“შევალთ რამდენიმე ადამიანი, ჩავრთავთ ფეისბუქლაივს…” – გოლეთიანმა აქციაზე კახა კუჭავას შეთავაზება გააჟღერა

„რიონის ხეობის მცველის“ ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მათთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

მისი თქმით, შეხვედრის გეგმის ორი ვარიანტი არსებობს:

„მათ მზაობა და სურვილი გამოხატეს, რომ უნდათ შეხვედრა. შემოვუაროთ უკანა მხრიდან პარლამენტს, სადაც, თუკი ექნება სურვილი ბატონ თავმჯდომარეს, გამობრძანდეს. ჩვენ უზრუნველვყოფთ პოლიციასთან ერთად მშვიდობიან შეხვედრას თავმჯდომარესთან, რომ არ იყოს არც შეძახილი. მშვიდობიანად დავდგეთ ყველა ერთად, რომ მოვისმინოთ, რა აქვთ მათ სათქმელი. თუ გვინდა, რომ ყველა ერთად მივიდეთ იქ. თუ დაგთანხმდებიან და გვეტყვიან სათქმელს, უზრუნველვყოთ მშვიდობიანი დახვედრა.

ან: შევალთ რამდენიმე ადამიანი, ჩავრთავთ ფეისბუქლაივს და სხვები გარეთ დაგველოდებით,“- განაცხადა გოლეთიანმა.

მსგავსი თემები