„ვაქცინების განაწილების მხრივ სკანდალური უთანასწორობაა“ – ჯანმოს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის საპრევენციო ვაქცინები არასწორად და უსამართლოდ ნაწილდება. “ვაქცინების განაწილების პროცესში სკანდალური უთანასწორობაა.  დოზების 75% -ზე მეტი მხოლოდ 10 ქვეყანაზე მოდის. მსოფლიოში გამოყენებული დოზების რაოდენობა საკმარისი იქნებოდა ყველა ჯანდაცვის წარმომადგენლისა და ხანდაზმული ადამიანების ვაქცინაციისთვის, თუ მათი განაწილება სამართლიანად მოხდებოდა“, – აცხადებს ჯანმო-ს ხელმძღვანელი და  ქვეყნებს მოუწოდებს, „კოვაქსის“ მექანიზმს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები აჩუქონ.

მეტი...

„რუსთაველი გადაიკეტება და არ გაიხსნება“ – ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველები დედაქალაქის პარალიზებას აგრძელებენ. როგორც პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა ამ წუთებში აქციაზე განაცხადა, 26 მაისს, მთელი დედაქალაქი მათ გვერდით იქნება. „ახლა დავიძრათ რუსთაველისკენ, გადაიკეტება რუსთაველის მოედანი და არ გაიხსნება. მეტი ერთობა გვჭირდება. დავდგეთ ერთად ნამდვილი თავისუფლების მოსაპოვებლად. რადგან სცენა გვაქვს მოწყობილი რესპუბლიკის მოედანზე და ასევე, კარვები გვაქვს გაშლილი, ბუნებრივია, ამ ტერიტორიას ვერ დავტოვებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიძრათ რესპუბლიკის მოედანზე. რუსთაველის ქუჩა გადაიკეტება დღეს ჩვენგან და არ გაიხსნება. ამავდროულად, ახლოს ვიქნებით იმ ძირითად ლოკაციასთან, სადაც დავიწყეთ ეს პროცესი და გადაიკეტება იქ ყველაფერი, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები.…

მეტი...

„26 მაისს არა აღლუმზე, არამედ ჩვენთან“ – ვარლამ გოლეთიანის მოწოდება მოსახლეობას

რიონის ხეობის მცველები, იუსტიციის სახლიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიემართებიან. „დავიძრათ თავისუფლების მოედნისკენ“ – ეს განცხადება აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ამ წუთებში გააკეთა. ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებს და საქართველოს მოსახლოებას ასევე მოუწოდა 26 მაისს არ მივიდნენ აღლუმზე და შეუერთდნენ  რიონის მცველების აქციას. ამ წუთებში აქციის მონაწილეები სწორედ იმ ლოკაციისკენ მიემართებიან, სადაც 26 მაისის ღონისძიება უნდა ჩატარდეს. რიონის ხეობის მცველები სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობების ბლოკირებას იწყებენ. გოლეთიანის თქმით, გზა აუცილებლად გადაიკეტება, რადგან ეს არის სამართლიანი ბრძოლა.    

მეტი...

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რესპუბლიკის მოედნიდან „მშრალი ხიდისკენ“ მსვლელობით მიემართებიან

რესპუბლიკის მოედანზე “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები „მშრალ ხიდამდე” საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზოტრმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მანამდე პარლამენტთან მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან გეგმავდნენ საუბარს, თუმცა მათგან განმეორებით პასუხი არ მიუღიათ, შესაბამისად საკუთარ სამოქმედო გეგმას არ გადაუხვევენ.

მეტი...

“ძალის გამოყენებით ფრენის შეწყვეტა და ჟურნალისტის დაპატიმრება დაუშვებელი ქმედებაა” – სალომე ზურაბიშვილი რომან პროტასევიჩის საქმეზე

საქართველოს პრეზიდენტი, ბელარუსში ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასა და ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩის დაკავებას ეხმაურება. “ძალის გამოყენებით ფრენის შეწყვეტა, რაც მოხდა “რინეართან” დაკავშირებით და ჟურნალისტის დაპატიმრება დაუშვებელი ქმედებაა, ეს არღვევს ძალიან ბევრ საერთაშორისო ნორმას, რომლის უგულვებელყოფა არ შეიძლება,”- წერს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

“ქართული შტამის წარმოქმნის ალბათობა ძალიან მცირეა” – პაატა იმნაძე

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ქართული შტამის წარმოქმნის ალბათობა ძალიან მცირეა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.  “საქართველოს მოსახლეობა, სამწუხაროდ, იმდენად მცირეა, რომ რაც არ უნდა ინტენსიური იყოს ვირუსის ცირკულაცია, ახალი შტამების წარმოქმნის ალბათობა ასეთი მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნებში ნაკლებად სავარაუდოა. ეს, რა თქმა უნდა, უფრო მოხდება ისეთ ქვეყნებში, სადაც ვირუსის ცირკულაცია ხდება ათეულ მილიონობით ადამიანში. ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები ამის ითვალისწინებენ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აკვირდებიან ვირუსს იმ შემთხვევისთვის, თუ შეიცვლება კოვიდის ფორმა და აღარ იქნება ვაქცინა საკმარისი. ეს ყველაფერი არის მუდმივი მორიტორინგის ქვეშ.” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრის 112-ე საქველმოქმედო აქცია ვეტერანებისთვის

მიმდინარე წლის 29 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ, – ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; „მისამართი: ბათუმი; ტბელ აბუსერიძის ქ. N 11; 112-ის შენობა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის…

მეტი...

„ეს არის შავრაზმელობა და საბჭოთა კავშირი“ – ოთო კახიძის 8 არგუმენტი „რიონის მცველების“ მოთხოვნების საწინააღმდეგოდ

ოპოზიციონერი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში ნამოხვან ჰესთან დაკავშირებით წერს. მისივე თქმით, როცა პროტესტის მთავარი გზავნილია – „ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს”, „დიდი ჰესი არ უნდა აშენდეს”, „ენერგეტიკაში კერძო კაპიტალი არ უნდა იყოს” – ეს არის შავრაზმელობა, ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედება და საბჭოთა კავშირი. „ნამოხვან ჰესთან დაკავშირებით: 1. პროექტით ქვეყანაში შემოდის 827 მლნ დოლარის ინვესტიცია, რაც ნიშნავს: ა) პირდაპირ სამუშაო ადგილების შექმნას; ბ) ეკონომიკის ზრდას, მეტი საქონლის ბრუნვას, მეტ შემოსავალს ადგილობრივი მეწარმეებისთვის; გ) ლარის გამყარებას, პროდუქტებზე ფასების ზრდის წნეხის შემცირებას, სესხებზე პროცენტის შემცირებას. 2. საქართველოს ენერგეტიკა ნაკლებად იქნება დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე, რაც ნიშნავს: ა) ნაკლები დენის შესყიდვას გარედან,…

მეტი...

“მოვუწოდებ საპოლიციო ძალებს, თუ ეცდება რომელიმე ჩვენი თანამებრძოლის დაპატიმრებას ან რაიმე იერიშის მიტანას მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ამას მოჰყვება მოსახლეობის საყოველთაო გამოსვლა” – ვარლამ გოლეთიანი

ხელისუფლება თუ მიმართავს დესტრუქციას, პასუხისმგებლობაც იქნება მასზე, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა. „იქნება ეს გარკვეული მსვლელობა ჩვენი მოძრაობის, თუ პიკეტირებას გავაკეთებთ სხვადასხვა ადგილისას, ჩვენ ყველგან ხელებაწეული ვართ. ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს. ავწევთ ხელებს და დავიცავთ ამ არაადეკვატურობისგან თავს. ზემოქმედების სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია, თუ არა ჩვენი ერთობა, რომ დავდგეთ და შევუქმნათ მათ დისკომფორტი, სანამ იმ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რომელიც არის ჩვენი ხალხის ნება. ამიტომ, პროვოკაციას არ ავყვეთ, მშვიდობიანად დავდგეთ, სადაც დავდგებით. უბრალოდ, დუმილით გავაპროტესტოთ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. ამასთან, ვარლამ გოლეთიანმა საპოლიციო…

მეტი...

“კითხვებზე პასუხი ვერ გამცეს და წამოვიდნენ პროვოკაციაზე” – ლევან სამუშია პარლამენტში დაპირისპირებაზე

კითხვებზე პასუხი ვერ გამცეს და წამოვიდნენ პროვოკაციაზე, ვიღაც ალუდაა ეგეთი – პარლამენტის წევრი, აგრესიულად უნდოდა და ჩემთან ეს არ გამოუვიდა,- ამის შესახებ „ლელოს” წევრმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებთან მასსა და უმრავლესობის დეპუტატ ალუდა ღუდუშაურს შორის მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა. სამუშიას თქმით, ამნისტიის პროექტით მმართველი გუნდი საკუთარი თავის თვითლუსტრირებას ახდენს, რადგან „საკუთარი ტყავის გადასარჩენად იბრძვის“. „ბიძინა ივანიშვილისთვის უცხოა და მისი ქვეშევრდომებისთვისაც უცხოა პოლემიკა. მათ დავუსვი კითხვა, რამაც გამოიწვია გაღიზიანება. წარმოუდგენელ რამეს აპირებენ – მთელი სისხლის სამართლის კოდექსის ამნისტირებას, აპირებენ საკუთარი თავი დაუქვემდებარონ ამინისტირებას. კითხვებზე პასუხი ვერ გამცეს და შემდეგ წამოვიდნენ პროვოკაციაზე, არ ვიცი, ვიღაც ალუდაა ეგეთი…

მეტი...

“შევალთ რამდენიმე ადამიანი, ჩავრთავთ ფეისბუქლაივს…” – გოლეთიანმა აქციაზე კახა კუჭავას შეთავაზება გააჟღერა

„რიონის ხეობის მცველის“ ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მათთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, შეხვედრის გეგმის ორი ვარიანტი არსებობს: „მათ მზაობა და სურვილი გამოხატეს, რომ უნდათ შეხვედრა. შემოვუაროთ უკანა მხრიდან პარლამენტს, სადაც, თუკი ექნება სურვილი ბატონ თავმჯდომარეს, გამობრძანდეს. ჩვენ უზრუნველვყოფთ პოლიციასთან ერთად მშვიდობიან შეხვედრას თავმჯდომარესთან, რომ არ იყოს არც შეძახილი. მშვიდობიანად დავდგეთ ყველა ერთად, რომ მოვისმინოთ, რა აქვთ მათ სათქმელი. თუ გვინდა, რომ ყველა ერთად მივიდეთ იქ. თუ დაგთანხმდებიან და გვეტყვიან სათქმელს, უზრუნველვყოთ მშვიდობიანი დახვედრა. ან: შევალთ რამდენიმე ადამიანი, ჩავრთავთ ფეისბუქლაივს და სხვები გარეთ დაგველოდებით,“- განაცხადა გოლეთიანმა.

მეტი...

“მეგაფონის მეშვეობით და კარვების გაშლით მოსახლეობა პროექტის შესახებ სიმართლეს ვერ გაიგებს” – ნათია თურნავა

ულტიმატუმებით საუბარი ხელისუფლების მიმართაც და საზოგადოების მიმართაც მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია სხვადასხვა მოწოდება იმისკენ, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ, პარალიზება მოვახდინოთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინიტრმა ნათია თურნავამ „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, მეგაფონის მეშვეობით და კარვების გაშლით მოსახლეობა პროექტის შესახებ სიმართლეს ვერ გაიგებს და ეს არ არის სწორი ფორმა. „პროექტი არის ძალიან მსხვილი, ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა გადის ენერგეტიკაზე, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გადის საკუთარი განახლებადი რესურსების განვითარებაზე, თუმცა, როცა საუბარია ასეთი მასშტაბის დიდ ჰიდროსადგურზე, ეს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ხოლმე გარკვეული განმარტებების საგანი – სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტები.…

მეტი...

“მეცა გურამ ფალავანდიშვილის ვაჟი, დაემატნენ სხვებიც, ცდილობდნენ, სამკლავური მოეხსნათ…” – ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაპირისპირება მოხდა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ, პროტესტის მონაწილეები ახლა ხელისუფლებისგან მიღებულ პასუხებს განიხილავენ, სულ ცოტა ხნის წინ დაიკავა სცენა აქციის ერთ ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა. მანამდე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებს, ლგბტქ+ სამკლაურის გამო ალექსანდრე ფალავანდიშვილი მისი თანამოაზრეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.  “პროპაგანდაზე არ უნდა გეკეთოს, იმიტომ რომ ეს არის დიდი ცოდვა. ორგანიზატორების მოთხოვნაა, რომ სიმბოლიკა არავინ მოიტანოს,”- უთხრა სალომე ბარკერს ალექსანდრე ფალავანდიშვილმა.  მოგვიანებით კი სალომე ბარკერმა მომხდარის შესახებ “ფეისბუქზე” დაწერა. მისი თქმით, უკვე დიდი ხანია სამკლავური მუდმივად უკეთია, აქციაზე კი მონაწილეების ნაწილი ჯვრით დადის, ნაწილი კი დროშით – ” ჭრელი ხალხი ვართ ხო? ასე არ უნდა იყოს?” “ჟურნალისტი მოვიდა ჩასაწერად და უარი ვუთხარი,…

მეტი...

გამოცდის ჩაბარების დროს ჩრდილოეთ ოსეთში მეცხრეკლასელი გოგო გარდაიცვალა

ჩრდილოეთ ოსეთში, ქალაქ მოზდოკში სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების დროს მეცხრეკლასელი გოგო გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს, სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. სიკვდილის სავარაუდო მიზეზებად ცხელი ამინდი და გულის პრობლემები სახელდება.

მეტი...

ბესო ზანგური მიხეილ სააკაშვილის როლში – მსახიობი მესამე პრეზიდენტს უკრაინულ სერიალში განასახიერებს

მსახიობი ბესო ზანგური, უკრაინულ სერიალში, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის როლს თამაშობს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა. “Znai nashix” – უკრაინული სერიალი. ვთამაშობ მიხეილ სააკაშვილს,”- წერს ბესო ზანგური.  სერიალში სააკაშვილი არის სერიალის გმირის, მინისტრ ზურაბ კახელის პროტოტიპი. მისი მოქმედების ძირითადი არეალი პრესკონფერენციებია.

მეტი...

ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო თვითმფრინავის მიმართ გამოყენებული ძალადობის საფრთხეს. ნატოსა და ევროკავშირის ორ ქვეყანას შორის მოძრავი Ryanair-ის სამოქალაქო თვითმფრინავის დასაკავებლად მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენება პირატული ქმედებაა, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ბობ მენენდესისა და მისი ჩეხი, ლატვიელი, გერმანელი, ლიეტუველი, ირლანდიელი, პოლონელი და ბრიტანელი კოლეგების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „ამ უგუნურმა ქმედებამ მგზავრები და ეკიპაჟი სერიოზულ საფრთხეში ჩააგდო. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ უნდა ჩაატაროს გამოძიება ქვეყნებს შორის თავისუფალი ტრანზიტის აშკარა დარღვევისა და თვითმფრინავისთვის საფრთხის შექმნის ფაქტზე”, – ნათქვამია განცხადებაში. პარლამენტარები აცხადებენ, რომ გამოძიების დასრულებამდე ბელარუსთან საჰაერო…

მეტი...

“შეშფოთებული ვარ მინსკში „რაინეარის“ რეისის იძულებით დასმასთან დაკავშირებით მიღებული ცნობებით, მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა მგზავრი” – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შეშფოთებას გამოთქვამს მინსკში ათენი-ვილნიუსის რეისის ავარიულად დაშვებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც, ბორტზე მყოფი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროსტასევიჩი დააკავეს. „ძალიან შეშფოთებული ვარ მინსკში „რაინეარის“ რეისის იძულებით დასმასთან დაკავშირებით მიღებული ცნობებით. მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რეისი და მისი ყველა მგზავრი. აუცილებელია ინციდენტის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოძიება“, – წერს შარლ მიშელი.

მეტი...

19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციურ ძალები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებენ

2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციურ ძალები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებენ. ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ  26 მაისს ჩანიშნული მოსამართლეთა კონფერენცია, რომლის მიზანია იუსტიციის საბჭოს 4 ახალი წევრის არჩევა, უნდა გადაიდოს. ახალი მოსამართლე წევრები კი არჩეულ უნდა იქნან ახალი წესით, რომლის შემუშავებაც რეფორმის ფარგლებში უნდა მოხდეს: “2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერ ოპოზიციურ ძალებს პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, არ განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს   (როგორც მოსამართლე ასევე არამოსამართლე) წევრების არჩევა მანამ, სანამ პარლამენტი არ შეიმუშავებს შეთანხმებით გათვალისწინებულ საკანონმდებლო ცვლილებებს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფომირების მიზნით. აღნიშნული შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რეფორმის ამ ნაწილის განხორციელებამდე…

მეტი...

ხობში 30 წლის კაცმა ბიძა მოკლა

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ხეთაში 30 წლის მამაკაცმა (გ. ლატარიამ) ბიძა მოკლა. შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ ბიძას ბლაგვი საგნით ორჯერ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. ორივე მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შსს-მ მომხდარ ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

“ეს არა ვინმეს გამართლების, არამედ პატიების აქტია” – ანრი ოხანაშვილმა ამნისტიის კანონპროექტის “ქართული ოცნების” ვერსია წარადგინა

პარლამენტში ამნისტიის ორი პროექტის საკომიტეტო განხილვა დაიწყო. მოახერხებენ თუ არა მხარეები ერთ ვერსიაზე შეჯერებას, ჯერ უცნობია, პერსპექტივა ბუნდოვანია, მით უმეტეს, იმ დისკუსიის ფონზე, რომელიც ამ წუთებში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს. დეპუტატებმა ჯერ “ქართული ოცნების” ვერსია განიხილეს.  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, რომელმაც ამნისტიის კანონპროექტი წარადგინა, აცხადებს, რომ მმართველი გუნდისთვის ეს საკითხი პოლიტიკურად მარტივად გადასაწყვეტი არ არის. ის ამნისტიის კანონპროექტს პატიების აქტს უწოდებს.  “ეს არა ვინმეს გამართლების, არამედ პატიების აქტია. ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან არის შემუშავებული, არც ერთ ასპექტში არ ასახავს შეთანხმების სულისკვეთებას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ კონკრეტული პოლიტიკური…

მეტი...

“საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები” და გვინდა ქვეყნის 90-იანებში დაბრუნება, არაადეკვატური შეფასებაა, რაზეც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია” – ვარლამ გოლეთიანი პრემიერის განცხადებაზე

საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები” და გვინდა ქვეყნის 90-იანებში დაბრუნება, არაადეკვატური შეფასებაა, რაზეც ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია, – ასე პასუხობს „ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თქმით, „კარგად გვახსოვს ბნელი, 90-იანი წლების პერიოდი, როცა ამ ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო“. როგორც გოლეთიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პრემიერის განცხადებაში გამოიკვეთა, რომ ხელშეკრულება შესასწავლია და მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. მისივე თქმით, „ვაი პატრიოტიზმს” უფრო ხელისუფლების კონტექსტში უნდა განვიხილავდეთ, რადგან ხელისუფლება ხეობას ყიდის და რესურსებს ასხვისებს. „პრემიერის განცხადებები ბოლო პერიოდში არის ერთმანეთს…

მეტი...

“მეამაყება, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა” – კახა კალაძე

ნამდვილად მეამაყება, რომ როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რაც ქვეყნისთვის ძალიან მაგარია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, რაც შეიძლება, ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში და მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსები, რაც ქვეყანას აქვს. „ჩემი პოზიციაა, რომ რაც შეიძლება, ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში. მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსები, რაც ქვეყანას აქვს, რათა მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დამოკიდებული არ ვიყოთ რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. ეს რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდია…

მეტი...

“არ ვუჭერთ მხარს ამნისტიას, რომლითაც ჯალათები იქნებიან ამნისტირებულები” – ხათუნა სამნიძე

არ ვუჭერთ მხარს ამნისტიას, რომლითაც ჯალათები იქნებიან ამნისტირებულები, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა. „არ ვუჭერთ მხარს ამნისტიას, რომლითაც ჯალათები იქნებიან ამნისტირებულები ან თანამდებობის პირები და ყველა ამ პოზიციაზე ვიქნებით. არ მოხდება იმათი ამნისტირება, ვინც უკანონო ბრძანება გასცა.  ორი კანონპროექტი არის ბუნებრივია შეთავაზებული, რაც არ ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. საზოგადოება ნახავს, რაზე იღებს პასუხისმგებლობას პოლიტიკური ძალა“,- განაცხადა სამნიძემ.

მეტი...

„კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ პროექტის დაწყება ეკონომიკური განვითარებისთვის კარგი სტიმულის მიმცემი პრეცედენტია, მით უმეტეს პანდემიის ფონზე” – ირაკლი ღარიბაშვილი

„კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ პროექტის დაწყება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და ზოგადად, ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის არის ძალიან კარგი სტიმულის მიმცემი პრეცედენტი და მაგალითი, მით უმეტეს პანდემიის ფონზე, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ პროექტის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა, ინვესტორს, ნოშრევან ნამორაძეს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა. „ეს არის 200 მლნ დოლარის კერძო ინვესტიცია. ათასობით ადამიანის დასაქმებას გულისხმობს ეს პროექტი და რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია, რომ ასეთი ეკოლოგიური სივრცე, ახალი რეკრეაციული ზონები შეიქმნება ამ პროექტის ფარგლებში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით, ზოგადად ამ დეველოპერულ, სამშენებლო…

მეტი...

“გვახსოვს 90-იანი წლები, როცა ვითომ პატრიოტიზმის საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო „ძალიან კარგი სპეციალისტი“ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის – შედეგად დავანგრიეთ ქვეყანა” – პრემიერი

კარგად გვახსოვს ბნელი, 90-იანი წლების პერიოდი, როცა ამ ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო „ძალიან კარგი სპეციალისტი“ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ა.შ. – შედეგად დავანგრიეთ ქვეყანა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისივე თქმით, ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც კანონს დაარღვევს, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება. „კარგად გვახსოვს ბნელი, 90-იანი წლების პერიოდი, როცა ამ ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო „ძალიან კარგი სპეციალისტი“ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ა.შ. შედეგად რაც მივიღეთ კარგად ხედავთ. მივიღეთ სამოქალაქო ომი, დავანგრიეთ…

მეტი...

კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაუქმდა ყველა სამმართველო და 11 დეპარტამენტი ჩამოყალიბდა

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ იქნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულება, რის შედეგადაც სამინისტროს სტრუქტურა ახლებურად განისაზღვრა. კერძოდ, გაუქმდა ყველა სამმართველო და, სტრუქტურული ერთეულების გამსხვილების შედეგად, 11 დეპარტამენტი ჩამოყალიბდა. გაუქმდა კულტურის დეპარტამენტი და მის ბაზაზე შეიქმნა ორი სტრუქტურული ერთეული – შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტი და კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტი. სპორტის დეპარტამენტის ბაზაზე კი ცალკე ჩამოყალიბდა მასობრივი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი, რაც ამ დარგში სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულება უნდა გახდეს. ცალკე განისაზღვრა მაღალი მიღწევების სპორტის დეპარტამენტი. ამასთან, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის გაერთიანების ხარჯზე შეიქმნა ახალი – კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვის…

მეტი...

სამეგრელოში პენსიონერი დააყაჩაღეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში პენსიონერი დააყაჩაღეს, მას ფიზიკური დაზიანებებიც აქვს მიყენებული და ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

მეტი...

“ქოცხროვის” ჩინოვნიკებო არ გაგივათ ასე მარტივად თურქული კომპანიის გადაგდება” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

ნამახვანჰესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოლიტიკოსები და აქტივისტები ტავის პოზიციას აფიქსირებენ, მალხაზ მაჩალიკაშვილი თვლის, რომ აქცია ხელისუფლების მიერ არის მართული: „ქოცხროვის“ ჩინოვნიკებო არ გაგივათ ასე მარტივად თურქული კომპანიის გადაგდება . ნამოხვანში ამას ძალიან კარგად გააზრებულად აკეთებთ, ვითომ მთელი საზოგადოება წინააღმდეგია ნამოხვან ჰესის აშენებაზე, წინასწარ აღებული მილიონები გაგეჩხირათ ერთ ადგილას, რასაც ვხედავ და ამ ადამიანების ხარჯზე გინდათ ეს მოპარული და უმოწყალოდ შეჭმული ათეულობით მილიონები შეირგოთ არა ასა არ გამოვა,” – წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

“ნიკა მელია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ ასეც არ არის, რომ მთელი სამყარო, ქვეყანა და საქართველოს პარლამენტიც მის გარშემო ბრუნავს” – დავით სერგეენკო

ნიკა მელია მართლაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ ასეც არ არის, რომ მთელი სამყარო, ქვეყანა და საქართველოს პარლამენტიც მის გარშემო ბრუნავს, – ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ოპოზიციის კრიტიკას, რომ მმართველი გუნდის ამნისტიის პროექტში არსებული ჩანაწერი, რომ პირზე იმ შემთხვევაში გავრცელდება ამნისტია, თუკი ის ამაზე უარს არ იტყვის, სპეციალურად ნიკა მელიას გამოა ჩადებული. სერგეენკოს თქმით, არავინ აპირებს ნიკა მელიასთვის შექმნას ქვეყანაში კანონები. ამასთან, სერგეენკო იმედოვნებს, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდება. „ამნისტიის შესახებ კანონპროექტის კონსტრუქციაზე, მის შემადგენლობაზე არამცთუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც არის, რომ შეჯერებული იყოს პოზიციის და ოპოზიციის შეხედულებები და მიდგომები. ის, რომ კანონპროექტი მზად არის, არ…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,19 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,19 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,04 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,99 პროცენტი. დღეს „კოვიდ-19“ 388 პირს დაუდასტურდა, 1 357 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 208 თბილისში, 50 აჭარაში, 33 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 208 თბილისში, 50 აჭარაში, 33 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 598 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 503 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 388 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 337 961-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე –…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 357 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 357 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 598 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 095 „პისიარ“ ტესტით – 4 503. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,04%, ბოლო 14 დღის – 3,99%, ბოლო 7 დღის – 4,19%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 337 961 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 319 956 გამოჯანმრთელდა, 4 639 კი გარდაიცვალა. სულ აცრილია – 113 000 ადამიანი, დღიურად აცრილია – 798. კარანტინის რეჟიმშია 91, სტაციონარში მეთვალყურეობას 4…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 639-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 388 პირს დაუდასტურდა, 1 357 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 23 მაისს საქართველოში კორონავირუსის 733 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 530 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.

მეტი...

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები დედაქალაქის პარალიზებით იმუქრებიან

რამდენიმე საათი ულტიმატუმის ამოწურვამდე – თუ ხელისუფლება რიონის მცველების სამპუნქტიან მოთხოვნას დღის 12:00 საათამდე არ შეასრულებს, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები დედაქალაქის პარალიზებით იმუქრებიან. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებმა დღის ბოლოს ტერიტორიაზე კარვები გაშალეს, სადაც ნაწილმა მთელი ღამე გაატარა. რიონის მცველები ამბობენ, რომ აქცია მერიისგან სანქცირებულია.  მოთხოვნები უცვლელია: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა, გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე სამშენებლო ნებართვა და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი. კომპანია ENKA-მ დღის ბოლოს განცხადება გავრცელა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან საქმიანი დისკუსიის დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვა.

მეტი...

შსს-მ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 098 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. „სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 098 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 43 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 872 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის…

მეტი...

მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, იგი სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს. “მარიამ ქვრივიშვილი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იგი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო. მისი შრომითი საქმიანობა ასევე უკავშირდება ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას (EURONEST PA). საქართველოს პარლამენტში არჩევამდე, 2019-2020 წლებში მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს…

მეტი...