,,ძლივს დადის, ყოველ წუთში შეიძლება რაღაც უბედურება დატრიალდეს”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ყოფილი პრეზიდენტი კლინიკაში მოინახულა. მისი განცხადებით, მისი შვილის მდგომარეობა კრიტიკულია და საქართველოში სათანადო მკურნალობის ჩატარების პირობები არ არის.

“ძალიან კრიტიკული მდგომარეობა აქვს ადამიანს, ფერი აღარ აქვს, გამხდარი, ცარიელი ძვალი და ტყავი, ძლივს დადის, ყოველ წუთში შეიძლება რაღაც უბედურება დატრიალდეს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მე დღესვე გადავიყვანდი უცხოეთში, ისეთ კლინიკაში, სადაც ასეთი ავადმყოფის მკურნალობის გამოცდილება აქვთ”- განაცხადა გიული ალასანიამ

ამასთან, როგორც ცნობილია სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც აპირებს პაციენტის მონახულებას.

,,შევაღწიე როგორც იქნა რეგისტრატურაში და გვითხრეს რომ დაელოდეთო და ველოდები. 4 თვის წინ დეკემბერში თუ გახსოვთ, გორში გითხარით, რომ საჭიროა გადაყვანა რაც შეიძლება ჩქარა. გავიდა 4 თვე და არაფერი არ ხდება. მე არ ვიცი რა კვლევები ჩაუტარდა, ჩაუტარდა თუ არა და რა მოხდა საერთოდ არაფერი არ ვიცი,” – აღნიშნავს ნიკოლოზ ყიფშიძე.

 

მსგავსი თემები