,,არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, მანამდე გთხოვთ, რომ მადროვოთ, ამდენი სამუშაო მაქვს გასაკეთებელი“- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ნამდვილად აღარ მაინტერესებს არც ოპოზიციონერების კითხვები, არც აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით,” – აღნიშნული კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

„არ არის საინტერესო შეკითხვა. მე ნამდვილად აღარ მაინტერესებს არც ოპოზიციონერების კითხვები, არც აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ. შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. ასე რომ, მანამდე გთხოვთ, რომ მადროვოთ, ამდენი სამუშაო მაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

მსგავსი თემები