„26 მაისს არა აღლუმზე, არამედ ჩვენთან“ – ვარლამ გოლეთიანის მოწოდება მოსახლეობას

რიონის ხეობის მცველები, იუსტიციის სახლიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიემართებიან. „დავიძრათ თავისუფლების მოედნისკენ“ – ეს განცხადება აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ამ წუთებში გააკეთა.

ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებს და საქართველოს მოსახლოებას ასევე მოუწოდა 26 მაისს არ მივიდნენ აღლუმზე და შეუერთდნენ  რიონის მცველების აქციას.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები სწორედ იმ ლოკაციისკენ მიემართებიან, სადაც 26 მაისის ღონისძიება უნდა ჩატარდეს. რიონის ხეობის მცველები სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობების ბლოკირებას იწყებენ. გოლეთიანის თქმით, გზა აუცილებლად გადაიკეტება, რადგან ეს არის სამართლიანი ბრძოლა.    

მსგავსი თემები