,,მიხეილ სააკაშვილი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში, მიმდინარეობს კლინიკური კვლევები”- ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უტარდება კლინიკური კვლევები და მასთან სპეციალისტები მუშაობენ. ნადირაძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონკრეტული შედეგები, დასკვნა როდესაც ექნებათ, პაციენტის ნებართვის საფუძველზე გაასაჯაროებენ.

„ნებისმიერი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ჩვენთვის უპირველესი. მთავარი, რითაც ვხელმძღვანელობთ არის – არ ავნო. შესაბამისად, ნებისმიერი ფრაგმენტულად მოწოდებული ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგი ვარ. მით უმეტეს თუ ეს ეხება პაციენტის მდგომარეობას. მიხეილ სააკაშვილი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში. მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, მუშაობენ სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. როდესაც გვექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები, დაიდება. პაციენტის უშუალო ნებართვით, გავასაჯაროებთ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

მსგავსი თემები