების მიერ. საქართველოში ტყის მდგრადი მართვის ეროვნული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავების პროცესი 2014 წელს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ (IBiS) მხარდაჭერით დაიწყო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, შემუშავდა დოკუმენტი „საქართველოში ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები“ (C&I), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტყის მდგომარეობის, ტყის მართვის ხარისხისა და მდგრადობის…

მეტი...

საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრიი კასიანოვთან შეხვედრა გაიმართა. დიპლომატი საგარეო უწყებაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იქნა გამოძახებული. შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის უკმაყოფილება მსგავსი შინაარსის ბრალდებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას. უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შესაბამისი ფაქტობრივი განმარტებები და მტკიცებულებების დროულად წარმოდგენა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინულმა მხარემ  ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ანალოგიური  შინაარსის…

მეტი...

პროკურატურამ ე.წ. „ქოლცენტრების“ მეშვეობით  უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ჩართული 9 პირი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. „ქოლცენტრების“ მეშვეობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ჩართული 9 პირი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 7 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ, -აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. “ქოლ-ცენტრი”. დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა

ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ უკვე შეავსო. ,,ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევანისკენ მიმავალ გზაზე”- განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე, პრემიერ- მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია, კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირს დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდოს და ამისთვის უწყებები ძალისხმევას არ დაიშურებენ.

მეტი...

,,ჟარგონზე რომ ვთქვათ, „ნაცმოძრაობას“ ქვეყანა ფეხზე ჰკიდია”- ირაკლი კობახიძე

,,ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებას აჩვენებს არა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ, არამედ ქვეყნის მიმართ” – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟიგიმანტას პავილიონისის და ნიკა მელიას შეხვედრა. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ  „ნაცმოძრაობა“ არის ტოტალურად არაპატრიოტული პოლიტიკური ძალა. „ომში ჩართვაც ამიტომ უნდათ ზუსტად. მათ არ აქვთ პატრიოტიზმის ნიშანწყალი. ეს იყო მათი მთავარი პრობლემა ყოველთვის – ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, 2008 წელს, როცა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარეს. ესეც ზუსტად ამის გამო გააკეთეს, მათ არ ჰქონდათ პატრიოტიზმის ნიშანწყალი. დღეს რასაც აკეთებენ, ზუსტად იმის გამოხატულებაა, რომ მათ აქვთ ნულოვანი პატრიოტიზმი, საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყანა. ჟარგონზე რომ ვთქვათ,…

მეტი...

,,სააკაშვილს შეუძლია, ცილა მიიღოს, ჭამოს კვერცხი, ხაჭო და დამთავრდება პრობლემა”- ირაკლი კობახიძე

,,რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, ეტყობა, მათ მიმართ რაღაც განზიდვა აქვს,” – აღნიშნული კომენტარი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ , მიხეილ სააკაშვილის   ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთა. მისივე განცხადებით,  ყველა ვინც სააკაშვილის გადაცემას ან გათავისუფლებას ითხოვს,  საქართველოს ომში ჩართვა სურთ. ირაკლი კობახიძის განმარტებით, სააკაშვილის გადაცემა-გათავისუფლება გამორიცხულია. „რაღაც ანონსი როცა სრულ სიცრუესა და სიყალბეზეა აგებული, მას ვერანაირი წარმატება ვერ ექნება. ბუნებრივია, პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ამ თვალსაზრისით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს და კეთდება კიდეც. პატიმარი ცილოვან საჭმელს თუ განწყობის არარსებობის გამო არ იღებს, არ ვიცი, რა უნდა გააკეთო,…

მეტი...

,,რატომ მოხდა პერსონალური ინფორმაციის გაჟღერება”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ექსპერტთა ჯგუფის წევრის მიერ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემების გასაჯაროებას ფაქტზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „საინტერესოა, რატომ მოხდა პერსონალური ინფორმაციის გაჟღერება სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრისგან, მაშინ როდესაც პენიტენციურ სამსახურში გამოგზავნილ წერილში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ დასკვნის ეს ნაწილი არ იყო საჯარო, თუმცა თავად ექსპერტთა ჯგუფისგან გახდა ეს ინფორმაცია საჯაროდ ცნობილი და ეს არის პერსონალური ხასიათის ინფორმაცია“, – განაცხადა მინისტრმა.   პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის პირადი მონაცემების გავრცელებას ედავება

მეტი...

,,რა დროს მისი ტრანსპორტირებაა, ადამიანი ფეხზე ვერ დგას, ჰაერში რა განვითარდება არავინ იცის”- ექიმი სააკაშვილზე საუბრობს

,,ის დრო ჩაბარდა ისტორიას, როცა ჩვენ მის ტრანსპორტირებას საზღვარგარეთ ვითხოვდით” –  აღნიშნულ განცხადებას „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ექიმი ლალი ჯავაშვილი აკეთებს. ექიმის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ვეღარ მოხერხდება. „რა დროს მისი ტრანსპორტირებაა, ადამიანი ფეხზე ვერ დგას, ჰაერში, ცაში რა განვითარდება არავინ არ იცის. ის დრო ჩაბარდა ისტორიას, როცა ჩვენ მის ტრანსპორტირებას საზღვარგარეთ ვითხოვდით. დღეს ეს საჭიროება არ არის იმიტომ, რომ ამას ვერ შეძლებს. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ და რასაც კატეგორიულად ვითხოვთ არის, რომ ის სასწრაფოდ იყოს გადაყვანილი უახლოეს სტაციონარში, რომ გადარჩეს და დაიწყოს ტრანსფუზიური…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთს რუსი ტურისტების მასპინძლობისთვის აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთს რუსი ტურისტების მასპინძლობის გამო გააკრიტიკა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბერძნულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. ზელენსკის განცხადებით, თურქეთი ფულს შოულობს იმ დროს, როდესაც უკრაინელები სისხლს ღვრიან რუსეთთან მიმდინარე ომში. მან აღნიშნა, რომ თუ თურქეთსა და უკრაინას სურთ მეგობრული ურთიერთობა, არსებული ვითარება უნდა შეიცვალოს. „ერთი მხრივ, თურქეთი მოქმედებს როგორც შუამავალი და უკრაინას მნიშვნელოვანი ნაბიჯებით უჭერს მხარს, მეორე მხრივ, ჩვენ  ვხედავთ რამდენიმე ტურისტული მარშრუტის მომზადებას. თუ ჩვენ გვსურს, გვქონდეს მეგობრული ურთიერთობები, უნდა ვთქვა, რომ ეს შეუძლებელი იქნება. ასე ვერ გავუმკლავდებით, ეს ორმაგი სტანდარტია. ეს არ არის სამართლიანი. ამიტომაც ვაქცევ ყურადღებას…

მეტი...

მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

მარიუპოლის მერის  მრჩევლის პეტრო ანდრიუშენკოს ინფორმაციით, ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. „ჩვენი ინფორმაციით, ავტობუსები მარიუპოლიდან გაემგზავრნენ. წინასწარი შეთანხმებით, ავტობუსები მოსახლეობას სოფელ მანგუშსა და ბერდიანსკში წაიყვანენ. ნებადართულია კოლონასთან საკუთარი ტრანსპორტით შეერთება. ვიმედოვნებთ, მარიუპოლის ათასობით მკვიდრი, რომელიც მარიუპოლიდან ზაპოროჟიესკენ მიმავალ გზაზეა ჩარჩენილი, დღეს გვიან ღამით ან ხვალ დილით ზაპოროჟიეში მოხვდებიან“, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ. მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გუშინ დაიწყო. მედიის ცნობით, ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან გასულ დღეს ასზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, რომელთა შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები იყვნენ.

მეტი...

,,800-მდე ვიზიტორი ჰყავდა, არავის ვუმალავთ მის მდგომარეობას”- რატი ბრეგაძე სააკაშვილზე საუბრობს

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის მიმართ ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარებას არ უწევენ, მტკნარი სიცრუეა. „მინდა საზოგადოებისთვის კარგად იყოს ცნობილი, რომ მას ამ პერიოდში 800-მდე ვიზიტორი ჰყავდა, რაც იმის ნათელი დასტურია, რომ არავის ვემალებით, არავის ვუმალავთ მის მდგომარეობას და, ბუნებრივია, მას ყოველდღიურ რეჟიმში აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეხვდეს პირებს, ვისაც მისი მონახულების უფლება აქვთ“, – აღნიშნა მინისტრმა. ბრეგაძის განცხადებით , პატიმარი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, აქვს უფლება ციხის მაღაზიაში…

მეტი...

პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის პირადი მონაცემების გავრცელებას ედავება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის  ინფორმაციით,  „ტვ პირველის“ ეთერში,  სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა გიორგი გრიგოლიამ მიხეილ საააკაშილის პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვა. უწყების ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ა.წ. 28 აპრილს გაგზავნილ წერილში საგანგებოდ იყო მითითებული, რომ დასკვნის დანართი არ არის საჯარო. „სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოახდინა მყისიერი რეაგირება სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე და გაავრცელა განცხადება, სადაც აღინიშნა, რომ სამსახურს აქვს კითხვები, რომლებიც მოკლე ვადაში მიეწოდებოდა სახალხო დამცველს. 30 აპრილს პენიტენციურმა სამსახურმა მიმართა სახალხო დამცველს და ელოდება არგუმენტირებულ პასუხს დასმულ კითხვებზე. წერილში ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა სწორედ გამჟღავნებულ ინფორმაციას…

მეტი...

საქართველო პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით გერმანიას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს „ბელვიუს“ სასახლეში პირისპირ შეხვდება, – აღნიშნულ  ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა, გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით. ბერლინში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები გერმანულ მედიასთან.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმის განხილვას არ ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. 7 ნოემბრის საქმზე მიმდინარე პროცესს, თავად ბრალდებული არ ესწრება, მიზეზი კი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობაა. ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, დღევანდელი პროცესისთვის მნიშვნელოვანია გაუწევენ თუ არა ყოფილ პრეზიდენტს საჭირო სამედიცინო დახმარებას. “ამჟამად ვიმყოფებით მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, თუმცა, დიახ, ჩვენ გვექნება რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. დღევანდელი პროცესისთვის მნიშვნელოვანია არა ის, საზღვარგარეთ წაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ ის, გაუწევენ თუ არა მას იმ სამედიცინო დახმარებას, რომელიც სჭირდება. რაც შეეხება საზღვარგარეთ გაყვანას, ჩემი პირადი პოზიცია არის, რა აზრიც ჩამომიყალიბდა ექიმების დასკვნების წაკითხვის შემდეგ, რომ მისი პრობლემა…

მეტი...

,,ევროინტეგრაციის გზაზე, ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება”- შალვა პაპუაშვილი

„იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის მეორე ნახევრიდან ჩეხეთის რესპუბლიკა გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, ვიმედოვნებთ, რომ არსებული მხარდაჭერა გაგრძელდება და საქართველო მალე შეძლებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას“,- აღნიშნული კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან, მილოშ ვისტრჩილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჩეხ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით ღირებული იქნება. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ჩვენ მადლიერები ვართ ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს…

მეტი...

,,ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა საქართველოში”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენი ინფორმაციით, ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე,” – აღნიშნული კომენტარი საქართველოს პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონკურენციის სააგენტო 15 მაისამდე წარმოადგენს შუალედურ დასკვნას და ამის შემდეგ, მთავრობას ექნება საშუალება, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. „წინა პარასკევს, მე დავავალე ეკონომიკურ გუნდს, შეხვედრა გვქონდა კონკურენციის სააგენტოსთან და ვიმსჯელეთ საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაცია არის შემდეგი, რომ ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომ შეისწავლოს დეტალურად საწვავის ფასები…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის შევსებულ კითხვარს კარლ ჰარცელს პირადად გადასცემს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩს პირადად გადასცემს ევროკავშირის კითხვარის შევსებულ ნაწილს. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით. პირველი ნაწილი არის მზად და დღეს მე პირადად გადავცემ ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს შევსებულ დოკუმენტს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ეს ძალიან შრომატევადი საქმე იყო და ჩვენ ეს წარმატებულად დავასრულეთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის განცხადებით, საქართველო კითხვარის მეორე ნაწილის შევსებაზე მუშაობს და 13 მაისამდე, ან უფრო ადრე გადასცემს ევროკავშირს. „ახლა მიმდინარეობს მუშაობა მეორე ნაწილზე, რომელიც კიდევ უფრო ვრცელი დოკუმენტია, დაახლოებით 2 300 კითხვაა მოცემული და 33…

მეტი...

პირბადის ტარება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება

დღეიდან პირბადეების გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება სავალდებულო. აღნიშნული ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გაავრცელა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  ქვეყანაში არსებული  ეპიდვითარება,  რეგულაციების შემსუბუქების საშუალებას იძლევა. „ასე რომ, დღეიდან, 2 მაისიდან სხვა დანარჩენი რეგულაცია მოიხსნება. მოგეხსენებათ, გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი, კოვიდის სიტუაცია შეიძლება ითქვას რომ დასტაბილურდა. მაგალითად, დღეს მხოლოდ 51 შემთხვევა გვქონდა და ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები. როგორც მოგახსენეთ, დღეიდან უკვე მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებშიც, იმიტომ რომ ბავშვები განსაკუთრებით წუხან. რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, –…

მეტი...

,,ეკონომიკა იზრდება, 14.4% ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ეკონომიკა იზრდება, 14.4% ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში,”-  აღნიშნული კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. პრემიერის განცხადებით, ეკონომიკის ზრდის მიმართულებით, ქვეყანაში პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა. „იანვარში ჩვენ გვქონდა 18%-იანი ზრდა, თებერვალში – 14.6% იყო ჩვენი ეკონომიკის ზრდა და მარტში უკვე რეალური ზრდა – 10.6% იყო, რაც ჯამში 14.4 გამოვიდა, რაც ძალიან სასიხარულოა. იზრდება როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე, ტურიზმი, ფულადი გზავნილები, ასე რომ მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

სასაზღვრო პოლიციამ 10 კილოზე მეტი ”ჰეროინი” ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა წითელ ხიდზე, სასაზღვრო სექტორის “ვახტანგისის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე 1998 წელს დაბადებული უ. ტ. და 1989 წელს დაბადებული ​ე. მ. დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას  შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და შემოტანა ედებათ. დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანეს 10 კილოგრამზე მეტი…

მეტი...

ვირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 811 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 51 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 36 შემთხვევა, აჭარა – 5, იმერეთი – 3, ქვემო ქართლი – 0, შიდა ქართლი – 2, გურია – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 0, კახეთი – 2, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მეტი...

ვირუსით 51 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 4 638  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 51  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 95 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.1%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 655 221-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.1%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 0.99% ხოლო 7 დღის მანძილზე – 0.84%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 95 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 293-მდე.

მეტი...