ბრიტანული სანქციები პუტინის ოჯახს, მეგობარ ქალს  და ახლო წრეს შეეხო

ვლადიმერ პუტინის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინაში ადამიანების ხოცვის გამო მსოფლიო სანქციების ეტაპობრივად იზრდება. ამჯერად, უმაღლესი თანამდებობის პირებისა და ჩინოვნიკების პარალელურად, სანქციები მათი ოჯახის წევრებსაც შეეხოთ.

დიდმა ბრიტანეთმა,  სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ოჯახსაც დაუწესა. სანქციებში მოექცა ვლადიმერ პუტინის მეგობარი ქალიც. სანქციებში მოექცა პუტინის ყოფილი მეუღლე ლუდმილა ოჩერეტნაიაც, რადგანაც, არსებული ინფორმაციით, პუტინის გარკვეული ქონება სწორედ მის სახელზეა.

პუტინის მეგობარ ქალს, ალინა კაბაევას რაც შეეხება, მასთან ერთად, სანქციები შეეხო მის ბებიასაც. მათი ყველა აქტივი იყინება და ეკრძალებათ მოგზაურობა.

მსგავსი თემები