ვლადიმერ პუტინი სანქციების მოხსნას ითხოვს

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და მარიო დრაგის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა მარცვლეულის ექსპორტისთვის, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. „ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სასურსათო კრიზისის დაძლევაში მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტით, დასავლეთის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული შეზღუდვების მოხსნის პირობით“ – აღნიშნულია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.  

მეტი...

რუსული ძალები დონსბასს უტევენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები სევეროდონეცკისა და მიმდებარე დასახლებების მიმართულებით შეტევას აგრძელებენ. ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ერთ-ერთი სოფელი, მედნა რუდა აიღეს. გენშტაბის ინფორმაციით,  ბელგოროდისა და ვორონეჟის რაიონებში ოკუპანტები აგრძელებენ რეზერვების მომზადებას და მარაგის შევსებას, შემდგომი შეტევის გასაახლებლად. უწყების ცნობით, რუსული მხარე არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში და აგრძელებს სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

მეტი...

„არავინ იცის, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად”- იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს მიზანი  უკრაინის დახმარება და ომის ესკალაციის თავიდან აცილებაა. მისი თქმით, უკრაინაში ომი შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს. „არავინ იცის, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. ამიტომ მოვუწოდებ მოკავშირეებს, მზად იყვნენ ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის და მომარაგების უზრუნველყოფისთვის. უკრაინაში ნატოს ორი ამოცანა აქვს. პირველი ამოცანა უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენაა, მეორე ამოცანა კი ომის ესკალაციის არდაშვება. ნატოს მთავარი ვალდებულება ყველა მოკავშირე ქვეყნის, ნატოს ქვეყნებში მცხოვრები მილიარდი ადამიანის დაცვაა. ამისთვის საჭიროა, რომ ომის ესკალაცია არ დავუშვათ“, – აღნიშნავს სტოლტენბერგი.

მეტი...

,,არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ მოლდოვამ და  საქართველომაც უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება”- ჯორჯ სოროსი

მილიარდერი,  ჯორჯ სოროსის განცხადებით, ევროკავშირში არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთიც უნდა მიიღონ. მისი თქმით, ევროპა სწორი მიმართულებით მოქმედებს, რადგან  უკრაინაში ინტერვენციას სწრაფად და ერთიანობით უპასუხა. „საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავისი პროევროპული მიდგომის მნიშვნელოვნად გაფართოებით, მხარს უჭერს გეოგრაფიული გაფართოების მნიშვნელობას და ამისთვის ევროკავშირის მომზადების საჭიროებას. არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ ასევე მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთმა უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება. დეტალების შემუშავებას დრო დასჭირდება, თუმცა ევროპა, როგორც ჩანს, სწორი მიმართულებით მიემართება. მან უკრაინაში ინტერვენციას უფრო მეტი სისწრაფით, ერთიანობითა და ენერგიით უპასუხა, ვიდრე ოდესმე ისტორიაში. თავდაპირველი ყოყმანის შემდეგ,…

მეტი...

ენტონი ბლინკენი ჩინეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტის და ვლადიმერ პუტინის თანამშრომლობა ,,უსაზღვროდ” გაიზარდა .ბლინკენის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უკარინაში პუტინის ომს მხარს უჭერს. „ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს განზრახვა, ისევე როგორც ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სამხედრო და დიპლომატიური საშუალებები, განავითაროს საერთაშორისო წესრიგის განსხვავებული ხედვა. საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები სერიოზული და მდგრადი საფრთხის ქვეშაა. მაშინ, როდესაც რუსეთი აშკარად მობილიზებული იყო უკრაინაში შეჭრისთვის, პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადეს, რომ მათ ქვეყნებს შორის მეგობრობა იყო, ვციტირებ, „საზღვრების გარეშე“. ჩვენი ამოცანაა, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ დემოკრატიას შეუძლია…

მეტი...

„ყველა ქართველს ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს” – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს მოქალაქეებს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს და საქართველოს გულშემატკივრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ყველა ქართველს, საქარველოს ყველა მოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთ და ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, – ჩვენი მეობის, ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ უმთავრეს თარიღს ღმერთმა გაგახაროთ და დალოცოს თითოეული თქვენგანი! ღმერთმა მშივიდობით აკურთხოს საქართველო!“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

მეტი...

,,საქართველოს ურყევი ნებაა გახდეს ევროკავშირის წევრი“ – მიხეილ ყაველაშვილი

პარტია ,,ქართული ოცნების”  წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილებაა გახდეს ევროკავშირის წევრი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მშვიდობა და სტაბილურობა, რადგან ქვეყანას განვითარების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს. „ერთიანია პოზიცია, რომ მშვიდობა იყოს ჩვენ ქვეყანაში, სტაბილურობა, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა გვქონდეს განვითარების. დარწმუნებული ვარ, ამას გაიგებენ ევროპარლამენტში, რომ საქართველოს ურყევი ნებაა გახდეს ევროკავშირის წევრი“,- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მეტი...

სროლა ფანასკერტელის ქუჩაზე

თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. არსებული ცნობით, დაპირისპირების შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-მ გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლით დაიწყო.

მეტი...

,,ჩვენ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ახლა ისტორიული შანსი აქვს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მისი თქმით, საჭიროა ერთიანობა და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა. „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. როგორც ევროკავშირის ელჩმა თქვა, დღეს ისე როგორც არასდროს ჩვენ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება, ნაკლები პათეტიკა, ნაკლები მოწოდებები, ურთიერთ შეგონებები ერთმანეთისთვის და საერთო სამოქმედო გეგმის გაერთიანება, გადამწყვეტი ნაბიჯების გარშემო, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ეს არის ის შესაძლებლობა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. მართლმსაჯულების რეფორმის კანონი რეგისტრირებულია – მივიღოთ პირველი მოსმენით. საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით მივიღოთ. ასევე, პრეზიდენტს შეუძლია ნიკა გვარამია შეიწყალოს.…

მეტი...

,,ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ უკრაინის გამარჯვებისთვის სამხედრო დახმარებისა და სანქციების გზით”- ლიზ ტრასი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, რუსეთის მიმართ კომპრომისი არ უნდა განიხილებოდეს. მისი თქმით, დასავლეთმა ისტორიის გაკვეთილები უნდა ისწავლოს და გაგრძელდეს მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. „დასავლეთმა უნდა ისწავლოს ისტორიის გაკვეთილები მას შემდეგ, რაც პუტინს საქართველოში, ყირიმსა და დონბასში შეჭრამდე დაუთმეს. შემაძრწუნებელია, რომ ვლადიმერ პუტინი ცდილობს, მსოფლიოს გამოსასყიდი დაუწესოს. რუსული აგრესიის დამშვიდება არ შეიძლება, მასთან ძალით შეხვედრაა საჭირო. ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან უკრაინაში გაჭიანურებული და მტკივნეული კონფლიქტის განვითარება. ჩვენ უნდა ვიყოთ დაუნდობლები და ვიბრძოლოთ უკრაინის გამარჯვებისთვის სამხედრო დახმარებისა და სანქციების გზით. ახლა ამაჩქარებლის პედლიდან ფეხს ვერ მოვხსნით“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.  

მეტი...

,,ჩვენ გავაგრძელებთ ევროპული სახელმწიფოს შენებას, რომლის დამსახურებული ადგილი ევროკავშირშია”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  საქართველო გააგრძელებს ევროპული სახელმწიფოს შენებას, რომლის დამსახურებული ადგილი ევროკავშირშია. „26 მაისი ინახავს ერთგულების, თავგანწირვისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ხსნოვნას. ეს არის ის, რაც აერთიანებს ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა ჩვენი მოქალაქის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ჩვენ გავაგრძელებთ ევროპული სახელმწიფოს შენებას, რომლის დამსახურებული ადგილი ევროკავშირშია. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“.

მეტი...

,,რუსეთის პოზიცია სწორი და გამართლებულია“ – ვლადიმერ პუტინი

ვლადიმირ პუტინმა „ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის“ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ,,დიდი ევრაზიული პარტნიორობა” პოლიტიკურ და ეკონომიკურ არქიტექტურას შეცვლის მთელ კონტინენტზე. „დიდი ევრაზია – გადაჭარბების გარეშე, დიდი ცივილიზაციური პროექტია და მისი მთავარი იდეაა რეგიონული ორგანიზაციებისთვის თანაბარი თანამშრომლობის საერთო სივრცის შექმნა. დიდი ევრაზიული პარტნიორობა შექმნილია იმისთვის, რომ შეცვალოს პოლიტიკური და ეკონომიკური არქიტექტურა, გახდეს სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტი მთელ კონტინენტზე – და რა თქმა უნდა, ყველა ხალხის განვითარების მოდელების, კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნების გათვალისწინებით“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, დიდი ევრაზიული პარტნიორობის ინიციატივას ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. პუტინის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული…

მეტი...

ავარიას მარნეულში 2 ადამიანი ემსხვერპლა

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ არასრულწლოვანს შეეჯახა, შემდეგ კი კედელს. ავარიის შედეგად, ავტომობილის მძღოლი და არასრულწლოვანი დაიღუპნენ. მომხდარის შესახებ გამოძიება დაიწყო.

მეტი...

,,ტრიოს ფარგლებში, ჩვენ ლიდერები ვართ ყველა პარამეტრით”- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო ტრიოს ფარგლებში, მოწინავე პოზიციას იკავებს. მისი თქმით, კონკრეტული რაციონალური გარემოებები განაპირობებს საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. ,,ჩვენ გვყავდა დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც შეეძლო დაეწერა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც დღესაც აბსოლუტურად თავსებადია ყველა ევროპულ კრიტერიუმთან. ქალების უფლებები მაშინაც კი მაღალი გარანტიით გვქონდა დაცული. და ახლაც, ბევრი კრიტერიუმით წინ ვართ ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუს უკვე ფლობენ. ასე რომ, ჩვენი იმედები შემთხვევითი არ არის. ჩვენი იმედები ოპტიმისტურია. მაგალითად, ჩვენ ბალკანეთის ქვეყნებზე წინ ვართ ყველა კრიტერიუმით. ტრიოს ფარგლებშიც, დღეს შეიძლება ცოტა უხერხული იყოს, და აქვე,…

მეტი...

,,პუტინმა არ უნდა მოიგოს მისი ომი უკრაინაში”- ოლაფ შოლცი

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ პუტინმა ომი უკრაინაში არ უნდა მოიგოს. ,,პუტინმა არ უნდა მოიგოს მისი ომი უკრაინაში და დარწმუნებული ვარ, რომ ვერ მოიგებს. პუტინს უნდა გავაცნობიერებინოთ, რომ არ იქნება ნაკარნახევი მშვიდობა, უკრაინა არ მიიღებს ამას და არც ჩვენ” ,-განაცხადა შოლცმა. ამასთან, გერმანიის კანცლერის განცხადებით, რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება დასასრულს უახლოვდება.

მეტი...

,,ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება ეს ომი“- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების თარიღის პროგნოზირება რთულია. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. „ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა: მას დასახული მიზნების ერთ კვირაში მიღწევა ჰქონდა დაგეგმილი, ახლა კი ომის მე-13 კვირა მიმდინარეობს და რუსულმა ჯარებმა უკან დაიხიეს კიევიდან, ხარკოვიდან და ჩრდილოეთ უკრაინიდან. თუმცა, ომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, დანამდვილებით როდის და როგორ დასრულდება ეს ომი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მეტი...

,,მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, როდესაც დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნდებით”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და  განცხადებას ავრცელებს. კრამონი აღნიშნავს, რომ საქართველო ახლა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპაცია გრძელდება. ,,ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობის ფასი ყველაზე კარგად იცის. გასულ საუკუნეში, თქვენ ის ორჯერ გამოაცხადეთ, პირველად, რუსეთის იმპერიიდან, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირიდან. დამოუკიდებლობა ადვილი არ არის, ის ბრძოლასა და შრომას მოითხოვს. ამ რთულ დროს, საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ე.წ. არჩევნებს ან ე.წ. რეფერენდუმს, რუსეთთან ,,შეერთების” შესახებ, არასოდეს ვაღიარებთ. ჩვენ, თქვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში თქვენთან ერთად ვდგავართ.…

მეტი...

,,ბირთვული კონფლიქტის პერსპექტივა, ახლა ისევ რეალურია”- ანტონიო გუტერეში

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ბირთვული კონფლიქტის პერსპექტივა თუ მრავალი წლის განმავლობაში წარმოუდგენლად მიიჩნეოდა, ახლა ეს საფრთხე რეალურია. „უკრაინის კონფლიქტის შედეგები, რამაც გაუსაძლისი ტკივილი გამოიწვია, სცდება უკრაინის საზღვრებს. თავდასხმის ქვეშ მოხვდა საავადმყოფოები, სკოლები, საცხოვრებელი კორპუსები და თავშესაფრები. 12 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ალყაში მოქცეულ ქალაქებში მშვიდობიანი მოქალაქეები არიან ჩარჩენილი. ბირთვული კონფლიქტის პერსპექტივა, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენელი იყო, ახლა ისევ რეალურია. მსოფლიოში მკვეთრად იზრდება საკვების, საწვავის და სასუქების ფასები. მიწოდების ჯაჭვები დარღვეულია. ეს ყველაფერი საფუძველს უყრის პოლიტიკურ არასტაბილურობასა და არეულობას მთელს მსოფლიოში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე პირდაპირი ზეგავლენის…

მეტი...

,,დიდი იმედით ველოდებით ევროკავშირისგან დადებით პასუხს იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება”- ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველო ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიის პირობებში ყველაზე გადამწყვეტ მომენტშია და მთავარი ამოცანა, სწორედ საქართველოს ევროპული ინტეგრაციაა. „მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა ქართველს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. მინდა საქართველოს ვუსურვო გაერთიანება და ასევე ერთობა. დღევანდელი დამოუკიდებლობის დღე, ალბათ, განსაკუთრებულია. ყოველთვის დიდი ზეიმია, ყოველთვის განსაკუთრებულია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიის პირობებში ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ვართ, როდესაც ევროკავშირში წევრობის განაცხადი გავაკეთეთ და ძალიან მალე, დიდი იმედით ველოდებით ევროკავშირისგან დადებით პასუხს იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება, გააგრძელოს…

მეტი...

,,ოკუპანტებმა სევეროდონეცკის განადგურების გადაწყვეტილება მიიღეს”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსი სამხედროები განსაკუთრებით აქტიურად ლისიჩანსკის, ბახმუტისა და სევეროდონეცკის მიმართულებით მოქმედებენ. ,,რეგიონში ვითარება ძალიან მძიმეა და დღითიდღე უარესდება. ოკუპანტებმა სევეროდონეცკის განადგურების გადაწყვეტილება მიიღეს. ქალაქს ავიაციით, არტილერიით, ზალპური ცეცხლით, ტანკებითა და რაკეტებით ბომბავენ”,- აცხადებს სერგეი გაიდაი. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა იერიში დასახლებული პუნქტების გარდა,  ლისიჩანსკში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრზეც მიიტანეს.  

მეტი...

შსს დამოუკიდებლობის დღეს მოქალაქეებს მცხეთაში მასპინძლობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას და საგამოფენო სივრცეებს, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, დილიდან აქტიურად სტუმრობენ როგორც მცხეთელები, ასევე, ქალაქის სტუმრები. შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი მოქალაქეებს საინფორმაციო და საგამოფენო თემატურ სტენდებთან მასპინძლობს, ასევე, წარმოდგენილია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მოქალაქეებს საშუალება აქვთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა საინფორმაციო ზონაში გაეცნონ უწყების მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად გადადგმულ ნაბიჯებს და წარმატებულ რეფორმებს. საგამოფენო სივრცის მთავარ შესასვლელთან განთავსებულია საპატრულო პოლიციის სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის იმიტირებული პუნქტი, სადაც სტუმრები…

მეტი...

,,საქართველო თავდაჯერებულად მიჰყვება სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გზას”- ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთთანაგრძნობა და გულწრფელი კეთილგანწყობილი ინტერესი ყოველთვის იყო და რჩება ბელორუსულ-ქართული მრავალმხრივი თანამშრომლობის საიმედო საფუძვლად, რომელიც აქტიურად უნდა განვითარდეს ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. ,,როგორც მსოფლიო საზოგადოების პატივსაცემი წევრი, საქართველო თავდაჯერებულად მიჰყვება სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გზას“, – აცხადებს ლუკაშენკო.

მეტი...

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადება  მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას შეეხება, რომლის თანახმად 2022 წლის 25 მაისს, კლინიკა „ვივამედში“ ღამის საათებში, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. „აღნიშნულთან დაკავშირებით, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი კლინიკას საკითხის მოკვლევის მიზნით დაუკავშირდა. სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 25 მაისს 01:31 საათზე მიხეილ სააკაშვილთან გამოძახებულ იყო მორიგე ექიმი, რომელსაც პატიმარმა განუცხადა, რომ გახდა შეუძლოდ -„დაკარგა გონება“. სააკაშვილს სხეულის გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ჰემოდინამიკური და სხვა ვიტალური პარამეტრები (არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა, პულსოქსიმეტრია), შაქრის დონე სისხლში, ეკგ მაჩვენებლები – ნორმის ფარგლებშია. დამატებით კონსულტირებული იყო ნევროლოგის მიერ – მწვავე ნევროლოგიური პათოლოგია…

მეტი...

ევროპული კომისია ევროკავშირში საქართველოს წევრობის განაცხადზე, თავის მოსაზრებას 2-3 კვირაში წარადგენს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპული კომისია თავის მოსაზრებას ევროკავშირში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის წევრობის განაცხადებზე,  სავარაუდოდ, 2-3 კვირაში წარადგენს. „ევროკავშირის წევრობის განაცხადზე ის, რასაც ვიტყვი, საკმაოდ მოსაწყენი იქნება, რადგან მე უნდა ვისაუბრო პროცესის თვალსაზრისით. ჩვენ კვლავ ველოდებით მომენტს, როდესაც ევროპული კომისია წარმოადგენს თავის მოსაზრებას ევროკავშირში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის წევრობის განაცხადებზე. ჩემი პროგნოზით, ეს მოხდება უახლოეს 2-3 კვირაში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. ამასთან, ელჩმა პატივი მიაგო ქართველ სამხედროებს, რომელებიც ემსახურებიან არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის თავდაცვას, არამედ ევროპული ღირებულებების დაცვას. „მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და საქართველოს ყველა მოქალაქეს ვუსურვო ბედნიერი…

მეტი...

,,ეს დღე მართლაც მნიშვნელოვანია – დღე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით, ოფლით მოიპოვეს”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. კალაძის თქმით, 26 მაისი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. „ვულოცავ სრულიად საქართველოს ჩვენი ქვეყნის მთავარ დღესასწაულს. პირველ რიგში, ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც მართლაც ღირსეულად, კეთილსინდისიერად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, აბსოლუტურად ყველა სფეროში. განსაკუთრებით, მინდა მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. მინდა, მივულოცო ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად, დგანან ქვეყნის სადარაჯოზე. ეს დღე მართლაც მნიშვნელოვანია – დღე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა…

მეტი...

,,ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,დამოუკიდებლობის საბოლოოდ მოპოვების შემდეგ, ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ეს ჩვენი შინაგანი თავისუფლება, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიასა და კულტურას განსაზღვრავს, განვახორციელოთ ქვეყნის სახელმწიფოებრივ და ინსტიტუციურ მოწყობაში. ეს კი, რა თქმა უნდა, ნიშნავს თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს შენებას და ამიტომაც, ჩვენს ბუნებრივ გარემოში, საერთო ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ სწრაფვა ასევე არასოდეს განელებულა ჩვენს ხალხში,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც. „წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულ ისტორიულ მომენტში ვხვდებით –…

მეტი...

,,საქართველო ევროპისაგან ელოდება ბრძნულ, სამართლიან გადაწყვეტილებას”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს წილად მხვდა პატივი, ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, საქართველო დღეს სარგებლობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით და უვიზო მიმოსვლით მოსახლეობისთვის, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და ხელშესახები მონაპოვარია. „მსოფლიოსთვის დღეს არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, რამაც მრავალი ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად დააზარალა, ჩვენი მთავრობის წინდახედული, გონივრული, ეროვნული ინტერესების პოლიტიკით ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობასა და განვითარებას. დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. დღეს ჩვენი…

მეტი...

„სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული მებრძოლის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,დღეს მინდა გავიხსენო ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიტყვები: „დამოუკიდებლობა – ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მერაბ კოსტავა ჩვენს თანამედროვეთა შორის ალბათ ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას და ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას. „სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული მებრძოლის, დიდი მამულიშვილის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა; ჩვენს თანამედროვეთა შორის ალბათ იგი ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას…

მეტი...

,,დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც სამშობლო და თავისუფლება უზენაესი ღირებულებებია”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღეს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 104 წლისთავს აღვნიშნავთ,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ყველას, ვისთვისაც სამშობლო და თავისუფლება უზენაესი ღირებულებებია, ვინც ცოცხლად ინახავს ჩვენს დიდ წინაპართა ნათელ ხსოვნას და ყოველდღიური შრომით საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში მონაწილეობს. „26 მაისი ჩვენი თავისუფლების დღეა. დღე, რომელიც ყველაზე მეტად გვაერთიანებს საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღეს – დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს საამაყო ჯარს. გილოცავთ ყველა მასწავლებელსა თუ ფერმერს, ექიმს თუ მშენებელს, სპორტსმენს თუ ხელოვანს, ჯარისკაცს თუ პოლიციელს,…

მეტი...

,,ჩემი თხოვნა, მუდარა საზოგადოებისადმი და პოლიტიკური ელიტის მიმართ ორ სიტყვად ითქმის – ძალა ერთობაშია”- სალომე ზურაბიშვილი

,,დღეს, 26 მაისს  ჩემი თხოვნა, მუდარა თქვენდამი, საზოგადოებისადმი და პოლიტიკური ელიტის მიმართ ორ სიტყვად ითქმის – ძალა ერთობაშია,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, ერთად შეკრულ ერს დიდი მომავალი უწერია. „როდის, თუ არა დღეს, უნდა შევიგნოთ, რომ სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. ერთად შეკრულ ერს კი დიდი მომავალი უწერია: ევროპის და ჩვენ თავში დაბრუნებისკენ. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოგმართოთ, რომ ეროვნული თანხმობა ამ მიმართულებით ცარიელ სიტყვად არ დარჩეს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ისტორიული შეგნების ამსახველი იყოს. ეს შანსი დღეს…

მეტი...

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 240 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 240 ბავშვია დაღუპული, 436-ზე მეტი კი დაშავდა. პროკურატორის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 151, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 105, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 50, ხერსონის ოლქში – 49, ნიკოლაევის ოლქში – 45, ზაპოროჟიეს ოლქში – 28, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16,  ჟიტომირის ოლქში – 15. აქტიური საომარი მოქმედებების გამო, მონაცემები საბოლოო არ არის. დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე გართულებულია.

მეტი...

,,დამოუკიდებლობის გამოცხადებით, ქართველმა ხალხმა, მისმა ევროპაზე ორიენტირებულმა მთავრობამ შექმნა ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,საკუთარი ათასწლოვანი კულტურითა და ისტორიით ამაყი, თავისუფალი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი ქართველი ერი, მუდამ იყო მისი ღირებულებების ერთგული,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 1991 წელს აღდგენილი სახელმწიფოებრიობა პირველი რესპუბლიკის კონსიტიტუციას, ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნა და ჩვენი ქვეყნის მთავარ გეზად სწორედ ევროპული ორიენტაცია განისაზღვრა. „ამ ადგილიდან სულ ასიოდე მეტრში, 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადებით, ქართველმა ხალხმა, მისმა ევროპაზე ორიენტირებულმა მთავრობამ შექმნა დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, უაღრესად დემოკრატიული, ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო, რომლის სულისკვეთება და კონსტიტუციაც ევროპის დღევანდელ…

მეტი...

,,გვევალება უკრაინელი ხალხის ტკივილის არა მხოლოდ გაზიარება, არამედ მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა”- სალომე ზურაბიშვილი

,,ევროპის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა, ეს გზა ევროპისკენ არ გაჩენილა უსისხლოდ და მსხვერპლის გარეშე. ჩვენმა წინაპრებმა ეს გზა გაკაფეს. ჩვენი საუკონოვანი მისწრაფება ეფუძნებოდა შეგნებას, რომ საერთო ფასეულობები ოდითგან გვაერთიანებდა და გვაკავშირებდა ევროპულ ცივილიზაციასთან,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი ხალხი ისტორიული ბრძოლების კვალდაკვალ, საკუთარი იდენტობის და ფასეულობების დაცვით, ევროპასაც იცავდა. „მაშინ, როდესაც ქართულ რწმენას, იდენტობას და ფასეულობებს ვიცავდით რიგი დამპყრობელი იმპერიებისგან, ამ დროს ჩვენ ევროპასაც ვიცავდით. ეს საერთო ფასეულობები მოიცავდა ყველაფერს, რაც დღეს ჩვენი ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს. ოთხი მთავარი ფასეულობა და…

მეტი...

,,ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო ძალიან დიდია”- შალვა პაპუაშვილი

„ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესების ფონზე, დღევანდელ 26 მაისს საქართველო განსაკუთრებული იმედით აღნიშნავს. „ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ისტორიული ნაბიჯები გადადგა, იშრომა და იბრძოლა ევროპული მომავლისთვის. მათ შორის, გადავდგით მთავარი ნაბიჯი –  ჩვენ ოფიციალურად შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო ძალიან…

მეტი...

,,ჩვენ წინაშეა ახალი შესაძლებლობები, გამოწვევები, რომლებიც ითხოვს პასუხს, გამბედაობას სიფრთხილესთან ერთად და ერთიანობას” – სალომე ზურაბიშვილი

,,ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა, ეს ჩვენგან ითხოვს გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, შორსმჭვრეტელობას, მომავლის ჭვრეტას, გამბედაობას სიფრთხილესთან ერთად, ერთიანობას ,ამას იმდენჯერ ვიტყვი, რამდენჯერაც საქმეს და ერთიანობას დასჭირდება,”– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნაზე. „ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებით გილოცავთ თქვენ, ვინც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცს დებთ. საქართველოს სამხედროებს ახასიათებდათ ბრძოლის უნარი, პასუხისმგებლობა, თავგანწირვა და ფიცისადმი ერთგულება. დღეს თქვენ ამგვარი ღირსეული სამხედრო ისტორიის ნაწილი გახდით და ტრადიციას ღირსეულად გააგრძელებთ. თქვენ…

მეტი...

,,ჩვენი უძველესი ქვეყანა, თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურითა და ენით, ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის ერთიანი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი” – ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ვინც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა; მას შემდეგ მთელს ჩვენს განვითარებას სწორედ ის სახარებისეული ფასეულობები განსაზღვრავს, რომელიც ასევე საფუძვლად უდევს დღევანდელ ევროპას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული კულტურული საგანძურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ქართული რენესანსი, ხოლო ვახტანგ VI-ის და სულხან-საბას, მოგვიანებით ერეკლე II-ის ეპოქებში, ჩვენთან, ევროპის კვალდაკვალ ვითარდებოდა განმანათლებლობისა და ინდუსტრიალიზაციის პროცესები. „ევროპული ფასეულობებისა და ცხოვრების წესის,  ევროპული  ინსტიტიუციური მოწყობის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების ფუძემდებელთა – ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, ივანე ჯავახიშვილის და სხვა…

მეტი...