„ჯავახეთის ქედზე მიწისძვრის 6 000 ეპიცენტრი გვაქვს“ – თეა გოდოლაძე

საქართველოში გახშირებულ მიწისძვრასა და არსებულ საფრთხეებზე „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა“ და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა  თეა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც სეისმოლოგმა აღნიშნა, საქართველო სეისმური კუთხით აქტიურია, თუმცა, ბოლო ერთი წელია, მიწისძვრა უფრო გააქტიურდა. „საქართველო რეალურად ძალიან აქტიურია სესიმურად. ჯავახეთს ქედი რომ ავიღოთ, ბოლო ერთი წელია, დაახლოებით 6 000 ეპიცენტრი გვაქვს. კონცენტრირებულად ხდება ენერგიის რელაქსაცია. ანალოგიური მდგომარეობა იყო ონში. მიმდინარეობდა დეფორმაციის შედეგად დაგროვილი ენერგიის რელაქსაცია. ენერგია რომ დაბალი მაგნიტუდის მიწისძვრების შედეგად გამოიყოფა ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, რომ  ერთი დიდი მიწისძვრა მოხდეს, როგორიც მაგალითად რაჭის მიწისძვრა იყო, ან  სპიტაკის, რომელთა მაგნიტუდა…

მეტი...

ავტობუსში მოკლულ ქალს, ქმარმა, კისერში 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა

პროკურატურის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ქმარმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მცირეწლოვან შვილებთან ერთად მოკლა, 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს მოყენებული. როგორც მკვლელობაშ ბრალდებული როინ მებონიას საქმის  პროკურორი გიორგი ქობულაძე აცხადებს, მოკლულ სოფო კვარაცხელიას, პირველადი დათვალიერებით, კისრის არეში დაახლოებით, 10 ჭრილობა აქვს. „არის თვითმხილველი პირების ჩვენებები, რომლებიც ავტობუსში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მოახერხა და ფაქტის ნაწილი გადაიღო ტელეფონის მეშვეობით, ეს მასალაც გამოთხოვილია ჩვენ მიერ. ასევე, ავტობუსი აღჭურვილი იყო ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით, ჩვენი მიმართვის საფუძველზე, ეს მასალა დაარქივებულია და უახლოეს დღეებში მისი გამოთხოვა მოხდება. ამის შემდეგ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. ჩანს მონაკვეთი, როცა ბრალდებული ახორციელებს გარდაცვლილის მიმართ დანის დარტყმას…

მეტი...

რუსი დიპლომატის პროტესტი პუტინს – გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა  

„ჩემი დიპლომატიური კარიერის 20 წლის განმავლობაში მე მინახავს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა შემობრუნება, მაგრამ არასოდეს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის ისე, როგორც ამ წლის 24 თებერვალს“ – აღნიშნული განცხადებს გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მისიის მრჩეველს –  ბორის ბონდარევს ეკუთვნის. დიპლომატის შეფასებით, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ყველაზე მძიმე დანაშაულია. „პუტინის მიერ გაჩაღებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და, ფაქტობრივად, მთელი დასავლური სამყაროს წინააღმდეგ, არის  ყველაზე მძიმე დანაშაული რუსეთის ხალხის წინააღმდეგ, ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი საზოგადოების არსებობასთან დაკავშირებული ჩვენი ყველა იმედისა და პერსპექტივის ასო „Z”-ით გადახაზვა. მათ, ვინც ჩაიფიქრა ეს ომი, მხოლოდ ერთი რამ სურთ…

მეტი...

,,ყოველი ნაბიჯი გვაძლიერებს შიგნიდან, გარედან, აძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ სისტემებს”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუს კოლეგა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა სამოკავშირეო სახელმწიფოს მშენებლობასთან დაკავშირებით ისაუბრეს. „სამოკავშირეო სახელმწიფოს მშენებლობასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცესებზე არ ვსაუბრობ. აქ, როგორც შევთანხმდით, ამ ყველაფერს მშვიდად, ყოველგვარი აჩქარების გარეშე ვაკეთებთ. ჩვენ ყოველ ნაბიჯს ვარგებთ ისე, რომ ყოველი ეს ნაბიჯი გვაძლიერებს, გვაძლიერებს შიგნიდან, გარედან, აძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ სისტემებს, ქმნის პირობებს მათი განვითარებისთვის, ქმნის ფუნდამენტურ, კარგ, ჯანსაღ საფუძველს ეკონომიკური განვითარებისთვის“, – აღნიშნა პუტინმა. პუტინის განცხადებით, რუსული საექსპორტო პროდუქციის მყიდველი უცხოური კომპანიების რუბლზე გადასვლა რუსულ ვალუტას გააძლიერებს. ლუკაშენკომ კი შეშფოთება გამოთქვა დასავლეთის მიერ უკრაინის „დაშლისკენ“ მიმართული ნაბიჯების გამო…

მეტი...

,,განხორციელებული რეფორმები გვაძლევს იმ ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვქონდეს დადებითი მოლოდინები”- ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით,  საქართველო  გატარებული რეფორმების თვალსაზრისით აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის გამორჩეული ქვეყანაა. მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე  პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი. „ტრიოს ფორმატშიც საქართველოს აქვს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები, შესაბამისად, ჩვენ კითხვარის ნაწილში გავაკეთეთ მაქსიმუმი. საქართველომ შეასრულა ე.წ. საშინაო დავალება და ვართ მოლოდინში, პირველ რიგში კომისიის ფორმატში დასკვნის ნაწილში. შემდეგ უკვე საბჭოს ფორმატში იქნება განხილვა, როგორ გააგრძელებს საქართველო ევროინტეგრაციის გზას. ჩვენ საქართველოში განხორციელებული რეფორმები გვაძლევს იმ ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვქონდეს დადებითი მოლოდინები“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მეტი...

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეწინააღმდეგება, თუმცა  ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას უსვამს ხაზს. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის განცხადებით, ბრალდებულისგან დანაშაულის გაგრძელების საფუძველი არსებობს. „ეს ის შემთხვევაა, რომ არ გავალ სათათბიროდ, ადვოკატიც მომხრეა პატიმრობის შუამდგომლობის. სასამართლომ ადგილზე თათბირით მიიღო გადაწყვეტილება და მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ არსებობს აღკვეთის შუამდგომლობის გამოყენების გარემოებები და დაადგინა, რომ პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდება და დანაშაულებრივი ქმედება, მეუღლის მიმართ მკვლელობა, ორივე შემთხვევაში ბრალდებული შერაცხადია თუ შეურაცხადი, არსებობს დანაშაულის გაგრძელების საფუძველი“, – განაცხადა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა. შეგახსენებთ,…

მეტი...

,,უწყვეტი თანამშრომლობა განვიხილეთ იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომის ეკონომიკურ ეფექტს განიცდის საქართველო”-  კრისტალინა გიორგიევა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გიორგიევა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. კრისტალინა გიორგიევას თქმით, ძლიერი და უწყვეტი თანამშრომლობა განიხილეს იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომის ეკონომიკურ ეფექტს განიცდის საქართველო. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი დავოსში. ძლიერი და უწყვეტი თანამშრომლობა განვიხილეთ იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომის ეკონომიკურ ეფექტს განიცდის საქართველო. ქვეყნის რეფორმების მხარდასაჭერად სიფრთხილის პრინციპებზე დაფუძნებულ სარეზერვო დაფინანსების მექანიზმის მომზადების ბოლო ეტაპზე ვიმყოფებით”,- აღნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი.

მეტი...

,,მიზნად გვაქვს დასახული რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად ვიქცეთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Ripple-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მთავრობას მიზნად აქვს დასახული, რომ საქართველო რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად იქცეს. „ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Ripple-ის გენერალურ დირექტორ ბრედ გარლინგჰაუსთან, რომელსაც ბლოკჩეინის სამომავლო პერსპექტივების და რეგულირების შესახებ საქართველოს ხედვა გავაცანი. ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მიზნად გვაქვს დასახული რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად ვიქცეთ. ვისაუბრეთ საქართველოს უნიკალურ გამოცდილებაზე, რადგან მსოფლიოში პირველი ქვეყანა ვართ, რომელმაც საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ტექნოლოგია…

მეტი...

,,რუსეთის ეკონომიკა სანქციებს საკმაოდ ღირსეულად უმკლავდება”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნების უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს. პუტინის თქმით, რუსეთი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს უმკლავდება. ,,ჩვენ შევთანხმდით, რომ შეხვედრა გამართულიყო აქ, სოჭში, რადგან გარემოებები მოითხოვს ასეთ სერიოზულ, ღრმა საუბარს. ვგულისხმობ ყველაფერს, რაც ეხება რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებას და ყველაფერს, რაც ეხება ეკონომიკას. მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, რუსეთის ეკონომიკა უძლებს სანქციების ზემოქმედებას, საკმაოდ ღირსეულად უმკლავდება. ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი ამაზე მეტყველებს”,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მეტი...

,,ახლა მსოფლიოს არანაირი ინსტრუმენტი არ აქვს, შიმშილის შესაჩერებლად”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ზელენსკის განცხადებით, საჭიროა შეიქმნას საკვების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია. „ნებისმიერი რეაგირება მასობრივ შიმშილზე დაგვიანებულია. როგორც ასეთი, შიმშილი უნდა შეაჩერო პრევენციულად, ვიდრე დაიწყება, მაგრამ ახლა მსოფლიოს არანაირი ინსტრუმენტი არ აქვს. ამიტომ უკრაინა გამოდის ინიციატივით, შეიქმნას საკვების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია“, – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკური და სამხედრო დახმარება უკრაინას გაცილებით ადრე უნდა მიეღო. „იარაღი, ფინანსები, პოლიტიკური მხარდაჭერა, სანქციები – ჩვენ რომ ეს ყველაფერი 100 პროცენტით თებერვალში მიგვეღო, ათასობით სიცოცხლე გადარჩებოდა. აი, ამიტომ სჭირდება უკრაინას ყველა ის იარაღი, რომელსაც ითხოვს და არა…

მეტი...

,,აშშ მტკიცედ რჩება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის მისალოც წერილში ბლინკენი აღნიშნავს, რომ აშშ მტკიცედ რჩება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული. „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული, მშვიდობიანი, ევრო-ატლანტიკური  და წარმატებული მომავალისკენ სწრაფვას. აშშ საქართველოს გვერდით იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების,ეკონომიკის დივერსიფიცირებისა და კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში”,- წერს ბლინკენი. წერილში აღნიშნულია, რომ 30-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად მუშაობდნენ გლობალური უსაფრთხოების მხარდასაჭერად. „ამ მიმართულებით, ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას გლობალურ და…

მეტი...

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ,,მაიმუნის ყვავილის” ვირუსთან დაკავშირებით განცხადებას  ავრცელებს

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მაიმუნის ყვავილის ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით,  „მაიმუნის ყვავილი“ ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. NCDC- ის განმარტებით, ყვავილის საწინააღმდეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც და მისი მკურნალობა ყვავილის საწინააღმდეგო პრეპარატებითაც შეიძლება. ამასთან, საქართველოში „მაიმუნის ყვავილით“ გამოწვეული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. ,,მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერილ იქნა 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც  ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან…

მეტი...

,,საზოგადოება უნდა იცნობდეს იმ ანტიგმირებს, ვინც მუშაობს საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ”- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე- სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია საკუთარი პოლიტიკური ინტერესით მოქმედებს და მუშაობს ყველა მიმართულებით იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირის სტატუსის მიღებაში. ,,საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესებით, რადიკალურმა ოპოზიციამ დაკარგა რეალური ფუნქცია – ხელისუფლების ოპონირება და ისინი გადასულნი არიან საქართველოს ოპონირებაზე და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაზე საერთაშორისო ფორუმებზე, ეს ხდება სხვადასხვა ტიპის ანგარიშებით, ჩრდილოვანი ანგარიშებით, რომელსაც აწვდიან ევროპულ სტრუქტურებს, საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის გამოყენებით, საზოგადოება უნდა იცნობდეს იმ ანტიგმირებს, ვინც მუშაობს საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ. ზუსტად ასეთივე პროცესი იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესის განხილვის დროს,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეტი...

საბერძნეთში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა. სავარაუდო ინფიცირებული 29 წლის ბრიტანელი ახალგაზრდაა, რომელიც კეფალონიაზე მეგობართან ერთად იმყოფებოდა. არსებული ცნობით, ახალგაზრდას  „მაიმუნის ყვავილის“ დამახასიათებელი გამონაყარი აღენიშნება. იგი გამოსაკვლევად ათენში, სპეციალური კაფსულით გადაიყვანეს. კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მეტი...

,,ემბარგო რუსულ ნავთობზე, ყველა ბანკის ბლოკირება და რუსეთთან ვაჭრობის სრული შეწყვეტა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ზელენსკის თქმით, სანქციები უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი, რადგან რუსეთმა და ყველა პოტენციურმა აგრესორმა რომელსაც მეზობლის წინააღმდეგ სასტიკი ომის დაწყება მოუნდება იცოდეს, რა შედეგი მოჰყვება აგრესიას. „არ დაელოდოთ საბედისწერო გასროლას, არ დაელოდოთ რუსეთის მიერ სპეციალური იარაღის გამოყენებას – ქიმიურის, ბიოლოგიურის, ღმერთმა არ ქნას ბირთვულის. ნუ გაუჩენთ აგრესორს განცდას, თითქოს მსოფლიო საკმარის წინააღმდეგობას არ გაუწევს. ასეთი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მე ვფიქრობ ამ დრომდე არ დაწესებულა. სანქციები უნდა იყოს – ემბარგო რუსულ ნავთობზე, ყველა ბანკის ბლოკირება, გამონაკლისის გარეშე. სრულად უარის თქმა რუსეთის ინტერნეტ-ტექნოლოგიებზე. რუსეთთან ვაჭრობის სრული შეწყვეტა. ეს…

მეტი...

თბილისში ავტობუსის გაჩერებასთან ქმარმა ცოლი დაჭრა

თბილისში, მეტროსადგურ  დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის გაჩერებასთან ქმარმა ცოლი დაჭრა. შსს-ს ინფორმაციით, კაცი დაკავებულია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მეტი...

,,სასამართლოს მიმართ ნაბიჯები თუ არ გადავდგით, ჩვენ ძალიან შორს ვიქნებით რამე დასავლური პერსპექტივისგან”- ლევან იოსელიანი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, ,,მოქალაქეების” წევრი, ლევან იოსელიანი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით  ,,რადიკალური ოპოზიცია” სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ანტი-დასავლურ პროპაგანდას აწარმოებს. ,,იმით, რაც სასამართლოში ხდება, არავინ არ არის კმაყოფილი. მე ეს ვიცი, ამაზე ბევრი გვაქვს ნამსჯელი, ამაზე დოკუმენტებია შექმნილი , სადაც კონკრეტულად არის ხაზი გასმული თუ რა არის სასამართლოში გასაკეთებელი, იმისთვის რომ კონკრეტული ადამიანების გავლენა შემცირდეს. მე ერთი რამე ვიცი, რომ ამ ქვეყანაში, სასამართლოს მიმართ ნაბიჯები თუ არ გადავდგით, ჩვენ ძალიან შორს ვიქნებით რამე დასავლური პერსპექტივისგან, იმიტომ რომ, ყველა, პირველ შეხვედრაზე გვთხოვს სასამართლოს მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას,” –…

მეტი...

‘’ახალგაზრდული მედია-კავშირის’’ ორგანიზებით პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმართა

„ახალგაზრდული მედია კავშირის“ ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, კომპანია „სოკარისა“ და „სამორინე შანგრილას“ მხარდაჭერით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, პატარა ლილოს მთაზე, პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმართა; ამჯერად, საკუთარი ოცნება 50–ზე მეტმა შშმ პირმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანმა და საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცმა აიხდინა. მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები: ტოტალურად უსინათლო, ზურგის ტვინის დაზიანების მქონე, ამპუტანტი და ეტლით მოსარგებლეები. ოცნებების ახდენაში, მონაწილეებს, სპეციალურად დამზადებული ეტლი–კონსტრუქციები დაეხმარა. პარაპლანით ფრენა, ეტლებით პროექტის_ „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 2012 წლიდან ხორციელდება და სულ ურო და უფრო…

მეტი...

ფოთში ვეტერანებისათვის უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩატარდა

მიმდინარე წლის 21 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს. კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია სამსახურის 161 ბენეფიციარს, განხორციელდა 644 ვიზიტი. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, ჩაფიძის გულის ცენტრის მედიკოსთა 15-კაციანი ჯგუფი ემსახურებოდა. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი, ვაჟა დალაქიშვილი და ვეტერანების…

მეტი...

,,საერთაშორისო სავალუტო ფონდის მადლობელი ვარ, საქართველოს სტრუქტურული, ფინანსური და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისთვის”- ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის დინამიკა და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის დროს სავალუტო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულმა შესაბამისმა პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კრიზისზე ეფექტური რეაგირების კუთხით. ირაკლი ღარიბაშვილი კრისტალინა გიორგიევასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. პრემიერი საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოს სტრუქტურული, ფინანსური და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ რეფორმების მიზანი რეგიონის ფინანსურ…

მეტი...

„საქართველო არავის არ ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში”- ბექა დავითულიანი

პარტია ,, ქართული ოცნების” წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად ყველა ბერკეტი გამოიყენა. მისი თქმით, ვინც ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა დააკლო, უნდა დაასახელონ კონკრეტული ფაქტები რისი გაკეთება შეიძლებოდა და არ გაკეთდა. „ვინც ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა დააკლო, ჰქონდა რაიმე ბერკეტი და არ გამოიყენა მის დასახმარებლად, დაასახელონ თუნდაც ერთი კონკრეტული მიმართულება და საკითხი, რა შეეძლო საქართველოს, გაეკეთებინა და არ გააკეთა. რომელი სანქციის დაწესება შეეძლო და არ დააწესა. ისეთი სანქციის, რომელიც დააზიანებდა რუსეთს და არა საქართველოს. რადიკალური ოპოზიცია ამ კონტექსტში იყო მოხსენებული“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის…

მეტი...

,,ევროპა აგრძელებს მოსკოვში ყოველდღიურად მილიარდი ევროს გაგზავნას”- მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განაცხადებით, ევროპა რუსული გაზისა და ნავთობის შეძენით ყოველდღიურად მილიარდობით ევროს აგზავნის მოსკოვში. „რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრიდან მესამე თვე სრულდება. ევროპა აგრძელებს მოსკოვში ყოველდღიურად მილიარდი ევროს გაგზავნას ნავთობისა და გაზის შეძენით. რუსეთი აგრძელებს ბავშვების მოკვლას, ქალების გაუპატიურებასა და ქალაქების განადგურებას. უკრაინელები აგრძელებენ ევროპული საზღვრებისა და დემოკრატიული ცივილიზაციის დაცვას. დასკვნები გამოიტანეთ“,- განაცხადა მიხეილ პოდოლიაკმა.

მეტი...

,,ბო­რო­ტე­ბას მხო­ლოდ სი­კე­თით, რწმე­ნით, ლოც­ვით და უფალ­ზე მინ­დო­ბით მო­ვე­რე­ვით”- პეტრე კოლხი

მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს მღვდელს ლვო­ვის რე­გი­ონ­ის ქა­ლაქ სტრი­ში, აქ­ტი­ვის­ტებ­მა ბრი­ლი­ან­ტის მწვა­ნე შეასხეს. გავრეცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ინ­ცი­დენ­ტი მაშინ მოხდა, როდესაც მამა ვო­ლო­დი­მირ მან­ძი­უ­კი ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას წმინ­და ნი­კო­ლოზ საკ­ვირ­ველ­მოქ­მე­დის ნა­წი­ლე­ბის გად­მოს­ვე­ნე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად ატა­რებ­და. მომ­ხდარ ინციდენტს  ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი პეტ­რე კოლ­ხი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ,,არა­ვინ ამარ­თლებს ძა­ლა­დო­ბას, არა­ვინ არის ამ სა­ში­ნე­ლი საქ­ცი­ე­ლის მომ­ხრე. არ არის ეს ფოტო და ქმე­დე­ბა მო­სა­წო­ნი. ჩვენ ყვე­ლა ვგმობთ რუ­სე­თის­გან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის წა­მე­ბის ფაქტს და ჩვენც იგი­ვე ძა­ლა­დო­ბით არ უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ რუ­სეთს. მა­შინ არც ჩვენ ვიქ­ნე­ბით უკე­თე­სი ქრის­ტი­ა­ნე­ბი! გა­ვი­გე, რომ მძი­მე მო­სას­მე­ნია, როცა რუ­სეთს ვი­ღაც წმინ­დას და მარ­თლმა­დი­დე­ბელს უწო­დებს, მაგ­რამ ასე მოქ­ცე­ვა…

მეტი...

ავარიას ავტობანზე 1 ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, ავარიის შედეგად გარდაიცვალა ერთი და  დაშავდა 5 ადამიანი. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის ერთი ქვეითია, ოთხი კი ავტომანქანების მგზავრი. შემთხვევა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შეჯახების შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

მეტი...

პოლონეთი რუსეთთან ენერგეტიკულ ურთიერთობას წყვეტს

პოლონეთის კლიმატის და გარემოს მინისტრის ანა მოსკვას განცხადებით, პოლონეთი რუსეთთან ენერგეტიკულ ურთიერთობას წყვეტს. „პოლონეთმა გააუქმა ბუნებრივ აირთან დაკავშირებული 1993 წლის მთავრობათაშორისი შეთანხმება იამალთან მიმართებით. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ დადასტურა პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა, გახდეს რუსული გაზისგან სრულად დამოუკიდებელი. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ „გაზპორმი“ არასანდო პარტნიორია“, – აცხადებს ანა მოსკვა. მედიის ცნობით, შეთანხმება მოიცავდა ბუნებრივი აირის მიწოდებას იამალის მილსადენით და ასევე, პოლონეთის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მოვლას.

მეტი...

,,რადიკალური ოპოზიცია, თავისი ლომჯარიათი, ენჯეოებით ადანაშაულებს ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში”- ირაკლი კობახიძე

ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ ამერიკის საელჩო დისკრიმინაციასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩარევაში დაადანაშაულა. ,,რადიკალურმა ოპოზიციამ, თავისი ლომჯარიათი და ენჯეოებით, ამერიკის საელჩო დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ახორციელებენ დისკრიმინაციას და ერევიან სასამართლოს დამოუკიდებლობაში და ცდილობენ, რომ არაფორმალურად მართონ ხელისუფლება და კონკრეტულად, სასამართლო სისტემა – აი, ზუსტად ეს არის ანტიდასავლური რიტორიკა,” – აღნიშნა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2004-2012 წლებში, ამერიკის საელჩო მოსამართლეებთან დაკავშირებით არანაირი კრიტიკით არ გამოირჩეოდა. ,,შეგახსენებთ, რომ 2004 წლიდან 2012 წლამდე, მაშინაც კი არ გამოდიოდა არანაირი კრიტიკით კონკრეტული მოსამართლეების მიმართ ამერიკის საელჩო, როდესაც მთელი სისტემა მუშაობდა, როგორც რეპრესირებული…

მეტი...

,,ოპოზიციას ზნე არ შეუცვლია”- მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფოს ინტერესებს ზიანს აყენებენ. „რამდენიმე წლის წინ თვალს ვადევნებდით თვალს, მაგალითად, ასოცირების, ვიზალიბერალიზაციის პროცესს, გამოაშკარავდა ცალკეული ოპოზიციური აქტივისტებისა, თუ მოღვაწეების ქმედებებით, რომლებიც მიმართული იყო დესტრუქციისკენ, რომ ხელი შეეშალათ საქართველოსთვის ამ პროცესისთვის მარტო იმიტომ, რომ ეს რაღაცნაირად მოსახლეობაში არ აღქმულიყო როგორც ამ ხელისუფლების მიერ მოპოვებული გარკვეული შედეგი. ისინი იმეილებს აგზავნიდნენ, ყველამ ვიცით და ხელმეორედ აფიშირება საჭირო არ არის. სამწუხაროდ, ზნე ოპოზიციას დღემდე არ შეუცვლია. შესაბამისად, ასეთი ქმედებები გრძელდება და თვალს ვადევნებთ ცალკეული ევროპარლამენტარების, მათი გარკვეული ჯგუფის მხრიდან ისეთი განცხადებების კეთებას,…

მეტი...

„აზოვსტალიდან“ აყვანილი ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით შესაძლოა მოლაპარაკებები გაიმართოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში „აზოვსტალიდან“ აყვანილი ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. რუსეთის საგერეო უწყების მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით, აღნიშნული საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა შესაძლოა განიხილონ. „ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ სავრაუდოდ სადღაც განიხილება. მე ყველანაირ შესაძლებლობას ვუშვებ, რომელიც არ ეწინააღმდეგება საღ აზრს“, – აღნიშნა რუდენკომ.

მეტი...

,,ზურაბ ჯაფარიძე იმდენად ამოვარდნილია პოლიტიკიდან, რომ ვერ ხვდება, სხვები რას აკეთებენ”- ალესანდრე რაქვიაშვილი

„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ,,გირჩი-მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება. ჯაფარიძის განცხადებით, „არანაირი დრაივი ან მოტივაცია, რომ ამ წუთში, რაიმე გააკეთონ ოპოზიციაში, არ არსებობს, სხედან პარლამენტში და კარგად არიან“. რაქვიაშვილის განმარტებით, პარტიას დღის წესრიგი აქვს, რომლის მიხედვითაც მოქმედებენ. „როგორც ჩანს, ზურაბ ჯაფარიძე იმდენად ამოვარდნილია პოლიტიკიდან, რომ მართლა ვერ ხვდება, სხვები რას აკეთებენ. მისი პარტია რადგან არაფერს აკეთებს, აქედან გააკეთა დასკვნა, რომ სხვებიც არაფერს აკეთებენ. ვინც რეალურად არის პოლიტიკაში და პოლიტიკურ პროცესში ჩართული, იმან იცის, რომ ოპოზიცია ჩართულია, თუმცა ნაწილი ჩემი კოლეგებისა პასიურია და არაფერს აკეთებს. მე არ ვიცი, მისი…

მეტი...

,,ლელო” ირაკლი ღარიბაშვილს 27 მაისს პარლამენტში იბარებს

,,ლელოს” წარმომადგენლები, ინტერპელაციის წესით, 27 მაისს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრს იბარებენ. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით,  მათი მთავარი მიზანია საზოგადოებამ, მიიღოს პასუხი კითხვაზე: რამდენად არის დაცული დღეს საქართველო იმისგან, რომ არ გახდეს რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების ასარიდებელი სივრცე. ,,ამ საკითხზე მე გაგზავნილი მაქვს დეტალური კითხვები სახელმწიფოს სხვა და სხვა  უწყებებთან, მათ დიდ ნაწილს ჯერ პასუხები არ გაუცია, რაც კონსტიტუციის დარღვევაა. დღეს ტრიბუნიდან მოვუწოდებთ მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია და პრემიერს – პარლამენტში მოვიდეს გატარებულ ღონისძიებებზე  კონკრეტული პასუხებით. დღეს, შავ ხვრელად გადაქცევა თავად საქართველოსთვის არის საშიში და ძალიან დიდ ზიანს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად მოცემულ სიტუაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია…

მეტი...

რუსეთი სევეროდონეცკში ტოტალური განადგურების ტაქტიკას იყენებს

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსეთი სევეროდონეცკში ტოტალური განადგურების ტაქტიკას იყენებს. „ჩვენ გვაქვს რთული ვითარება, რადგან რუსეთის არმიამ ახლა მთელი თავისი ძალები ლუგანსკის ოლქის დასაკავებლად მიმართა. მათ აქვთ დიდი მიზანი და სტრატეგიული გეგმა – მივიდნენ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე. ხვალ, 24 მაისს, უკვე სამი თვე გახდება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, ასე რომ, რუსი დამპყრობლები სამი თვის განმავლობაში ვერ გადიან ლუგანსკის რეგიონის საკმაოდ მცირე ტერიტორიას. ისინი ახლა გადავიდნენ საყვარელ ტაქტიკაზე – უბრალოდ ანადგურებენ ყველაფერს – ახლა სევეროდონეცკი განიცდის ასეთ ტოტალურ განადგურებას“, – აღნიშნა გაიდაიმ. გაიდაის ცნობით, გამუდმებით იბომბება გზა, რაც ართულებს…

მეტი...

„ნაციონალურმა მოძრაობამ ჩააბარა რუსეთს ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ბრიუსელის კვლევითი ორგანიზაციის, CEPS-ის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაზე ისაუბრა. მისი თქმით, დასკვნის ერთ-ერთი ავტორი არის ელენე ხოშტარია და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება ფეიკზე დაფუძნებული აღქმები. „ამ კვლევას იგივე ორგანიზაციის კვლევა უძღოდა წინ, სადაც ქულებით არის შეფასებული საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და იგივე ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, რომელიც შარშან მომზადდა, საქართველო ყველა ქულით, ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. წელს, იგივე ორგანიზაციამ მოამზადა დასკვნა, რომლის ერთ-ერთი ავტორი არის ელენე ხოშტარია. არც მეტი, არც ნაკლები. რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი რადიკალი.…

მეტი...

,,ღარიბაშვილის ყველა განცხადება იყო ანტიუკრაინული”- რომან გოცირიძე

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები ანტიუკრაინულია და  უკრაინას მნიშვნელოვანი დახმარება არა საქართველოს სახელმწიფომ, არამედ ქართველმა ხალხმა გაუწია. ,,საქართველოს ხელისუფლების, პირადად ღარიბაშვილის ყველა განცხადება იყო ანტიუკრაინული, დემონსტრაციული, სპეციალურად გაკეთებული განცხადება, რომ ის არ უერთდება არანაირ სანქციას. როდის ახსენა ბატონმა ღარიბაშვილმა პუტინი? ვეძებე გუგლში, 2014 წელს პირველად ახსენა, მას შემდეგ 8 წელი გავიდა და ვერსად ვერ ვიპოვე. საქართველო თურმე მსოფლიოში ყოფილა 1-ელ ადგილზე საფოსტო გზავნილებით უკრაინისადმი, დახმარების კუთხით და ამითი ამაყობს ხელისუფლება, როდესაც ეს არის ჩვენი მოქალაქეების კერძო ინიციატივა. რა გააკეთა…

მეტი...

,,პოდოლიაკი და გონჩარენკო ითხოვენ რუსებმა დახოცონ ქართველი ქალები და ბავშვები”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძე   უკრაინელი პოლიტიკოსების წარსულსა და პატრიოტიზმზე საუბრობს. მისი განცხადებით, მიხაილ პოდოლიაკი და ოლექსი გონჩარენკო პრორუსული განწყობებით და საქმით გამოირჩეოდნენ. ,,ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები და რომლებიც მანამდე გამოირჩეოდნენ პრორუსული განწყობებით და საქმით. უნდა შევახსენოთ ყველას, ვინ არის პოდოლიაკი, ვინ არის გონჩარენკო, რომლებიც ითხოვენ, საქართველოში ომის გაჩაღებას და ითხოვენ, რომ რუსებმა უნდა დახოცონ ქართველი ქალები და ბავშვები, პირდაპირი ტექსტით ვციტირებ მე მათ განცხადებას. მაგალითად, პოდოლიაკი იყო დაახლოებული იანუკოვიჩთან, გონჩარენკო იყო პირდაპირ იანუკოვიჩის პარტიის წევრი და ა.შ.…

მეტი...

პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 24 მაისიდან იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 24 მაისს, დილის 09:00 საათიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 15 ივნისს დღის ბოლოს დასრულდება. როგორც განათლების სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, რეგისტრაციას ბავშვის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური ვებგვერდის – registration.emis.ge – მეშვეობით ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს. ( საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია – https://mes.gov.ge/mesgifs/1653291639_Instruqcia%202022.pdf). ბავშვის რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა: . მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც…

მეტი...

,,მივმართავთ რადიკალურ ოპოზიციას ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს, ჩამოწერონ კონკრეტული მაგალითები, თუ რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. მისი თქმით, საქართველომ უკრაინის ხელისუფლებისა და ხალხის მხარდასაჭერად გამოხატა როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული მხარდაჭერა. ,,მივმართავთ რადიკალურ ოპოზიციას, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. საჯაროდ დასმულ კითხვებზე, ჩვენც საჯაროდ გაგცემთ პასუხს. იგივეს ველით თქვენს მიერ დაქირავებული ლობისტებისგანაც. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მათ ფულს უხდით თუ რაიმე სხვა ფორმით ემუშავებით. ვხედავთ უცხოელებსაც აქვთ უკმაყოფილების განცდა, რაზეც ისინი საჯაროდ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირად მიგვანიშნებენ, თუმცა, სამწუხაროდ,…

მეტი...