თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ალიანსის წევრობას ისევ არ თანხმდება

„მანამ, სანამ ერდოღანი თურქეთის რესპუბლიკის მეთაურია, ჩვენ ნამდვილად ვერ ვეტყვით „დიახ-ს“ იმ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას, რომლებიც ტერორიზმს მხარს უჭერენ“ – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი. პრეზიდენტი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია და მისი დათანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მისი თქმით, ანკარა ვერ დათანხმდება მათი ნატოში გაწევრიანების განაცხადს. ერდოღანი უარის მიზეზად ტერორისტების მფარველობას და მათთან ალიანსს ასახელებს.  

მეტი...

მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს 4000 კვადრატული მეტრი მიწა ეკუთვნის

ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის მეფე აბდალა II-ს წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემისთვის, საქართველოს სახელით, მადლიერების ნიშნად, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილი მეფე აბდალა II-ს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა და წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ 4000 კვადრატული მეტრი მიწის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი მადლობა, თქვენო სამეფო აღმატებულებავ! ჩემთვის დიდი პატივია პირადად რომ გხვდებით. მადლობა ჩვენი მოწვევისა და მიღებისთვის. საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადმოცემის შესახებ თქვენი ძალიან გულუხვი გადაწყვეტილებისთვის მადლობას მოგახსენებთ ჩვენი მთავრობის, ქვეყნისა და ხალხის სახელით. თქვენო სამეფო აღმატებულებავ, გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ  ეს…

მეტი...

პრემიერი იორდანიის მეფეს შეხვდა

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-სთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოს კულტურული ცენტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის მეფე აბდალა II-ს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. “შეხვედრა გავმართე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-სთან. იორდანიის მხარეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოს კულტურული ცენტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.  

მეტი...

ზაალ უდუმაშვილი ისევ ჟურნალისტიკაში ბრუნდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ის ჟურნალისტიკაში ბრუნდება. მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება. „ეს იყო მართლაც უდიდესი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში და დიდი პატივი, რომ ბრძოლის წინა ხაზზე ვყოფილიყავი.  დარწმუნებული ვარ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის პარტია, რომელიც თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის მომავალში, როდესაც ამ ქვეყანაში აუცილებლად განხორციელდება ცვლილებები, შეიცვლება რეჟიმი და ეს ძალიან მალე მოხდება. დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის. ისევე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება და ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომელიც მედიაში ვითარდება. ამიტომ…

მეტი...

თბილისში 5 ტრანსგენდერი ქალი სცემეს

ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის მიზეზი ინტიმური ურთიერთობა გახდა. შემთხვევა ჩუღურეთის რაიონში მოხდა. როგორც ერთ-ერთი ტრანსგენდერი აცხადებს, ინციდენტი მასთან სახლში მოხდა. მისი თქმით, ერთ-ერთი პირი სახლში ესტუმრა და მომსახურება მოსთხოვა. შემდეგ კი  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მოკვლით დაემუქრა და ადგილზე რამდენიმე ადამიანი მიიყვანა. დაზარალებულის ინფორმაციით, 30-მდე კაცმა მათზე ფიზიკურად იძალადა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს.  

მეტი...

ტურისტული თვითმფრინავი გაუჩინარდა

თვითმფრინავი, რომელიც 19 მგზავრისგან და ეკიპაჟის სამი წევრისგან შედგებოდა, გაუჩინარდა. შემთხვევა ნეპალში მოხდა. Tara Air-ის თვითმფრინავი, ქალაქ პოხარადან ნეპალის პოპულარულ ტურისტულ ქალაქ ჯომსომში მიფრინავდა. სამძებრო ოპერაციებში ნეპალის არმია ჩაერთო, თუმცა, ამ დრომდე, თვითმფრინავის კვალს ვერ მიაგნეს.  

მეტი...

„90%-ს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, 15%-ს ღვიძლის გადანერგვა“ – ბავშვებში გავრცელებული ჰეპატიტი

ბავშვთა ახალი ჰეპატიტის უკვე 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს,  აღნიშნული ჰეპატიტი ეპიდემიოლოგიურად ძალიან უცნაურია და კვლევებში არ ვლინდება. „ბავშვთა ჰეპატიტი ძალიან სპეციფიკურ ჯგუფში, ძირითადად გავრცელებულია 1-დამ 16 წლამდე ბავშვებში. მწვავე ჰეპატიტის სიმპტომებით მიდის. 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.  ახასიათებს სიყვითლე, გულის რევა, ღებინება. საინტერესოა, რატომ გახდა  პრობლემა? ჯერ ერთი, ეპიდემიოლოგიურად ძალიან უცნაურია, რომ  ყველა აქამდე არსებულ ჰეპატიტებს შორის A, B, C ჰეპატიტი, რაზეც ბავშვებს კვლევებს უტარებენ,  არ ვლინდება. სხვა ახალი ინფექციითა გამოწვეული. მეორე ის, რომ გართულებების სიხშირე საკმაოდ მაღალია. 90%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, 10-დან 15%-მდე დასჭირდა ღვიძლის გადანერგვა.…

მეტი...

უკრაინა ისევ იარაღის მიწოდებას ითხოვს და პარტნიორებს მიმართავს

უკრაინაში საომარი მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პრეზიდენტი ზელენსკი კი ისევ პარტნიორებს მიმართავს და იარაღით დახმარებას ითხოვს. „ყოველ დღე ვმუშაობთ ჩვენი დაცვის გასაძლიერებლად. ეს უპირველეს ყოვლისა არის იარაღის მიწოდება. ყოველდღე ვუახლოვდებით იმას, რომ ჩვენი არმია ტექნოლოგიურად და დამრტყმელი ძალით, ოკუპანტებზე აღმატებული იქნება. რა თქმა უნდა, ბევრი რამ პარტნიორებზეა დამოკიდებული, მათი მზადყოფნიდან, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც თავისუფლების დასაცავად არის საჭირო. ველოდები კარგ ამბებს ამის თაობაზე, უკვე მომდევნო კვირას“, – აცხადებს პრეზიდენტი. ზელენსკი მსოფლიოს ისევ სთხოვს, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარონ: ​„ეს არის სამართლიანი და ასახავს ყოველდღიურ რეალობას, რომელიც ოკუპანტებმა უკრაინაში შექმნეს და ამის…

მეტი...

ევროკავშირი რუსულ ნავთობზე უარს ვერ ამბობს

ევროკავშირის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად დიდი სურვილისა, რომ რუსულ ნავთობპროდუქტებზე უარი ეთქვათ, ეს არ გამოდის. ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან. „თუ ჩვენ დღეს სრულად ვიტყვით უარს რუსულ ნავთობზე, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიდი ალბათობით, შეძლებს მის გაყიდვას მსოფლიო ბაზარზე, სადაც ფასები გაიზრდება და გამოიმუშავებს უფრო მეტს“, – აცხადებს აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მეტი...