,,სამხედროებს შეუძლიათ გამოსვლა იარაღის დაყრის შემთხვევაში”- დიმიტრი პესკოვი აზოველ სამხედროებზე

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინელ მებრძოლებს შეუძლიათ, დატოვონ „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია, თუ ისინი იარაღს დაყრიან.

პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკვე განაცხადა, რომ მარიუპოლის დატოვება ყველა მშვიდობიან მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით და „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.

„რაც შეეხება სამხედროებს, მათაც შეუძლიათ გამოსვლა იარაღის დაყრის შემთხვევაში. მათ შესაბამისად მოეპყრობიან. ყველა დაჭრილს გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. პრეზიდენტის ეს სიტყვები უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებაა, სწორედ აქედან გამოვდივართ“, – აღნიშნა კრემლი პრესსპიკერმა.

მსგავსი თემები