„რუსთაველი გადაიკეტება და არ გაიხსნება“ – ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველები დედაქალაქის პარალიზებას აგრძელებენ. როგორც პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა ამ წუთებში აქციაზე განაცხადა, 26 მაისს, მთელი დედაქალაქი მათ გვერდით იქნება.

„ახლა დავიძრათ რუსთაველისკენ, გადაიკეტება რუსთაველის მოედანი და არ გაიხსნება. მეტი ერთობა გვჭირდება. დავდგეთ ერთად ნამდვილი თავისუფლების მოსაპოვებლად. რადგან სცენა გვაქვს მოწყობილი რესპუბლიკის მოედანზე და ასევე, კარვები გვაქვს გაშლილი, ბუნებრივია, ამ ტერიტორიას ვერ დავტოვებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიძრათ რესპუბლიკის მოედანზე. რუსთაველის ქუჩა გადაიკეტება დღეს ჩვენგან და არ გაიხსნება. ამავდროულად, ახლოს ვიქნებით იმ ძირითად ლოკაციასთან, სადაც დავიწყეთ ეს პროცესი და გადაიკეტება იქ ყველაფერი, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. 26 მაისს მთელი დედაქალაქი დადგენა ჩვენს გვერდით“ – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

აქციის მონაწილეები რუსთაველისკენ დაიძრნენ, სადაც მეტროს მიმდებარე ტერიტორიას გადაკეტავენ.      

მსგავსი თემები