გამოცდის ჩაბარების დროს ჩრდილოეთ ოსეთში მეცხრეკლასელი გოგო გარდაიცვალა

ჩრდილოეთ ოსეთში, ქალაქ მოზდოკში სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების დროს მეცხრეკლასელი გოგო გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს, სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სიკვდილის სავარაუდო მიზეზებად ცხელი ამინდი და გულის პრობლემები სახელდება.

მსგავსი თემები