საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 639-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 388 პირს დაუდასტურდა, 1 357 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 23 მაისს საქართველოში კორონავირუსის 733 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 530 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები