„აზოვსტალის ქარხანას“ ისევ უკრაინა აკონტროლებს

უკრაინული მხარე არ ადასტურებს რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინამ „აზოვსტალი“ დაკარგა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, ქალაქი მარიუპოლი არ დაცემულა. “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა, უკრაინელი მებრძოლების ბოლო სიმაგრეა მარიუპოლში. მასზე კონტროლს ისევ უკრაინელები ინარჩუნებენ.  მიუხედვად რუსეთის მხრიდან განხორციელებული აქტიური დაბომბვებისა, ის ისევ უკრაინული მხარის კონტროლის ქვეშაა“ –  აცხადებს კულება.

მეტი...

„განგებ ვხოცავდით კლინიკებში  ავადმყოფებს? დიდ ფულს ვაკეთებდით? ეს ზღვარგადასულია“ – თენგიზ ცერცვაძე

„ცდილობენ დაგვაბრალონ, რომ საქართველოში COVID ავადმყოფების მართვა ცუდად ხდებოდა???!!! ვმანიპულირებდით ავადმყოფების და საწოლების რაოდენობით?! რომ განგებ ვხოცავდით კლინიკებში COVID ავადმყოფებს???!!! და ასე განსაჯეთ ჯანმრთელ ადამიანებსაც კი???!!! და ყველაფერ ამით დიდ ფულს ვაკეთებდით???!!! და ვანგრევდით ქვეყნის ეკონომიკას???!!! და რომ ყველაფერი ამისთვის სამაგალითოდ და უმკაცრესად უნდა დავისაჯოთ???!!!“ – აცხადებს ინფექციური კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და განმარტავს, რატომ ტოვებს დაკავებულ პოზიციას. „სინამდვილეში საქართველოში COVID ავადმყოფების ნაკადების მართვა და უშუალოდ ავადმყოფების მკურნალობა ერთ-ერთი საუკეთესო იყო და არის მსოფლიოში პანდემიის ყველა ეტაპზე. არის სხვა საკითხებიც, მაგრამ ძალიან გაგვიგრძელდება. მე კარგად მესმის, რომ უსამართლო დამოკიდებულებას და დაუმსახურებელ ბრალდებებს ცხოვრებაში ვერ…

მეტი...

„ვფიქრობ სამსახურიდან წასვლაზე. გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ“ – თენგიზ ცერცვაძე

„ცდილობენ დამაბრალონ, რომ სხვებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი COVID-ის მართვისთვის გამოყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში“ – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძე.  ინფექციონისტი განცხადებას ავრცელებს და  ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამსახურიდან წასვლა სურს და მიზეზებსაც განმარტავს. „ბოლო დღეებში ჟურნალისტები ინტერესდებიან (მიმაჩნია, რომ ზედმეტად) იმით, ვაპირებ თუ არა გადადგომას და სამსახურიდან წასვლას და თუ კი – რა მიზეზით. ინსინუაციების და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად მინდა განვმარტო შემდეგი: მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე ერთადერთი მიზეზით – ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და…

მეტი...

„რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობას ვინარჩუნებთ“ – ირაკლი კობახიძე   

„არის ასი ათასობით ადამიანი (ქართველი), რომელიც ცხოვრობს როგორც რუსეთში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე და ამბობს, რომ საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებს. მისივე თქმით, არსებული ურთიერთობების განსაკუთრებულ გაფართოებაზე საუბარი არ არის და ვერც იქნება. „საკუთარ მოსახლეობას ვერ დავშლით და ვერ დავაზიანებთ იმ სანქციებით, რომლითაც ჩვენ რუსეთის ფედერაციას ვერანაირად დავშლით. რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ვინარჩუნებთ ისევე, როგორც უკრაინა. ევროკავშირში გაზის 80 პროცენტი უკრაინის გავლით შედის და არა მხოლოდ შედის, არამედ რეიმპორტის სახით რუსული გაზი უკრაინას უკან უბრუნდება. ასეთ ვითარებაში,  გასაგებია, რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობებს რატომ ვინარჩუნებთ“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე. მისივე შეფასებით,…

მეტი...

„სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტით რუსეთს ვერანაირ ზიანს მოვუტანთ“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტით საფრთხე საქართველოს მოსახლეობას დაემუქრება და არა რუსეთს. „ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ჩვენც წარვადგინეთ, მოლდოვამაც და უკრაინამაც. სამივე ქვეყანა ინარჩუნებს გარკვეულ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან და მათ შორის არის უკრაინაც. საქართველო სანქციებს არ უერთდება, არც მოლდოვა. ეს დასავლელი პარტნიორებისთვის და ევროკავშირისთვის კარგად არის ცნობილი“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე. დეპუტატის შეფასებით, ერთ-ერთი არგუმენტი არის უსაფრთხოება, მეორე კი ეკონომიკური არგუმენტები. „არ გვინდა, დამატებითი საბაბი შევქმნათ იმისთვის, რაც  სურს ოპოზიციას.  ეს არის საქართველოს ჩართვა ომში. ანუ, უსაფრთხოება არის ერთი არგუმენტი და მეორეა – ეკონომიკური არგუმენტები. არსებობს…

მეტი...

სააკაშვილი პარლამენტარ ექიმებს მიმართავს და ითხოვს მასთან მივიდნენ და გასინჯონ

„მივმართავ დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძესა და პარლამენტის ყველა სხვა ექიმ წევრს ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული, მომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთეთ დასკვნა, როგორც პაციენტზე“ – აცხადებს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი. ყოფილი პრეზიდენტის მიმართვის წერილი მის სოციალურ გვერდზე ვრცელდება. „ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ ასე მოიქცევით, მიგიღებთ და შეგხვდებით, როგორც ექიმებს და არა პოლიტიკოსებს, ჩემს მოწინააღმდეგეებს ან მომხრეებს. არ ვაპირებ არანაირი პოლიტიკური დისკუსიის გამართვას. მხოლოდ საკუთარ სიმპტომებზე გაგესაუბრებით და მხოლოდ იმის შესაძლებლობაზე ვისაუბრებთ, რომ გამსინჯოთ და მიიღოთ ობიექტური დასკვნა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე მოგიწოდებთ, რომ შემოსვლის შემდეგ საჯარო განცხადებები გააკეთოთ და საჯარო დისკუსიები გამართოთ, როგორც…

მეტი...

ბელარუსმა სიკვდილით დასჯა დააკანონა

ბელარუსში სიკვდილით დასჯის მუხლი დაბრუნდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, სიკვდილით ის ადამიანები დაისჯებიან, რომლებიც ტერორისტული თავდასხმისა და სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობის მცდელობისთვის იქნებიან ბრალდებულები. კანონმდებლობაში შესწორება მას შემდეგ შეიტანეს, რაც რაც ბელარუსში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ოპოზიციის წარმომადგენელთა თავდასხმები გახშირდა. ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც სიკვდილით დასჯა მისაღები გახდა.  

მეტი...

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ODIHR-ის დირექტორს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორს, მატეო მეკაჩისა და თანმხლები დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, შეხვედრაზე ეუთო/ოდირის მხრიდან წარმოდგენილი იყო წინადადებები, რაც ორგანიზაციის მონიტორინგის ფუნქციის გაზრდას გულისხმობს. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ საარჩევნო რეფორმაზე და ასევე, იმ გარემოზე, რომელშიც საქართველოში არჩევნები უკვე დიდი ხანია ტარდება. სტუმრებმა წარმოადგინეს კონკრეტული წინადადებები, რაც გულისხმობს იმას, რომ რეალურად მათი მონიტორინგის ფუნქცია კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ორგანიზაცია ამ მონიტორინგის ფუნქციით ივნისში წარდგება, რაც იქნება საარჩევნო გარემოს შეფასების კიდევ უფრო ფართო ხედვის წარმოდგენა.…

მეტი...

,,სააკაშვილი არის სათანადო, ჯანსაღ მდგომარეობაში”- ირაკლი კობახიძე

,,პატიმრის ზრუნვაზე რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ რაც შეეხება თვითდაზიანებას, ამაზე პასუხიმგებლობა პატიმარს ეკისრება, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სათანადო და  ჯანსაღ მდგომარეობაში. „ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ ვერც მკურნალობის ნაკლებობას და ვერც თვითდაზიანებას, სინამდვილეში ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი არის სათანადო, ჯანსაღ მდგომარეობაში, თვითდაზიანებაც არ მიუყენებია მას, ცილებსაც საკმარისად იღებს. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ასეც და ისეც, ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი სათანადო მოპყრობა, რითაც გამოირჩევა არსებული პენიტენციური სისტემა წინა სისტემისგან განსხვავებით. რაც არის პასუხისმგებლობა ჩვენ ძალიან კარგად…

მეტი...

“უკრაინის მთავარი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც სახელმწიფოთა ლიდერებს შორის დიალოგი შედგება”- ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პირველი პირის განმარტებით, უკრაინას არ სურს გაყინულ კონფლიქტში შესვლა და ომის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. “უკრაინის მთავარი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყირიმი იქნება უკრაინის ტერიტორიის ნაწილი და ყველაფერს ვნახავთ რისი გაკეთება შეიძლება ომის შემდეგ დიპლომატიის გზით. ამიტომ უნდა ვიდგეთ ძლიერად. ამის შემდეგ მოლაპარაკებების ფორმატი შეიცვლება, არ ვიცი ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, ამ მხრივ არანირი გარანტია არ არსებობს. ჩვენ ჯერ ომი უნდა შევაჩეროთ. ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მაშინ იქნება თუ მოხდება სახელმწიფოების…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის“ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები ევროპის   საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად უმასპინძლებენ. ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო სესიაში. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო   საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფება.

მეტი...

თენგიზ ცერცვაძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია , თითქოს  ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. მედიის ცნობით, კლინიცისტმა გათავისუფლების მოთხოვნით შესაბამისს უწყებას უკვე მიმართა. ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ თენგიზ ცერცვაძის უკმაყოფილება სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს უკავშირდება აუდიტთან დაკავშირებით. ,,მე როგორც მოგახსენეთ, ვიცი, რომ უკმაყოფილება  ბატონი თენგიზ ცერცვაძის ასევე სხვა კლინიცისტის, უკავშირდება სოციალურ ქსელებში ამტყდარ აჟიოტაჟს, რომ  კლინიკების მხრიდან ვლინდება დიდი დარღვევები და ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან რთული მოსასმენი მათთვის. თუ იქ რამე გადაცდომა აღმოჩნდა, რის გამოც იქ აუდიტი მუშაობს არის ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესი, ამასთან დაკავშირებით სამინისტროს ექნება…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდადაა, აღენიშნება სისუსტე”- შოთა თუთბერიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – აღნიშნულ ინფორმაციას ადვოკატი შოთა თუთბერიძე ადასტურებს. ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ტემპერატურა და თავს სუსტად გრძნობს. ამასთან, ანალიზის პასუხებიც გაუარესებულია. ,,მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდადაა, აღენიშნება სისუსტე, მისივე თქმით აღენიშნება სისუსტე და ტემპერატურა. დღეს გადმომეცა სამედიცინო ისტორია, რომელიც გამოთხოვილი მქონდა საკმაოდ დიდი ხნის წინ. შევეცდებით სწარაფად გავიაროთ ეს საუბარია ბოლო დროინდელ მკურნალობის სამედიცინო ისტორიაზე”- აღნიშნა ადვოკატმა. შოთა თუთბერიძის განცხადებით პენიტენციურ სამსახურში დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს არ უშვებენ.  

მეტი...

„აზოვსტალის“ ქარხანაში ოკუპანტები შეიჭრნენ

მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსები შეიჭრნენ – აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ქარხანაში ამ დრომდე იმყოფებიან უკრაინელი მებრძოლები და მოქალაქეები, რომელთა ევაკუაციაც ვერ მოხერხდა. როგორც უკრაინული მედია იუწყება „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი 3 მაისს დაიწყო, ხოლო ქარხანაში შეღწევა რუსმა სამხედროებმა დღეს შეძლეს. მანამდე ქარხანა ინტენსიურად იბომბებოდა. უკრაინული მედიის ცნობით, ქარხანაში ახლა ბრძოლა მიმდინარეობს. ამასთან უკრაინელ სამხედროებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

მეტი...

,,სისულელეა, რომ 9 მაისს პუტინი უკრაინას ომს გამოუცხადებს”- დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი, აცხადებს, რომ 9 მაისს რუსეთი უკრაინას ომს არ გამოუცხადებს. ამის შესახებ, დიმიტრი პესკოვმა ტელეგრამ არხს ,,Медуза – LIVE-ს” განუცხადა. რუსი მაღალჩინოსნის განმარტებით, ინფორმაცია თითქოს რუსეთის ფედერაცია საყოველთაო მობილიზაციას გეგმავს სიცრუეა. ,,დასავლელი ჩინოვნიკების ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი 9 მაისს უკრაინას ომს გამოუცხადებს, არის სისულელე. ეს სისულელეა, ამის ალბათობა არ არსებობს, ეს სისულელეა,”- განაცხადა პესკოვმა. .

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი აქციების გამართვას იწყებს

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი პერმანენტულ აქციებს აანონსებს. ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის განმარტებით,  სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და სასწრაფო ზომებია  მისაღები. მიხეილ სააკაშვილის ძმამ აქცია დაანონსა და ყველა პოლიტიკურ ძალას და ორგანიზაციას მოუწოდა, პროტესტს შეუერთდეს. ,,საქართველოს ხელისუფლება, გონს მოეგეთ. ოჯახმა გადავწყვიტეთ ხვალ კანცელარიასთან, საღამოს 7 საათზე შევიკრიბოთ”- აცხადებს გიორგი სააკაშვილი.

მეტი...

,,ვინ ეკითხება პოდოლიაკს, რას წარმოადგენს”- ირაკლი ზარქუა

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას აფასებს.  დეპუტატის განცხადებით, მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა. ,,გრძელდება ეტყობა საინფორმაციო ომი, დღეს გამოვარდა, პოდოლიაკია თუ არ ვცდები, ესეც ნუ ძალიან უცნაურ მოვლენასთან გვაქვს საქმე რა, ადამიანო, მიხედე, ომი გაქვს, უამრავი ადამიანი გეღუპება, უამრავი გამოწვევა აქვს უკრაინას, იცლიან და თან ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, ამბობენ ხალხმა უნდა იმასქნას, ის არ უნდა იყოს. ვინ ეკითხება პოდოლიაკს?! რას წარმოადგენს?! ერთი ჩვეულებრივი ვიგინდარაა, პირდაპირ გეტყვით, რომელიც შემთხვევით მოხვდა ხელისუფლებაში, ისიც და კიდევ ბევრი სხვაც და ამაზე უკრაინელი ხალხი თვითონ…

მეტი...

,,მოზომონ ბრალდებები, რადგან ეს არ შეურაცხყოფს მარტო კონკრეტულ თანამდებობის პირებს, ეს ამ ქვეყანას შეურაცხყოფს”- ლევან იოსელიანი

„მოქალაქეების“ ლიდერი, ლევან იოსელიანი უკრაინის პრეზიდენტის აპარტის უფროსი მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის ბრალდებებს პასუხობს. დეპუტატის განმარტებით, მსაგვსი ტიპის განცხადებები შეურაცხყოფს არა ცალკეული თანამდებობის პირებს, არამედ ქვეყანას. ​,,მოვა დრო როცა დასრულდება ეს ყველაფერი და გვექნება შესაძლებლობა, გავიგოთ ვინ რატომ ამბობდა ამ ყველაფერს, მაგრამ დღეს, მე ვფიქრობ, რომ ყველამ თავი უნდა შევიკავოთ, განსაკუთრებით საქართველოში, მაგრამ მათაც ვთხოვდი, რომ რაღაცნაირად მოზომონ ეს ბრალდებები, რადგან ეს არ შეურაცხყოფს მარტო კონკრეტულ თანამდებობის პირებს, ეს ამ ქვეყანას შეურაცხყოფს, რომელსაც ბრალს დებენ ფაქტობრივად რუსეთის მხარეზე ყოფნაში, რაც არის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.   ,,საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში…

მეტი...

,,ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიებზე მშვიდი ცხოვრება მყარდება”- სერგეი შოიგუ

,,უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი შეიარაღებით და საბრძოლო მასალებით დატვირთული ნატო-ს სატრანსპორტო საშუალებები განადგურდება, –  აღნიშნული განცხადება, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გააკეთა. შოიგუს განმარტებით, აშშ და ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას იარაღით ავსებენ, თუმცა რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დასახული ყველა ამოცანის შესრულებას. „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნებისმიერი ტრანსპორტი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის იარაღით ან მასალით ჩავა უკრაინის ტერიტორიაზე, განიხილება, როგორც განადგურების ლეგიტიმური სამიზნე. ნაციონალისტებისგან გათავისუფლებულ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიებზე მშვიდი ცხოვრება მყარდება. მათ შორის მარიუპოლში – ყველაზე დიდ სამრეწველო და სატრანსპორტო კერაში აზოვის ზღვაზე. ის რუსული არმიის კონტროლის…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს მატეო მეკაჩის შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მთავრობისა და ODIHR-ის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის არჩევნებზე დაკვირვების, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, გენდერული თანასწორობისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის მხარდაჭერისა და საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობა გენდერულ თემატურ პროექტებში. აქვე, ყურადღება გამახვილდა ეფექტური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა ODIHR-ს მადლობა გადაუხადა საქართველოში გამართულ არჩევნებზე წლების განმავლობაში სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნისთვის. ყურადღება დაეთმო საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას ODIHR-თან მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემის რეფორმის…

მეტი...

,,სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში გაიაფებული საწვავი შემოდის”- ირაკლი ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საქართველოში საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებას და ბოლო ოთხი თვის მონაცემებს შეისწავლის – ამის შესახებ, სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასების კლების ტენდენცია, რომელიც 12-14% შეადგენს, 6 მარტიდან ფიქსირდება.სწორედ, ამავე პერიოდიდან იწყება ადგილობრივი ვალუტის კურსის გამყარების პროცესიც. „ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში იმპორტირებული საწვავის ფასსაც და გაიაფების ტენდენცია აქაც მარტიდან შეინიშნება. თუმცა საცალო ბაზარზე ამას მნიშვნელოვანი კორექტირება ჯერჯერობით არ მოუხდენია. არსებული რეალობა მოწმობს, რომ საქართველოში წარმოდგენილ მცირე ქსელებში, მსხვილისგან განსხვავებით, საწვავის ფასი ბევრად დაბალია და ფასთაშორისი სხვაობა, დაახლოებით, 40 თეთრს შეადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში გაიაფებული…

მეტი...

,,ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ მორიგი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი”- კახა კალაძე

,,ვფიქრობ, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ მორიგი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი,” – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დასმული შეკითხვას. კახა კალაძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს სასჯელის მოხდა მოუწევს. „დავამშვიდებ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვეტყვი, რომ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს სასჯელის მოხდა. ვიცით, რომ მას ექვსი წელი უკვე მიესაჯა. დანარჩენ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და არ არის გამორიცხული, რომ სასჯელი დაემატოს. მას ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისგება აუცილებლად მოუწევს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი...

პუტინი მარიუპოლში 9 მაისს აღლუმის ჩატარებას გეგმავს

ოკუპანტები მარიუპოლში 9 მაისს აღლუმის ჩატარებას გეგმავენ. განადგურებულ ქალაქში იმყოფება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, – აღნიშნულ  ინფორმაციას  უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქალაქში მიმდინარეობს ცენტრალური ქუჩების რუსული აგრესიის შედეგად მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებისგან და სამხედრო მოქმედებებისგან გამოწვეული აფეთქებების კვალისგან გაწმენდა. გავრცელებული ინფორმაციით, კრემლი ფართომასშტაბიან პროპაგანდისტულ კამპანიას გეგმავს მარიუპოლში.

მეტი...

,,საქართველოს მთავრობა გონს უნდა მოვიდეს და დაიკავოს სწორი პოზიციები”- იაგო ხვიჩია

,,საქართველოს მთავრობა გონს უნდა მოვიდეს და დაიკავოს სწორი პოზიციები – გერმანიის მთავრობას არანაკლებ აკრიტიკებს უკრაინა და ნაცვლად იმისა, რომ მათ „ნაცები” ეძახონ, მძიმე არტილერიას უგზავნიან,” – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ, მიხაილო პოდოლიაკის განხცხადების საპასუხოდ განაცხადა. იაგო ხვიჩიას განცხადებით, როდესაც ხელისუფლება უკრაინის ბრალდებებზე მტკიცებულებებს ითხოვს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მტკიცებულებებს სანქციები მოჰყვება და სწორედ ამიტომ აკეთებენ ისინი პრევენციულ განცხადებებს. „ძალიან ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო ეს განცხადებები, რადგან ჩვენ ბევრად მეტი მოგვეთხოვება, როგორც ოკუპირებულ ქვეყანას, რომელიც ბრძოლაშია, ისევე როგორც უკრაინა. ასეთი ქვეყნისგან ბევრად მეტს ელოდებიან და არა იმ პოზიციას, რაც ახლა…

მეტი...

,,უკრაინის ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არავინ ეკითხება საქართველოს ხელისუფლებაში ვინ იქნება”- ბექა დავითულიანი

,,უკრაინის ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არავინ ეკითხება, საქართველოს ხელისუფლებაში ვინ იქნება და არც არასდროს შეეკითხება,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ემოციების შეკავება და რაციონალიზმის შენარჩუნება უჭირთ. „ევროკავშირის წევრი ქვეყნის, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაში არ ჩაუშვა და დაადანაშაულა რუსეთთან კოლაბორაციაში. უნგრეთზე, რომელიც ნატო-ს და ევროკავშირის წევრია, ამბობს, რომ პუტინის აგენტურაა. მესმის, რომ ეს ქვეყანა ომშია, იქ ემოციების შეკავება უჭირთ და ყველა მხრიდან ფრონტის გახსნა სჭირდებათ, მაგრამ ცოტა რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა. ,,საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს”- მიხაილო პოდოლიაკი

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. მთავრობის მეთაურმა არმენ გრიგორიანს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. შევედრაზე ითქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიზნით, საქართველო კვლავაც მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონულ დიალოგში ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა დარგების ხელშეწყობისათვის. საუბარი შეეხო პრემიერის მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, როგორც დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ…

მეტი...

,,ჩვენს პოლიტიკურ წრეებში ხშირად ვერ ვხედავთ პოლიტიკოსის მსგავს მოქმედებას”- დავით უსუფაშვილი

,,საქართველოში რა ვითარებაც არის შექმნილი ორპოლუსიანობა – არის არა  კონკურენცია, არამედ მტრობა, მობილიზებულ-მოტივირებული ლიდერები იმისთვის, რომ როგორმე, ერთმანეთი გაანადგურონ, მოსპონ, ამოძირკვონ, გააქრონ და ა.შ. ამ რეალობაში ვცხოვრობთ,” – ასე შეაფასა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა გიგი უგულავას განცხადება. დავით უსუფაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხი უკიდურესად საფრთხილოა. „ყველა ეპოქასა და ვითარებაში პოლიტიკოსების საქმე არის მსგავსი ემოციების ჩაცხრობა და პრობლემების მოგვარება, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ წრეებში ხშირად ვერ ვხედავთ პოლიტიკოსის მსგავს მოქმედებას და იმას ვხედავთ, რასაც ნებისმიერი მოქალაქე ჩაიდენდა. მაშინ, ეს ქვეყანა შეიძლება ნებისმიერმა მოქალაქემ მართოს და ყველანი სახლში წავიდეთ. ეს არის ერთმანეთზე აყოლა. თქვენ ერთი…

მეტი...

კიევის ოლქში 20 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი

კიევის ოლქში კიდევ 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს – აღნიშნულ ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიციის უფროს ანდრეი ნებიტოვი ავრცელებს. ,,მხოლოდ გუშინ კიდევ 20 ცხედარი იპოვეს. ეს ძირითად ბოროდიანკა და მის ახლოს მდებარე სოფლებია, ასევე, ვიშგოროდის რაიონის სოფლები,” – განაცხადა ნებიტოვმა. პოლიციის უფროსის ინფორმაციით, საერთო ჯამში პოლიციის მიერ  1235 ცხედარია ნაპოვნი. გარდაცვლილთა უმრავლესობა ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.

მეტი...

თბილისის მერიის ახალი პროგრამა სწავლის დაფინანსების მსურველი სტუდენტებისთვის

თბილისის მერია მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, ახალ პროგრამას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის განცხადებით, ახალი პროგრამის თანახმად, დაფინანსდებიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები, რომელთაც განცხადების შეტანის მომენტისთვის თბილისში რეგისტრაცია არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უფიქსირდებათ. „მოგეხსენებათ, რომ უკვე გვაქვს პროგრამა სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით, რომლის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის საფასურს ვუფინანსებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშემწყობი პროგრამა,…

მეტი...

,,საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი  საქართველოს მთავრობის კრიტიკას განაგრძობს. მიხაილ პოდოლიაკმა “ამერიკის ხმისთვის ” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მთავრობის პოზიცია უპირისპირდება საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. მისი განცხადებით, საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს, არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციას, როგორიც აქვთ ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს. “ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის, და, რა თქმა უნდა, არა ხალხის პოზიცია, სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, ცოტა არ იყოს, უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ…

მეტი...

გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ არსებული ფართები აუქციონის წესით გაიყიდება

გუდიაშვილის მოედანზე არსებული რეაბილიტირებული სივრცეები აუქციონზე გაიყიდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მერის განცხადებით, ბიზნესსექტორი მსგავსი სივრცეების განვითარებას უკეთ შეძლებს, მუნიციპალიტეტის მთავრობა კი შემოსული თანხით, სხვადასხვა პროექტს განახორციელებს. „ლადო გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობები რეაბილიტირდა. დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს შენობა-ნაგებობები დაიტვირთება, დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება. იცით, რომ ეს ფართები მუნიციპალური საკუთრებაა. ვიცე-მერს დავავალე, ბიზნესსექტორთან დაეწყო მუშაობა, რომ მსგავსი სივრცეების აუქციონის ფორმით პრივატიზაცია მომხდარიყო. გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ არსებული რეაბილიტირებული სივრცეები მზადაა აუქციონზე გასაყიდად“, – აღნიშნა …

მეტი...

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე, ვერცერთი მშენებლობა ვერ განხორციელდება – თბილისის მერია

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის ეკოსისტემის დაცვისა და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბების მიზნით, თბილისის მერიის დაკვეთით კვლევა ჩატარდა. კვლევის  შედეგად მიღებული რეკომენდაციები დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში აისახება, – ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის განცხადებით, ლისის ტბის მიმდებარე კერძო ტერიტორიების სამშენებლო განვითარება მხოლოდ აღნიშნული რეკომენდაციებისა და გარემოსდაცვითი ინტერესების შესაბამისად იქნება დასაშვები. მერის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს კერძო პირების საკუთრების უფლების დაცვას ისე, რომ არ დაზიანდეს ტბის მიმდებარე ტერიტორიის ეკოსისტემა. „როგორც იცით, 2019 წლის 15 მარტს დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელმაც შეზღუდა გარკვეული არეალები. ქალაქში…

მეტი...

,,მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები უნდა იყოს მოწესრიგებული”- კახა კალაძე

,,ამჟამად მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ხდებოდა გარე ვაჭრობა, რაც მიუღებელია”- ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, გარე ვაჭრობის რეგულირებასთან დაკავშირებით, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება გრძელდება. „თბილისში გარე ვაჭრობის რეგულირებასთან დაკავშირებით, დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ამჯერად, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ხდებოდა გარე ვაჭრობა, რაც მიუღებელია. ამ ადამიანების მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული. ეს ადამიანები ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადავიყვანეთ. ამაში ჩართული იყო გამგეობა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი. ბაზრობის დირექციასთან ურთიერთშეთანხმებით, გაკეთდა შეღავათიანი პირობები გარე მოვაჭრეებისთვის, რომ…

მეტი...

„ჩვენ ვიზრუნებთ, რომ რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტა მოხდეს”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. სანქციების ახალი პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას გულისხმობს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ეტაპობრივად შეწყვიტონ ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო გადამუშავებული პროდუქტების – წლის ბოლომდე. „ჩვენ ვიზრუნებთ, რომ რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტა მოხდეს, რითაც ჩვენს პარტნიორებს საშუალებას მივცემთ უზრუნველყონ მიწოდების ალტერნატიული მარშრუტები და მინიმუმამდე დავიყვანოთ გლობალურ ბაზრებზე გავლენა“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო გადახდების სისტემიდან გათიშვა უნდა მოხდეს.

მეტი...

,,პასუხს აგებენ ის პირები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს”- გაეროს წარმომადგენელი

,,გაერო არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ პასუხი აგონ იმ პირებმა, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს,” – აღნიშნული განცხადება, კიევში მყოფმა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა. არსებული ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ქალების გაუპატიურების შემთხვევები მატულობს. კამილა პატენას  განცხადებით, ომის დანაშაულებს საერთაშორისო საგამოძიებო კომისია შეისწავლის, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება. ,,არსებობს მკაფიო მტკიცებულებები ქალებთან მიმართებაში, რომელთა ცხედრებიც ნაპოვნია. გვაქვს სასამართლო-სამედიცინო მტკიცებულებები ძალადობის ფაქტებზე. გაერო არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ პასუხი აგონ იმ პირებმა, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს. მალე შეიქმნება საერთაშორისო საგამოძიებო კომისია, რომელიც ამ საქმეებს განიხილავს”, – განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანიშინის განცხადებით…

მეტი...

,,მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას”- მარიამ ჯიშკარიანი

დღეს რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში ცენტრ “ემპათიას” სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად მივა. მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალურად შესწავლას გეგმავენ, რის შემდეგაც შესაბამის დასკვნას მოამზადებენ. “ემპათიის ექსპერტთა ჯგუფი გეგმავს ექსპერტიზას და შესაძლებელია, პირდაპირ მივიდეთ მეთორმეტე დაწესებულებაში და მოვითხოვოთ ექსპერტების დაშვება. მისი მდგომარეობა ამჟამად იმდენად მძიმეა, რომ საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია მისი მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება და არ არის გამორიცხული ლეტალური გამოსავალიც”, – აცხადებს “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.

მეტი...